ღმერთი

ღმერთი

вторник, 21 января 2014 г.

ჭუჭყიანი ფულის მოხმარებას საეკლესიო წესები კრძალავენ.

  გთავაზობთ რუსი მისიონერისა და ღვთისმეტყველების პროფესორის, ანდრეი კურაევის ინტერვიუს გაზეთთან «Аргументы и факты».

სტატია გამოქვეყნებულია საიტზე www.news.ge

თარგმანი შესრულებულია მცირედი შემოკლებით:

„ა. ი ფ.“ : – ამ მცირე ხნის წინ მოკლეს კანონიერი ქურდი „ძედ ჰასანი“, შემდეგ მისი მკვლელობის დამკვეთი – კიდევ ერთი ბოროტმოქმედი. ცნობილია, რომ კრიმინალური ავტორიტეტები არცთუ მცირე სახსრებს ხარჯავენ ტაძრების მშენებლობებზე – შეიძლება „სისხლიანი ფულის“ აღება მათგან?

ა.კ.: – მე სულ არ მახარებს ეს ამბავი. ჩვენს შინაგან საქმეთა სამინისტროს ხმაურიანი მკვლელობის ყველა შემსრულებელი გარდაცვლილ მდგომარეობაში ჰყავს. ასევე დამთავრდა მამა დანიელ სისოევის საქმეც. ეს ძალიან ხელსაყრელია – გვამი დუმს და იმის საჭიროებაც ქრება, მკვლელი ხარო – ვუმტკიცოთ მას. სამაგიეროდ, სამართალდამცავნი გმირების როლში არიან. ცხადია, სჯობდა, რომ არ ხოცავდნენ საკუთარ მოქალაქეებს, თუნდაც კანონდამრღვევებს და ისინი სასამართლოში მიგვყავდეს.

რაც შეეხება ტაძრის ასაგებ შემოწირულობებს – ჭუჭყიანი ფულის მოხმარებას საეკლესიო წესები კრძალავენ, რომლებიც ღაღადებენ:

„ნუ მიიღებთ ეკლესიაში სეფისკვერსა და ნებისმიერი სახის შემოწირულობას მიკიტნისაგან, მძარცველისგან, ჯადოსანისაგან, მკვლელისაგან, უსამართლო მოსამართლისაგან, მექრთამისაგან, მოძალადისაგან და გულფიცხისაგან: მათი სეფისკვერი შესაზარია,ხოლო მათი სანთლები ქრება.

როდესაც საბჭოთა პერიოდში ინგრეოდა ტაძრები, ეკლესიური ადამიანები თავიანთ ტკივილს იქარვებდნენ შემდეგი ხასიათის მსჯელობით: „ღმერთი ანგრევს ეკლესიას, ქვეყნისმჭამელი ვაჭრის ფულით აშენებულს“.

ძველ დროში ყველაფერი სახეზე იყო: ადამიანები ერთმანეთის თვალწინ ცხოვრობდნენ. დღეს კი ჩვენ ანონიმურები ვართ ჩვენს მეაგპოლისებში, ხოლო ეკლესიას არა აქვს თავისი სპეცსამსახური. ჰოდა, რა გამოდის: მოდის მონა ღვთისა ივანი, მოაქვს ფული; მერე კი აღმოჩნდენა ხოლმე, რომ ის ივანი კი არა ივასია – ცნობილი კრიმინალური ავტორიტეტი ან კორუმპირებული ჩინოვნიკი. სამწუხაროა, რა თქმა უნდა. მაგრამ მისი ცხოვრების ბნელი მხარე დაფარული იყო ეკლესიისაგან…მეორე მხრივ, ყველა ადამიანი მიელტვის იმას, რომ მასში მხოლოდ მის ბნელ მხარეებს არ ხედავდნენ.

„ა. ი ფ.“: – რას ფიქრობთ ბავშვების უცხოეთში გაშვილების აკრძალვის თაობაზე?

ა.კ.: – ეს კანონი ათი წლის წინ რომ მიეღოთ, მე ალბათ მას მხარს დავუჭერდი. მაგრამ მოტივები, რომლებითაც ისინი იყო მიღებული, მორალური კანონების ზღვარს სცილდება: არ შეიძლება ბავშვების ბედით შურისძიება ზოგიერთი მოხელის ბიზნესის და გართობის ინტერესების ჩაშლისათვის. დავუშვათ, არ გაუშვეს რომელიმე დეპუტატი ან პროკურორი აშშ-ში – მერედა რა? თუ სამსახურებრივ საქმეზე მიემგზავრება, მაინც შეაღწევს – სათანადო უწყებები მოილაპარაკებენ. ხოლო თუ მაიამში მიბრძანდება დასასვენებლად ან ფულის დასამალავად ამერიკულ ბანკში, მაშინ იჯდეს აქ. მისი გართობისათვის ბავშვები რატომ უნდა დაიჩაგრონ? ამ კანონის მიღების წინაპირობები ამორალურია.

„ა. ი ფ.“: – ბევრი მოხელე და ოლიგარქი ყოველმხრივ ხაზს უსვამს თავის ეკლესიურობას. არის თუ არა ეს ამორალური?

ა.კ.: – ერთიანი სტანდარტი არ არსებობს, ოლიგარქთა შორის პროხოროვის დასახელებაც იკმარებს, რომ ითქვას – ელიტა მონოლითური არ არის საეკლესიო პროექტების მხარდაჭერაში. ბატონი სერდიუკოვი კი, სანამ მინისტრი იყო, ყოველმხრივ ამუხრუჭებდა სასულიერო პირთა გამოჩენას არმიაში. ის დედას აგინებდა ფსკოვის საჰაერო-სადესანტო დივიზიის მეთაურებს მათ ნაწილში დაღუპულ ჯარისკაცთა სულის მოსახსენებლად აგებული სამლოცველოსთვის. განათლების სამინისტრო ყველა საშუალებით ეწინააღმდეგება სკოლებში მართლმადიდებლური კულტურის გაკვეთილების ჩატარებას.

ეკლესიურობის კრირეტიუმიც არ არის მარტივი. ერთის მხრივ, ჩვენში დაწეულია თამასა – ადამიანები თვით აძლევენ საკუთარ თავს საკუთარი მართლმადიდებლობის „მოწმობას“. მაგრამ, მეორე მხრივ, შეგვიძლია თუ არა ვინმე გამოვაცხადოთ ეკლესიისთვის მიუღებლად, მით უფრო საჯაროდ? მე ბევრჯერ მქონია ასეთი სურვილი, მაგრამ მერე მიფიქრია: ხვალ რომ დაიწყოს ეკლესიის წმენდა, მე არაფერი მემუქრება?

“ა. ი ფ.“: – რას უსურვებდით ჩვენს საზოგადოებას?

ა.კ.: – როგორც სარწმუნოებაში ყოფნის საბჭოთა გამოცდილების მქონე, მე ახლაც უმნიშვნელოვანეს ნიჭად ვთვლი დინების საწინააღმდეგოდ ცურვის ხელოვნებას, იმიტომ, რომ დარწმუნებული ვარ: ჩვენს შვილიშვილებს უფრო გაუჭირდებათ, ვიდრე ჩვენ. არათუ გაზნავთობის მარაგის ამოწურვის გამო, თუმცა ესეც უნდა გავითვალისწინოთ, არამედ იმიტომ, რომ საერთო გლობალური ქარები ქრიან არა საეკლესიო აფრებში. სკოლებში ბავშვებს წინანდებურად ასწავლიან საკუთარი თავის გათქვეფას რაღაც კოლექტიურ იდენტურობაში. მე კი მგონია, ადამიანს ბავშვობიდან უნდა ჰქონდეს შეცნობილი პასუხისმგებლობა საკუთარი რწმენისა და ბედის არჩევისათვის. დიდად მნიშვნელოვანია ერთმანეთის მხარდაჭერა. ამისათვის საჭიროა ქვედა ფენებში სოციალური სტრუქტურების განვითარება, მათ შორის მრევლთა ჯგუფებში. ამ მიმართებით კი ჩვენს ქვეყანაში და ეკლესიაში მარტივად არ არის საქმე..


orthodoxtheology.ge

Комментариев нет:

Отправить комментарий