ამონაწერები წმ. იოანე ოქროპირის ჰომილიებიდან "იუდეველთა წინააღმდეგ" იმის შესახებ, რომ არ უნდა ვეზიარებოდეთ იუდეველთა ლოცვებსა და დღესასწაულებს და, რომ პატივი არ უნდა მივაგოთ იუდეველთა სალოცავებს (გამოჰკრიბა არქიეპისკოპოსმა პავლემ (ხორავა)).
ნაწილი I
წინათქმა
რვა ჰომილია "იუდეველთა წინააღმდეგ" წმ. იოანე ოქროპირმა ანტიოქიაში წარმოსთქვა: პირველი სამი ჰომილია 386 წლის შემოდგომით, ხოლო დანარჩენი ხუთი - 387 წლის შემოდგომით. მათი ქადაგების მიზეზი გახდა ის სამწუხარო ვითარება, რომლის თანახმადაც მრავალი ქრისტეანი - ან ძველი ჩვეულების გამო, ან კიდევ უგუნურებითა და გატაცებით - მონაწილეობას ღებულობდა ადგილობრივი იუდეველების დღესასწაულებსა და მარხვებში, ასევე დადიოდნენ სინაგოგებში. ამ უგურების წინააღმდეგ არის მიმართული წმ. იოანე ოქროპირის სიტყვაც, სადაც წმიდა მამა განმარტავს, რომ იუდეველობამ უკვე დაჰკარგა თავისი მნიშვნელობა და ამიტომაც, მისი წეს-ჩვეულებების შესრულება ღმრთის ნების საწინააღმდეგოა.
1. იუდეველები საწყალობელნი და უბადრუკნი არიან, რადგან მარადჟამ ღმრთის ნებას ეწინააღმდეგებიან
წმ. იოანე ოქროპირი ქრისტეანებს განუმარტავს თუ რაოდენ უბადრუკნი და საწყალობელნი არიან იუდეველნი (ებრაელები), რადგან ისინი მარადის ეწინააღმდეგებოდნენ ღმრთის ნებას და იქამდეც კი მივიდნენ, რომ ჯვარს აცვეს თავიანთი მაცხოვარი.
"ნუ გიკვირთ იუდეველთ საწყალობელნი რომ ვუწოდე. ჭეშმარიტად საწყალობელნი და უბადრუკნი არიან ისინი, რადგან შეგნებულად უარჰყვეს და განიშორეს ზეციდან ხელში ბოძებული ესოდენი სიკეთე. აღმოუბრწყინდა მათ მზე სიმართლისა, მაგრამ უარყვეს მისი ნათელი და ჩასხდნენ ბნელში, ხოლო ჩვენ, ვინც ბნელში ვისხედით, უმეცრების უკუნი განვაგდეთ და ნათელი შევიმოსეთ.
ისინი (ებრაელები) წმიდა ფესვის ტოტები იყვნენ, მაგრამ მოტყდნენ; ჩვენ კი არ მივეკუთვნებოდით ფესვს, მაგრამ ღვთისმოსაობის ნაყოფი გამოვიღეთ; ისინი სიყრმითგანვე კითხულობდნენ წინასწარმეტყველებს და ჯვარს აცვეს ის, ვისზეც ისინი წინასწარმეტყველებდნენ; ხოლო ჩვენ, რომელთაც არ გვსმენია სიტყვა ღმრთის, შევითვისეთ ის წყალობა, უფალმა იუდეველებს რომ წარმოუგზავნა და ღმერთს საკადრისი პატივი მივაგეთ. აი, რატომ არიან ისინი უბადრუკნი; იმ დროს როდესაც სხვები ისაკუთრებდნენ იუდეველთათვის გარდამოვლენილ ღმრთის წყალობას, თვითონ იუდეველები მას უარყოფდნენ და წოდებულნი ღმრთის შვილებად ძაღლის შვილებად იქცნენ; ხოლო ჩვენ, ვინც ძაღლის შვილებად ვიწოდებოდით, ადრინდელი უგუნურება ღმრთის მადლის შეწევნით განვიოტეთ და ღმრთისშვილობის პატივამდე ავმაღლდით. საიდან ჩანს ეს? "არ ვარგა, შვილებს წაართვა და ძაღლებს მიუგდო პური" (მათე 15:26) - ასე უპასუხა ქრისტემ ქანანეველ დედაკაცს, როდესაც იუდეველთ შვილები უწოდა, წარმართებს კი - ძაღლები. მაგრამ იხილე, როგორ შეიცვალა თანამიმდევრობა: ისინი (იუდეველნი) ძაღლებად იქცნენ, ჩვენ კი შვილები გავხდით. "ერიდეთ ძაღლებს, ერიდეთ ბოროტის მოქმედთ, ერიდეთ წინადაცვეთას, რადგანაც წინადაცვეთილნი ჩვენა ვართ, სულით რომ ვემსახურებით ღმერთს, ქრისტე იესუთი ვიქადით და ხორცზე არ ვამყარებთ იმედს" (ფლპ. 3:2-3). ხედავ, ყოფილი შვილები ძაღლებად როგორ გარდაიქცნენ? თუ გინდა იმასაც გამცნობ, ჩვენ, ადრე ძაღლებად მყოფნი, შვილებად როგორ ვიქეცით? - "ყველას, ვინც შეიწყნარა იგი, მისცა ხელმწიფება ღმრთის შვილებად წოდებულიყვნენ; ყველას, ვისაც სწამს მისი სახელი" (იოანე 1:12).
http://www.oldorthodox.ge/msw_ioane_oqropiri_iudevelta_cinaagmdeg_1.html
ნაწილი II
ქრისტეანთა შეგონება
რომ დაუშვებელია იუდეველებთან ერთად ზეიმობა, მათთან თანაზიარობა და, რომ
იუდეველობისკენ მიდრეკილთა მხილებასა და მობრუნებას მთელის ძალით უნდა ვცდილობდეთ
"... ვის არ შეუძლია თამამად თქვას, რომ სინაგოგა არის დემონთა ბუნაგი? იქ ღმერთს კი არ მიაგებენ პატივს, არამედ კერპებს. ამ დროს ზოგიერთი ქრისტეანი ამ ადგილს წმიდად მიიჩნევს, და ამას ყურმოკრული ამბებიდან კი არ გეუბნებით, არამედ საკუთარი გამოცდილებით. ამ სამიოდე დღის წინ - მერწმუნეთ, არ გატყუებთ, - ვნახე, როგორ აიძულებდა ერთი ვითომ ქრისტეანი (არ შემიძლია ჭეშმარიტი ქრისტეანი ვუწოდო იმას, ვინც ამგვარ რამეს გაბედავს) პატივდებულ, კეთილშობილ და თავმდაბალ მანდილოსანს შესულიყო ებრაელთა სინაგოგაში, და იქ დაეფიცა მასსა და ამ დედაკაცს შორის არსებულ სადავო საქმესთან დაკავშირებით. რადგან ეს დედაკაცი შველას ითხოვდა და ყველას ემუდარებოდა შეწყვეტილიყო ამგვარი უსჯულო ძალადობა,თანაც ამბობდა, რომ მას, როგორც საღმრთო საიდუმლოებებთან მოზიარეს, არ მართებდა შესულიყო სინაგოგაში, რისხვით აღვენთე, მივეჭერ და ამგვარი უკეთური იძულებისგან გავათავისუფლე.
ამის შემდეგ მოძალადეს ვკითხე, არის თუ არა იგი ქრისტეანი? და როდესაც თავი ქრისტეანად აღიარა, მკაცრად გავკიცხე ამგვარი უგრძნობელობისა და უკიდურესი უგუნურებისთვის და თან ვუთხარი, რომ არაფრით არის იგი ვირზე უკეთესი, თუკი საკუთარ თავს ქრისტეანად მიიჩნევს და ამ დროს სხვა ადამიანს ქრისტეს ჯვარმცმელ ებრაელთა ბუნაგში მიათრევს. დიდხანს ვესაუბრე მას და სახარებების საფუძველზე ვუმტკიცებდი, რომ სულაც არ არის საჭირო ან თვითონ დადო ფიცი, ან კიდევ სხვას აიძულო დაიფიცება; შემდეგ, ავუხსენი, რომ არ არის ჯეროვანი აიძულო დაფიცება არა მარტო მართალ ადამიანს, რომელიც ეზიარება ქრისტეანულ საიდუმლოთ, არამედ არაქრისტეანსაც.
http://www.oldorthodox.ge/msw_ioane_oqropiri_iudevelta_cinaagmdeg_2.html

Комментариев нет:
Отправить комментарий