ავტორი – ნიკოლაი ბერდიაევი
ამონარიდი წიგნიდან „ადამიანის მორჩილების შესახებ“
სპეციალურად საიტისთვის რუსულიდან თარგმნა დავით ხოსიტაშვილმა
მორჩილება მისი ონტოლოგიური არსით სწორედ ამ ეგოცენტრიზმის დაძლევა და გეოცენტრიზმის სიმაღლეებისკენ გმირული აღმასვლაა. მორჩილება საკუთარი ჩაკეტილი “მეს” ასფიქსიისგან გამოსვლაა და გამკვრივებული თვითობრიობისგან გადასვლაა სამყაროს სიცოცხლის სუნთქვაში. მორჩილება პიროვნულობის უარყოფა კი არ არის, არამედ მისი მოპოვებაა, რამეთუ პიროვნულობა მხოლოდ ღმერთში შეიძლება იყოს ნაპოვნი და არა გამყარებულ და ფესვგადგმულ თვითობრიობაში.
მორჩილება არა თუ ეწინააღმდეგება თავისუფლებას, არამედ თავისუფლების აქტს წარმოადგენს. ქვეყნად არავის და არაფერს არ ძალუძს დამაძალოს მორჩილება, გარდა საკუთარი თავისა, რომელიც თავისუფლებრივი აქტის საფუძველზე ხორციელდება. ის ყოველთვის მეტი თავისუფლების შეძენას ნიშნავს. მორჩილება ღრმად შინაგანი და იდუმალი მოვლენაა. ქრისტიანობის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გაუკუღმართება სწორედ მორჩილების გარეგნული და მონებრივი აღქმა იყო. მხოლოდ მორჩილებითი სულიერი აქტის მეშვეობით არის შესაძლებელი დაიძლიოს რესენტიმენტი, ადამიანის ავადმყოფური თავმოყვარეობა.
მთელი ცხოვრება ადამიანის თავმოყვარეობით დაავადებულ გულს ხვდება მტკივნეული ისრები. იგი უძლურია ამ ისრების წინააღმდეგ და სისხლისგან იცლება. მხოლოდ სულიერი მორჩილება შეძლებს დაიცვას ადამიანი ასეთი მტანჯველი ტკივილისგან. მორჩილება, უპირველეს ყოვლისა მიმართულია თავმოყვარეობის წინააღმდეგ და ის ძალაა, რომელიც იცავს ადამიანს ავადმყოფური თავმოყვარეობისგან. მხოლოდ ქრისტიანობა ასწავლის სრულ თავისუფლებას გარე სამყაროსგან, რომელიც გვიტევს, ძალმომრეობს და ტკივილს გვაყენებს. და ეს ფრაზაც “დაემორჩილეთ ბატონებს”, შეიძლება იქნეს გაგებული, როგორც შინაგანი სულიერი თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის მოპოვება.
იყავ თავისუფალი სულიერად და ნუ იქნები სულით მონა. რამეთუ მონებრივი აღშფოთება მონური სულის გამოვლინებაა და სულიერი თავისუფლების უქონლობის დასტური. ადამიანი უნდა იყოს თავისუფალი მაშინაც კი, როდესაც გარეგანად მონობაშია. და გარეგან მდგომარეობასთან შეგუება, რაც დაშვებულია ჩვენს თავზე, უნდა იყოს აღქმული, როგორც ბატონობა გარე სამყაროზე, როგორც სულის გამარჯვება. ცხადია, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანმა არ უნდა იბრძოლოს პირობების გაუმჯობესებისთვის ან სოციალური ცვლილებებისა და რეფორმებისათვის. მაგრამ ის უნდა იყოს სულიერად თავისუფალი, მაშინაც კი, თუკი ცვლილებები არ არის მოსალოდნელი მცირე დროში და საპყრობილეშიც ყოფნის დროსაც კი.
სიწმინდე უმაღლესი სულიერი ძალაა და გამარჯვება ამა სოფელზე. ძალაა სიყვარულიც, გამომასხივებელი მადლისა, რომელიც სიცოცხლეს ენერგიას ანიჭებს. ვნებათა გადალახვაც ძალაა. სწორედ ამ ძალისკენ მოგვიწოდებს ქრისტიანობა. ზნეობრივი ცხოვრება სხვა არაფერია თუ არა სულიერი სასიცოცხლო ენერგიის მოპოვება და გამარჯვება სისუსტესა და ცხოვრებისეული ბუნების გაუსხივოსნობაზე. ქრისტიანობა მოგვიწოდებს ამა სოფელზე გამარჯვებისკენ და არა მასზე დამორჩილებისკენ.
ქრისტიანული მორჩილება არ ნიშნავს მონურ მორჩილებას, პირიქით, ის დაუმორჩილებლობაა – მოძრაობა ყველაზე უფრო დიდი წინააღმდეგობრივი ხაზით. ამასთან ერთად, ქრისტიანული მორალისა და სულიერების ძალა უჩვეულოდ სადაა. სწორედ ეს სისადავე შეიძლება იყოს ძალა, რამეთუ გართულება გაორებისა და სისუსტის გამომწვევია. ქრისტიანული მორალი, რომელიც მიუღებელია ამა სოფლისთვის, მხოლოდ იმიტომ შეიძლება არსებობდეს, რომ ის ღმერთკაცობრივი მორალია, რაც ღვთისა და ადამიანის ურთიერთქმედების მანიშნებელია.
orthodoxtheology.ge

უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ ქრისტიანულ მორჩილებას მეტად დამცრობილად და დამახინჯებულად იგებენ ჩვენში. მორჩილება უნდა გვესმოდეს ონტოლოგიურად. ის არის საკუთარ მეზე გამაჯვების სულიერი ძალის გამოვლინება. ცხოვრების ეგოცენტრული ორიენტაცია, ადამიანის პირველქმნილი ცოდვის მთავარი შედეგია. ადამიანი ჩაკეტილია საკუთარ თავში და გარშემო ყველაფერს საკუთარი თვალსაწიერიდან ხედავს, მათ შორის საკუთარ თავსაც. ადამიანი გიჟდება საკუთარ თავზე და საკუთარ “მე”-ზე. ჩვენ ყველანი ეგოცენტრიზმის ცოდვით ვართ დასნეულებულნი. გვერდიდან ეს ისე მოჩანს, თითქოს ამაზე კომიკური სანახაობა არც არსებობდეს. ეგოცენტრიზმი ამახინჯებს ცხოვრების ყველანაირ პერსპექტივას, ყველაფერი მცდარად წარმოჩინდება, ყოველ საგანს დაკარგული აქვს მისი კუთვნილი ადგილი. საჭიროა ზევით წამოწევა, საჭიროა ამოსვლა ეგოცენტრიზმის უფსკრულიდან, რომ შევძლოთ სამყაროს დანახვა რეალურ ფერებში, ყველაფერმა მიიღოს მისი ბუნებრივი ფორმა და გამოჩნდეს ჰორიზონტი. საჭიროა რომ ყოფიერების ცენტრი დავინახოთ არა საკუთარ თავში, არამედ ღმერთში, ანუ ჭეშმარიტ ცენტრში, და მხოლოდ ამის შემდეგ დადგება ყველაფერი თავის ადგილზე.
მორჩილება მისი ონტოლოგიური არსით სწორედ ამ ეგოცენტრიზმის დაძლევა და გეოცენტრიზმის სიმაღლეებისკენ გმირული აღმასვლაა. მორჩილება საკუთარი ჩაკეტილი “მეს” ასფიქსიისგან გამოსვლაა და გამკვრივებული თვითობრიობისგან გადასვლაა სამყაროს სიცოცხლის სუნთქვაში. მორჩილება პიროვნულობის უარყოფა კი არ არის, არამედ მისი მოპოვებაა, რამეთუ პიროვნულობა მხოლოდ ღმერთში შეიძლება იყოს ნაპოვნი და არა გამყარებულ და ფესვგადგმულ თვითობრიობაში.
მორჩილება არა თუ ეწინააღმდეგება თავისუფლებას, არამედ თავისუფლების აქტს წარმოადგენს. ქვეყნად არავის და არაფერს არ ძალუძს დამაძალოს მორჩილება, გარდა საკუთარი თავისა, რომელიც თავისუფლებრივი აქტის საფუძველზე ხორციელდება. ის ყოველთვის მეტი თავისუფლების შეძენას ნიშნავს. მორჩილება ღრმად შინაგანი და იდუმალი მოვლენაა. ქრისტიანობის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გაუკუღმართება სწორედ მორჩილების გარეგნული და მონებრივი აღქმა იყო. მხოლოდ მორჩილებითი სულიერი აქტის მეშვეობით არის შესაძლებელი დაიძლიოს რესენტიმენტი, ადამიანის ავადმყოფური თავმოყვარეობა.
მთელი ცხოვრება ადამიანის თავმოყვარეობით დაავადებულ გულს ხვდება მტკივნეული ისრები. იგი უძლურია ამ ისრების წინააღმდეგ და სისხლისგან იცლება. მხოლოდ სულიერი მორჩილება შეძლებს დაიცვას ადამიანი ასეთი მტანჯველი ტკივილისგან. მორჩილება, უპირველეს ყოვლისა მიმართულია თავმოყვარეობის წინააღმდეგ და ის ძალაა, რომელიც იცავს ადამიანს ავადმყოფური თავმოყვარეობისგან. მხოლოდ ქრისტიანობა ასწავლის სრულ თავისუფლებას გარე სამყაროსგან, რომელიც გვიტევს, ძალმომრეობს და ტკივილს გვაყენებს. და ეს ფრაზაც “დაემორჩილეთ ბატონებს”, შეიძლება იქნეს გაგებული, როგორც შინაგანი სულიერი თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის მოპოვება.
იყავ თავისუფალი სულიერად და ნუ იქნები სულით მონა. რამეთუ მონებრივი აღშფოთება მონური სულის გამოვლინებაა და სულიერი თავისუფლების უქონლობის დასტური. ადამიანი უნდა იყოს თავისუფალი მაშინაც კი, როდესაც გარეგანად მონობაშია. და გარეგან მდგომარეობასთან შეგუება, რაც დაშვებულია ჩვენს თავზე, უნდა იყოს აღქმული, როგორც ბატონობა გარე სამყაროზე, როგორც სულის გამარჯვება. ცხადია, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანმა არ უნდა იბრძოლოს პირობების გაუმჯობესებისთვის ან სოციალური ცვლილებებისა და რეფორმებისათვის. მაგრამ ის უნდა იყოს სულიერად თავისუფალი, მაშინაც კი, თუკი ცვლილებები არ არის მოსალოდნელი მცირე დროში და საპყრობილეშიც ყოფნის დროსაც კი.
სიწმინდე უმაღლესი სულიერი ძალაა და გამარჯვება ამა სოფელზე. ძალაა სიყვარულიც, გამომასხივებელი მადლისა, რომელიც სიცოცხლეს ენერგიას ანიჭებს. ვნებათა გადალახვაც ძალაა. სწორედ ამ ძალისკენ მოგვიწოდებს ქრისტიანობა. ზნეობრივი ცხოვრება სხვა არაფერია თუ არა სულიერი სასიცოცხლო ენერგიის მოპოვება და გამარჯვება სისუსტესა და ცხოვრებისეული ბუნების გაუსხივოსნობაზე. ქრისტიანობა მოგვიწოდებს ამა სოფელზე გამარჯვებისკენ და არა მასზე დამორჩილებისკენ.
ქრისტიანული მორჩილება არ ნიშნავს მონურ მორჩილებას, პირიქით, ის დაუმორჩილებლობაა – მოძრაობა ყველაზე უფრო დიდი წინააღმდეგობრივი ხაზით. ამასთან ერთად, ქრისტიანული მორალისა და სულიერების ძალა უჩვეულოდ სადაა. სწორედ ეს სისადავე შეიძლება იყოს ძალა, რამეთუ გართულება გაორებისა და სისუსტის გამომწვევია. ქრისტიანული მორალი, რომელიც მიუღებელია ამა სოფლისთვის, მხოლოდ იმიტომ შეიძლება არსებობდეს, რომ ის ღმერთკაცობრივი მორალია, რაც ღვთისა და ადამიანის ურთიერთქმედების მანიშნებელია.
orthodoxtheology.ge
Комментариев нет:
Отправить комментарий