ღმერთი

ღმერთი

вторник, 11 февраля 2014 г.

ჯონ კოლემანი «300-თა კომიტეტი» 3

ჩემს 1989 წლის ნამუშევარში _ «ტერორი ცაში» მე მომხდარი ასე აღვწერე: ულ ჰაკის C-130-ის პაკისტანური სამხედრო ბაზიდან აფრენიდან სულ ცოტა ხნის შემდეგ, ანგართან, რომელშიც C-130 იდგა, საეჭვო სატვირთო მანქანა შენიშნეს. სადისპეტჩერო კოშკიდან დაცვის სამსახურს მისცეს გაფრთხილება, მაგრამ ვიდრე მათ რაიმე მოიმოქმედეს, თვითმფრინავმა აფრენა მოასწრო, ხოლო სატვირთო მანქანა წავიდა. რამდენიმე წუთში თვითმფრინავმა უეცრად ნესტეროვის მარყუჟის კეთება დაიწყო, მაგრამ წარუმატებლად და აფეთქდა. C-130-ის ამგვარი ქმედება ვერავინ ახსნა.


ფრენის უსაფრთხოების მიხედვით, თვითმფრინავს შესანიშნავი რეპუტაცია ჰქონდა, ხოლო კატასტროფის გამომძიებელმა პაკისტანურ-ამერიკულმა ერთობლივმა კომისიამ პილოტის შეცდომა ან მექანიკური და სტრუქტურული პრობლემა ვერ აღმოაჩინა. ნესტეროვის მოულოდნელი მარყუჟი, ასე ვთქვათ, ელექტრული დაბალი სიხშირის იმპულსით დაზიანებული თვითმფრინავის «საფირმო ნიშანია».


ის, რომ საბჭოთა კავშირს ჰქონდა საშუალება, ეწარმოებინა ხელსაწყოები, რომლებსაც შეეძლო მაღალამპლიტუდური რადიოსიხშირეების გენერირება, დასავლეთში ცნობილი იყო საბჭოთა მკვლევარების კვლევებიდან, რომლებიც «კურჩატოვის სახელობის ატომური ენერგიის ინსტიტუტის» ინტენსიური რელატივისტური ელექტრონული დასხივების განყოფილებაში მუშაობდნენ. ამ სპეციალისტებს შორის იყვნენ ი. ა. ვინოგრადოვი და ა. ა. რუხაძე. ორივე მეცნიერი მუშაობდა «ლებედევის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტში», რომელიც ელექტრონულ და რენტგენულ ლაზერებზე სპეციალიზდება.


მივიღე რა ეს ინფორმაცია, დავიწყე მტკიცებულებების ძიება სხვა წყაროებიდან და აღმოვაჩინე, რომ ინგლისში მდებარე «ელექტრონიკის საერთაშორისო ჟურნალმა» გამოაქვეყნა ზოგიერთი მასალა, რომლებიც, როგორც ჩანს, ადასტურებდნენ ინფორმაციას იმ მეთოდის შესახებ, რომელიც აირჩიეს გენერალ ულ ჰაკის C-130 თვითმფრინავის ჩამოსაგდებად. გარდა ამისა, ეს ინფორმაცია დაზვერვაში ორმა წყარომ დაადასტურა. ასე თუ ისე, სასარგებლო ინფორმაცია მივიღე საბჭოთა სამეცნიერო გაზეთიდან, რომელიც ინგლისში Soviet Radio Electronics and Communications Sistems(საბჭოთა რადიოელექტრონიკა და კავშირგაბმულობის სისტემები) სახელით გამოდიოდა. მე ეჭვი არ შემპარვია იმაში, რომ გენერალი ულ ჰაკი მოკლული იყო. სატვირთო მანქანაში, რომელიც ანგართან შენიშნეს, უდავოდ იყო იმ ტიპის ელექტრონული დაბალი სიხშირის მობილური დანადგარი, რომელიც, როგორც ცნობილია, საბჭოთა შეიარაღებულ ძალებს გააჩნიათ.


ციხეში ყოფნის დროს ქვეყნიდან საიდუმლოდ გატანილი ბხუტოს წერილობითი ჩვენებების თანახმად, კისინჯერი მას სერიოზულად ემუქრებოდა: «მე თქვენ და ყველა დანარჩენს სამაგალითოდ დაგსჯით, თუ ქვეყნის გაძლიერების თქვენეულ პოლიტიკას გააგრძელებთ». ბხუტო კისინჯერსა და «რომის კლუბს» ეწინააღმდეგებოდა, როცა ბირთვული ენერგეტიკის პროგრამის განხორციელებისკენ მოუწოდებდა, რათა პაკისტანი თანამედროვე ინდუსტრიულ სახელმწიფოდ ექცია, რაც «300-თა კომიტეტის» ხედვით, კისინჯერის მიერ პაკისტანის ხელისუფლებისთვის გადაცემული მათი ბრძანების პირდაპირი დაუმორჩილებლობა იყო. კისინჯერის მუქარები ბხუტოს მიმართ აშშ-ის ოფიციალური პოლიტიკის ნაწილი არ იყო; ეს თანამედროვე «ილუმინატების» პოლიტიკა იყო.


აუცილებელია, ნათლად გავიგოთ, თუ რატომ სძულთ მთელ მსოფლიოში ბირთვული ენერგეტიკა და რატომ გამოიყენება ბირთვული ენერგეტიკის წინააღმდეგ ომში ფიქტიური «ბუნების დამცველი» მოძრაობა, რომელიც «რომის კლუბმა» შექმნა და დააფინანსა. ბირთვული ენერგეტიკის დახმარებით, რომელიც იაფი ელექტროენერგიის უზარმაზარი რაოდენობით გამომუშავების საშუალებას იძლევა, მსოფლიოს მესამე ქვეყნები თანდათანობით აშშ-ის ფინანსური დახმარებისგან დამოუკიდებლები გახდებოდნენ და თავიანთი სუვერენიტეტის განმტკიცებას დაიწყებდნენ. ატომურ ელექტროსადგურებზე გამომუშავებული ელექტროენერგია განვითარებადი ქვეყნების გამოყვანის გზაა ჩამორჩენილი მდგომარეობიდან, რომელშიც მათი ჩატოვება «300-თა კომიტეტმა» ბრძანა.


უცხოური დახმარების შემცირება განვითარებადი ქვეყნების ბუნებრივ რესურსებზე საერთაშორისო სავალუტო ფონდის კონტროლის შესუსტებას ნიშნავს. სწორედ განვითარებადი ქვეყნების ჭეშმარიტი თვითმმართველობის იდეა გადასცა ანათემას როგორც «რომის კლუბმა», ისე მისმა ზემდგომმა «300-თა კომიტეტმა». ვხედავდით, რომ აშშ-ში მოძრაობა ბირთვული ენერგიის წინააღმდეგ წარმატებით გამოიყენეს, რათა ქვეყნის სამრეწველო განვითარება შეჩერებულიყო კლუბის იმ გეგმების მიხედვით, რომლებიც «ნულოვან ინდუსტრიულ ზრდას» ითვალისწინებდნენ.


აშშ-ის ფინანსურ დახმარებაზე დამოკიდებულება სხვა ქვეყნებს «საერთაშორისო ურთიერთობათა საბჭოს» მონობაში ამყოფებს. იმ ქვეყნების მოსახლეობას, რომლებიც ამ დახმარებას იღებენ, საცოდავი ხურდები რჩებათ, ხოლო ძირითადი ნაწილი იმ სახელმწიფო ლიდერების ჯიბეებში ილექება, რომლებიც უფლებას აძლევენ საერთაშორისო სავალუტო ფონდს, ქვეყნიდან ბუნებრივი რესურსები მტაცებლურად ამოქაჩონ. ზიმბაბვეს (ყოფილი როდეზიის) ლიდერი მუგაბე წარმოადგენს ნათელ მაგალითს იმისა, თუ როგორ ხორციელდება უცხოური კონტროლი ქვეყნის ნედლეულის რესურსებზე, ამ შემთხვევაში, მაღალხარისხიან ქრომის მადანზე. ამჟამად ზიმბაბვეს ნედლეულის მარაგები მთლიანად კონტროლდება კომპანია Lonrho-ს, გიგანტური კონგლომერატის მიერ, რომელსაც თავისი დეიდაშვილის, ელიზაბეტ მეორეს სახელით «300-თა კომიტეტის» წევრი ანგუს ოგილვი მართავს. ქვეყნის მოსახლეობა კი ამ დროს სულ უფრო ღრმად ეფლობა სიღარიბესა და სიღატაკეში, მიუხედავად აშშ-ის მიერ გამოყოფილი 300 მილიონი დოლარის დახმარებისა.


Lonrhro-ს როდეზიულ (ზომბაბვურ) ქრომზე მონოპოლია გააჩნია და შეუძლია მას ნებისმიერი ფასი დაადოს, მაგრამ სმიტის რეჟიმის დროს მას ამის უფლება არ ჰქონდა. ფასების გონივრული დონე შენარჩუნებული იყო 20 წლის განმავლობაში, ვიდრე მთავრობაში მუგაბე არ მოვიდა. მართალია, ქვეყანაში იან სმიტის 14-წლიანი მმართველობის დროსაც იყო პრობლემები, მაგრამ მისი შეცვლის შემდეგ უმუშევრობამ ოთხჯერ მოიმატა და ახლა ზიმბაბვე ქაოსისა და ფაქტობრივი ბანკროტის მდგომარეობაში იმყოფება. მუგაბემ აშშ-დან საკმაო უცხოური დახმარება მიიღო (დაახლოებით 300 მილიონი დოლარი წელიწადში), რამაც მას საშუალება მისცა, აეშენებინა სამი სასტუმრო საფრანგეთში _ კოტ დ’აზურში, მონტე-კარლოში და კაპ ფერატში იმ დროს, როდესაც მისი ერი ავადმყოფობით, უმუშევრობითა და შიმშილით იტანჯებოდა, რომ არაფერი ვთქვათ მკაცრი დიქტატურის რეჟიმზე, რომელიც ყველანაირ პროტესტს ახშობდა. შეადარეთ ეს სმიტის რეჟიმს, რომელსაც არასოდეს უთხოვია და არც მიუღია არც ერთი ცენტი აშშ-ისგან. სრულიად ნათელია, რომ უცხოური დახმარება ზიმბაბვეზე და სხვა აფრიკულ ქვეყნებზე კონტროლის განხორციელების მძლავრი საშუალებაა.


გარდა ამისა, უცხოური დახმარება აშშ-ის მოქალაქეებს უნებლიეთ დამოკიდებულ მდგომარეობაში ამყოფებს და ამიტომ ისინი სრულიად უუნაროები არიან, შეუქმნან ხელისუფლებას სერიოზული ოპოზიცია. დევიდ როკფელერმა იცოდა, თუ რას აკეთებდა, როდესაც მისი კანონპროექტი უცხოური დახმარების შესახებ 1946 წელს კანონი გახდა. ამის შემდეგ ეს კანონი ქვეყნის ყველაზე საძულველ კანონთა შორის მოხვდა, განსაკუთრებით სახელმწიფო რეკეტის საჯარო გამოაშკარავების შემდეგ, რომლის გადახდაც ჩვენ, უბრალო ხალხს, გვიწევს.


როგორ ახერხებენ შეთქმულები, მთელი მსოფლიო და განსაკუთრებით აშშ და დიდი ბრიტანეთი, ჰყავდეთ გამოჭერილი? ყველაზე ხშირად სვამენ შეკითხვას: «როგორ შეუძლია ერთ ცალკეულ ორგანიზაციას, დროის ნებისმიერ მომენტში იცოდეს ყველაფრის შესახებ, რაც ხდება მსოფლიოში და საერთოდ, როგორ ახორციელებს იგი კონტროლს?». ამ წიგნში ჩვენ ვეცდებით, პასუხი გავცეთ ამ და სხვა შეკითხვებს. ერთადერთი გზა, რეალურად დაუპირისპირდე შეთქმულთა წარმატებას, არის ღიად დასახელება და ფართო დისკუსიის გაშლა საიდუმლო საზოგადოებებისა და ასევე იმ ორგანიზაციების გარშემო, რომლებიც ამ საზოგადოებების, სახელისუფლო აგენტების, ბანკების, სადაზღვევო კომპანიების, ტრანსნაციონალური კორპორაციების, ნავთობის მრეწველობის, ასიათასობით სხვა ორგანიზაციისა და ფონდის შირმად გამოიყენებიან. ისინი სხვადასხვა აბრის უკან იმალებიან, მაგრამ «300-თა კომიტეტს» ემორჩილებიან _ უმაღლეს მაკონტროლებელ ორგანოს, რომელიც, სულ ცოტა, ასი წელია, მსოფლიოს მართავს.


რადგანაც «საერთაშორისო ურთიერთობების საბჭოსა» და «სამმხრივი კომისიის» შესახებ უკვე ათეულობით წიგნი დაიწერა, გადავიდეთ პირდაპირ «რომის კლუბსა» და «მარშალის გერმანულ ფონდზე». ვიდრე გამოვაქვეყნებდი ინფორმაციას ამ ორგანიზაციების შესახებ შეერთებულ შტატებში, მათზე ბევრმა არაფერი იცოდა. ჩემმა პირველმა ნამუშევარმა «რომის კლუბი», რომელიც გამოქვეყნებულია 1983 წელს, არანაირი ყურადღება არ მიიქცია. ბევრმა გაუთვითცნობიერებელმა ადამიანმა ჩათვალა, რომ «რომის კლუბი» არის რაღაც, რასაც კავშირი აქვს კათოლიკურ ეკლესიასთან, ხოლო «მარშალის გერმანული ფონდი» კი «მარშალის გეგმასთანაა» დაკავშირებული.


სწორედ ამიტომ კომიტეტი არჩევს ისეთ დასახელებებს, რომ სიტუაცია აურიოს და მიმდინარე მოვლენებიდან ყურადღება სხვა რამეზე გადაიტანოს. აშშ-ის ხელისუფლებამ შეუძლებელია არ იცოდეს ეს, მაგრამ, რამდენადაც იგი შეთქმულების შემადგენელი ნაწილია, ყველანაირად შეუწყობს ხელს ინფორმაციის დაფარვას, რათა არ დაუშვას სიმართლის გამჟღვანება. ჩემი ნაშრომის გამოქვეყნებიდან რამდენიმე წლის შემდეგ მოიძებნენ მწერლები, რომლებმაც უცბად დაინახეს მასში ახალი უნიკალური ინფორმაციის მდიდარი წყარო და დაიწყეს ამ თემაზე წერა და ლაპარაკი, თანაც ისე, თითქოს დიდი ხანია და საფუძვლიანად ერკვეოდნენ მასში.


მათთვის აღმოჩენა იყო, რომ «რომის კლუბი» და მათი ფინანსისტები სახელად «მარშალის გერმანული კლუბი» წარმოადგენენ შეთქმულთა კარგად ორგანიზებულ ფილიალებს, რომლებიც ჩრდილოატლანტიკური ორგანიზაციის (ნატო) ეგიდით მოქმედებენ და რომ «რომის კლუბის» ფუნქციონერთა უმრავლესობა ნატოდან მოვიდა. ნატოს პოლიტიკის ყველა ძირითადი დებულება ფორმულირებული იყო «რომის კლუბის» მიერ, რომელმაც «300-თა კომიტეტის» წევრის, ლორდ კარინგტონის, მეცადინეობით შეძლო ნატოს ორ ფრაქციად დაყოფა: ძალაუფლების პოლიტიკურ ჯგუფად (მემარცხენეები) და თავად სამხედრო სტრუქტურად.


«რომის კლუბი» კვლავ რჩება «300-თა კომიტეტის» ერთ-ერთ ძირითად საგარეოპოლიტიკურ ქვედანაყოფად, სხვა ასეთ ქვედანაყოფს «ბილდერბერგის კლუბი» (ბილდერბერგერები) წარმოადგენს. იგი 1968 წელს შეიქმნა, მას შემდეგ, რაც აურელიო პეჩეი პირადად დაუკავშირდა ტელეფონით მათ, ვინც თავდაპირველად «მორგენტაუს ჯგუფის» ხერხემალს წარმოადგენდნენ და მოუწოდა, კვლავ გაერთიანებულიყვნენ, რათა ახალი იმპულსი მიეცათ და დაეჩქარებინათ ერთიანი მსოფლიო ხელისუფლების შექმნის გეგმის განხორციელება, რომელსაც დღეს ახალ მსოფლიო წესრიგს უწოდებენ, თუმცა მე პირველი სახლწოდება უფრო მომწონს. იგი უკეთ აღწერს ამ ფენომენის აზრს, ვიდრე «ახალი მსოფლიო წესრიგი», რომელსაც მხოლოდ გაურკვევლობა შემოაქვს, რადგანაც ისტორიაში უკვე რამდენიმე «მსოფლიო წესრიგი» იყო, მაგრამ ერთიანი მსოფლიო ხელისუფლება ჯერ არ ყოფილა.


პეჩეის მოწოდებებს ყველაზე ოდიოზური «მომავლის არქიტექტორები» გამოეხმაურნენ აშშ-დან, საფრანგეთიდან, შვედეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან, შვეიცარიიდან და იაპონიიდან. 1968 წლიდან 1972 წლამდე პერიოდში «რომის კლუბი» გადაიქცა ორგანიზაციად, რომელიც სხვადასხვა სახის «ახალ მეცნიერებათა» მეცნიერებს, გლობალისტებს, ფუტუროლოგებსა და ინტერნაციონალისტებს აერთიანებდა. როგორც მისმა ერთ-ერთმა წევრმა განაცხადა, «ჩვენ იოსების ჭრელ ტანსაცმელს დავემსგავსეთ». ნატოს პოლიტიკური ფრთის მიერ მიღებული დოქტრინის საფუძვლად პეჩეის წიგნი «ადამიანური თვისებები» გამოიყენეს.


შემდეგში მოყვანილია პეჩეის წიგნიდან ამონარიდი:


«პირველად მას შემდეგ, რაც ქრისტიანული სამყარო თავისი არსებობის ერთ ათასწლეულს მიუახლოვდა, ხალხის უზარმაზარი მასები რაღაც უცნობის გარდაუვალი დადგომის საგანგაშო მოლოდინში არიან, რამაც შეიძლება სრულიად შეცვალოს მათი ბედი... ადამიანმა არ იცის, რას ნიშნავს, იყო ნამდვილი თანამედროვე ადამიანი... ადამიანმა მოიგონა ზღაპარი ბოროტი ეშმაკის შესახებ, მაგრამ თუ ოდესმე არსებობდა ეს ბოროტი ეშმაკი _ ეს თავად ადამიანია... ჩვენ აქ ადამიანურ პარადოქსს ვხვდებით: კაცობრიობა თავისი განსაკუთრებული თვისებებისა და მიღწევების ხაფანგში მოექცა – რაც მეტად იყენებს საკუთარ ძალას, მით მეტია საჭირო». «ჩვენ დაუღალავად უნდა ვამტკიცოთ, რომ სისულელეა ადამიანის დღევანდელი ღრმად პათოლოგიური და ავადმყოფური მდგომარეობის ახსნა რომელიმე ციკლური კრიზისით ან გარემოებათა შემთხვევითი დამთხვევით. მას შემდეგ, რაც კაცობრიობამ ახალი ტექნოლოგიების «პანდორას ყუთი» გახსნა, იგი მოსახლეობის უკონტროლო ზრდით, ზრდის მანიით, ენერგეტიკული კრიზისებით, რესურსების ფიქტიური ან პოტენციური ნაკლებობით, გარემოს დაბინძურებით, ბირთვული სიგიჟით და უამრავი მსგავსი უბედურებით იტანჯება».


ეს სრულებით ემთხვევა «მწვანეთა» მოძრაობის პროგრამას, რომელიც გაცილებით გვიან იმავე «რომის კლუბის» მხარდაჭერით დაარსდა, რათა შეეჩერებინა და უკუღმა შეეტრიალებინა სამრეწველო განვითარება.


ფართო გაგებით, «რომის კლუბის» სავარაუდო პროგრამა მოიცავს შეერთებულ შტატებში «პოსტინდუსტრიული» იდეების შემუშავებასა და გავრცელებას, ისეთ კონტრკულტურული მოძრაობებისა და ჩვევების გავრცელებით, როგორიცაა როკი, სექსი, ჰედონიზმი, სატანიზმი, ჯადოქრობა და «მწვანეთა მოძრაობა». «ტავისტოკის ინსტიტუტს» , «სტენფორდის კვლევით ინსტიტუტს», «სოციალურ ურთიერთობათა ინსტიტუტს» და ასევე გამოყენებითი სოციალური ფსიქიატრიის სფეროში მოღვაწე სხვა კვლევითი ორგანიზაციების ფართო სპექტრს ან უკვე ჰყავდა საკუთარი წარმომადგენლები «რომის კლუბში», ან მათ მრჩევლებს წარმოადგენდნენ და წამყვან როლს ასრულებდნენ ნატოს მცდელობებში, მიეღო სახელმძღვანელოდ «მერწყულის ერის შეთქმულების» იდეოლოგია.


მიიჩნევა, რომ სახელწოდება «ახალი მსოფლიო წესრიგი» 1991 წლიდან, სპარსეთის ყურის ომის შემდეგ დამკვიდრდა. არადა, ერთიანი მსოფლიო ხელისუფლება, უკვე ასი წელია, არსებობს. ახალი მსოფლიო წესრიგი ახალი არაა, იგი არსებობდა და ამა თუ იმ სახით უკვე დიდი ხნის წინ ვითარდებოდა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, იგი აღიქმება, როგორც მომავალი განვითარების პროგრამა, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება; ახალი მსოფლიო წესრიგი – ეს არის წარსული და მომავალი. აი, რატომ ვწერდი ზემოთ, რომ უფრო მართებული იქნებოდა სახელწოდება «ერთიანი მსოფლიო ხელისუფლება». ერთხელ აურელიო პეჩეიმ თავის მეგობარ ალექსანდრ ჰეიგთან საუბარში აღიარა, რომ თავს «რეინკარნირებულ ადამ ვეისგაუპტად» მიიჩნევს. პეჩეი უმეტესად ფლობდა ვეისგაუპტის ბრწყინვალე უნარს, ორგანიზება გაეწია და ემართა თანამედროვე ილუმინატები და ეს გამომჟღავნდა იმაში, თუ როგორ მართავდა პეჩეი ნატოს და გლობალური მასშტაბით აყალიბებდა მის პოლიტიკას.


სამი ათწლეულის განმავლობაში პეჩეი მეთაურობდა «ატლანტიკური ინსტიტუტის ეკონომიკურ საბჭოს», იმავე დროს გახლდათ Fai Motor Company-ს დირექტორი, რომელიც ჯოვანი აგნელის (Giovanni Agnelli) ეკუთვნოდა. აგნელი, «შავ არისტოკრატიაში» შემავალი ძველი იტალიური ოჯახის წარმომადგენელი, «300-თა კომიტეტის» ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წევრია. მან საბჭოთა კავშირისთვის განკუთვნილი პროექტების შემუშავებაში წამყვანი როლი ითამაშა.



http://geworld.net/View.php?ArtId=5584&Title=jon+kolemani+%C2%AB300-Ta+komiteti%C2%BB&lang=ge

Комментариев нет:

Отправить комментарий