ღმერთი

ღმერთი

четверг, 2 января 2014 г.

ქალთა შესახებ.

დედაკაცს დიდი მნიშვნელობა აქვს კაცობრიობის ცხოვრებაში. კაცობრიობა შესდგება სხვა და სხვა ერებისაგან, ერები ცალკე ოჯახებისაგან, ხოლო საძირკველი პირველისა, მეორისა და მესამისა არის პიროვნება ცალი ადამიანი; რამდენადაც მათი შემადგენელი ადამიანები არიან სრულნი, ამაღლებულნი, განვითარებულნი და ბედნიერნნი, იმდენადვე ამაღლებულია ოჯახი, ოჯახს გარეშე – ერი, ერის გარეშე – კაცობრიობა. თავი და თავი, მაშასადამე, ოჯახის გონივრულად მოწყობა უნდა ვაღიაროთ, ხოლო ოჯახში უფლობს დედაკაცი. დედაკაცს დიდი ძალა აქვს ოჯახში დიდზე და პატარაზე; შვილების პირველდაწყებითი აღზრდა, რასაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს, დედის ხელშია; დედაა გადამწყვეტი შვილების ბედიღბლისა, შვილის მომავალი უსათუოდ იმაზეა დამოკიდებული, თუ დედამ რა შთაბეჭდილებებით ასაზრდოვა შვილის ნორჩი, მაგრამ ღრმად აღმბეჭდი გული და გონება… ამიტომ საჭიროა ყოველი დედა იყოს განათლებული, განვითარებული, რათა შინ ოჯახში და გარეთ საზოგადოებაში სთესდეს თესლს კეთილისა, დიაღ, ესმოდეს დედაკაცს, შვილი როგორ აღზარდოს შინ, ოჯახში, და გარეთ საზოგადოებაში რა აზრები გაავრცელოს, რას ემსახუროს, ვინაიდან მას შეუძლიან დაამხოს ერი და კიდეც აღადგინოს.
როგორც დღეს, ისე მომავალში დედაკაცი უმთავრესად უნდა ემსახურებოდეს ოჯახს და შვილების აღზრდას. თუ ამას ღირსეულად შეასრულებს დიდს, ძალიან დიდ საქმეს გააკეთებს, დიდს ამაგს დასდებს თავის ქვეყანას. ვინც ამ მოვალეობიდან განთავისუფლებული იქნება, იმას არას გზით არ აეკრძალების არავითარი კულტურული საქმე.

1914 წ.


ვაჟა-ფშაველა






Комментариев нет:

Отправить комментарий