საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ მოექცა და სოციალურ ქსელებში განხილვის თემად იქცა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია მეორის 2014 წლის საშობაო ეპისტოლეს ის ნაწილი, სადაც იგი ხელოვნურ განაყოფიერებასა და სუროგატ დედებზე საუბრობს:
„… მეცნიერულ-ტექნიკურმა წინსვლამ კი ისეთი მძიმე ეთიკური საკითხები დააყენა დღის წესრიგში, როგორიც მანმადე არ სმენოდა კაცობრიობას: ხელოვნური განაყოფიერება, სინჯარაში ჩასახული ბავშვები, სუროგატი დედები, გენების შერწყმა, კლონირება და ა.შ.

… შეიძლება ოჯახი იყოს ბედნიერი, სადაც სუროგატი დედის მიერ დაბადებული ბავშვი იზრდება? ეს პატარა ხომ თავიდანვე გაწირეს უსიყვარულობისათვის, მიუსაფრობისა და მარტოობისათვის. იგი კეთილდღეობაშიც რომ გაიზარდოს, მუცლადყოფნის პერიოდის ამ სიმძიმეს ვერაფერი შეცვლის და ეს, აუცილებლად, იჩენს თავს ზრდასრულ ასაკში. პრობლემატურნი იქნებიან ის ბავშვებიც, რომლებიც ხელოვნური განაყოფიერებით დაიბადნენ და მათი სიცოცხლე მრავალი ემბრიონის განადგურების შედეგად განვითარდა,” – აღნიშნულია ეპისტოლეში.
საკითხი აქტუალურია, რადგან საქართველოშიც, სხვა ქვეყნების მსგავსად მრავალი უშვილო წყვილია. თუ რას ფიქრობენ სუროგაციასა და ხელოვნურ განაყოფიერებაზე, „ამბიონი“ მოქალაქეთა მოსაზრებას გთავაზობთ.
ნინო ლომსაძე (ფარმაცევტი): „ჩვენი ეკლესია კრძალავს ამ გზებით ბავშვის გაჩენას და უწმიდესის საშობაო ეპისტოლეში გამოთქმულ მოსაზრებსაც ვეთანხმები. ძალიან ბევრი ბავშვია უპატრონოთა თავშესაფრებში და უშვილო მშობლებს შეუძლიათ ისინი იშვილონ და მათზე მზრუნველობა იტვირთონ.“
გივი დგებუაძე (ინჟინერი): „უწმიდესის მიმართ დიდი პატივისცემის მიუხედავად, ამ საკითხში ვერ დავეთანხმები. შეიძლება ამ სფეროში კარგად ვერ ვერკვეოდე, მაგრამ ბევრი უშვილო წყვილისთვის, ან ვისაც ამ გზით ჰყავს შვილი გაჩენილი, მისი სიტვები ძალიან მტკივნეულია.

ბავშვი იქ იქნება ბედნიერი, სადაც სიყვარულს და სითბოს ასწავლიან. მთავარია ის ჯანმრთელი იყოს და რა მნიშვნელობა აქვს რა გზით არის გაჩენილი?“
პატრიარქის ეპისტოლეში გამოთქმული მოსაზრება გააპროტესტა ასოციაცია “მომავლის იმედის” წარმომადგენელმა, თამარ ხაჭაპურიძემ. ის 7 იანვარს, ალილოს მსვლელობაში, პლაკატით წარსდგა: “სინჯარაში ჩასახული ბავშვიც ბავშვია, ნუ წაართმევ უფლებას გახდეს მშობელი”.
საყურადღებოა, რომ კათოლიკოს-პატრიარქი 2011 წელსაც ეხმაურებოდა ამ საკითხს: „…დღეს უკვე ადამიანებს გაცილებით უადვილდებათ ოჯახის დანგრევა, თავისუფალი ურთიერთობების დამყარება, მამათმავლობის ჩვეულებრივ მდგომარეობად წარმოჩენა, ოჯახური ანომალიების გახმაურება… არავინ ასწავლის თუნდაც იმას, რომ აბორტის გაკეთება და საკუთარი შვილის სიცოცხლის ხელყოფა ან ე.წ. ,,სუროგატი დედების” ინსტიტუტის შექმნა” უმძიმესი დანაშაულია, რომლის გამოსყიდვა ადვილი არ არის…,” – ნათქვამია 2011 წლის სააღდგომო ეპისტოლეში.
როგორც წესი, სუროგატ დედებს ბავშვის გენეტიკასთან არავითარი კავშირი არ აქვთ, ისინი უშვილო წყვილებს მხოლოდ შვილის გაჩენაში ეხმარებიან და ამისთვის, ზოგიერთ ქვეყანებში სოლიდურ თანხას იღებენ.
სუროგატი დედობა კანონით იკრძალება ავსტრიაში, ნორვეგიაში, შვედეთში, საფრანგეთში, სკანდინავიის რამდენიმე ქვეყანაში და ამერიკის ზოგიერთ შტატში. საფრანგეთში ამ კანონის დარღვევის შედეგად, პიროვნებას ეკისრება ჯარიმა 45 000 ევრო და აგრეთვე ემუქრება სამ წლიანი პატიმრობა. აკრძალვის მოტივი ღარიბი ფენის დისკრიმინაციაა.
საერთაშორისო კონვეციით „ადამიანის უფლებებისა და ბიომედიცინის შესახებ“ საქართველო შეუერთდა 2001 წელს. სუროგაცია ჩვენს ქვეყანაში პირდაპირ აკრძალული არ არის, მაგრამ აღნიშნულია, რომ იკრძალება ადამიანის სხეულის ნაწილების გამოყენება ფინანსური სარგებლის მისაღებად.1997 წელს მიღებულ კანონში კი, ჯამრთელობის დაცვის შესახებ, სუროგაცია როგორც ოჯახის დაგეგმვის ერთ-ერთი ფორმა დაშვებულია.
საქართველოში პროცედურასთან დაკავშირებული ხარჯების სიმცირე, განსაკუთრებით უცხოელ უშვილო წყვილებს იზიდავთ.
სუროგაციისა და დონაციის ცენტრის ინფორმაციით, ინ ვიტრო განაყოფიერებით საქართველოში 11 წლის განმავლობაში 3 000-ზე მეტი ბავშვი დაიბადა.
ამასთან, პირველად საქართველოში დაიბადა:
1999 წელი -პირველი სინჯარის ბავშვი საქართველოში;
2004 წელი – პირველი ბავშვი ICSI მიკრომანიპულაციის გამოყენების შედეგად;
2005 წელი – პირველი ბავშვი ბლოსტაცისტის კულტივციის შედეგად;
2006 წელი – პირველი ბავშვი გაყინული ემბრიონის გდატანის შედეგად;
2007 წელი – პირველი ბავშვი სუროგციის პროგრამის გამოყენების შედეგად.

თეონა ნოზაძე
Комментариев нет:
Отправить комментарий