ჩვენ გარკვეულწილად მოვნიშნეთ ის საიდუმლო იუდეველური ორგანიზაციები, რომლებსაც 1717 წელს მოუწევდათ გაერთიანება ფრანკმასონთა მსოფლიო კავშირში (Франк-масон (Franc-macon) - ინგ. "Freemason" - ნიშნავს თავისუფალ ქვისმთლელს. ასე უწოდებდნენ ინგლისში სამშენებლო კავშირების წევრებს, იმ პრივილეგირებული მდგომარეობის გამო, რითაც ისინი სარგებლობდნენ - ავტ.), ამის შემდეგ თავისთავად იბადება შეკითხვა: რატომ აირჩიეს ანტიქრისტეანულმა და ანტისახელმწიფოებრივმა საზოგადოებებმა, რომლებიც დიდი ხანია მიისწრაფვიან გაერთიანებისკენ, მაინცადამაინც თავისუფალ ქვისმთლელთა სამშენებლო კავშირი, რომელიც, სხვათა შორის, როგორც ორგანიზაცია, იმ დროს მეტად სავალალო მდგომარეობაში იყო?
ამ საინტერესო საკითხის გასარკვევად აუცილებელია თვალი გადავავლოთ სამშენებლო კავშირთა ისტორიას და გამოვყოთ რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტი. მასონ მწერალთა უმეტესობა ფრანკმასონთა საიდუმლო საზოგადოების აღმოცენებას უკავშირებს ქვისმთლელთა სამშენებლო კავშირებს; მაგრამ, ამავე დროს, ერთნი ამ მწერალთაგან (მაგალითად, ფინდელი და შუსტერი) გულისხმობენ ქვისმთლელთა შუა საუკუნეებში არსებულ სამშენებლო კავშირებს; სხვები (რებოლდი) რომის სამშენებლო კოლეგიებს, მესამენი კი, ცდილობენ ერთი მხრივ, მასონობის ამაღლებას და, მეორე მხრივ, იმას, რომ როგორმე ახსნან მისი უცნაური და საკვირველი სიმბოლიკის წარმომავლობა და მის დასაბამს ეგვიპტის წმინდა სამშენებლო კოლეგიებში ხედავენ (კლაველი).
კიდევ უფრო შორს მიდის სიმბოლურ ქვისმთლელთა პირველი წეს-განგების შემდგენელი (1723 წ.) ანდერსონი და პირველ მასონად მიიჩნევს ადამს, რომელსაც ეს ხელოვნება თურმე თვით ღმერთმა ასწავლა. ანდერსონივით ძველ დროებას ნუ ჩავუღრმავდებით. ჩვენთვის ცნობილი სხვა მასონი მწერლები მეტ-ნაკლებად ისტორიულ ნიადაგზე დგანან და სამშენებლო კავშირებზე მათი საკმაოდ მრავალრიცხოვანი თხზულებებიდან დაახლოებით ასეთ ისტორიას ვღებულობთ: ეგვიპტეში არქიტექტურა, როგორც ადამიანური ცოდნისა და მოღვაწეობის ყველა სხვა დანარჩენი დარგი, მოგვების ხელში იყო. ამიტომაც ეგვიპტის სამშენებლო კოლეგიებს ჰქონდა რელიგიური საზოგადოებების ხასიათი საიდუმლო სიმბოლოებითა და განდობის ასევე საიდუმლო რიტუალებით. ეგვიპტესა და საბერძნეთს შორის, საყოველთაოდ ცნობილი კავშირის შედეგად ეგვიპტური სამშენებლო კოლეგიების ორგანიზაციული სტრუქტურა, ჩვეულებები და მისტერიები გადავიდა იმ ბერძნულ სამშენებლო კავშირებში, რომლებიც ძირითადად ტაძრებს აშენებდნენ და ასევე წარმართულ ღვთაებათა კულტს უკავშირდებოდნენ.
არქიტექტურის შესწავლასთან დაკავშირებულმა მისტერიებმა საბერძნეთიდან შეაღწიეს რომაულ სამშენებლო კოლეგიებში, რომელთა დაფუძნებას მიაწერენ ლეგენდარულ რომაელ მეფეს, ნუმე პომპელიუსს (714-671 წწ. ქრისტეს შობამდე). ეს სამშენებლო კოლეგიები შემდეგ გავრცელდა რომის ძალაუფლების ქვეშ მყოფ ყველა ქვეყანაში, სადაც რომის იარაღის ძლევამოსილებას იმითაც ამტკიცებდნენ, რომ აშენებდნენ ციხესიმაგრეებს, ხიდებს, გზებსა და სხვა ნაგებობებს იმპერიისთვის. რომის სამშენებლო კოლეგიები დიდი პრივილეგიებით სარგებლობდნენ. მათ ჰქონდათ საკუთარი კულტი, სასამართლო და მმართველობა. ისინი აერთიანებდნენ სხვადასხვა ეროვნებისა და რელიგიის ადამიანებს და ოდითგანვე გამოირჩეოდნენ უდიდესი ტოლერანტობით, სიხარულით შეიწყნარებდნენ ყველაზე განსხვავებულ სარწმუნოებებსა და საიდუმლო სწავლებებს. სწორედ ამ ტოლერანტობისა და რომის სამშენებლო კოლეგიების კოსმოპოლიტური შემადგენლობის წყალობით, დაახლოებით იულიუს კეისრის მმართველობისას რომის სამშენებლო კოლეგიებში შეაღწიეს ებრაელებმაც, მათთან ერთად კი საიდუმლო იუდაურმა სწავლებებმა, სიმბოლოებმა და ჩვეულებებმა.
რომის სამშენებლო კოლეგიათა წევრებს შორის იყვნენ ქრისტეანობის მხარდამჭერნიც; და მაშინ, როდესაც ქრისტეანთა წინააღმდეგ აღმართეს საშინელი დევნა, მრავალმა მშენებელმა ქრისტეან მოწამეთა ბედი გაიზიარა, ბევრიც იძულებული იყო, თავი კატაკომბებისთვის შეეფარებინა. როდესაც 313 წელს ქრისტეანობა რომის იმპერიის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა, სამშენებლო კოლეგიებმა ქრისტეანული ტაძრების მშენებლობა დაიწყეს.
მალე დრო აირია, დაიწყო ხალხების გადასახლებები, დაეცა დასავლეთ რომის იმპერია (476 წ.). სახელმწიფოსგან მფარველობას მოკლებული სამშენებლო კავშირები უსაქმოდ დარჩნენ - ნაწილი დაიშალა, ნაწილი კი ბიზანტიაში, ეგვიპტესა და სირიაში გადავიდა. VI საუკუნიდან ყოველგვარი განმანათლებლობისა და სამშენებლო ხელოვნების ცენტრებად იქცა მონასტრები, სადაც ნელ-ნელა ფუძნდება სამშენებლო ძმობები, რომელთა შემადგენლობაში შედიოდნენ მხოლოდ ბერები და მორჩილები, თანაც მონასტრის წინამძღვრები, უმეტეს შემთხვევაში არქიტექტურაში ჩახედული პირები, ადგენდნენ სამშენებლო გეგმას და ხელმძღვანელობდნენ მშენებლობას. თავისუფლად შესაძლებელია, რომ, როგორც მასონი მწერლები ამტკიცებენ, ამ სამონასტრო ძმობებს მიკედლებოდა რომის დაცემის შემდეგ დაშლილი სამშენებლო კოლეგიების წევრთა ნაწილიც. ტაძრების აგების აუცილებლობა, რომელსაც სამშენებლო მოთხოვნილება, ეკლესია საჭიროებდა და რომელიც თანდათან იზრდებოდა, აიძულებდა მონასტრებს, დახმარებისთვის მიემართათ ერისკაცებისთვის. XI საუკუნიდან უკვე იწყება მონასტრებისგან დამოუკიდებელი სამშენებლო ლოჟების დაარსება, ხოლო XIII საუკუნეში სამშენებლო ხელოვნება საბოლოოდ გადავიდა კარგად ორგანიზებულ საერო კავშირთა, ე. წ. ქვისმთლელთა კავშირების, ანუ მასონთა ხელში.
ასეთია მოკლედ შუასაუკუნეების სამშენებლო კავშირების წარმომავლობის ისტორია, რომელსაც ისტორიული კავშირი აქვს რომის სამშენებლო კოლეგიებთან, მათი მეშვეობით კი ძველ ეგვიპტელთა და ებრაელთა მისტერიებთან, რითაც ხსნიან მასონი მწერლები თანამედროვე მასონობის რიტუალებისა და სწავლებების წარმომავლობას.
შესაძლოა ამ განმარტებაში იყოს ჭეშმარიტების მარცვალი, მაგრამ მასში, მასონთა ტაქტიკის მიხედვით, ბევრი ტყუილიც ურევია. თუ დავუშვებთ, რომ ეგვიპტური და ებრაული საიდუმლო სწავლებებიდან რომის დაშლილი სამშენებლო კოლეგიების მეშვეობით რაღაცამ მართლაც შეაღწია შუასაუკუნეების ქვისმთლელთა კავშირებში, იქიდან კი თანამედროვე მასონობაში მაშინ, ებრაულ საიდუმლო საზოგადოებათა მრავალსაუკუნოვანი მემკვიდრეობითობის ხასიათიდან გამომდინარე (რაც, შეუძლებელია, მასონმა მწერლებმა არ იცოდნენ), უეჭველი გახდება ის, რომ თავისი საიდუმლო სწავლების მთელი სისრულე ფრანკ-მასონთა მსოფლიო იუდეველურმა კავშირმა მიიღო არა სამშენებლო კავშირებისგან, არამედ სწორედ იმ საიდუმლო საზოგადოებებისგან, რომლებიც ქრისტეანობის პირველივე საუკუნეებიდან ვიდრე მასონობასთან შეერთებამდე, მიზნად ისახავდნენ, საუკუნიდან საუკუნემდე დაეცვათ და თავიანთი მემკვიდრეებისთვის გადაეცათ წარმართული და ებრაული ცრუსწავლებები და უეჭველია, რომ ამას შეუდარებლად უკეთესად აკეთებდნენ, ვიდრე სამშენებლო კავშირები, რომლებმაც სახელი სამშენებლო ხელოვნების შეუდარებელი ნიმუშებით გაითქვეს. თუმცა შუასაუკუნეების სამშენებლო კავშირები სიმბოლური მასონობის სულიერი მამამთავრები არ იყვნენ, მათ ისტორიაში, როგორც უკვე მივანიშნეთ, ნამდვილად შეიმჩნევა ზოგიერთი საყურადღებო მოვლენა, როგორიც არის თუნდაც მათი ორგანიზაციის საიდუმლო ხასიათი, უცნაური სიმბოლიკა და რიტუალები, ეკლესიისადმი მტრული განწყობა, რომელიც გამოსჭვიოდა ჭეშმარიტი ღვთისმოსაობის გვერდით, ასევე მათში პოლიტიკური და ანტისახელმწიფოებრივი მოძრაობების მონაწილეობა.
უპირველეს ყოვლისა, უნდა აღვნიშნოთ, რომ სამშენებლო კავშირების საიდუმლო ორგანიზაციის სტრუქტურა მათი პირველდაწყებითი სამონასტრო საძმოებისგან კი არ აიღეს, არამედ ის ჩამოყალიბდა სხვა ვითარებების ზეგავლენით, რომელზეც ქვემოთ ვისაუბრებთ. აქვე დავამატებთ, რომ ქვისმთლელთა საიდუმლო კავშირებს ეკლესია კრძალავდა, კერძოდ, ისინი აკრძალა რუანის (1189 წ.) და ავინიონის (1326 წ.) კრებებმა, რომელთა დადგენილებებში სრულიად გარკვევით არის ნათქვამი: "იკრძალება საძმო, რომლის წევრები იკრიბებიან წელიწადში ერთხელ, ერთმანეთს ეფიცებიან ერთგულებას და მხარდაჭერას, ატარებენ ერთნაირ ტანისამოსს, აქვთ განსაკუთრებული ნიშნები ერთმანეთისა და თავისი ხელმძღვანელის ამოსაცნობად, რომელსაც ჰფიცავენ ერთგულებასა და მორჩილებას" (Финдель, т. 1, с. 148). მიუხედავად ამისა, ძლიერი მფარველების წყალობით, ასევე იმის გამო, რომ ყველა კლასსა და ფენას სჭირდებოდა ქვისმთლელები, სამშენებლო კავშირების საიდუმლო ორგანიზაცია არგძელებდა თავის არსებობას და ეკლესია, - როგორც ფინდელი წერს, - მიეჩვია მათ არსებობას.
რაც შეეხება რიტუალებსა და სიმბოლოებს, რომელთაც ეს კავშირები იყენებდნენ, ზოგიერთი მათგანი, როგორიც არის, მაგალითად, ერთგულებისა და საიდუმლოს შენახვის ფიცის საზეიმო და მუქარის შემცველი ფორმულები, ინსტრუმენტების სიმბოლიზაცია, პირობითი სიტყვები და ნიშნები, ანუ განსაკუთრებული ენა, რომელიც ეხმარება ქვისმთლელებს, იცნონ ერთმანეთი - თუმც კი ნაწილობრივ გადავიდა სიმბოლურ მასონობაში, მაინც, სამშენებლო კავშირებისთვის ეს სიმბოლოები უმთავრესად მათ პრაქტიკულ საქმიანობასთან და ხელობასთან იყო დაკავშირებული. მაგრამ ამ რიტუალების გარდა, შუასაუკუნეების ქვისმთლელებს ჰქონდათ ისეთი რიტუალები და სიმბოლოები, რომელთა ებრაული წარმომავლობა სრულიად უეჭველია. ასე, მაგალითად, საფრანგეთის სამშენებლო კავშირებში, რომელიც ცნობილია "კომპანიონთა" საზოგადო სახელით (რაც ნიშნავს სახელოსნოს ან საამხანაგოს) ("Compagnons du Devoir", "Compagnons de la Liberte" an "Enfants de Salomon") და რომელსაც ჰქონდა "საიდუმლო განაწესი და მისტიკური რიტუალები", დიდად პოპულარული იყო თქმულება ხირამზე (სხვა ვერსიით ადონირამზე - მთარგმნ.), სოლომონის ტაძრის მშენებელზე, რომელიც, როგორც ცნობილია, თვალსაჩინო როლს თამაშობს მასონურ რიტუალებში.
შუასაუკუნეების ქვისმთლელთა ინგლისურ კავშირებში მიღებისას ახალი წევრი, ეს უკანასკნელი მოვალე იყო, წარმოეთქვა რიტუალით დაწესებული ფრაზა, რომელიც იწყებოდა სიტყვებით: "მე ვარ ხელდასხმული ქვისმთლელად, მინახავს ბოყაზი და იაქინი..." (Шустер т. 1. с. 233). სახელებით "ბოყაზი" და "იაქინი", როგორც ცნობილია, აღინიშნებოდა ორი ბოძი, რომელიც აღმართეს სოლომონის ტაძრის დარბაზში (ბიბლია, III მეფეთა, 7:21). ამ სახელების სამშენებლო კავშირების რიტუალებში წარმოჩენა მით უფრო უცნაურია, რომ შუა საუკუნეებში ეკლესია (იგულისხმება რომის კათოლიკური ეკლესია - მთარგმნ.) ერისკაცებს ბიბლიის კითხვას უკრძალავდა. თანამედროვე მასონობის სიმბოლოებშიც ასევე დიდ როლს თამაშობს ორი ბოძი, რომელთაც ეწოდებათ ბოყაზი და იაქინი. მაგრამ ყველა სხვა რიტუალზე და სიმბოლოზე დიდი მნიშვნელობა აქვს ქვისმთლელთა კავშირებში ქრისტეანობისა და ეკლესიისადმი მტრულ დამოკიდებულებას, რომელიც, მართალია არ შეიძლება საზოგადოდ ქვისმთლელთა მთელ ამქარს მივაწეროთ, მაგრამ უეჭველად არსებობდა ამ ორგანიზაციის ცალკეულ წევრებში და რამაც ნაწილობრივ თავისი გამოხატულება პოვა სამშენებლო ხელოვნების მრავალ ძეგლში.
ასე მაგალითად, წმ. ცებალდის ეკლესიაში, ნიურნბერგში, ბერი და მონაზონი დედაკაცი გამოსახული იყვნენ შეუფერებელ პოზაში.
სტრასბურგში, ტაძრის ზემო გალერაში, კათედრის პირისპირ გამოსახული იყო ღორი და თხა, რომლებსაც, როგორც სიწმიდე, მიჰქონდათ მძინარე მელა; ღორს მისდევდა ძუკნა ძაღლი, მსვლელობას კი მიუძროდნენ - დათვი ჯვრით და მგელი ანთებული სანთლით...
მელენბურგში დღემდე დაცულია ასეთი სახის გამოსახულება საკურთხეველში: პირველ პლანზე სამი მღვდელი აბრუნებს დოლაბის ქვას, რომელშიც იფქვება დოგმატიკა, მათ ზემოთ კი უწმიდესი ქალწული ყრმით ხელში, მის მუცელზე გამოსახულია ალმოდებული ვარსკვლავია (მასონობის ერთ-ერთი სიმბოლო) (გაიხსენეთ კომკავშირული სამკერდე ვარსკვლავები - მთარგმნ.), ქვემოთ საიდუმლო სერობაა, რომელზეც გამოსახულნი არიან მოციქულები მასონებისთვის საყოველთაოდ ცნობილ პოზებში.
ბრანდენბურგის ეკლესიაში მღვდლის სამოსში გამოწყობილი მელა უქადაგებს ბატების გუნდს... სხვა გოთიკურ ეკლესიაში ირონიულად არის გადმოცემული წმ. სულის გარდამოსვლა" (Финдель, "История франкмасонства". Перевод с немецкого, т. 1, с. 47). ამ მკრეხელურ გამოსახულებებში, რომლებითაც სამშენებლო კავშირებში შეპარული ქრისტეანობის მტრები ბედავენ ჩანაფიქრითა და განხორციელების მიხედვით ღრმა და ამაღლებული რელიგიური გრძნობით შექმნილი უმშვენიერესი და ულამაზესი საეკლესიო ხელოვნების ნიმუშების შებილწვას, მასონი მწერლები ხედავენ არა ეკლესიის დამცირებას, არა სიწმიდეთმკრეხელობას, არა სარწმუნოებისა და ქრისტეანული დოგმატების დაცინვას, არამედ "იმდროინდელი სასულიერო პირების ნაკლოვანებების და უმეცრების მკაცრ კრიტიკას... ეს არის იმ ადამიანთა რელიგიური იდეების სიწმიდის (?!) მტკიცებულება, ვინც როგორც თვითონ ამბობენ, თავიანთი სატირისა და სიმბოლიკის ბეჭედი დაადო ამ ნაგებობებს".
რაც შეეხება შუასაუკუნეების სამშენებლო კავშირების პოლიტიკურ მიმართულებას, პოლიტიკას თითქოსდა არ უნდა ეთამაშა განსაკუთრებული როლი ორგანიზაციაში, რომლის დრო და ენერგია სრულიად მიჰქონდა სპეციალურ, წმინდად პრაქტიკულ საქმიანობას, მაგრამ ისტორია ღაღადებს, რომ ანტიეკლესიური და გარკვეული ანტისახელმწიფოებრივი მიმდინარეობები ამ ორგანიზაციაში მაინც არსებობდა.
ასე მაგალითად, საფრანგეთში "სახელმწიფო ხელისუფლება მკაცრად ადევნებდა თვალყურს სამშენებლო კავშირებს, რომლებიც არაერთხელ აუკრძალავს". ინგლისის სამშენებლო კავშირებს, მიუხედავად იმისა, რომ დიდ ოსტატებსა და თავისუფალ ქვისმთლელებს მფარველებად ჰყავდათ ბევრი უმაღლესი სასულიერო პირი და მეფის კარის წარმომადგენელი, უკვე 1360 წლიდან "ეკრძალებათ მათი კონგრეგაციები და კაპიტულები; ეკრძალებათ განკარგულებების გაცემა, ფიცის დადება და ა. შ. 1425 წელს პარლამენტის აქტით აიკრძალა თავისუფალ ქვისმთლელთა შეკრებები". ეს აკრძალვა გამოწვეული იყო ქვისმთლელთა შეიარაღებული მონაწილეობით პარტიებს შორის ბრძოლაში, მეფე ჰენრიხ VI-ის სიყმაწვილის პერიოდში. "1495 წელს ქვისმთლელებს ჩამოერთვათ ნიშნებისა და ერთმანეთის ამოსაცნობი ჟესტიკულაციებისა თუ სხვა ხერხების გამოყენების უფლება" (Финдель, т. 1, с. 56, 57, 75-78).
1561 წელს დედოფალმა ელიზავეტამ, რომელიც დაეჭვდა თავისუფალ ქვისმთლელთა კეთილსინდისიერებაში, იორკში, სადაც იკრიბებოდნენ ქვისმთლელთა კავშირის წევრები, შეიარაღებული რაზმი გაუშვა მათი შეკრებილების დასარბევად. მაგრამ კავშირის ხელმძღვანელებმა, როგორც ჩანს, მაინც გამოძებნეს საშუალება, გადაებირებინათ რაზმის მეთაურები, რადგან მათ არა მარტო არ შეასრულეს ბრძანება, არამედ ქვისმთლელთა საქმიანობაზე ისეთი საქებარი პატაკი წარუდგინეს დედოფალს, რომ იმ დღიდან ელიზავეტა მათ თვითონ უწევდა მფარველობას (ღებოლდ, там же, с. 123).
და ბოლოს, ყოველგვარ ეჭვს გარეშეა თავისუფალ ქვისმთლელთა მონაწილეობა ინგლისში დაახლოებით XVII საუკუნის ნახევარში მომხდარ არეულობაში, რომელიც დასრულდა მეფე კარელ I-ის დასჯით (1649 წ.), ინგლისის რესპუბლიკის დაარსებით, რომელსაც მეთაურობდა კრომველი, ხოლო სტიუარტების დინასტიის აღდგენის შემდეგ (1660 წ.), ამ დინასტიის საბოლოო დამხობით და პრიცნ ვილჰელმ ორანელის გამეფებით (1688 წ.).
მასონი მწერლების აზრები თავისუფალ ქვისმთლელთა ინგლისის რევოლუციაში მონაწილეობის თაობაზე ძალზედ წინააღმდეგობრივია. ასე მაგალითად, რებოლდი ამტკიცებს, რომ სამშენებლო კავშირები ყოველმხრივ უჭერდნენ მხარს სტიუარტებს, რისთვისაც დაიმსახურეს კიდეც ინგლისის მეფის, იაკობ II-ის განსაკუთრებული კეთილგანწყობა. მან მათი განსაკუთრებული თავგამოჩენის საპასუხოდ, თავისუფალ ქვისმთლელებს აღუდგინა შოტლანდიელი მეფის, რობერტ ბრიუსის მიერ მათ საპატივცემოდ დაფუძნებული წმ. ანდრიას ორდენი (ღებოლდ, там же, с. 127,128).
მასონობის სხვა ისტორიკოსი და თვითონ მასონი ფინდელი კი უარყოფს თავისუფალი ქვისმთლელების რაიმე სახით მონაწილეობას ინგლისის რევოლუციაში, თუმცა მოყავს მასონობის ზოგიერთი მკვლევარის მოსაზრება, რომლის თანახმადაც "შოტლანდიელი მასონები იდგნენ სამეფო ხელისუფლების მხარეს, ხოლო ინგლისელ ქვისმთლელთა დახმარებით სარგებლობდა კრომველი" (Финдель, т. 1, с. 94).
არსებობს კიდევ მესამე, ასევე მასონი მწერლის ერნეს ნისის მოსაზრება, რომლის მიხედვითაც თავისუფალი ქვისმთლელები უფრო იმის მხარეს იყვნენ, ვისაც მოცემულ მომენტში წარმატების მეტი შანსი ჰქონდა. კერძოდ, როდესაც სტიუარტების კანონიერი დინასტია, რომელიც განდევნილი იყო ინგლისიდან, ცდილობდა, ებრძოლა ტახტის მიმტაცებელ ვილჰელმ ორანელთან, როგორც ერნესტ ნისი ამბობს, "თავისუფალ ქვისმთლელებს დაუსვეს პრინციპული შეკითხვა: დინასტიის განსაკუთრებული მდგომარეობა რაიმე საღმრთო კანონს ეფუძნება თუ ხალხის ნებასა აქვს აქ გადამწყვეტი მნიშვნელობა? - თავისუფალმა ქვისმთლელებმა გადაჭრით უარყვეს მონარქიის ღვთიური დაწესება და მხარი დაუჭირეს ხალხის რჩეულობას, ანუ გამოვიდნენ სტიუარტების წინააღმდეგ და მიემხრნენ ვილჰელმ ორანელს, რომლის მხარესაც იყო ძალა" (Ernest Nys, იქვე).
რაც შეეხება გერმანიას, არავითარი ცნობა არ მოგვეპოვება ამ ქვეყანაში ქვისმთლელთა პოლიტიკურ აქტივობაზე. შესაძლოა, ეს იმით აიხსნება, რომ გერმანიაში ეს კავშირი უფრო მეტი პრივილეგიით სარგებლობდა, ვიდრე სხვა ქვეყნებში, კერძოდ, მას ჰქონდა საკუთარი სასამართლო, შეკრების თავისუფლება და სხვა, რასაც თითქმის უნდა გამოერიცხა სახელმწიფო კონტროლი, შედეგად კი კავშირის პოლიტიკური საქმიანობის გამოააშკარავება, თუკი ასეთი არსებობდა.
ყოველივე ზემოთქმულის საფუძველზე, დამტკიცებულად მივიჩნევთ შემდეგ ფაქტებს:
1. შუასაუკუნეების სამშენებლო კავშირების რიტუალებსა და სიმბოლოებში შეინიშნება ებრაული ზეგავლენის უეჭველი ნიშნები.
2. გულწრფელ ღვთისმოსაობასთან და ეკლსესიის ერთგულებასთან ერთად მათში ნელ-ნელა ჩამოყალიბდა ანტიეკლესიური და აშკარად ერეტიკული მიმართულება.
3. სამშენებლო კავშირებისთვის პოლიტიკა უცხო არ ყოფილა, რის გამოც არაერთხელ გამხდარან დაეჭვების საბაბი და რეპრესიების ობიექტი ხელისუფლების მხრიდან.
რითი უნდა აიხსნას ეს მოვლენა წმინდად სამშენებლო კავშირებში, რომლებიც აღმოცენდა სამონასტრო სამშენებლო საძმოებიდან და საკუთარ თავს ძირითადად ქრისტეანთა ტაძრების მშენებლობას უძღვნიდნენ?
ამ შეკითხვის პასუხად გამოდგება შემდეგი მნიშვნელოვანი ფაქტები, რომლებსაც ვეცნობით მასონ მწერლებთან:
"გერმანელ ქვისმთლელთაგან მრავალი - ამბობს ფინდელი, - პირდაპირ მონაწილეობდა ისეთ მწვალებლურ საზოგადოებათა რეფორმატორულ მისწრაფებებში, როგორებიც იყვნენ კათარები, ვალდენსები, ალბიგოელები და სხვები, რომლებიც ცდილობდნენ, საყოველთაო ბნელეთის პირობებში დაეცვათ ჭეშმარიტების ნათელი... სამშენებლო ლოჟები ყველგან ღებულობდნენ თავიანთ რიგებში თავისუფლად მოაზროვნე ადამიანებს, რომელთაც დევნიდა საეკლესიო ფანატიზმი, და იფარავდნენ მათ სისხლისმსმელი ინკვიზიციისგან" (Финдель, т. 1, с. 47, 48).
ამ ფაქტებს ადასტურებს შუსტერიც: XIII-XIV საუკუნეებში პაპიზმი და ეკლესია - ამბობს ის, - სასტიკად ებრძოდნენ ფართოდ გავრცელებული განმანათლებლობის ღვთისმოსავ მიმდევრებს, კერძოდ კათარებს, ვალდენსებს და სხვა მწვალებლებს, რომლებიც მაშინ მთელს ევროპაში დადიოდნენ და ყველგან კრებდნენ წევრებს თავიანთი საზოგადოებებისთვის, და არა მარტო თავად-აზნაურთა და ქალაქის მცხოვრებთა შორის, არამედ საეკლესიო კლერიკოსთა, ბერ-მონაზონთა, მოძღვართა და ეპისკოპოსთა შორისაც. მრავალი გერმანელი ქვისმთლელი ასევე დადგა ამ ერეტიკოსთა რეფორმატორული მისწრაფებების გვერდით... შესაძლოა ისიც, რომ ქვისმთლელთა საძმოების ორგანიზაცია და რიტუალები აღმოცენდა მხოლოდ ვალდენსელთა თემების ზეგავლენით" (Шустер т. 1. с. 224, выноски).
ცნობილია ასევე, რომ ჩეხ ძმათა სექტა თავისი არსებობის პირველ პერიოდში (XV საუკუნეში) "იმალებოდა სამშენებლო კორპორაციების კედლებში" (Шустер т. 1. с. 294).
მაგრამ ეს კიდევ არაფერი: "ტამპლიერთა მცირე ჯგუფი, - ამბობს რებოლდი, - რომელიც ფრანგი მეფის, ფილიპესა და პაპის, კლიმენტ V-ის დევნას გადაურჩა, იმალეობდა შოტლანდიაში ჯერ კიდევ მათი დიდი ოსტატის იაკობ მოლეს დასჯამდე და თავს აფარებდა ქვისმთლელთაA ლოჟებს" (ღებოლდ, с. 116). შემდეგ, იმავე რებოლდის მოწმობით, XVI საუკუნის დასაწყისში გამოჩენილმა ადამიანებმა და მეცნიერებმა, რომლებსაც ქვისმთლელთა კავშირებში ღებულობდნენ საპატიო წევრების ან მფარველთა რანგში, სხვადასხვა ქვეყანაში დააფუძნეს თავიანთი ლოჟები, რომლებიც ასევე აშენებდნენ, ოღონდ არა მატერიალურ ტაძარს, არამედ მისტიკურს.
დევნის საშიშროება "უმეცრების ამ ეპოქაში" აიძულებს მათ, განსაკუთრებული იდუმალებით შემოსონ თავიანთი საქმიანობა. "განმანათლებლობა", რომელსაც ავრცელებდნენ ეს საიდუმლო საზოგადოებები ანუ ლოჟები და რომლებიც ჩამოყალიბდა სამშენებლო კავშირების კვალდაკვალ, ეჭვს და "სიძულვილს" იწვევს სასულიერო ფენის მხრიდან. მათ აბრალებენ ლუთერის რეფორმაციის ხელშეწყობას, ეკლესიაში განხეთქილებისა, ხოლო სახელმწიფოში არეულობის მოწყობას; პაპისა და მონარქის წინააღმდეგ საყოველთაო სიძულვილის პროპაგანდირებას..." (Rebold, გვ. 122).
XVII საუკუნეში, როდესაც ოცდაათწლიანი ომის (1618-1648 წწ.) და წარმატებული რეფორმაციის შემდეგ შეწყდა ბრწყინვალე ტაძრების მშენებლობა, ქვისმთლელებს ძლიერ გაუჭირდათ და თანდათანობით დაიწყო მათი რღვევა და დაშლა თითქმის ყველა ქვეყანაში ინგლისის გარდა, სადაც ქვისმთლელთა ლოჟები, რომლებშიც წევრთა უმეტესობა სამშენებლო ხელოვნებით არ იყო დასაქმებული, აღწევს ისეთ სულიერ განვითარებას, რომ სრულიად უტოლდება იტალიურ საიდუმლო აკადემიებს" (Rebold გვ. 122).
ყველა ამ ფაქტის ბრწყინვალე დამატებად გამოდგება შემდეგი პიროვნებები, რომელთა სახელები შეტანილია სამშენებლო კავშირების გამოჩენილ და საპატიო წევრთა სიაში სხვადასხვა ქვეყანაში: ჩეხი რეფორმატორი იან ჰუსი (ცეცხლში დაწვეს, როგორც ერეტიკოსი 1415 წ.); ულრიხ-ფონ-ჰუტენი, ლუთერის ერთ-ერთი უმთავრესი თანამებრძოლი; ერაზმი, გამოჩენლი ჰუმანისტი; ფილიპ მელანქტონი (მელანქტონის სახელს უკავშირდება მასონური დოკუმენტი, რომელიც ცნობილია "კიოლნის ქარტიის" სახელწოდებით და რომელშიც გადმოცემულია საიდუმლო და სამშენებლო კავშირებს ამოფარებული ფილოსოფიური ლოჟების აღმსარებლობა.
ეს დოკუმენტი შედგა კიოლნში 1535 წლის 24 ივნისს და მას ხელი მოაწერა სხვადასხვა ქვეყნის ცხრამეტმა წარმომადგენელმა, მათ შორის ცნობილმა პროტესტანტმა მოღვაწეებმა მელანქტონმა, კოლინიმ და სტენგონმა.
ზოგიერთი მკვლევარი მიუთითებს იმ ანაქრონიზმებზე, რომელიც შეინიშნება ამ დოკუმენტსა და მის ენაში, სრულებით რომ არ შეესაბამება XVI საუკუნეს და მიიჩნევს, რომ კიოლნის ქარტია არის სიყალბე და ამტკიცებს თითქოდა ის მასონებმა შეთხზეს მხოლოდ 1819 წელს. ყოველ შემთხვევაში, კიოლნის ქარტიის ჭეშმარიტება ან სიყალბე არ ცვლის იმ უეჭველ ფაქტს, რომ მელანქტონი, ასევე, ქარტიაში მოხსენიებული სხვა პირები იყვნენ საიდუმლო ლოჟების წევრები, რომლებიც, როგორც ვნახეთ, მასონობის ოფიციალურ დაფუძნებამდე არსებობდა (იხ. გრაფის ასული ტოლი. "ღამის ძმობა"). პარაცელსი, ექიმი, XVI საუკუნის ალქიმიკოსი და კაბალისტი; ფრენსის ბეკონი, ინგლისელი კანცლერი, მეცნიერი და ფილოსოფოსი, "ახალი ატლანტიდის" ავტორი (ეს არის საიდუმლო საზოგადოების ორგანიზაციების გეგმა), გარდაიცვალა 1629 წ., ილია აშმოლი, ანტიკვარების ცნობილი კოლექციონერი, როზენკრეიცერი და სიმბოლური მასონობის ერთ-ერთი დამფუძნებელი (გარდაიცვალა 1646 წ.); იოან ვილკენსი, კრომველის სიძე; ვალენტინ ანდრე, როზენკრეიცერთა ორდენის ინიციატორი (Rebold, გვ. 232, 235).
ამგვარად, აშკარაა, რომ სამშენებლო კავშირების უცნაური, ებრაული სიმბოლოებითა და ლეგენდებით დატვირთული რიტუალები, ეკლესიისა და ქრისტეანული რელიგიისადმი მათი მტრული დამოკიდებულებისა, რომელსაც ავლენდა ეს კავშირები, და ასევე მათი პოლიტიკური საქმიანობა, რომელსაც არაერთხელ გამოუწვევია მრავალი ქვეყნის ხელისუფალთა ეჭვი, საკმაო მასალაა იმის საჩვენებლად თუ როგორი გამხრწნელი ზეგავლენა შეიძლებოდა ჰქონოდა ამ კავშირებზე იუდეველური მიმართულების საზოგადოებებს, რომლებიც, თავის მხრივ, ასევე მტრობდნენ ეკლესიას და სახელმწიფოს. ესენი იყვნენ ძველი გნოსტიკოსებისა და მანიქეველების მემკვიდრენი.
როგორც მასონ მწერალთა თხზულებებისგან ამოწერილი მოწმობები გვიჩვენებს, ამ ერეტიკულ საზოგადოებებს უნდა უმადლოდნენ სამშენებლო კავშირები თავიანთი ორგანიზაციის იდუმალებას, რაც შესაძლებლობას აძლევდა შფოთისთავ ერეტიკოსებს, არა მარტო "ამოფარებოდნენ სამშენებლო კორპორაციებს", არამედ სამშენებლო ლოჟების ნიღბით დაეფუძნებინათ თავიანთი საიდუმლო საზოგადოებები, რომლებიც ისეთ მიზანს ისახავდნენ, საერთოდ არავითარი კავშირი რომ არა აქვს სამშენებლო ხელოვნებასთან.
ყოველივე ზემოთქმულის შემდეგ საკითხი იმის შესახებ, რატომ აირჩიეს საიდუმლო იუდეველურმა ორგანიზაციებმა თავიანთი გაერთიანებისთვის თავისუფალ ქვისმთლელთა კავშირი, რომელსაც იმ დროისთვის თავისი სამშენებლო მნიშვნელობა დაკარგული ჰქონდა, წყდება ძალიან უბრალოდ: მრავალი საუკუნის განმავლობაში, სამშენებლო კავშირები თავიანთი საიდუმლო ორგანიზაციის წყალობით, პრივილეგირებული მდგომარეობით და საზოგადოების საპატიო და მაღალჩინოსან წევრთა მფარველობით საიმედო თავშესაფარს წარმოადგენდა ეკლესიისა და სახელმწიფოს წინააღმდეგ მებრძოლ საიდუმლო ელემენტთათვის. ამიტომაც სრულიად გასაგებია, რომ ბნელმა ძალამ, რომელმაც დიდი ხანია მოიწყო ბუდე სამშენებლო კავშირებში, ჩაიფიქრა, ესარგებლა უკვე მზა და სამშენებლო ორგანიზაციისთვის ჩვეული ჩარჩოებით, რომელმაც თანდათანობით დაკარგა თავისი პირვანდელი დანიშნულება.
სიმბოლური მასონობის ოფიციალური დაარსების თარიღი, როგორც ვიცით, არის 1717 წელი. სინამდვილეში კი ეს ყველაფერი ბევრად უფრო ადრე მოხდა. უკვ XVII საუკუნის პირველ ნახევარში, როგორც ჩანს, ინგლისელ ქვისმთლელთა კავშირი შეუერთდა როზენკრეიცერების ორდენს, რადგან ამ ორდენის შეკრებები ეწყობოდა ლონდონის სამშენებლო კავშირების ლოჟებში, ხოლო 1646 წლისთვის როზენკრეიცერთა ორდენის წევრმა, ანტიკვარების ცნობილმა შემგროვებელმა და ოქსფორდის მუზეუმის დამფუძნებელმა ილია აშმოლმა თავისუფალ ქვისმთლელთათვის შეადგინა ახალი რიტუალი, რომელიც მოგვიანებით ინგლისის ყველა ლოჟამ მიიღო (ღებოლდ, с. 126). ამგვარად, "როზენკრეიცერთა საძმო თანდათანობით გარდაიქმნა ფრანკ-მასონ ძმათა ფარულ კავშირად" (Шустер т. 1. с. 291).
ქვისმთლელთა ადრინდელი რიტუალის როზენკრეიცერული რიტუალით შეცვლის აქტით დასაბამი მიეცა სიმბოლური ფრანკ-მასონების მსოფლიო საიდუმლო კავშირს, თუმცა მისმა ხელმძღვანელებმა საჭიროდ მიიჩნიეს, სიფრთხილე გამოეჩინათ და ეს ამბავი არ გაეხმაურებინათ. ამიტომაც ახალი საიდუმლო საზოგადოება სამშენებლო კავშირის ნიღბით არსებობდა 71 წლის განმავლობაში, ანუ 1717 წელს, მის ოფიციალურად აღიარებამდე.
მეტად საყურადღებოა ის გარემოება, რომ ინგლისში მასონობის დაფუძნება დაემთხვა დეისტების მოძრაობის გაჩენას (დეისტების სწავლება აღიარებდა ღმრთის არსებობას, მაგრამ უარყოფდა მის გამოცხადებას). ამ მოძრაობის უმთავრესი წარმომადგენლები, რომლებმაც თავი გამოიჩინეს რელიგიური თავისუფლების, ტოლერანტობისა და გონების უცთომელობის მხურვალე ქადაგებით, იყვნენ ტოლანდი, კოლინზი, ტინდალი, შუბი და ბოლინგბროკი.
1712 წელს გამოსულ ნაშრომში "მსჯელობა თავისუფალ აზროვნებაზე თავისუფლად მოაზროვნეთა სექტის გამოჩენასთან და განვითარებისთან დაკავშირებით" კოლინზი წერს: "რას შეუძლია გამოგვიცხადოს ჭეშმარიტება თუ არა აზროვნების თავისუფალ გამოყენებას?". 1720 წელს ტოლანდი თხზულებაში "ყოვლადღმერთობა" ასეთ აზრს გამოთქვამს: "ყველაფერი ღმერთია, და ღმერთი ყველაფერშია, ღმერთი მარადიულია, უსაზღვროა, რომელიც არც არასდროს დაბადებულა და არც არასდროს მოკვდება, რომელშიაც ცხოვრობენ ყოველნი კაცნი, მოქმედებენ და არსებობენ..." და შემდეგ: "გონება არის ერთადერთი და უზენაესი კანონი; ის არის ნათელი და სიცოცხლის განმანათლებელი" (Ernest Nys, იქვე).
თუ ტოლანდის საბრძოლო დევიზი იყო: "არ არის საჭირო დოგმატური სწავლება", შუბისა: "უარი დოგმატურ ქრისტეანობას!", ბოლინგბროკის ლოზუნგი ღაღადებდა: "ქრისტეანობა საერთოდ არ არის საჭირო"... (Финдель, т. 1, с. 47, 48).
ასევე აღსანიშნავია შემდეგი ფაქტები: სწორედ მასონობის გაუხმაურებელი არსებობის წლებში (1646-1717 წწ.), ებრაელებს, რომლებიც ინგლისის მეფე ედუარდ I-მა 1287 წელს ქვეყნიდან გააძევა, მეფის მკვლელმა და მოღალატე კრომველმა, რომელიც მეთაურობდა ინგლისის რესპუბლიკას, მათ აღუდგინა უფლება, დასახლებულიყვნენ ამ ქვეყანაში. ხოლო მასონობის ოფიციალურ გამოსვლამდე მცირე ხნით ადრე მეფე ვილჰელმ III-მ (სტიუარტების ტახტის მიმტაცებელი) გამოსცა რჯულთშემწყნარებლობის აქტი.
ახლა ჩვენ გვრჩება მხოლოდ ერთი პასუხგაუცემელი შეკითხვა: რატომ დაფუძნდა ფრანკ-მასონთა საზოგადოება მაინცადამაინც ინგლისში, და არა სხვა ქვეყანაში? ჩვენი აზრით, ეს იმით აიხსნება, რომ ოცდაათწლიანი ომის პერიოდში ინგლისი თითქმის ერთადერთი ქვეყანა იყო, სადაც თავშესაფარს პოულობდა ყოველი ჯურის ერეტიკოსი, როზენკრეიცერი, ჩეხი ძმები და სხვები, რომლებიც, როგორც ცნობილია, XVII საუკუნის დასაწყისში ევროპის ყველა მხრიდან მიაწყდნენ ინგლისს.
"ჭეშმარიტი განათლების" ამ წარმომადგენლებმა მოასწრეს ნიადაგის მომზადება, საკუთარი შეხედულებების გავრცელება და ინგლისის მთავრობის კეთილგანწყობის მოპოვებაც კი, რაზეც მოწმობს კანცლერ ფრენსის ბეკონის ცნობილი თხზულებაც, რომელიც მან 1621 წელს დაწერა და რომლის სათაურად გამოტანილია ბეკონის დროინდელი საიდუმლო საზოგადოების სახელი - "ახალი ატლანტიდა".
ეს თხზულება ფანტასტიკურ ფორმაში გადმოსცემს სახელმწიფოს გეგმას, რომელსაც მართავს "სოლომონის ტაძრის" საიდუმლო ორგანიზაცია და რომლის ჭეშმარიტი არსი სამეცნიერო კავშირის სახელს არის ამოფარებული. ეს სახელმწიფო იმყოფება რომელიღაც კუნძულ ბენზალემში და მიისწრაფვის მსოფლიო ბატონობისკენ.
უნდა ვივარაუდოთ, რომ მოცემულ შემთხვევაში ინგლისის სახელმწიფო მოხელე და მისი საიდუმლო მრჩეველები ხელმძღვანელობდნენ სრულიად განსხვავებული მოსაზრებებით, რადგან ნაკლებად სავარაუდოა, რომ ფ. ბეკონს მხედველობაში ჰქონოდა ებრაელთა მსოფლიო ბატონობა. სამაგიეროდ, ინგლისის მსოფლიო ბატონობის იდეა, საიდუმლო საზოგადოების ხელშეწყობით, როგორც ჩანს, მტკიცედ დამკვიდრდა წინდახედულ ბრიტანელთა გონებაში, რადგან ფრანკმასონობამ თავისი აღმოცენების დღიდანვე პოვა ინგლისში საზოგადოების თანაგრძნობა და მონარქთა მფარველობა.
მეორე მხრივ, საიდუმლო მრჩეველები და გარკვეულ დრომდე უხილავი ინიციატორები ფრანკმასონობისა, დიდად დაინტერესებულნი იყვნენ, რომ გაემართლებინათ ინგლისის იმედები და ამ სახელმწიფოსგან შეექმნათ მტკიცე საყრდენი, საიმედო თავშესაფარი და მძლავრი მოკავშირე საიდუმლო საზოგადოებისთვის, რომელსაც ძალიან მალე უნდა გაეშალა თავის ბადე და მასში მოექცია მთელი მსოფლიო.
ამგვარად, მოხერხდა ორი ძალის ურთიერთშეხამება, რომლებიც ისახავდნენ სრულიად განსხვავებულ მიზნებს: მასონობა შეეწეოდა ინგლისის ძლევამოსილებას, ხოლო ინგლისი მხარს და უჭერდა მასონობას და თავისი ანგარებიანი ინტერესების გამო ხელს შეუწყობდა მის გავრცელებას სხვა ქვეყნებში ამ უკანასკნელთა დასაღუპად. მაგრამ ბოლო დროს ორ მოკავშირეს შორის, რომლებიც შეხმატკბილებულად მუშაობდნენ სამი საუკუნის განმავლობაში, თავი იჩინა განხეთქილებამ და შესაძლოა, არც ისე შორია იმ დრომდე, როდესაც ინგლისი საიდუმლო ძალის მეკავშირის პოზიციიდან ამ ბნელი ძალის მსხვერპლის მდგომარეობაში გადავა.
გადმოვეცით რა საიდუმლო საზოგადოებათა დაფარული სწავლებები და საქმიანობა, რომელიც წინ უსწრებდნენ მასონობას, ჩვენ მივუთითეთ იმ საერთო წარმომავლობაზე, იმ საერთო ფესვზე, რომელზეც იყო და არის დამყნობილი საიდუმლო ორგანიზაციები, კერძოდ, ეს არის ებრაული კაბალა. ასევე გავარკვიეთ ამ საზოგადოებათა გამრყვნელი ზეგავლენა შუასაუკუნეების ქვისმთლელთა კავშირებზე და ინგლისის მმართველ წრეებზე. საბოლოოდ მივაღწიეთ იმ ისტორიულ მომენტს, როდესაც ყველა ეკლესიისა და სახელმწიფოებრიობის მოწინააღმდეგე ყველა ელემენტი მიეკრო ფრანკ-მასონთა მსოფლიო კავშირს (Ernest Nys, იქვე), რომლის მიზანია ტაძრის აგება, ოღონდ არა მატერიალურისა, არამედ მისტიკური ტაძრისა, რომელსაც ებრაელთა ბატონობა ეწოდება და რომელსაც აშენებენ ქრისტეანი ხუროთმოძღვრები და მშენებლები, ისინი ვინც, უმეტეს შემთხვევაში, ამ მშენებლობის არც ძირითადი გეგმა უწყის და არც საბოლოო მიზანი.
დასასრულ მოვიტანთ ნაწყვეტს ებრაელი ბერნარ ლაზარის თხზულებიდან, რომელიც პირდაპირ ადასტურებს ჩვენი ნაშრომის ძირითად იდეას: შუა საუკუნეებში, რეფორმაციის ეპოქაში და მის შემდეგაც ებრაელები იყვნენ დაფარულ სწავლებათა უმთავრესი გამავრცელებლები. "ქრისტეანული დოგმატებისა და ეკლესიის დაუძინებელი მტრების: მატერიალიზმის, რაციონალიზმისა და პანთეიზმის ქადაგებით ისინი ამზადებდნენ ქრისტეანობის დამხობას... ებრაელებს შეეძლოთ ყოფილიყვნენ საიდუმლო საზოგადოებათა ბრწყინვალე აგენტები, რომელთა სწავლება უთანხმდებოდა მათ საკუთარ სწავლებას... სწორედ ისინი ასწავლიდნენ ქრისტეან მეცნიერებს ებრაულ ენას და აზიარებდნენ მათ კაბალის საიდუმლოებებს..."
ამგვარად, "ებრაელები იღვწოდნენ საკუთარი თავის სასარგებლოდ..." რადგან, ადამიანები, რომლებიც მათი ცოდნის წყაროდან ირწყულებენ ინტელექტუალურ წყურვილს და ღებულობენ მათეულ სიბრძნეს, "უკვე ვეღარ იქნებიან მათი რელიგიის მოძულენი..." რჩეული თემის ამ მრავალსაუკუნოვანი მუშაობის სშედეგია ის, რომ "ევროპელები ყოველდღიურად სულ უფრო და უფრო მეტ შემწყნარებლობას იჩენდნენ ებრაელთა მიმართ, ხოლო XVIII საუკუნეში ისინი უკვე ტკბებოდნენ მთელ ევროპაში უშფოთველი მშვიდობით" (Bernard Lazare "L'Antisemitisme", ñ. 354, 334, 340, 139, 137, 138, 151, 153).
დასასრული.
http://www.apocalypse.ge/usjuloebis_saidumlo_kabala-eresebi_da_saidumlo_sazogadoebebi.html

Комментариев нет:
Отправить комментарий