ნუ მიენდობი შენს ძალებს და ღვთის შეწევნა ყოველთვის შენთან იქნება.
ყოველგვარი იმედი, რაც ღვთის განგებისადმი იმედს შეურაცხყოფს - უზნეობაა.
ვინც არ მიენდობა თავის შრომას, იგი ყველაზე უკეთ შეიგრძნობს თავის ძალას.
ვიდრე ცოცხალი ხარ, ნუ ენდობი საკუთარ თავს, , ვიდრე ბნელეთის ყველა
ხელისუფალს უკან არ მოიტოვებ.
მეტად უბედურია ის, ვინც იმედს არ ამყარებს უფალზე და ფიქრობს, თავისი ბედნიერება თვითონ მოიპოვოს.
ვინც არ უსადაგებს თავის ნებას ღმერთს, ბრკოლდება იგი საკუთარ საქმეებში და მტრების ხელში ვარდება.
როგორც აბლაბუდაზე შემდგარი კაცი ეცემა და დაბლა ვარდება, ასევე ვარდება ის ადამიანიც, ვინც მხოლოდ საკუთარ ძალებს ეყრდნობა.
ვიდრე სხეულში ხარ, ნუ იქნები უდარდელი და ნუ ენდობი საკუთარ თავს, თუნდაც ხანდახან თავს ვნებებისაგან განთავისუფლებულად გრძნობდე.
არ ვართ სამსონზე უფრო ძლიერნი, არც სოლომონზე უფრო ბრძენნი, არცთუ საღვთო დავითზე უფრო მცოდნენი, არც მთავარმოციქულ პეტრეზე უფრო ღვთისმოყვარენი. მაშ, ნუ მივენდობით ჩვენს თავს, რადგან წერილი ამბობს: „თავის თავს მინდობილი დაეცემა საკვირველი დაცემით“ (შდრ. იობ.18. 12).
როგორც გონიერი კაციც კი ადვილად შეცდება უცხო გზაზე სვლისას, თუკი წინამძღოლი არ ჰყავს, ასევე ისიც, ვინც თვითნებობით და საკუთარი თავის ხელმძღვანელობით მოღვაწეობს მონაზვნურ ცხოვრებაში, თუნდაც უდიდესი სიბრძნის პატრონი იყოს, დასაწყისშივე შეიძლება, ადვილად დაიღუპოს.
არ ძალუძს გონებას, დაამარცხოს ეშმაკეული წარმოსახვა მხოლოდ თავისი თავის მიერ. ნურც გაბედავს ამას ნურასოდეს, რადგან ყოვლადმზაკვარნი არიან ისინი და თავს აჩვენებენ რა თითქოსდა დამარცხებულად, სხვა მხრიდან აბრკოლებენ მას ცუდმედიდობის შედეგად, თუმცა იესო ქრისტეს მოხმობის შედეგად მცირე დროითაც ვერ დაითმენენ დაყოვნებასა და შენს მოცთუნებას (მზაკვრულად მოტყუებას).
ნურასოდეს ენდობი საკუთარ თავს, თუნდაც ვნებების დროებით მიჩუმებას გრძნობდე, რადგან ვნებები და დემონები ხშირად მზაკვრულად იმალებიან და იკვლევენ - ხომ არ გაამპარტავნდება ადამიანი თავის გულში, როცა ჰგონია, რომ უკვე თავისუფალია მათგან; შემდეგ მოულოდნელად დაეცემიან საბრალო სულს და ჩიტივით წარიტაცებენ მას; და თუ დაეუფლებიან, დასცემენ მას ყოველგვარი ცოდვით ადრინდელზე უფრო უმოწყალოდ და ბოროტად.
კაცთმოიმედეობის ცოდვა იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენ ხშირად ვენდობით საკუთარ თავსა და ძალებს, ლოცვასა და მარხვას; მშვიდად ვართ სხვადასხვა ღვაწლის, ცრუ სიკეთეების გამო და სრულიად გვავიწყდება, რომ მხოლოდ უფლის უსაზღვრო მოწყალებით შეგვიძლია გადარჩენა. ან კიდევ, ღმერთზე მეტად ადამიანებზე ვამყარებთ იმედს, რითაც უკანა პლანზე გადაგვყავს უფალი და მხოლოდ მაშინ მივმართავთ დასახმარებლად, როცა ყველა სხვა საშუალება უკვე ვცადეთ. ჩვენ წარმოდგენაც არ გვაქვს, რა მძიმე ცოდვაში ვაგდებთ თავს და როგორ განვარისხებთ ამით ღმერთს.
ღვთისმოსაობის რა საფეხურზეც არ უნდა მიაღწიო, ნურასოდეს ენდობი საკუთარ თავს. ეს მაცხოვნებელი შიში უნდა გაიზარდოს შენში იმის მიხედვით, თუ როგორ წარმატებებს მიაღწევ სრულყოფილებაში. რაც უფრო ძვირფასია საგანძური რომელსაც ფლობ, მით მეტი უბედურება იქნება მისი დაკარგვა. მიბაძე ფრთხილ ვაჭარს, რომელიც შიშით უფრო მეტად შფოთავს იმის დროს, როდესაც სამშობლოში ბრუნდება ძვირფასეულობით დატვირთული მისი გემი, ვიდრე მაშინ, როდესაც იგი ნავსადგურიდან გადის საქონლის მცირე რაოდენობით; მისი შიში იზრდება იმ დანაკარგის მნიშვნელობასთან ერთად, რომელიც შესაძლოა, მას შეემთხვეს.
რატომ ეყრდნობი საკუთარ თვს? საკუთარ თავში არა აქვს კაცს საყრდენი. ღმერთს შეუვრდი და ნუ გეშინის: იგი პირს არ იბრუნებს შენგან, ნებას არ მოგცემს დაეცე; უდრტვინველად მიმართე მას: შეგივრდომებს იგი და განგკურნავს.
ვისაც სურს, საკუთარ ხორცს ებრძოლოს და თავისი ძალებით დაამარცხოს იგი, ტყუილად ცდილობს, რადგან უფალმა თვითონ უნდა დაარღვიოს ხორციელი ვნების სახლი და სულიერი აღმართოს. ტყუილუბრალოდ მარხულობს და ლოცულობს ის, ვისაც ვნებების დამარცხება საკუთარი ძალით განუზრახავს. უფალს მიანდე შენი ბუნების უძლურებანი და ყოველივეში საკუთარი უძლურება შეიცანი და სიწმინდის მადლს უხილავად მიიღებ მისგან.
ადამიანმა მადლობით უნდა მიიღოს ის ტვირთი, რისი ტარებაც ამქვეყნად უწევს, სანაცვლოდ კი ღირსი გახდება მარადიული ნეტარებისა. გახსოვდეთ, უფალი იმაზე დიდ ჯვარს არ მოგცემთ, რისი აწევაც თქვენ არ ძალგიძთ, ოღონდ მხოლოდ საკუთარ თავს ნუ მიენდობით, არამედ ეცადეთ, უფლის სასოება არ დაკარგოთ როგორც ყველაზე მძიმე წუთებში, ისე მაშინაც, როცა სიხარულით იქნებით აღვსილნი.
იტყვიან ხოლმე, ესა და ეს ადამიანი ამა და ამ მიზეზის გამო დაეცაო. მე კი ვიმეორებ: ერთადერთი მიზეზი ვიცი ადამიანთა დაცემისა. დაცემულს თუ ნახავ, იცოდე, რომ იგი თავის თავს მიენდო.
sibrdzne.ge

Комментариев нет:
Отправить комментарий