ჩვენ თვალი მივადევნეთ საუკუნეების განმავლობაში ებრაელთა გამხრწნელ საქმიანობას ქრისტეანული კულტურისა და სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ. ახლა ვუახლოვდებით იმ მომენტს, როდესაც ყველა მღვრიე ანტიქრისტეანული და ანტისახელმწიფოებრივი დინება, რაც კი ებრაელთა ზეგავლენით აღმოცენებულა, საბოლოოდ თავს იყრის ერთ მასონურ ჭაობში, რომელიც, როგორც კაცობრიობის მიერ განცდილი ყველა ცთომილების ნამდვილი კლოაკა მახიმა, დიდი ხნის წინათ უარყოფილი და გაკიცხული, მაგრამ არამოძირკვული, დღემდე ასნებოვნებს თანამედროვე ცხოვრებას მწვალებლობებისა და რევოლუციების ბილწი და დამპალი საფუარით.
წინამდებარე თავს ჩვენ ვუძღვნით იმ საიდუმლო საზოგადოებების მოკლე მიმოხილვას, რომლებიც წარმოადგენენ მასონობის უშუალო წინამორბედებს და უმეტეს შემთხვევაში ოფიციალურად გამოდიან "სამეცნიერო-სალიტერატურო წრეების" სახით. საიდუმლო საზოგადოებების მკვლევარი შუსტერი (Шустер, "Тайные общества, союзы и ордена") ამ საიდუმლო კავშირებს უწოდებს ნეოპლატონიკოსთა ან ნატურფილოსოფოსთა აკადემიებს, რადგან მათი წევრები საკუთარ თავს ხმობდნენ ნეოპლატონიკოსებად, თავიანთ მეცნიერებას კი პანსოფიას, ანუ ნატურფილოსოფიას უწოდებდნენ. შუსტერი ამავე კატეგორიას მიაკუთვნებს ალქიმიკოსებს, როზენკრეიცერებს, ჩეხი ძმების სექტას, იტალიურ საიდუმლო აკადემიებს და გერმანულ და ინგლისურ სალიტერატურო-სამეცნიერო საზოგადოებებს. ერთ-ერთი ამგვარი საიდუმლო საზოგადოების, კერძოდ, ჩეხი ძმების წარმოშობასა და ისტორიულ როლზე უკვე ვილაპარაკეთ და ვიცით, რომ ეს სექტა წარმოადგენდა ქრისტეანობის პირველ საუკუნეებში ებრაელების მიერ დათესილი გნოსტიკური და მანიქეველური მწვალებლობების გვიანდელ ამონაყარს. შემდგომი მსჯელობიდან გამოჩნდება, რომ ჩვენს მიერ ჩამოთვლილი სხვა სამეცნიერო-ფილოსოფიური კავშირებიც ასეთივე მწვალებლური სექტები იყვნენ, რომლებიც ფილოსოფიის ახალი სახელწოდების ქვეშ მალავდნენ ებრაული კაბალისა და ძველ წარმართულ რელიგიათა საიდუმლო ცრუსწავლებებს. ეს კავშირები, შუსტერის მოწმობით, იყო "მათემატიკოსთა და ბუნებისმეტყველთა ნამდვილი აკადემიები". მართლაც, ნატურფილოსოფიის ადეპტებს შორის შეხვდებით ისეთ მეცნიერთა სახელებს, როგორებიცაა ლეიბნიცი, როჯერ ბეკონი, რაიმონდ ლულიუსი, პარაცელსი და სხვები, რომელთა დამსახურება საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში უეჭველია, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ამ მეცნიერთაგან ზედმეტად იყო გატაცებული ალქიმიით და კაბალისტური ბოდვით. მაგრამ ბუნების საიდუმლოთა ამოხსნა სრულებითაც არ წარმოადგენდა ამ საზოგადოებათა მიზანს, არც მეცნიერული კვლევა-ძიება აერთიანებდა და აკავშირებდა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში მიმოფანტულ ამ სხვადასხვა კავშირს, არამედ საერთო მსოფლმხედეველობა, თავისებური რელიგია და მისგან გამომდინარე საერთო, სპეციალური მიზანი.
მაშ, ვიკითხოთ, როგორი იყო ამ მეცნიერულ-ფილოსოფიური წრეების მსოფლმხედველობა და როგორი იყო მიზანი, რომლისკენაც ისინი მიისწრაფოდნენ? აი, როგორ ახასიათებს შუსტერი იმ სულისკვეთებას, რომელიც გამეფებული იყო ნატურფილოსოფოსთა აკადემიებში: "ბუნების მეცნიერულმა წვდომამ, - ამბობს ის, - დაანგრია მთელი რიგი ტრადიციული შეხედულება და ცრურწმენა... მან გამოაღვიძა და გაააქტიურა კრიტიკის სული... მეცნიერებამ ადამიანის თვალსაწიერს გადაუშალა სამყაროს უკიდეგანობა... კიდევ უფრო დიდი გადატრიალება მოჰყვა კოპერნიკის (1473-1543), კეპლერის (1571-1630), გალილეის (1564-1642) აღმოჩენებს... პირველად ახლა გახდა ცხადი, რომ ადამიანის გონებისთვის მისაწვდომია მთლიანი, უეჭველი და სრულიად დამაკმაყოფილებელი ცოდნა, რომელიც გვპირდება, მომავალში ფარდა ახადოს მრავალ იდუმალებას, რაც ჯერაც ბუნდოვანებით არის მოცული... აქამდე მონური აზროვნებისთვის ერთადერთი ჭეშმარიტება იყო საეკლესიო დოგმა, ახლა კი ყველაზე საიმედო დოგმა აღმოჩნდა ცოდნა" (Шустер, "Тайные общества, союзы и ордена", т. I, с. 258). "ტრადიციული ცთომილებებისა და ცრურწმენებისგან" ამ გათავისუფლებისდა დარად და, ასევე, ადამიანის გონებისთვის ყოველისმომცველი ცოდნის მისაწვდომობისადმი უზომო რწმენის ძალით ნატურფილოსოფოსები "განსაკუთრებულ მნიშვნელობას არ ანიჭებდნენ ქრისტეს გამომსყიდველ სიკვდილს... ისინი ასწავლიდნენ, რომ იგივე ღვთაებრივი სული, რაც იყო ქრისტეს სხეულში, ჩადებულია ნებისმიერ ადამიანში, რომ ქრისტესა და სახარების წვდომის გარეშეც ნეტარება, ებრაელი იქნება ეს თუ თურქი, ყველასთვის მისაწვდომია, თუკი ისინი შეძლებენ, ბუნების კანონზომიერებებიდან გამოიყვანონ კანონი თავიანთი შინაგანი ცხოვრებისთვის, რადგან ადამიანი და სამყარო იმართებიან განვითარებისა და ხრწნადობის ერთი და იგივე კანონებით... მისტიკურ-კაბალისტური ელემენტი ოდითგანვე იყო ნატურფილოსოფიის თანამგზავრი: ასე მაგალითად, ქრისტეანული სარწმუნოებრივი სწავლება, განსაკუთრებით დოგმატი მიცვალებულთა მკვდრეთით აღდგომისა და საშინელი სამსჯავროს შესახებ, განიმარტებოდა ქიმიური პროცესებით, სიკვდილსა და აღდგომას ადარებდნენ ცურვასა და მეტალების გაკეთილშობილებას" (Шустер, "Тайные общества, союзы и ордена", т. I, с. 284-285).
ჩვენს მიერ მოტანილი ნაწყვეტი, გარკვეული ხარისხით, კარგად ახასიათებს ნატურფილოსოფოსთა, ანუ ნეოპლატონიკოსთა საიდუმლო აკადემიების მსოფლმხედველობას, მაგრამ იმავე შუსტერთან, როდესაც ის ახდენს მასზე უფრო მიკერძოებულ მკვლევართა ციტირებას, ასევე სხვა სრულიად ავტორიტეტულ შრომებში ხსენებულ საზოგადოებათა საიდუმლო სწავლებაზე შეიძლება შევხვდეთ განსაზღვრულ და დეტალურ მონაცემებს, რომელთა გამოყენებასაც ჩვენც შევეცდებით. ნატურფილოსოფოსთა, ანუ ნეოპლატონიკოსთა აკადემიები, როგორც უკვე მივუთითეთ, განსაკუთრებით განვითარდა პროტესტანტიზმის ნიადაგზე, ანუ XVI და XVII საუკუნეებში, მათი აღმოცენება კი უფრო შორეულ ეპოქას განეკუთვნება. ნეოპლატონიკოსთა თვით სახელწოდებაც, რომელიც სამეცნიერო-ფილოსოფიურმა კავშირებმა დაახლოებით XVI საუკუნიდან მიისაკუთრეს საზოგადო ზეგავლენის წყალობით და რაიც აღორძინების ეპოქის პერიოდიდან საბერძნეთის წარმართული კულტურით გატაცებით იყო განპირობებული არახალია.
ნეოპლატონიკოსებად იწოდებოდნენ ჯერ კიდევ ალექსანდრიელი ფილოსოფოსის, ებრაელისა და კაბალისტის, ფილონის (დაიბ. 20 წ. ქრისტეს შობამდე) მიმდევრები, რომელმაც ნეოპლატონიზმის სახელწოდებით ერთ მისტიკურ-ფილოსოფიურ სისტემაში გააერთიანა ბერძენი ფილოსოფოსის, პლატონისა და ებრაული ღვთისმეტყველების სწავლება. ქრისტეანობის პირველი საუკუნეების ნეოპლატონიზმი - ეს იყო მცდელობა ბერძნულ-რომაული წარმართული სამყაროს იუდაიზაციისა, რაც ქრისტეანობის გავრცელების საწინააღმდეგო. მძლავრ იარაღად გამოიყენეს. ვიცით, რომ ალექსანდრიელ ნეოპლატონიკოსთა ან, უკეთესი იქნება, ვთქვათ, კაბალისტ ფილონის იდეები, რომელსაც მისმა თანამედროვეებმა უწოდეს "ებრაელი პლატონი", კაბალის ბუნდოვან მჭევრმეტყველებასთან ერთად შევიდა ძველი გნოსტიკური სექტების სწავლებებში. სექტებისა, რომლებიც ის პირველი საიდუმლო ორგანიზაციებია, რომლებიც ებრაელებმა გამოიყვანეს ასპარეზზე ქრისტეანობის წინააღმდეგ. კაბალისა და ებრაულად გადამუშავებული ბერძნული ფილოსოფიის ეს ნაზავი მრავალი საუკუნის განმავლობაში ასაზრდოებდა ძველ გნოსტიკოსთა შთამომავლებს - საიდუმლო, იუდეველური მიმართულების კავშირებსა და სექტებს, მათ შორის ნატურფილოსოფოსთა აკადემიასაც. XIII საუკუნის იტალიაში ებრაელთა ხელშეწყობით იწყება ბერძნული კულტურის დამკვიდრება (იხ. თ. VII), რამაც მოგვიანებით მოიცვა მთელი ევროპა, ასევე, თურქების მიერ კონსტანტინოპოლის დაკავების შემდეგ იმავე იტალიაში იგრძნობა ბერძენი მეცნიერების მოძალება და, შესაბამისად, იწყება ნეოპლატონიკოსთა შეხედულებების გავრცელება, ხოლო გონებრივმა და ზნეობრივმა ანარქიამ, რომელიც ევროპაში რეფორმაციის ნიადაგზე წარმოიშვა, XVII საუკუნისთვის ხელსაყრელი პირობები შექმნა, ნეოპლატონიკოსთა და ნატურფილოსოფოსთა საიდუმლო კავშირების უკიდურესი მომრავლებისთვის.
ამგვარად, XV, XVI და XVII საუკუნეების ნატურფილოსოფია, ანუ ნეოპლატონიზმი, ეს არის აღდგენილი მსოფლმხედველობა ალექსანდრიელი ნეოპლატონიკოსებისა; ამასთან, ალექსანდრიელი კაბალისტისა და ნეოპლატონიკოსის, ფილონის, გვიანდელი მიმდევრები - ნატურფილოსოფოსები თავიანთი ცრუსწავლებების გამაგრებას ცდილობდნენ ბუნების სამეცნიერო კვლევებით, რაც მჭიდროდ იყო დაკავშირებული ე. წ. "დაფარულ მეცნიერებებთან", რომელთა შორის უმთავრეს როლს თამაშობდა ალქიმია. აუცილებლად მივიჩნევთ, გაკვრით მაინც ამ ქიმერულ მეცნერებაზე (ალქიმიაზე), რადგან ის არა მარტო დიდ ადგილს იკავებდა ნატურფილოსოფოსთა აკადემიის საიდუმლო შრომებში, არამედ დაკავშირებული იყო კაბალასთან, რამდენადაც მასში საფუძველშივე იყო ჩადებული კაბალისტური მსოფლმხედველობა, რომელიც ფილონის ნეოპლატონურ იდეებთან შეერთებით შეადგენდა ნატურფილოსოფიის საიდუმლო რელიგიურ-ფილოსოფიურ სწავლებას. ალქიმიას, რომელსაც სამართლიანად უწოდებენ ქიმიის დედას და რომლის უმთავრესი დანიშნულება იყო ფილოსოფიური ქვის, იგივე სიცოცხლის ელექსირის, ანუ ისეთი პრეპარატის ძიება, რომელიც შეძლებდა არაკეთილშობილი მეტალების კეთილშობილ მეტალებად გარდაქმნას და ადამიანის როგორც ფიზიკურად, ასევე სულიერად განახლებას, - საკმაოდ ძველი წარმომავლობა აქვს. მეტალების გაკეთილშობილებაზე და მათი ფასის ამაღლებაზე ოცნებობდნენ ჯერ კიდევ ძველი ეგვიპტელები, რომლებიც საკმაოდ კარგად იცნობდნენ ქიმიურ პროცესებს, რაზეც მეტყველებს გვამთა ბალზამირების მათეული ხელოვნება, ასევე სამკურნალო საშუალებათა დამზადება და მეტალთა დამუშავება.
ძველ ეგვიპტეში მეცნიერება მოგვთა განსაზღვრული და ჩაკეტილი კასტის პრეროგატივა იყო. ისინი შესაძლებლობას აძლევდნენ მოსახლეობას, ესარგებლათ მათი შრომებითა და აღმოჩენებით, მაგრამ თავიანთ სამეცნიერო ღრმა საიდუმლოებით ძიებებს მოსავდნენ. იმისთვის, რომ დიდი გავლენა ჰქონოდათ ხალხზე, მოგვები თავიანთ ცოდნას ღვთაებრივ წარმომავლობას მიაწერდნენ და უკავშირებდნენ მას ყველა მეცნიერებისა და ხელოვნების მფარველი ღმერთის, "ორმაგად დიადად" წოდებული ტოტის სახელს, რომელმაც ვითომცდა თავისი სიბრძნე 42 წმინდა და საღმრთო პაპირუსში გადმოსცა. ეს წმინდა ლიტერატურა ეგვიპტელებში მოიცავდა არა მარტო სამეცნიერო ცნობებს, არამედ მათი კულტისა და სწავლა-მოძღვრების დოგმატებსაც. როდესაც ქრისტეს შობამდე 323 წელს ალექსანდრე მაკედონელის მხედართმთავარმა, პტოლემეოსმა ეგვიპტეში პტოლემეოსების დინასტია დააფუძნა, ბერძნული კულტურა ერთობ დაუახლოვდა ეგვიპტურს და ბერძნებმაც თავიანთი ღმერთი ჰერმესი ეგვიპტურ ტოტთან გააიგივეს. ქრისტეს შობამდე 240 წელს ტოტის პაპირუსები გადათარგმნეს ბერძნულ ენაზე ჰერმესის, ანუ ჰერმეტიკული წიგნების სახელით, რის შემდეგაც ბერძნებმა თავიანთ ჰერმესს "ჰერმეს ტრისმეგისტოსი", ანუ სამჯერ დიადი უწოდეს და მიაკუთვნეს მას მთელი ის სიბრძნე, რომელსაც ეს წიგნები შეიცავდა. შემდგომში გაჩნდა უამრავი თხზულება, რომელშიც განმარტებულია სამყაროს შექმნის თეორია და ოქროსი და ვერცხლის ხელოვნურად მიღების მეთოდები. ეს თხზულებები, რომლებიც განსაკუთრებულად ბუნდოვანი გადმოცემით ხასიათდება, რაც მხოლოდ განდობილთათვის იყო გასაგები, ასევე ჰერმესს მიაკუთვნეს. აქედან გაჩნდა ტრადიცია, ჰერმეტიკული უწოდონ საიდუმლო ან ოკულტურ, ანუ მხოლოდ "განდობილთათვის" მისაწვდომ თეორიებსა და მეცნიერებებს.თხზულებები, რომლებსაც ჰერმესის სახელს უკავშირებენ, გავრცელდა მთელ რომის იმპერიაში, უკვე შუა საუკუნეებში კი უდიდესი ავტორიტეტით სარგებლობდა დაფარულ მეცნიერებათა თაყვანისმცემლებს შორის. ამ თხზულებებში, რომლებიც აჭრელებულია საიდუმლო სიმბოლური ნახატებითა და ნიშნებით და დაწერილია საიდუმლო, უცნაური ენით, ალქიმიკოსები, მათ შორის ნატურფილოსოფოსები, ეძებდნენ ეგვიპტელ მოგვთა სიბრძნეს. მაგრამ, დამაჯერებლად შეიძლება ითქვას, რომ მათში ებრაული სიბრძნე უფრო მეტია, ვიდრე ეგვიპტური.
დიახ, ებრაელები ოდითგანვე, ჯერ კიდევ ეგვიპტესა და რომში ყოველგვარი ჯადოქრობისა და ცრურწმენის მთავარი გამავრცელებლები იყვნენ. როგორც ა. ს. შმაკოვი წერს: "ვაჭრობდნენ დაფარული მეცნიერებებით" (А.С. Шмаков. "Международное тайное правительство", с. 40): კაბალით, მაგიით, ასტროლოგიით, ალქიმიით და სხვ... "კაბალისტი მოგვებით სავსე იყო რომის იმპერია" (იქვე, გვ. 143). ბერძნულ ენაზე ტოტ-ჰერმესის წიგნების გადათარგმნის ეპოქაში "ეგვიპტე ქცეული იყო ებრაელობის ბუდედ (იქვე, გვ. 146). არ ვიცით, რა როლს თამაშობდნენ ებრაელები ტოტ-ჰერმესის წიგნების ბერძნულ ენაზე გადათარგმნაში, მაგრამ ცნობილია, რომ ალქიმიას და, საერთოდ, ჰერმეტიკულ მეცნიერებებს მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა ებრაულ კაბალაში, ამიტომაც სრულიად ცხადია, რომ ებრაელებს საუკუნეების განმავლობაში შეჰქონდათ თავიანთ კაბალაში მათთვის უცხო ცივილიზაციების სულიერი საგანძური, აქედან გამომდინარე შეუძლებელია, არ ესარგებლათ ჰერმესის წიგნებითაც. ყოველ შემთხვევაში, უეჭველია, რომ შუა საუკუნეებში სწორედ ებრაელები ავრცელებდნენ "დაფარულ", ანუ ჰერმეტიკულ სიბრძნეს. ამაზე მეტყველებს მრავალრიცხოვანი ფაქტი. "ალქიმიისადმი რწმენამ, - ამბობს შუსტერი, - რომელსაც ავითარებდნენ და იცავდნენ არაბები, ბერძნული სულიერი ცხოვრების ეს ნიჭიერი მემკვიდრეები, მათი წყალობით მიაღწია ესპანეთს, იქიდან კი ტრიუმით გავიდა ყველა ქრისტეანულ ქვეყანაში" (Шустер, "Тайные общества, союзы и ордена", т. I, с. 281).
საიდუმლო საზოგადოებათა მეცნიერ-მკვლევარი შუსტერი დუმილს ამჯობინებს იმ საზოგადოდ ცნობილ ფაქტზე, რომ არაბული ცივილიზაციის ნაყოფი ევროპაში სწორედ ებრაელთა მეშვეობით შემოვიდა (Bernard Lazare "L'Antisemitisme", C. 113, 133, 137, 354. Виндельбанд, "История древней философии",пер. с немецкого, с. 357). მეტიც: ებრაელებმა არა მარტო დაამკვიდრეს ევროპაში დაფარული მეცნიერებებს, განსაკუთრებით კი ალქიმიისადმი მიდრეკილება, არამედ ამ საიდუმლო სწავლებას ქრისტეანულ სამყაროს ისინი გადასცემდნენ სპეციფიკური, იუდაური ინტერპრეტაციით. ალქიმიაში საქმიანობა, როგორც უკვე ვთქვით, განუწყვეტლად უკავშირდებოდა კაბალის შესწავლას. მრავალი მეცნიერი, რომელიც გატაცებული იყო ალქიმიით, ამავდროულად იყო კაბალის კარგი მცოდნე. ასეთები იყვნენ, მაგალითად, ესპანელი რაიმონდ ლულიუსი (1235-1315), ინგლისელი ბერი და ბუნებისმეტყველი როჯერ ბეკონი (1214-1294), ექიმი და ალქიმიკოსი პარაცელსი (1493-1541) და სხვები.
იმის საუკეთესო მაგალითი თუ როგორი ინტერპრეტაცია განიცადა ალქიმიურმა სიბრძნემ ებრაელებთან, არის ლეგენდა ე. წ. ჰერმესის ზურმუხტის დაფაზე, რომელზეც, რამდენიმე სიტყვით იყო გადმოცემული ჰერმეტიკული ცოდნის ძირითადი პოსტულატები და რომლებიც შეიცავდა არა მარტო სახელმძღვანელო მითითებებს ალქიმიური ოპერაციებისთვის, არამედ მთელი სამყაროს შექმნის ვრცელ თეორიას. "ძვირფასი საგანძური, რომელიც ბიბლიურმა სარამ ერთხელ ბრძენთა შორის უბრძენესის საფლავში, ქებრონის ველზე იპოვა, მართალია, დაიკარგა, მაგრამ ცნობილია მასზე გაკეთებული წარწერა რომლის დარიგებებში დაეჭვებას ვერც ერთი ადეპტი ვერ ბედავდა (Шустер, "Тайные общества, союзы и ордена", т. I, с. 286). ამგვარად, ეგვიპტური სიბრძნის კვინტესენცია რატომღაც ქებრონის ველზე და თანაც ბიბლიური სარას ხელში აღმოჩნდა. სხვას ვის უნდა ეკუთვნოდეს ამგვარი განმარტება, თუ არა იუდას შვილებს? - ისინი ნამდვილად სარგებლობდნენ ამ გამოგონილი და უნამუსოდ მისაკუთრებული უპირატესობით, რომელიც ასე ახასიათებს რჩეულ თემს, და მრავალი საუკუნის განმავლობაში ხიბლავდნენ ქრისტეანულ სამყაროს ფილოსოფიურ ქვაზე ოცნებით.
როგორ ფართო ასპარეზს აძლევდა ეს ანგარებიანი მისწრაფება შარლატანებსა და მოყვასის ექსპლუატატორებს ეპოქაში, როდესაც "აზნაურები და ხელმწიფენი, სასულიერო და საერო წოდებანი უნაყოფოდ სწირავდნენ მთელ სიმდიდრეს მაცთური და უტოპიური ოცნების ასახდენად" (Шустер, "Тайные общества, союзы и ордена",т.I., с.282). დაფარული მეცნიერებების მეშვეობით მიწიერი განცხრომისკენ შეუკავებელი სწრაფვა შუა საუკუნეებში მასობრივ სიგიჟემდე მიდის, რაც განსაკუთრებულად საშიში იყო იმით, რომ ჰერმეტიკის ადეპტებს, ისინი საიდუმლო ორგანიზაციათა წევრებიც რომ არ ყოფილიყვნენ, მოჩვენებით ცოდნასთან ერთად იმ წარმართულ საიდუმლო სწავლებათა შხამითაც წამლავდნენ, რომლებმაც ნაწილობრივ გამოხატულება ებრაულ კაბალაში ჰპოვა. ამ კაბალისტური მსოფლმხედველობის ძირითადი დებულებები, რომელსაც ეფუძნებოდა ფილოსოფიური ქვის პოვნის სასოება, მდგომარეობდა შემდეგში:
1. პირველსაწყისი მატერიის მარადიულობა და მთლიანობა;
2. მთელი სამყარო მის მრავალფეროვან ფორმებსა და გამოვლინებებში იქმნებოდა და ვითარდებოდა ამ მარადიული და მთლიანი პირვესაწყისი მატერიისგან იმავე კანონებით, რომლითაც იბადება და ვითარდება ყოველივე არსებული ბუნებაში;
3. ძირითადი კანონი, რომლითაც შეიქმნა და არსებობს სამყარო, ეფუძნება სქესთა პირველდაწყებით განსხვავებას. ამ კანონის თანახმად, მეტალები მრავლდებიან იმავე გზით, რა გზითაც ცხოველები და მცენარეები, ანუ ორი განსხვაებული სქესის ურთიერთკავშირის წყალობით. მატერიის ერთობისა და სქესობრივი გარჩევის გზით ყველა სხეულის გამრავლების პრინციპებს ეფუძნებოდა ფილოსოფიური ქვის ძიება, ქვისა, რომლის დახმარებითაც შესაძლებელი შეიქმნებოდა ხელოვნურად მიეღოთ ოქრო და ვერცხლი.
გამომდინარე იმ პრინციპიდან, რომ ბუნება ყოველთვის მიისწრაფვის სრულყოფილებისკენ, რომ ოქროს, მატერიასთან ერთობის კაბალისტური იდეიდან გამომდინარე, იგივე შემადგენელი ნაწილები აქვს, რაც სხვა მეტალებს, და სრულყოფილია მხოლოდ გარკვეული ხელსაყრელი პირობების წყალობით, რომელიც თან ახლავს მის წარმოშობას მიწის წიაღში, - ალქიმიკოსები მიიჩნევდნენ, რომ მდაბიო მეტალები დედა-ბუნების მუცელს მოწყვეტილი წარმონაქმნები იყო. აქედან გამომდინარე, ალქიმიკოსების ამოცანა, არც მეტი, არც ნაკლები, მიზნად ისახავდა, რომ გამოესწორებინა ბუნების შეცდომები და მის მუცელს მოწყვეტილი მდაბიო მეტალებისთვის შეექმნათ ის იმ ხელსაყრელი პირობები, რაც მათ აკლდათ იმისთვის, რომ ოქროდ ან ვერცხლად ქცეულიყვნენ. ამისთვის კი საჭიროა, ჩავეძიოთ, როგორი სახით მრავლდებიან მეტალები და ვაიძულოთ ისინი, შეასრულონ ეს პროცესი ალქიმიკოსების რეტორტებში ისე, როგორც აღასრულებენ ისინი ამას მიწის წიაღში, ოღონდ ხელოვნურად შექმნილ ვითარებებში ამ პროცესს უცილობლივ უნდა მოეცა არა მუცელს მოწყვეილი მეტალი, არამედ სრული ნაყოფი - ოქრო ან ვერცხლი. ამ შედეგის მისაღწევად აუცილებელი იყო გადადნობილ არაკეთილშობილ მეტალებს მიმატებოდა შესაბამისი დოზის ოქროსთან შედუღაბებული ფილოსოფიური ქვა, რომლის ძიებისკენ იყო მიმართული ალქიმიკოსების მთელი საქმიანობა.
ფილოსოფიურ ქვაში ალქიმიკოსები გულისხმობდნენ შემდეგს: მათი სწავლებით, ზეციური მნათობებიდან გამოდის ადამიანის თვალისთვის უხილავი, უფაქიზესი და განმუხტული აორთქლებანი, რომლებიც შეიცავენ იმ მაცოცხლებელ ძალას, რაც აუცილებელია ბუნების ყველა ფორმის წარმოქმნისა და განვითარებისთვის. ეს ანაორთქლი აღწევს ყველა დედამიწის ღარსა და ფორაში და სიცოცხლეს აძლევს ყოველივე არსებულს. სწორედ ეს ზეციური ანაორთქლები, რომლის მოპოვებასაც იმედოვნებდნენ ალქიმიკოსები ჯერ თხევადი სახით, შემდეგ კი გარდაქმნიდნენ მას ფხვნილად, უნდა გამოსულიყო ის სასწაულებრივი ფილოსოფიური ქვა, რომელსაც ამაოდ ეძებდნენ მრავალი საუკუნის განმავლობაში დაფარული მეცნიერებების ფანატიკოსები და რომლისაც სჯეროდათ თვით ცნობილ და სერიოზულ მეცნიერებსაც კი. ფილოსოფიური ქვის ზემოთ მოყვანილი მსოფლმხედველობა, რომელიც შეადგენს ნატურფილოსოფოსთა და სხვა ებრაული მიმართულების საიდუმლო ორგანიზაციების საიდუმლო სწავლების საფუძველს, თურმე რამდენიმე სიტყვით იყო გადმოცემული ჰერმესის უკვე ნახსენებ ზურმუხტის დაფაზე დატანებულ წარწერაზე, რომელიც სარას უპოვია ქებრონის ველზე. ეს წარწერა ღაღადებს: "ჭეშმარიტია და არა ცრუ, რომ, რაც უქვემოესია, უზენაესის მსგავსია და ამით შეიძლება მივაღწიოთ და შევქმნათ ერთიანი და ერთადერთი საგნის სასწაული. ასევე, მსგავსად იმისა, როგორც ყველა საგანი შექმნილია მთლიანი და ერთადერთი ნივთიერებისგან მთლიანი და ერთადერთის ბრძანებით და მისი ჩანაფიქრით, ასევე ამავე ერთადერთი ნივთიდან გამოდიან და წარმოიშვება ყველა საგანი, ბედისა და ურთიერთკურნების ძალით" (Шустер, "Тайные общества, союзы и ордена", т.I., с.282).
სწორია შუსტერი, როდესაც ბრძანებს, რომ "ამ ერთი შეხედვით ცარიელ ბოდვაში ჩადებულია ღრმა აზრი". მოდით, განვიხილოთ ჰერმესის განთქმული წარწერა: "ჭეშმარიტია და არა ცრუ ის, რომ რაც უქვემოესია, უზენაესის მსგავსია და ამით შეიძლება მივაღწიოთ და შევქმნათ ერთიანი და ერთადერთი საგნის სასწაული..." - აქ არის მატერიის ერთობის იდეის აღიარებაც, რომელიც სახელმძღვანელო პრინციპი იყო ფილოსოფიური ქვის მაძიებელთათვის და ბუნებისგან დამოუკიდებელი უზენაესი ღვთაებრივი საწყისის უარყოფაც, რის შედეგადაც გაღმერთებულია ყოველივე არსებული, - რადგან, თუკი ის, რასაც ჩვენ მივიჩნევთ უზენაესად, უქვემოესის მსგავსია, მაშინ ეს უქვემოესიც ისევე ღვთაებრივი ყოფილა, როგორც უზენაესი. შემდეგ: "როგორც ყველა საგანი შექმნილია მთლიანი და ერთადერთი ნივთიერებისგან მთლიანისა და ერთადერთის ბრძანებით და მისი ჩანაფიქრით, ასევე იმავე ერთადერთი ნივთიდან გამოდის და წარმოიშვება ყველა საგანი, ბედისა და ურთიერთკურნების ძალით" - აქ არის კაბალისტებისა და გნოსტიკოსების მსოფლმხედველობის მთელი თეორია. უპირველეს ყოვლისა, გავარკვიოთ, რას წარმოადგენს ეს "მთლიანი ერთადერთი საგანი? არ უნდა ვიფიქროთ, რომ მთლიანისა და ერთადერთის ქვეშ იგულისხმება ღმერთი, შემოქმედი ყოველი ქმნილებისა, როგორც ეს ჩვენ, ქრისტეანებს გვესმის, რადგან ცნობილია, რომ კაბალისტების ღმერთი არის უგონო არსება, "მას შემეცნებული არ ჰქონდა საკუთარი არსებობაც კი და საკუთარი თავი არ იცოდა".
ცნობილია ასევე, რომ კაბალისტებთან და გნოსტიკოსებთან "სქესთა პირველდაწყებითი განსხვავება" მიიჩნეოდა სამყაროს არსებობის ერთადერთ წყაროდ. ამიტომაც, ჰერმესის წარწერა "მთლიანი და ერთადერთი" ნიშნავს სხვა არაფერს თუ არა მამრობით საწყისს, ანუ მოქმედ ბუნებას, ხოლო "მთლიანი და ერთადერთი ნივთი" - მდედრობითს, ანუ მიმღებ, პასიურ საწყისს, რომლისგან "გამოდის და წარმოიშვება ყველა საგანი, ბედისა და ურთიერთკურნების ძალით". ამ ორი საწყისის ურთიერთქმედებით მამრობითი საწყისის უგონო ნებით წარმოიშვებიან "ყოველნი საგანნი", ანუ მთელი სამყარო "ურთიერთკურნების ძალით", ანუ ბუნების მრავალფეროვანი ფორმების თანმიმდევრობითი განვითარებით ერთი პირველსაწყისი მატერიიდან. კაბალაში ამ მრავალფეროვან ფორმებს, ანუ ღმრთაების (იგივე პირველდაწყებითი მატერიის) გამოვლინებებს (ემანაციებს), რომლებიც გამოდიან მისგანაც და ერთმანეთისგანაც, ებრაელი კაბალისტები უწოდებენ სეფიროტებს, გნოსტიკოსები კი ეონებს. ეს, როგორც ვნახეთ, არის ბუნების რელიგია, სამყაროს გაღმერთება, ანუ სუფთა პანთეიზმი, რომლის არსი ბრწყინვალედ განსაზღვრა ა. ს. შმაკოვმა: "ყველაფერი მდგომარეობს პირველდაწყებით ყოფიერებაში, რომელიც ფორმათა მრავალფეროვნებით განუწყვეტლივ ვითარდება და საკუთარი გამოვლინებების (ემანაციების) უსასრულო მემკვიდრეობით შეიძენს ძალას, რომელიც ქმნის თვით მასაც და მის კერძო ატრიბუტებსაც, ანუ მთელ სამყაროს (А.С. Шмаков. "Международное тайное правительство", с.164).
ამ მსოფლმხედველობის თანახმად, ბუნება, რომელიც შექმნილია უგონო ნების (ვნების) მიერ და მოქმედებს მამაკაცური საწყისის სახით, არის ერთადერთი ღმერთი, რომელმაც შექმნა საკუთარი თავი, ხოლო ადამიანი არის ამ შემოქმედების გვირგვინი, რომელზე უდიდესი უკვე არაფერია სამყაროში, ვინაიდან მხოლოდ მას ძალუძს, ჩაწვდეს სამყაროს საიდუმლოს და გამოიტანოს აქედან ზნეობრივი კანონები. ამიტომაც ასწავლიდნენ გნოსტიკოსები, რომ "ყოველივეზე უზენაესი და ყოვლისმომცველი ძალა იწოდება ადამიანად" (Св. Ириней, с.56). ამ წარმართულ-კაბალისტურ სწავლებას ეფუძნება ის ფილოსოფიური მიმართულებაც, რომელმაც ჰუმანიზმის (ანუ ადამიანის გაღმერთების) სახელწოდებით სრულიად დაიპყრო აღორძინების ეპოქის ადამიანთა გონება და ბუნებისა და გონების ის რელიგიაც, რომელსაც ებრაელები საიდუმლო საზოგადოებების მეშვეობით დღემდე თავს ახვევენ ქრისტეანულ სამყაროს. რაც შეეხება საერთო მიზანს, რომელსაც მისდევდა ნატურფილოსოფოსთა კავშირი, ის, შუსტერის თქმით, მდგომარეობდა "მთელი სამყაროს რეფორმაციაში", ანუ, როგორც საიდუმლო საზოგადოებათა სხვა მკვლევარი ამბობს, "ქრისტეანული ცივილიზაციის შეცვლაში - რომელიც შეიცავს უმაღლეს ზნეობრივ კანონებს - ნატურალიზმის ცივილიზაციით, რომელიც იძლევა ყოველგვარ კანონთაგან სრულ თავისუფლებას" (Henri Delassus, "Probleme de L'Heure Presente, Antagonisme de deux Civilisations", с.68). ამიტომაც გასაგებია, რომ საზოგადოებები, რომლებიც მისდევენ ასეთ სწავლებას და მიზანს, იძულებულნი არიან, "იდუმალებით შემოსონ თავიანთი მიზნები და ორგანიზაცია და ამოაფარონ ის ველურ ემბლემებსა და სახელწოდებებს, რათა რაც შეიძლება კარგად შენიღბონ თავიანთი რელიგიური და სამეცნიერო შეხედულებები, ნატურფილოსოფიური სწავლებები, რომლებიც პირდაპირ წინააღმდეგობაშია ეკლესიის სწავლებასთან" (Шустер т. 1. с.279, 281). ნატურფილოსოფოსთა კავშირების საიდუმლო სწავლებებისა და მიზნების ამ ზოგადი დახასიათების შემდეგ გვმართებს, კიდევ რამდენიმე სიტყვით განვიხილოთ მათი არსებობის ისტორია.
როზენკრეიცერები. გამოითქვა ვარაუდი, რომ როზენკრეიცერების ორდენი ჯერ კიდევ XIV საუკუნის მიწურულს წარმოიშვა. მაგრამ მკვლევრები, რომლებიც მიეკუთვნებიან მასონებს ან თანაუგრძნობენ მათ, ისეთები, მაგალითად, როგორებიც არიან ფინდელი, შუსტერი და სხვები, ორდენის ასე ადრე წარმოშობას ლეგენების სფეროს განაკუთვნებენ და უეჭველად მიიჩნევენ მისი არსებობის შესაძლებლობას მხოლოდ XVII საუკუნის დასაწყისიდან. მართლაც, თუ მხედველობაში არ მივიღებთ გრაფ კუტე დე კანტელეს (ჩომტე ჩოუნტელეუხ დე ჩანტელეუ, там же с.97) ცნობას, რომელიც ამბობს, რომ 1314 წელს მათი ორდენის განადგურების შემდეგ ტამპლიერებმა საფრანგეთში დააფუძნეს როზენკრეიცერების საიდუმლო ორდენი, რომელიც XV საუკუნეში გავრცელდა ბოჰემიაში, გერმანიაში, მაშინ ყველა ვარაუდი, რომ XVII საუკუნემდე ამ სახელწოდებით არსებობდა საიდუმლო საზოგადოება, ეფუძნება მხოლოდ რამდენიმე ანონიმურ თხზულებას, რომელიც მიეძღვნა ამ კავშირს და გამოჩნდა XVII საუკუნის დასაწყისში.
ამ თხზულებათაგან ყველაზე ღირსშესანიშნავია "Fama fraternitatis R.C." ("Fama fraternitatis R. C."). მასში დაწვრილებით არის გადმოცემული ერთი საიდუმლო საზოგადოების ისტორია, რომელმაც მიზნად დაისახა "მთელი მსოფლიოს რეფორმაცია... კაცობრიობის ზიარება ჭეშმარიტ ფილოსოფიასთან, რომელიც შეიცნო ადამმა თავისი დაცემის შემდეგ და რომელსაც აღიარებდნენ მოსე და სოლომონი" (Шустер т. 1. с. 289). ამ "ჭეშმარიტ" ფილოსოფიაში მოცემული იყო "უზენაესი ცოდნა". ამ საზოგადოების დამფუძნებელი იყო ვინმე გერმანელი ქრისტეან როზენკრეიცი, რომელიც დაიბადა 1378 წელს და რომელიც სიყმაწვილის ასაკში ყოფილა პალესტინაში, არაბეთსა და ეგვიპტეში და იმის შემდეგ რაც იქ განსწავლულა და დაუგროვებია სიბრძნე, კვლავ გერმანიაში ჩამოსულა და დაუფუძნებია როზენკრეიცერთა ორდენი... ქრისტეან როზენკრეიცი გარდაცვლილა დაბადებიდან 106 წლისა, მაგრამ მისი ორდენი აგრძელებდა არსებობას მისი დამფუძნებლის გარდაცვალებიდან 120 წელი, მიუღია სიბრძნის ახალი დოზა, როდესაც აღმოუჩენიათ და გაუხსნიათ ქრისტეან როზენკრეიცის საფლავი და მასში უპოვიათ ხელნაწერი "ორდენის გამოცხადებებით და საიდუმლოებებით". დასკვნაში ყველა დაინტერესებულ პირს, რომელსაც სურდა, ყოფილიყო ორდენის განდობილ წევრთა შორის და ემოქმედა მისი სულისკვეთებით, სთავაზობდნენ, ეცნობებინა თავისი სახელი.
"Fama fraternitatis R.C." მოჰყვა სხვა რამდენიმე მსგავსი შინაარსის თხზულება, რომლებიც სწრაფად გავრცელდა ევროპაში და 1620 წლისთვის გამოიწვია როზენკრეიცერთა მრავალი კავშირის დაარსება ჯერ გერმანიაში, შემდეგ კი ინგლისში, იტალიაში, საფრანგეთსა და სხვა ქვეყნებში. ამ თხზულებების ავტორად მიიჩნევა პროტესტანტი პასტორი ვალენტინ ანდრე, რომელმაც თავის მომდევნო თხზულებებში განაცხადა, რომ "ეს ყველაფერი იყო მხოლოდ ხუმრობა" და დაიწყო როზენკრეიცერთა ორდენის უმოწყალო გამასხარავება. მაგრამ უკვე გვიანი იყო: "ორდენი - ამბობს ფინდელი, - უკვე დაფუძნდა და შეუძლებელი იყო მისი აღმოფხვრა თხზულებებით" (Финдель, т. 1, с. 102). თუმცა ეს არც იყო საჭირო, რადგან, მიუხედავად იმისა, რომ მასონი მწერლები ცდილობენ, დაამტკიცონ, რომ ანდრეს ყველა თხზულება და, მათ შორის "Fama fraternitatis R.C." მხოლოდ სატირა იყო, მიმართული იმ დროის განათლებულ ფენებში გამეფებული "უგუნური ცრუმორწმუნეობის" წინააღმდეგ, მაგრამ არსებობს მონაცემები რომლებიც შესაძლებლობას გვაძლევს, ვამტკიცოთ, რომ პატივცემულ პასტორს ამოძრავებდა სრულიად სხვა მიზანი და არა ცრურწმენებთან ბრძოლა. კერძოდ, ვ. ანდრე არა მარტო არ ეწინააღმდეგებოდა ცრურწმენებსა და საიდუმლო საზოგადოებებს, არამედ თვითონაც ერთ ერთი საიდუმლო საზოგადოების, გერმანელ ნატურფილოსოფოსთა აკადემიის ე. წ. პალმის ორდენის წევრი იყო (Шустер т. 1. с. 298). ამიტომაც უფრო ვემხრობით შუსტერის მიერ დამოწმებული სხვა მკვლევარის, ლ. კელერის აზრს, რომელიც ამბობს, რომ "ანდრე ოცნებობდა ახალი სახელის ქვეშ გაეერთიანებინა ნატურფილოსოფოსთა საზოგადოებები, აკადემიები და სკოლები" და სურდა, გამოეცადა მისი ქმედითობა თავისი სანუკვარი ოცნების განსახორციელებლად, რისთვისაც ის საყოველთაო განსახილველად მიაწოდა საზოგადოებას... შემდგომში აღმოჩნდა, რომ ეს სახელწოდება არ ვარგა, რადგან მოწინააღმდეგეებმა შეძლეს, მისთვის ბინძური მიმართულების სექტის იარლიყი მიეწებებინათ და საბოლოოდ მოეხდინათ მისი დისკრედიტაცია" (Шустер т. 1. с. 292, выноски).
ცნობილია, რომ მრავალი წლის შემდეგ (1717წ.) ებრაული ბნელი ძალების მიმყოლმა ანდრეს მსგავსმა შეგნებულმა თუ შეუგნებელმა აგენტებმა შეძლეს ეპოვათ სხვა უფრო გამოსადეგი სახელწოდება და განეხორციელებინათ ანდრეს "ოცნება", როდესაც იუდეველური მიმართულების საიდუმლო საზოგადოებები გააერთიანეს ფრანკმასონთა მსოფლიო კავშირში. სხვათა შორის შევიშნავთ, რომ ქვისმთლელთა კავშირების ფრანკმასონთა საიდუმლო ფილოსოფიურ საზოგადოებად გარდამქმნელნი სწორედაც რომ როზენკრეიცერების ორდენის წევრები იყვნენ. რაც შეეხება თვით სახელწოდებას "როზენკრეიცერი", მართალია, მკვლევართა უმრავლესობას მისი სახელი გამოჰყავს მისი ლეგენდარული დამფუძნებლის ქრისტეან როზენკრეიცის სახელიდან, მაგრამ ჩვენ მივიჩნევთ, რომ სხვა მოსაზრება, რომელსაც იგივე კელერი გვთავაზობს, უფრო ახლოა ჭეშმარიტებასთან. კერძოდ, კელერი ამბობს, რომ 1620 წ. ანდრემ დააფუძნა საზოგადოება "ქრისტეანული ძმობის" სახელწოდებით, რომელშიც "ძმობის წევრებს განმასხვავებელ ნიშნად ენიჭებოდათ ტანჯვისა და სიყვარულის ემბლემა - ვარდი ჯვრის გამოსახულებით" და რომ, გარდა ამისა, "ნატურფილოსოფოსთა აკადემიებში სხვა დანარჩენ სიმბოლოთა გვერდით გამოიყენებოდა ვარდი და ჯვარი" (Шустер т. 1. с. 290, 292, выноски). ამიტომაც სრულიად ბუნებრივია, რომ როზენკრეიცერების ორდენმა, რომელიც სხვა არაფერი იყო თუ არა იგივე ნატურფილოსოფოსთა აკადემია, თავისი სახელწოდებისთვის ეს სიმბოლო აირჩია. XVII საუკუნის როზენკრეიცერების დასახასიათებლად შეიძლება დავამატოთ, რომ ისინი, როგორც ჩანს, დიდი მონდომებით მისდევდნენ ალქიმიას, რადგან შუსტერი, როდესაც ნატურფილოსოფოსთა აკადემიებს ჩამოთვლის, მიუთითებს, რომ დაახლოებით 1622 წლისთვის ამსტერდამში უკვე იყო ალქიმიკოს-როზენკრეიცერთა აკადემია და რომ მისი წევრები შეკრებებს ესწრებოდნენ ორდენის ცისფერი ლენტით, რომელზეც დაკიდული იყო ჯვარი ვარდთან ერთად.
ალქიმიკოს-როზენკრეიცერთა სხვა აკადემია დაფუძნდა 1624 წელს ნიურნბერგში. ეს იყო იდუმალებით მოცული საზოგადოება, რომელსაც გაცხოველებული კავშირები ჰქონდა გერმანიის, ინგლისის, იტალიისა და ჰოლანდიის თანამოაზრე საიდუმლო საზოგადოებებთან და რომლებიც მოსახლეობის წინაშე გამოდიოდნენ ლიტერატურული საზოგადოებების სახით. ნიურნბერგის ალქიმიკოს-როზენკრეიცერთა კავშირის წევრი იყო ცნობილი ფილოსოფოსი და მეცნიერი გოტფრიდ ლეიბნიცი, რომელიც ახალგაზრდულ წლებში კავშირის მდივანი იყო. იმავე კატეგორიას განეკუთვნება ალქიმიკოსთა კავშირი, რომელიც 1620 წელს როსტოკში (გერმანია) დააარსა გამოჩენილმა ბუნებისმეტყველმა, მათემატიკოსმა და ექიმმა იოაჰიმ იუნგისმა, ანდრეს მეგობარმა. ეს კავშირი, რომლის სახელწოდება იყო "Соლლეგიუმ Рჰილоსорჰісუმ", მიზნად ისახავდა "ჭეშმარიტების ძიებას გონებითა და გამოცდილებით", ოფიციალურად კი თავის ამოცანად გამოაცხადა "აღმზრდელობითი მეცნიერების წახალისება". საზოგადოების წევრების ვინაობასა და წესებს საიდუმლოდ ინახავდნენ ისევე, როგორც საზოგადოების იმ შრომებს, რომლებიც შედიოდა საიდუმლო თხზულებათა სიაში. ზემოთ ნათქვამსა და გადმოცემულს უცილობლივ მივყავართ დასკვნამდე, რომ მასონი მწერლების ყბედობა და იმაზე ლაქლაქი როზენკრეიცერების ორდენის წარმომავლობაზე და არსებობდა თუ არა XVII საუკუნემდე საიდუმლო საზოგადოება ამ სახელით, უმაღლეს დონემდე არაგულწრფელია და მიზნად ისახავს საკითხის შეგნებულად დაბლანდვას მკითხველის დაბნევის მიზნით.
მასონმა მწერლებმა, ალბათ, ჩვენზე უკეთ იციან, რომ თავისი სწავლებით, წარმომავლობითა და მიზნებით როზენკრეიცერთა ორდენის მსგავსი საიდუმლო საზოგადოებები ევროპაში არსებობდნენ ნატურფილოსოფოს ანდრეს თხზულების გამოჩენამდე დიდი ხნით ადრე და არსებობას აგრძელებდნენ მისი გამოჩენის შემდეგაც. ხოლო ისინი როზენკრეიცერებად, ალქიმიკოსებად, ჩეხ ძმებად თუ კიდევ სხვა რამედ იწოდებოდნენ, ამას უკვე დიდი მნიშვნელობა არცა აქვს... თუმცა ამ საკითხში გასარკვევად მოვიტანთ ინგლისელი ექიმის, "ბრიტანელი მისტიკოსებისა და თეოსოფების ორაკულისა" და ინგლისში როზენკრეიცერობის მთავარი გამავრცელებლის, რობეტ ფლუდის სიტყვებს: "საზოგადოება, რომელიც თავისთავად მიისაკუთრებდა როზენკრეიცერების სახელს, XVII საუკუნემდე არ არსებობდა, არამედ იყვნენ მხოლოდ ისეთი როზენკრეიცერები, რომლებიც საკუთარ თავს უწოდებდნენ არა როზენკრეიცერებს, არამედ ღმრთის მეგობრებს ან ძმებს" (Шустер т. 1. с. 292, выноски). ღმრთის მეგობრებად კი, როგორც ვიცით, იწოდებოდა მანიქეველური სექტა, რომელიც ფართოდ იყო გავრცელებული შუასაუკუნეების ევროპაში, რაც წინ უსწრებდა რეფორმაციის ეპოქას (იხ. თ. VII).
ამგვარად, დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ როზენკრეიცერთა ორდენი არსებობდა XVII საუკუნეზე უადრეს, ოღონდ სხვა, შესაძლოა, "ღმრთის მეგობრების" სახელწოდებით. ხოლო, რაც შეეხება ანდრეს თხზულებებს, მისი შედეგი დაწყებული 1620 წლიდან იყო უკვე ადრე არსებული საიდუმლო ორგანიზაციის გავრცელება "როზენკრეიცერთა" ახალი და მიმზიდველი სახელწოდებით.
იტალიის საიდუმლო აკადემიები. იტალიაში ნატურფილოსოფიური აკადემიები XV-ე საუკუნიდან ჩნდება. მათგან ყველაზე აღსანიშნავებია: Асаdemiа Romanа, Асаdemiа Secreti, პლატონური აკადემია, ნიჩბის საზოგადოება (ქვისმთლელთა ნიჩაბი ერთ ერთი მასონური სიმბოლოა), Асаdemiа dеllа Сrusса (Сrusса - არის ბზე, ჩელხი. ამ საზოგადოების ოფიციალური მიზანი იყო, გაეწმინდა იტალიური ენა, რომელსაც ის ადარებდა ხორბლის გამორჩევას ბზისგან) (Henri Delassus "Le Probleme de L'Heure Presente" с. 69, 70). რომის აკადემია (Асаdemiа Romanа) დაფუძნდა XV საუკუნის რომში. მისი დამფუძნებელია პმნონია ლოტო; ამ საზოგადოების წევრები იკრიბებოდნენ კატაკომბებში, მის თავმჯდომარეებს კი "უზენაეს პატრიარქებს" უწოდებდნენ. პაპი პავლე II დევნიდა ამ საიდუმლო კავშირს. 1408 წელს მისი წევრების უმეტესობა დააპატიმრეს სატანიზმის (წარმართობის) და პოლიტიკური შეთქმულების ბრალდებით, რომლის მიზანი იყო პაპის მოკვლა და მისი სამფლობელოს რომის რესპუბლიკად გადაკეთება (Ernest Nys, "Droit International et Franc-Maconnerie"). საიდუმლო აკადემია (Асаdemiа Secreti) დააფუძნა იოანე პორტამ ნეაპოლში. მის წინააღმდეგ, ჯადოქრობის ბრალდებით ამხედრდა ინკვიზიცია (Ernest Nys, там же). პლატონური აკადემია დააფუძნეს ფლორენციაში 1480წ. დარბაზები, სადაც იკრიბებოდნენ მისი წევრები, ჩვენს დრომდე შემორჩა და შესაძლებელია დავინახოთ, რომ ძველებური სკულპტურა, რომელიც ამ დარბაზებს ამშვენებს, გამოხატავს თანამედროვე მასონობის სიმბოლოებს (Clavel, "Histoire pittoresque de la Franc-Maconneri" с. 85). ნიჩბის საზოგადოება დააფუძნეს 1512 წ. ასევე ფლორენციაში. ამ საზოგადოებაში გაწევრიანებული იყო მრავალი მაღალი თანამდებობის პირი და მეცნიერი. შოტლანდიელი მასონების მსგავსად, საზოგადოება თავის მფარველად მიიჩნევდა წმ. ანდრია მოციქულს და ჰქონდა მასონური სიმბოლოები: ნიჩაბი, ჩაქუჩი და კუთხედი (გონიო). და ბოლოს, ფლორენციაშივე არსებობდა Асаdemiа dеllа Сrusса - ბზის აკადემია, რომელშიც 1600 წელს შევიდა აზნაური ლუდვიგ ანგალტ-კოტენელი, მისი სისტემის მიხედვით დაფუძნდა გერმანიის სამეცნიერო-ლიტერატურული საიდუმლო საზოგადოებები.
გერმანიის საიდუმლო აკადემიები. გერმანიის სამეცნიერო-ფილოსოფიური ხასიათის საიდუმლო აკადემიების აღმოცენება, რომლებიც "ოფიციალურად ფიგურირებდნენ ლიტერატურული წრეების სახით", განეკუთვნება XVII საუკუნეს. მასონობის აპოლოგეტი ერნეს ნისი მათ იტალიის საიდუმლო აკადემიათა პირდაპირ მემკვიდრედ მიიჩნევს, ხოლო შუსტერი, რომელიც ამ აზრს იზიარებს, ამატებს, რომ "ისინი იმყოფებოდნენ შინაგან სულიერ კავშირში ჩეხი ძმების სწავლებასთან". ორივე მასონი მწერალი სრულიად მართალია, რადგან ჩეხი ძმები და იტალიისა და გერმანიის ერეტიკული საიდუმლო აკადემიები იყო ერთი ხის ტოტები, რომელთა ფესვები ებრაულ კაბალაშია საძებარი. ნატურფილოსოფოსთა გერმანულმა საიდუმლო აკადემიებმა, "რათა თავიდან აეცილებინათ მათდამი ეჭვი საერო და სასულიერო ხელისუფალთა მხრიდან", უარი თქვეს "იმ დროს აკადემიის არაპოპულარულ სახელწოდებაზე". ასე მაგალითად, გერმანიაში აღმოცენებული ამ ხასიათის პირველი საიდუმლო საზოგადოება, რომელმაც თავის სიმბოლოდ აირჩია ქოქოსის პალმა, "რომელიც ადამიანს აძლევს ყველაფერს, რაც საჭიროა", იწოდა "პალმის საზოგადოებად". 1617 წელს ის დააფუძნეს აზნაურმა ლუდვიგ ანგალტ-კოტენელმა და ჰერცოგმა იოჰან ვეიმარელმა. ახალი კავშირი იმდენად კონსპირაციული და საიდუმლო იყო, რომ ბუნდოვანმა ცნობებმა მისი განაწესის, სიმბოლოებისა და წევრების შესახებ პუბლიკაში მისი დაფუძნებიდან მხოლოდ 30 წლის შემდეგ გაჟონა.
პალმის ორდენის დარად, გერმანიაში XVII საუკუნეში ფუნძნდება სხვა ახალი კავშირები, როგორებიც იყო მაგალითად, "სამი ვარდის ძმობა", "ყვავილების ორდენი", "გედის ორდენი" და სხვა. ამ კავშირთა საერთო დამახასიათებელ ნიშნებზე შუსტერი მოწმობს, რომ ისინი "უცხო თვალისგან მალავდნენ მთელ თავის სიმბოლიკას, სახელებს, წევრებს და მიზნებს, ანიჭებდნენ რა თავიანთ ორგანიზაციას გარეგნულად უწყინარ და ეროვნულ ხასიათს"; ქვეყნის გასაგონად თავიანთ ამოცანად ისახავდნენ გერმანული ენის განწმენდასა და განვითარებას, ეროვნული პოეზიის აღორძინებას, მუსიკითა და ლიტერატურით უწყინარ გატაცებას. ამგვარი ამოცანების მაჩვენებლობითი მიმდევრობა "არა მარტო ქმნიდა უსაფრთხოების გარანტიას ამ საზოგადოებათათვის, არამედ ფასდაუდებელი საშუალებაც იყო მათ გასაერთიანებლად", ანუ ამით მათ შესაძლებლობა ეძლეოდათ, თავიანთ საზოგადოებებში შემოეერთებინათ ისეთი წევრები, რომლებიც ნამდვილად იყვნენ წილნაყარნი ლიტერატურასთან და, საერთოდ, ხელოვნებასთან, რაც დამატებითი საფარი იყო მათი იმ ჭეშმარიტი და ფარული მიზნების შესანიღბად, რომელიც აიძულებდათ, ასეთი იდუმალებით შეემოსათ თავიანთი საზოგადოება.
იმაზე, რომ "გერმანული ენის განვითარება ამ კავშირებისთვის იყო გარეგნული საფარველი, რომლის უკან დიდი მზრუნველობით ინახავდნენ უფრო ფართო და დესტრუქციულ მიზნებს", საუკეთესოდ მეტყველებს შემდეგი ფაქტები, რომელიც მოჰყავს თვითონ შუსტერს: ზოგიერთი ამ საზოგადოების დამფუძნებელთა შორის, მაგალითად, პალმის ორდენში, "არ იყო არც ერთი, რომელსაც არ ემოღვაწა სამწერლობო ასპარეზზე", მაგრამ, სამაგიეროდ, მის წევრთა შორის იყო მრავალი უცხოელიც, რომლებიც ნაკლებად სავარაუდოა იქ გაწევრიანებულიყვნენ "გერმანული ენის დამუშავებისა და დაცვის მიზნით" (Шустер т. 1. с. 296, 298). შემდეგ - ამ საზოგადოებათა წევრებად მიიღებოდნენ არა მარტო კათოლიკები და ლუთერანები, არამედ "სხვა რელიგიურ მიმართულებათა წარმომადგენლებიც, რომლებიც არ სარგებლობდნენ სახელმწიფო აღიარებით" (ანუ ყოველგვარი ერეტიკოსები, ასევე ებრაელებიც). საგულისხმოა, რომ "ამ საზოგადოებათა მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენდნენ ადამიანები, რომლებიც გამოექცნენ რელიგიურ დევნას" (Шустер т. 1. с. 298, 302). ამ საზოგადოებებს, მასონთა მსგავსად, ჰქონდათ განდობის რამდენიმე ხარისხი, რიტუალი, სიმბოლო და პირობითი ნიშანი (Nys, там же). გერმანული საიდუმლო აკადემიების მრავალი წევრი იმავდროულად იტალიის, ინგლისის თუ სხვა ქვეყნების რამდენიმე ანალოგიური თანამეგობრობის წევრიც იყო, რაც მიგვანიშნებს მათ კოსმოპოლიტურ ხასიათსა და ამ საიდუმლო ორგანიზაციებს შორის მჭიდრო კავშირზე.
ინგლისის საიდუმლო აკადემიები. ქვეყანაში, რომელიც ბნელმა ძალამ მოინიშნა, როგორც ფრანკ-მასონთა მსოფლიო ორგანიზაციის თავშესაფარი, ნატურფილოსოფოსები ასევე XVII საუკუნეში ჩნდებიან. თეთრ მთასთან ბრძოლის შემდეგ (1620 წ.), ანუ მას შემდეგ, რაც ბოჰემიაში კათოლიციზმმა იმარჯვა პროტესტანტიზმზე "ჩეხი ძმების", "როზენკრეიცერების" და სხვა ერეტიკული საზოგადოებების მრავალი წევრი თავშესაფარს პოულობს სწორედ ინგლისში და აფუძნებს აქ თავის "უხილავ" საზოგადოებებსა და კოლეგიებს, რომელთაგან უმთავრესი იყო "Асаdеmіа Londonensis". მაგრამ კიდევ უფრო ადრე, დაახლოებით 1618 წელს, ინგლისში დაფუძნდა საიდუმლო კავშირები სახელწოდებებით "Масагіа", "Novа Аtlаntis" (ახალი ატლანტიდა) და სხვა. ყველა ამ კავშირს მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა გერმანულ საიდუმლო აკადემიებთან და ჩეხ ერეტიკოსებთან. ასე მაგალითად, ჩეხი ძმების უკანასკნელი ბელადი იოჰან ამოს კომენსკიმ, იგივე იან კომენსკიმ (1592-1671), სწავლულმა პედაგოგმა, რომლის თხზულებები გადათარგმნილია მრავალ ენაზე და დღემდე ავტორიტეტით სარგებლობს პედაგოგიკაში, 1620 წელს, ჩეხ ძმათა სექტის განადგურების შემდეგ დატოვა ბოჰემია, თუმცა ურთიერთობას აგრძელებდა ინგლისურ საიდუმლო აკადემიათა უმთავრეს წარმომადგენლებთან და მათ ზეგავლენას უნდა უმადლოდეს, რომ 1641 წელს ეს ერეტიკოსი ინგლისის პარლამენტმა სკოლების რეფორმირებისათვის მიიწვია (Финдель, т. 1, с. 103). იმავე 1641 წელს, კომენსკიმ ლონდონში დაწერა წიგნი სათაურით "Vіа Lucis" (გზა ნათლისკენ), რომელშიც ერთა შორის "ნათლის" გასავრცელებლად წინადადება შემოჰქონდა ერთ საზოგადო ორგანიზაციაში ინგლისის მეთაურობით გაეერთიანებინათ ყველა საიდუმლო კავშირი, აკადემია, კოლეგია და საზოგადოება, რომლებიც გაბნეული იყო სხვადასხვა ქვეყნებში (Шустер т. 1. с. 305). კომენსკის ეკუთვნის სხვა თხზულებებიც, მათ შორის "Ореრа Dიდაсტіса" (დიდაქტიკური თხზულებები), "სადაც არის ადგილები, რომლებიც ბუკვალურად ეთანხმება ანდერსონის განწესებათა წიგნს" (1723 წლის მასონური წეს-განგება) (Финдель, т. 1, с. 103). ცნობილია, რომ კომენსკის იდეა ყველა საიდუმლო ორგანიზაციის გაერთიანებაზე მისმა თანამოაზრეებმა მოგვიანებით, ინგლისში განახორციელეს.
გაგარძელება
9. სამშენებლო კავშირები

Комментариев нет:
Отправить комментарий