სალოსი, ანუ ქრისტესთვის სულელი - არის ადამიანი, რომელიც უფლის სადიდებლად და საკუთარი ვნებების დასაძლევად იქცევა ისე, როგორც სულელი. წმინდა პავლე მოციქულის ტერმინოლოგიით, სალოსი შინაგანად წმინდად და ღვთივსათნოდ ცხოვრობს, გარეგნულად კი საზოგადოებაში არსებული ქცევისა და ურთიერთობის ყველა ნორმას უარყოფს. სწორედ ამიტომ, ისინი ხალხისაგან ვერანაირ პატივისცემასა და დაფასებას ვერ იღებენ, პირიქით, უკიდურეს ცოდვილებადაც კი მიიჩნევიან. ეს იმის გამო ხდება, რომ მათი ღვაწლი, წმინდა და სათნო ცხოვრება საგულდაგულოდ დაფარულია გარშემომყოფთათვის.
ვინ არიან და რა თვისებებით გამოირჩევიან სალოსები - ამის თაობაზე
ვინ არიან და რა თვისებებით გამოირჩევიან სალოსები - ამის თაობაზე
მღვდელი მიქაელ მეკრავიშვილი მოგვითხრობს:
- სალოსობა უმძიმესია ქრისტიანულ ღვაწლთა შორის. ეს არის უმაღლესი მსახურება, უმაღლესი ტვირთი. სალოსი უარს ამბობს ყოველგვარ მიწიერ ფუფუნებაზე, დადის მშიერ-მწყურვალი, ფეხშიშველი, ღამეს ღია ცის ქვეშ ათენებს... სალოსები ამხელდნენ ცოდვილებს და ამ მიზნით, ხშირად გიჟისათვის დამახასიათებელ ქცევას იყენებდნენ, შეიძლება უწმაწური სიტყვებითაც მიემართათ ვინმესათვის, მაგრამ მათ სიტყვებსა და ქმედებებს ღრმად სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა. სალოსის უმთავრესი მიზანია ამხილოს ხალხის მდგომარეობა - იმ მორწმუნეების, იმ სასულიერო პირებისა, რომელთა ქმედებაც უკვე აღარ ექვემდებარება უფლის მცნებებს.
- მამა მიქაელ, ცნობილია, რომ მსგავსი საქციელით სალოსები ამპარტავნებასაც თრგუნავენ.
- სალოსობა უმძიმესია ქრისტიანულ ღვაწლთა შორის. ეს არის უმაღლესი მსახურება, უმაღლესი ტვირთი. სალოსი უარს ამბობს ყოველგვარ მიწიერ ფუფუნებაზე, დადის მშიერ-მწყურვალი, ფეხშიშველი, ღამეს ღია ცის ქვეშ ათენებს... სალოსები ამხელდნენ ცოდვილებს და ამ მიზნით, ხშირად გიჟისათვის დამახასიათებელ ქცევას იყენებდნენ, შეიძლება უწმაწური სიტყვებითაც მიემართათ ვინმესათვის, მაგრამ მათ სიტყვებსა და ქმედებებს ღრმად სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა. სალოსის უმთავრესი მიზანია ამხილოს ხალხის მდგომარეობა - იმ მორწმუნეების, იმ სასულიერო პირებისა, რომელთა ქმედებაც უკვე აღარ ექვემდებარება უფლის მცნებებს.
- მამა მიქაელ, ცნობილია, რომ მსგავსი საქციელით სალოსები ამპარტავნებასაც თრგუნავენ.
- დიახ, ისინი ამით უმძიმეს ცოდვას - ამპარტავნებას ებრძვიან და საკუთარ სათნოებებს ფარავენ. სულელი და არასერიოზული ადამიანის ნიღბით მათ ცოდვებისა და მანკიერებების მხილების ისეთი საშუალება ეძლევათ, რაც სხვა შემთხვევაში არ ექნებოდათ. ასეთი დაფარული ღვაწლისა და უანგარობისათვის უფალი სალოსებს სულიწმინდის სხვადასხვა ნიჭს უბოძებს ხოლმე. ისინი ხშირად წინასწარმეტყველებენ, კურნავენ. მაგრამ აუცილებელია ითქვას, რომ სალოსობას ფრთხილად უნდა მოვეკიდოთ, რადგან ადამიანი, რომელიც ღვთისაგან განსაკუთრებული კურთხევის გარეშე შეუდგება ამ უმძიმეს ღვაწლს, მოსალოდნელია, დაიღუპოს. დღესაც არსებობენ ადამიანები, რომლებიც სალოსობას ცდილობენ. ასეთ პიროვნებებთან ურთიერთობაში სიფრთხილე გვმართებს. `სალოსობა იმდენად იშვიათი, მძიმე და ამავე დროს მაღალი ქრისტიანული გმირობაა, რომ მხოლოდ განგების რჩეულთა - სულითა და ხორცით უძლიერესთა ხვედრია" - ამბობდა მამა გაბრიელი. მოგეხსენებათ, ისიც სალოსი იყო. სალოსები იმხელა მადლით იყვნენ აღჭურვილნი, რომ ზამთარში არ სციოდათ, ზაფხულში მზე არ სწვავდათ, წყალზე დადიოდნენ, მიცვალებულებს აღადგენდნენ და მძიმე ავადმყოფებს კურნავდნენ. ზოგჯერ კვირა ისე გადიოდა, რომ ლუკმას არ იდებდნენ პირში. ისინი ზამთარშიც კი შიშვლები დადიოდნენ და ცხოვრების უმეტეს ნაწილს ქალაქის ქუჩებში, სასაფლაოებზე, ეკლესიის კარიბჭესთან, ხანდახან კი, ნაგვის გროვაში ატარებდნენ. შეიძლება დღესაც ეძახის ვიღაც თავის თავს სალოსს, დადიან და ქადაგებენ, მაგრამ ასეთებს ნამდვილ სალოსებთან არანაირი კავშირი არა აქვთ, რადგან ნამდვილი სალოსი ყოველთვის გაურბის დიდებას. ისინი არც ამხელდნენ თავიანთ მდგომარეობას და პირიქით, ხალხში ზიზღსა და სიძულვილს იწვევდნენ, ცოდვილებს განიკითხავდნენ და ისეთ რამეს ეუბნებოდნენ, რაც მათ გულისწყრომასა და საყვედურს იწვევდა. როგორც გითხარით, სალოსის მთავარი მიზანია მის სულში აღმოიფხვრას მცირედი ფესვიც კი ამპარტავნებისა.
- მოგვიყევით მამა გაბრიელის შესახებაც...
- ის ჩვენი დროის დიდი სასულიერო მოღვაწე გახლდათ, რომელიც ღრმად დაფარული, წმინდა ცხოვრებით ცხოვრობდა. მთავარეპისკოპოსი თადეოზი იგონებს: როდესაც მამა
გაბრიელი მონასტრიდან გამოდიოდა, ყველას ლოთი და სულელი ეგონაო... ასეთ დროს მას ყველა ერიდებოდა და გაურბოდა, უმეტესად კი, დაცინვისა და აბუჩად აგდების საგანი ხდებოდა. სამთავროს მონასტერთან ახლოს ღვინის სმა, კუბოში წოლა და იქიდან ყვირილი მისგან ჩვეულებრივი ამბავი იყო. ამ დროს ყველა ერიდებოდა მასთან შეხვედრას. თუმცა, არსებობდა მისი მოღვაწეობის მეორე მხარე, როცა ის თავისი სენაკიდან და მონასტრიდანაც იშვიათად გადიოდა, ხატებს ქმნიდა და საკვებს თითქმის არ იღებდა. ეს პერიოდი დაახლოებით სამი-ოთხი, ზოგჯერ კი ხუთი თვის მანძილზეც გრძელდებოდა. მამა გაბრიელი მუდამ დაგლეჯილი და დაფლეთილი ტანსაცმლით დადიოდა, ბერობაში 40 წელი გაატარა და აქედან 25 წელი სხვადასხვა სასაფლაოზე ათევდა ღამეს, ხოლო 15 წლის განმავლობაში მათხოვრობდა. გაბრიელ ბერის სისხლის უხრწნელობა კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ეს არ იყო ჩვეულებრივი სასულიერო პირი და მით უმეტეს, ჩვეულებრივი ადამიანი.
- როგორ უნდა შევაფასოთ ის, რაც შობის წინა დღეებში, მამა გაბრიელის საფლავზე ხდებოდა?
- ეს ყველაფერი ქრისტიანული რწმენისადმი არასწორი დამოკიდებულების ბრალია. ორ სურვილს კი არა, მამა გაბრიელი იმ ადამიანს, რომელსაც ღვთის შიში, რწმენა და სიყვარული აქვს, ყველა სურვილს შეუსრულებს. არ ვადანაშაულებ იმ ხალხს, ვინც იმ დღეებში მამა გაბრიელის საფლავთან იდგა, არ შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო ბრბო, მაგრამ ჩვენ, სასულიერო პირებმა, უნდა გავუღრმავოთ ამ ხალხს მათ გულში არსებული რწმენის ნაპერწკალი და სწორი მიმართულება მივცეთ, ანუ - ვასწავლოთ რა არის ჭეშმარიტი ქრისტიანობა. ჩვენს თხოვნასა და სურვილს უფალი ასრულებს, მამა გაბრიელი კი შუამავალია ჩვენსა და ღმერთს შორის. ზოგი ამბობდა, რომ სამთავროს მონასტერში მისულნი მამა გაბრიელს მატერიალურ სიკეთეს სთხოვდნენ, ზოგიც - ჯანმრთელობას, ეს ამ ხალხის საქმეა, ისინი ითხოვდნენ იმას, რაც გულში ედოთ. მთავარია, რომ ისინი რწმენითა და სიყვარულით მივიდნენ მამა გაბრიელის საფლავთან, მაგრამ არ შეიძლება ეფიქრათ, რომ მამა გაბრიელი მხოლოდ ამ ორ სურვილს შეუსრულებდა მათ და მეტს - არა, მამა გაბრიელი ყოველთვის შეისმენს მართალი ადამიანის ლოცვას, რომელიც ღვთისაგან შეწევნას ითხოვს. მთელ საქართველოში, თუნდაც იმავე სამთავროში, სვეტიცხოველში, სიონში ან შიომღვიმეში არის ძალიან ბევრი სიწმინდე, რომელსაც შეიძლება შეწევნისთვის მივმართოთ.
ხათუნა ჩიგოგიძე
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
წყარო/Source: http://www.ambebi.ge/politika/94570
Комментариев нет:
Отправить комментарий