ღმერთი

ღმერთი

вторник, 6 августа 2013 г.

ხანუქობა: ვინ რისთვის იყენებს მას საქართველოში?

წელს ხანუქობა საქართველოში, კერძოდ, ქ. თბილისში, წინა წლებისაგან განსხვავებით, განსაკუთრებულად ჩატარდა: რუსთაველის პროსპექტზე გამოიტანეს მენორა, - ხანუქიალური სანთლები და გამოფინეს მილოცვა ქართული საზოგადოებისადმი.

იმისათვის, რათა გავერკვეთ ამ მოვლენის ნამდვილ არსში, უპირველეს ყოვლისა უნდა განვიხილოთ საკითხი, თუ როგორია ქრისტიანული თვალსაზრისი ხანუქის დღესასწაულთან დაკავშირებით და როგორ უნდა შეფასდეს წელს საქართველოში მისი აღნიშვნის ფორმა.

ხანუქის დღესასწაული, რომელიც დეკემბრის პირველ ნახევარში აღინიშნება და 8 დღე გრძელდება, არის დღევანდელ ებრაელთა დიდ დღესასწაულთაგან ერთ-ერთი. ისტორიულად იგი მაკაბელთა გამარჯვებას უკავშირდება და დროთა განმავლობაში, მოსეს სჯულის თალმუდისტურ-თორასეული სწავლებით ჩანაცვლების კვალობაზე, ებრაელთა ნაციონალურ დღესასწაულად ჩამოყალიბდა, რომელიც სიმბოლურად ებრაელთა არაებრაელებზე გამარჯვებას აღნიშნავს. მისი მთავარი ატრიბუტი - მენორა, ანუ ცხრატოტა შანდალი ბიბლიური შვიდტოტას განაციონალურების გზით ტრანსფორმირების შედეგს წარმოადგენს.

როგორც ებრაელთა სხვა დიდი დღესასწაულები, ხანუქის დღესასწაულიც თალმუდისტური თეოლოგიის, თორასეული სწავლების თვალსაზრისით, აღნიშნავს ებრაელთა მომავალ გამარჯვებას, რომელიც მესიის მოსვლას უკავშირდება. ამდენად ხანუქი, რელიგიურ-მისტიური თვალსაზრისით, მომავალი მესიის მოლოდინს უკავშირდება, და აქედან გამომდინარე, წარმოადგენს ანტიქრისტიანულ დღესასწაულს. ქრისტიანული სწავლებით მესია და მხსნელი არის ქრისტე, ხოლო მომავალი მესია - ანტიქრისტე. ნიშანდობლივია, რომ მოკლე ებრაულ ენციკლოპედიაში გადმოცემული თვალსაზრისი ამ ანტიქრისტიანული მოვლენის ასახვაა (იხ. ტომი 5):„ჯვრის, როგორც ქრისტიანობის სიმბოლოს საპირწონედ, მენორა იუდაიზმის სიმბოლოდ იქცა“.

ჩვენ არ ვუშლით ებრაელებს, აღნიშნონ თავიანთი საკულტო დღესასწაული თავიანთვე საკულტო ტაძრებში. მაგრამ როდესაც მენორა გამოაქვთ თბილისის ცენტრალურ ქუჩაზე, რუსთაველის პროსპექტზე, როგორც ეს წელს თბილისში მოხდა, და მასთან ერთად გამოფინეს წარწერა, რომ ებრაელთა თემი ულოცავს ხანუქობას ქართულ საზოგადოებას, რომლის უმრავლესობასაც მართლმადიდებელი ქრისტიანები წარმოადგენენ, ეს არის დაცინვა და შეურაცხყოფა ამ საზოგადოებისა. თქვენ წარმოიდგინეთ, რა მოხდება, თუკი აღდგომის დღესასწაულზე ქრისტიანები ბრწყინვალე შვიდეულის განმავლობაში აღმართავენ თელ-ავივისცენტრში დიდ ჯვარს და ებრაელ ხალხს მიმართავენ ქრისტეს აღდგომის მილოცვით. დაუშვებს ამას ისრაელის ხელისუფლება, მიუხედავად იმისა, რომ აღდგომის დღეს მათ ქვეყანაში და მთავარ ქალაქში, იერუსალიმში მთელი მსოფლიოს წარმომადგენლობა იკრიბება?

სამწუხაროდ ებრაელთა რელიგიური ლიდერები საქვეყნოდ არ აცხადებენ ხანუქის დღესასწაულის რელიგურ არსსა და სიღრმისეულ სიმბოლიკას. წელსაც საქართველოშისაინფორმაციო საშუალებებით გამოსვლისას აღნიშნეს, რომ ხანუქი არის ოჯახური დღესასწაული. ალბათ ამიტომაც არის, რომ მრავალი ქრისტიანი ამ დღესასწაულს წმინდა საერო დღესასწაულად მიიჩნევს და ზოგიერთი მათგანი ამა თუ იმ სახით მონაწილეობს კიდეც მასში. თვით ის ფაქტი, რომ ამ დღესასწაულის დროს სინაგოგაში იმართება საკულტო რიტუალი, უკვე მოწმობს იმას, რომ ხანუქობა არის არა საერო, არამედ ებრაელთა რელიგიური დღესასწაული. ამიტომ ქრისტიანის ამ დღეს სინაგოგაში შესვლა და ამ რიტუალში მონაწილეობა განიხილება როგორც თანალოცვა, რასაც შეიძლება სავალალო შედეგები მოჰყვეს ამ ქრისტიანის სულისა და თვით ფიზიკური ჯანმრთელობისთვისაც. ამიტომაც არის, რომ ჩვენი ეკლესიის სამართლის მთავარი ძეგლი, „დიდი სჯულისკანონი“ მკაცრად კრძალავს მსგავს ქმედებებს, რაც საგანგებოდ აღნიშნულია მოციქულთა 65-ე, 70-ე, 71-ე და 7-ე კანონებში, ასევე მე-6 მსოფლიო კრების 12-ედა ლაოდიკიის კრების 37-ე და 38-ე კანონებში.

იმის საილუსტრაციოდ, თუ როგორ მკაცრად განაჩინებს ჩვენი ეკლესიის სამართალი აღნიშნულ ქმედებებს, მოგვყავს ხსენებული კანონები:

მოციქულთა 65-ე კანონი: უკუეთუ ვინმე მოყუასი ანუ ერისკაცი შევიდეს შესაკრებელსა ჰურიათასა ანუ მწვალებელთასა ლოცვად, განიკუეთენ მოყვასი და უზიარებელ იქმენინ ერისკაცი.

მოციქულთა 70-ე კანონი: უკუეთუ ვინმე ეპისკოპოსმან, ანუ ხუცესმან ანუ დიაკონმან, ანუ რომლისავე სამღვდელოჲსა დასისაგანმან იმარხოს ჰურიათა თანა, ანუ იდღესასწაულოს მათ თანა, ანუ შეიწყნაროს მათგან სადღესასწაულოჲ რაჲმე ძღუენი, ვითარ უცომოჲ, ანუ სხვაჲ რაჲმე ეგევითარი, განიკუეთენ, ხოლო ერისკაცი უზიარებელ იქმენინ.

მოციქულთა 71-ე კანონი: უკუეთუ ვინმე ქრისტეანემან ზეთი მიიღოს ტაძარსა საწარმართოსა, ანუ შესაკრებელსა ჰურიათასა დღესასწაულთა მათთა, ანუ სანთელი აღანთოს, უზიარებელ იქმენინ.

მოციქულთა 7-ე კანონი: უკუეთუ ვინმე ეპისკოპოსმან, ანუ ხუცესმან ანუ დიაკონმან წმიდაჲ დღე აღვსებისაჲ უწინარეს გაზაფხულისა დღეთაჲსა ჰურიათასა თანა სრულ-ყოს, განიკუეთენ.

VI მსოფლიო კრება: ნუმცა ვინ სამღვდელოთა დასთა თანა დაწესებული ანუ ერისკაცი ჭამს უცომოსა ჰურიათასა, ანუ საკუთრად მეგობრად იჩენს მათ და სნეულებასა შინა მიუწოდს და კურნებასა მიიღებს მათგან, ანუ აბანოსა შინა იბანების მათ თანა. ხოლო უკუეთუ ვინმე ამათდა ქმნად ჲელ-ყოს, უკუეთუ მოყუასი იყოს, განიკუეთოს, ხოლო უკუეთუ ერუისკაცი - უზიარებელ იქმნეს.

ლაოდიკიის კრების 37-ე კანონი: ვითარმედ არა ჯერ-არს ჰურიათა ანუ მწვალებელთაგან წარმოცემულთა სადღესასწაულოთა რათმე ძღუენთა მიღებაჲ, არცა თანადღესასწაულობაჲ მათ თანა.

ლაოდიკიის კრების 38-ე კანონი: ვითარმედ არა ჯერ-არს ჰურიათაგან მიღება უცომოჲსაჲ, ანუ თანაზიარებაჲ უღმრთოებათა მათთაჲ.

ჩვენ ვშიშობთ, რომ ჩვენი ეს წერილი არაკეთილმოსურნეთა მიერ გამოყენებულ იქნება იმის გასაპიარებლად, თუ როგორი არატოლერანტები და ქსენოფობები ვართ ჩვენ, ქართველი მართლმადიდებლები. ამის საპირისპიროდ ჩვენ აღვნიშნავთ, რომ საქართველო ერთადერთი ქვეყანაა მსოფლიოში, სადაც ანტისემიტიზმს არ ჰქონია ადგილი და არც დღეს აქვს. მაგრამ ვიღაც პროვოკაციულად ცდილობს ებრაული დღესასწაული გამოიყენოს ქართველთა გასაღიზიანებლად, მათი რელიგიური გრძნობების შესალახად და დასამცირებლად,დაპირისპირების გასაღვივებლად, (როგორც ეს რამდენიმე წლის წინ ქ. კიშინიოვში მოხდა), რაც იმით გამოვლინდა, რომ ხანუქიალური მენორა სინაგოგიდან გამოიტანეს და ცენტრალურ ქუჩაზე დადგეს საზოგადოებისადმი მილოცვის წარწერით. პროვოკაციულობაზე ისიც მიუთითებს, რომ ხანუქის საზოგადოებრივ ადგილებში გამართვა და მენორის დადგმა ეწინააღმდეგება ხანუქის გამართვის იუდეურ კანონებსაც, რომელიც ხანუქის სანთლების ანთების ნებას მხოლოდ ებრაელთა კერძო სახლებსა და სინაგოგებში იძლევა.

რაც შეეხება არატოლერანტობას და ქსენოფობიას, - ქართველთათვის ამის დაბრალება - ესეც მათი შეურაცხყოფაა და ამას სიცრუით თხზავენ სწორედ ქართველთ მოძულე არატოლერანტები. ოდესმე გსმენიათ, რომ საქართველოში სინაგოგის კედლებზე მათი რელიგიური კულტის შეურაცხმყოფელი წარწერები გაეკეთებინოთ, მსგავსად იმისა, როგორც ეს ა.წ 12 დეკემბერს იერუსალიმში ქართველთა ჯვრის მონასტრის კედლებზე გააკეთეს, როდესაც წააწერეს: „იეშუ ბენ -ზონა“ (იესო - მეძავის შვილი), „მაკაბელებმა გაიმარჯვეს“, „გილოცავთ ხანუქას“ და „ტაგ მეხირ“. ეს ვანდალიზმი მემარჯვენე-ნაციონალურ ფრთას დაბრალდა და დაიწყო გამოძიება. მაგრამ იმედი არა გვაქვს, რომ ნამდვილად გამოიძიებენ და გამოავლენენ დამნაშავეს, ისე, როგორც არ გამოძიებულა მსგავსი ქმედება, რომელიც განხორციელდა იმავე მონასტრის კედლებზე ა.წ. თებერვალში შეურაცხმყოფელი წარწერების გაკეთებით. არა გვაქს იმედი იმიტომ, რომ ასეთი „მემარჯვენე-ნაციონალისტური“ შეხედულება ქრისტიანთა მიმართ ახასიათებს მთელ თალმუდისტურ-ხასიდურ საზოგადოებას.

ისრაელის სეფადის ყოფილი მთავარი რაბინი, ამჟამინდელი შასის პარტიის ლიდერი ხომ ინკოგნიტო პირი არ არის, რომლის ხასიდური, მართლაც ქსენოფობიური განცხადებები მთელმა მსოფლიომ შეიტყო, როდესაც მან განაცხდა, რომ „გოები (ანუ არაიუდეველები-ავტ.) ღმერთმა იმიტომ შექმნა, რომ მოემსახურონ ებრაელებს შაბათ დღეს. ეს ერთადერთი მიზეზია, რის გამოც ღმერთმა დაუშვა მათი ამ ქვეყანაზე გაჩენა. გოების ადგილი არ არის ამ მსოფლიოში, თუკი ისინი არ მოემსახურებიან ებრაელებს“. თქვენ წარმოიდგინეთ, რა აჟიოტაჟი მოჰყვება მსოფლიოში, თუკი რომელიმე ეპისკოპოსი მსგავს განცხადებას გააკეთებს ებრაელი ხალხის დასამცირებლად?

აქვე საგანგებოდ უნდა აღინიშნოს განსხვავება მსგავს ქსენოფობიურ განცხადებებსა და რელიგიურ მამხილებელ მოღვაწეობას შორის. ჭეშმარიტი მხილება სწორედ მოყვასის სიყვარულით არის ნაკარნახევი, იმისათვის, რათა ცდომილებაში მყოფი მოყვასი გადაარჩინოს სულიერ წარწყმედას. ეს მხილება რაიმე სახის ფობიად რომ არ იქცეს, ამისთვის აუცილებელია იგი კეთდებოდეს არა მოყვასის ზიზღით, მისი დამცირების სურვილითა და შეურაცხყოფის მიზნით, არამედ ნაკარნახევი უნდა იყოს სიყვარულით, ანუ იმ მცნების აღსრულებით, რომელიც ქრისტე მაცხოვარმა დაგვიდო სამოქმედოდ, - არა მხოლოდ მოყვასის სიყვარული, არამედ მტრის სიყვარულიც.

დასასრულს აღვნიშნავთ, რომ ერთა შორის ცივილური ურთიერთობა და მშვიდობა ემყარება თანასწორუფლებიანობას საერო კანონმდებლობის ფარგლებში, ასევე იმ ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობის რწმენისა და ეროვნული ფასეულობების პატივისცემას, რომელშიც ცხოვრობს ამა თუ იმ ეთნოსის წარმომადგენელი, მითუმეტეს ისეთი ქვეყნისა, როგორიც საქართველოა, რომელმაც არა მარტო შეიფარა სხვადასხვა ისტორიულ ეპოქებში დევნული და ოტებული ხალხები, როგორიცაა ებრაელნი, სომეხნი თუ სხვანი, არამედ ძმური სიყვარულით გაათბო, გაუყო მიწა, სარჩო-საბადებელი, მისცა ცხოვრების, გამრავლებისა და განვითარების საშუალება. ამიტომ რომელიმე ეთნოსისა თუ რელიგიური ჯგუფის მხრიდან ქართველთა დადანაშაულება რაიმენაირ ფობიაში არის უმადურობა და ისტორიული დანაშაული არა მარტო ქართველთა მიმართ, არამედ საკუთარი ეთნოსის მიმართაც.

qadageba.ge

Комментариев нет:

Отправить комментарий