ღმერთი

ღმერთი

пятница, 7 февраля 2014 г.

2014 წლის გრემის დაჯილდოება და ილუმინატების ფარული გეგმა

2014 წლის გრემის დაჯილდოებისას მნიშვნელოვანი სანახაობა იყო ქეითი პერის წარმოდგენა, რომლითაც შენიღბული იყო შავი მაგიური რიტუალი. საკვირველია? სულაც არა. ეს ხდებოდა წლების განმავლობაში. ჩვენ ვნახავთ ილუმინატების გეგმის წინსვლას 2014 წლის გრემის დაჯილდოებაზე.


წელს გრემის დაჯილდოებაზე ბევრი რამ ცხადი გახდა ყველასთვის. ადრინდელი როკის მიმდევრები სიამოვნებას იღებდნენ -პოლ მაკარტნის, რინგო სტარის, ვილი ნელსონის და მეტალიკის ცოცხალი წარმოდგენების ყურებით, ეს უკანასკნელნი კი, ვინც ახალგაზრდების ყურადღებას იპყრობენ -ამჟამინდელი ინდუსტრიის მარიონეტები არიან, რომელთა წარმოდგენებიც სავსეა სხვადასხვა სიმბოლოებითა და გზავნილებით. ძველი მომღერლებისაგან განსხვავებით ბიონსეს, ქეითი პერისა და თვით მაკელმორის წარმოდგენები არ იყო მხოლოდ მუსიკის გადმოცემა, მეტადრე ეს იყო ილუმინატების მიერ დასპონსორებული გეგმის ფარული ბიძგი.

წლების განმავლობაში ვადასტურებდი, რომ მუსიკალურ დაჯილდოებათა ცერემონიები წარმოადგენენ ილუმინატური ინდუსტრიის მიმდევართა ზეიმს. მათი ვითომდა ქორეოგრაფიულად დადგმული წარმოდგნები სავსეა უამრავი სიმბოლოებითა და გზავნილებით, რომლებიც შესანიშნავ შესაძლებლობას აძლევს მათ, რათა ზეგავლენა მოახდინონ ადამიანთა აზროვნებაზე. ყოველი გრემის დაჯიდოების შემდეგ ვამჩნევ, რომ იზრდება იმ ადამიანთა რაოდენობა, რომლებიც ხვდებიან, რომ ახლანდელი მუსიკა შეიცვალა, ამან კი ხელი შეუწყო გარკვეული ღირებულებებისა და დამოკიდებულებების წარმოშობას მათში. ნუთუ ეს იმას ნიშნავს, რომ საზოგადოება გონს მოდის თუ პირიქით, ვიწყებთ ყველაზე აშკარა სიმართლის უგულვებელყოფას? ასეა თუ ისე ასეთი შოუები დიდი ბიძგია ისეთი ადამიანებისათვის როგორიცაა ალაბამას უნივერსიტეტის ყოფილი ხელმძღვანელი ეი. ჯი. მაკქერონი. იგი თვითში (Tweeter) წერს: "მეჩვენება თუ გრემის ცერემონიები სულაც არაა შორს დემონურისგან? ვხედავ ეშმაკები მომრავლდნენ მსოფლიოში"

ბიონსე ბეტა კნუტის როლში

 გრემის დაჯილდოება დაიწყო ბიონსეს სიმღერით:

I’ve been drinking,
I’ve been drinking
I get filthy when that liquor get into me
I’ve been thinking,
I’ve been thinking
Why can’t I keep my fingers off it, baby?

ტექსტიდან გამომდინარე ვხვდებით,რომ დაჯილდოება სულაც არ იქნება "ბავშვივით უცოდველი". სექსუალურ კოსტუმში გამოწყობილი ბიენსეს წარმოდგენა ისეთივე მაცდური იყო როგორც თვით მისივე სიმღერის ტექსტი. ბევრმა მშობელმა გამოთქვა უკმაყოფილება იმის გამო, რომ ეს დაჯილოება ტელევიზიით 8 საათზე გადმოიცა, მაშინ როცა ბევრ ბავშვს (განსაკუთრებით ბიონსეს გულშემატკივრებს) არ ძინავს. სხვებმა კი აღნიშნეს, რომ მსგავსი წარმოდგენა მაილი საირუსს რომ დაედგა ისინი დაუნდობელ რევოლუციას მოუწყობდნენ დღესვე. ბიონსეს გამოსვლა შედარებით შელამაზებული იყო ვიდრე მისი ახლახან გამოშვებული ვიზუალური ალბომი, რომელშიც თავმოყრილია ძალზედ მაცდური ვიდეოები. ამ ალბომის ხილვის შემდეგ თამამად შემიძლია განვაცხადო, რომ ვიდეოს 80% შეიცავს ბიონსეს ინტიმურ დამოკიდებულებას საკუთარი თავისადმი. სინამდვლეში ამ ვიდეოში ბიონსე ცდილობს შესრულოს ბეტა კნუტის როლი. ზოგიერთი ვიდეო კი ამ ალბომიდან პეპელა მონარქის პროგრამის სიმბოლოებსაც შეიცავს.



ვიდეოში ნაჩვენებია სცენები რომლებიც უდაოდ მიუთითებს მასზე ბეტა "კნუტის" პროგრამის გავლენას.კადრში ჩანს ორი ბიონსე (რაც პიროვნების გაორებას გამოხატავს)ისინი დგანან გისოსებს მიღმა (რაც MKULTRA-ს მონობაზე მიუთითებს) და სხეულზე მოხატული აქვთ ცხოველის ტყავი (გამოხატავენ "კნუტების" მონობას ილუმინატთა სიმბოლიზმში).


ქეითი პერი-ჯადოქარი  

ეჭვგარეშეა, რომ დაჯილდოების ყველაზე მკაფიო ნაწილი ქეითი პერის წარმოდგენა იყო. მის გამოსვლას იმდენად ახლდა სატანისტური ელფერი, რომ ამ გამოსვლამ ყველაზე "უცოდინარი" მაყურებელიც კი შეაშფოთა. გამოსვლა დაიწყო შემზარავი ხმის ტემბრზე საუბრით: "ის ტყორცნის წყევლას ბროლის ბურთიდან, მოუხმობს სულებს, შევყავარ ექსტაზში".

ბროლის ბურთში მყოფი პერის სიმღერის თანხლებით, მის თავზე ჩნდება ოთხი, დემონის მსგავსი რქიანი ფიგურა.


ზოგიერთ შემზარავ ფიგურას ბაფომეტის მსგავსი რქები ადგას თავზე 

შემდეგ ქეითი ამოდის კრისტალის ბურთიდან და იწყებს ცეკვას სხვა მოცეკვავეებთან ერთად, რომლებსაც ისე იმორჩილებს თითქოსდა ისინი მართლაც მოჯადოებულნი იყონ

ამ ყველაფრის ნახვისთანავე ვხვდებით რომ ეს სიმღერა სიყვარულზე კი არა ოკულტური ზეგავლენის ქონაზე მიუთითებს.

შემდეგ ქეითი მოუხმობს მუქ ცხენს, მიგვანიშნებს თუ არა ეს ცხენი აპოკალიფსის მუქ ცხენზე?



კაშკაშა წითელ თვალებიანი, ეს მუქი ლურჯი ცხენის მონუმენტი, საოცრად ჰგავს დენვერის საერთაშორისო აეროპორტში მდგომ ცხენს, რომელის შესახებაც ცნობები შეგიძლიათ მოიძიოთ სტატიაში - "დენვერის აეროპორტის საიდუმლო". 


 
ეს საზარელი ცხენი დგას დენვერის აეროპორტის წინ, ესაა ადგილი რომლის ყოველი კუთხიდან ახალი მსოფლიო წესრიგის სიმბოლიზმი გამოსჭვივის. მიგვანიშნებს თუ არა ქეითის სიმღერისას სცენაზე გამოსული ცხენი დენვერის საერთაშორისო აეროპორტში მდგარ ცხენზე, რომელსაც ხალხი "დემონის ცხენს" უწოდებს?  


მას შემდეგ, რაც ქეითი დაასრულებს ძელის ირგვლივ რიტუალის მსგავს ცეკვას, მოცეკვავეები მის ირგვლივ წრეზე ცეცხლს ანთებენ.


ქეითი პერის ირგვლივ ცეცხლი ანთია, დემონური არსება კი მას უთვალთვალებს

 ქეითი პერის სამოსელზე გამოსახული კაშკაშა წითელი ჯვარი ტამპლიერთა გერბზე გამოსახულ წითელი ჯვრის ანალოგია


ტამპლიერთა ორდენი შუა საუკუნეების საიდუმლო ოკულტური საზოგადოება იყო, სწორედ ისინი მიიჩნევიან მასონობის, ასევე ბავარიელი ილუმინატებისა და სექსუალური მაგიის საიდუმლოებების დამცველთა სულისჩამდგმელებად, რომელთაც მისდევდა ალისტერ კროული და საიდუმლო საზოგადოება O.T.O.

ტამპლიერ რაინდებს სასამართლო დევნიდა, რადგან მათ ბაფომეტის თაყვანისცემასა და ჯადოქრობის გამოყენებაში ადანაშაულებდნენ. შესაბამისად, ბუნებრივია, რომ პერი მათ ჯვარს ატარებს. ის აგრეთვე წარმოაჩენს ოკულტური ელიტის ფილოსოფიურ მთლიანობას.




სცენაზე ყველას დასანახად მუქი ცხენის გამოჩენით ნათელი გახდა, რომ ამ ყველაფერს ოკულტური ელიტა აფინანსებს.


მოკლეთ, ქეით პერის მუსიკალური სპექტაკლი არის მიზეზი იმისა, თუ რატომ მივიჩნევ დაჯილდოებათა უმრავლესობებს ზედმეტად რიტუალურად.



მალეფიცენტა



ქეითი პერის მაგიურ შოუს შემდეგ გრემის ცერემონიალი იგივე თემით გრძელდება და აჯილდოებს დისნეის ფილმს "maleficient".


ფილმში ანჯელინა ჯოლი ასრულებს რქიანი ჯადოქრის როლს (მალეფიცენტა) მძინარე მზეთუნახავიდან. ცერემონიალზე ტრილერი ლენა დელ რეის სიმღერის თანხლებით წარადგინეს, რომელიც ასევე ბეტა "კნუტის" კიდევ ერთი მთავარი წარმომადგენელია (იხილეთ 98% მისი ვიდეოებისა). სხვებისაგან განსხვავებით,ეს ფილმი გამიზნულია ახალგაზრდებისთვის, თანაც არც მისი ავი ზრახვებია დაფარული.  


ფილმის ტრეილერში ვხედავთ მალეფიცენტას, რომელიც წყევლის პატარა ავრორას. ეს ბრწყინვალე დადასტურებაა იმისა თუ რას უშვრება მასმედია ახალგაზრდებს.ტრეილერს ასრულებს ჯადოქრის სიტყვები "ქვეყანაზე არის ეშმაკი,სიძულვილი და შურისძიება ჰაჰაჰა..."  


ეკლესიური წირვა

დაჯილდოების ელფერი საოცრად შეიცვალა მას შემდეგ რაც მაკელმორმა შეასრულა სიმღერა სიყვარულზე. წარმოდგენაში 33 წყვილი მონაწილეობდა (ილუმინატების 33 საფეხურიანი განდობის სიმბოლო).

ამის შემდეგ გამოდის მუსიკალური ინდუსტრიის დედოფალი მადონა და ასრულებს სიმღერას, ხელში უჭირავს ძალაუფლების სიმბოლო სკიპტრა, იყენებს რა თავის ძალაუფლებას იგი აკურთხებს მექორწილეებს.

არსებითად ეს არის ის რასაც გეგმავენ ილუმინატები, - ტელევიზიით გადმოცემული მეგა რიტუალების დახმარებით ჩამოაყალიბონ ახალი, მასებზე გათვლილი რელიგია.





როგორც ყოველთვის, ახლაც 2014 წლის გრემის ცერემონიალზე დაჯილდივდნენ ის შემსრულებლები, რომლებიც ხალხს სურდა რომ დაჯილდოებულიყვნენ, სამაგიეროდ მათი წყალობით გამომჟღავნდა ის შეტყობინებები, რომლებიც ილუმინატებს სურდათ რომ გამჟღავნებულიყო. ისინი ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავების საშუალებით გადმოსცემენ თავიანთ შეტყობინებებსა და ზრახვებს. ბიონსეს ბეტა კნუტიდან დაწყებული ქეითი პერის მაგიური რიტუალით დამთავრებული, კიდევ ერთხელ დავინახეთ, რომ მნიშვნელოვანი ღონისძიებები თითქმის ყოველთვის განკუთვნილია იმისთვის, რათა ახალგაზრდებზე მოახდინონ ზეგავლენა და გარკვეული მიმართულებისკენ წარმართონ მათი გონება. რატომ არის ეს ყველაფერი ახალგაზრდებისთვის შთამაგონებელი? პასუხი ქეითი პერის სიმღერაშია: "იმიტომ რომ ამჯერად ჩემი ხარ, უკან დასახევი გზა არ არსებობს".



წყარო: vigilantcitizen.com



 

Комментариев нет:

Отправить комментарий