თამაზ კარანაძე
ივანე ჯაახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ანოტაცია.
გლობალიზაცია ობიექტური რეალობაა. დღეს იგი განსაკუთრებულ დატვირთვას იძენს პატარა, განვითარებადი ქვეყნებისთვის, რადგან ხშირად შეფარვით ანადგურებს ეროვნულ ღირებულებებს, ადათ–წესებს, ტრადიციებს. ამიტომაცაა აუცილებელი ამ პროცესის გონივრულად წარმართვა, მისგან სასარგებლოს მიღება და საზიანოს უკუგდება.
ერის არსებითი ნიშანი, მისი სული და გული ენა და ისტორიაა. ამჟამად ამ მიმართულებით ყველაფერი რიგზე ვერ გვაქვს. მიმდინარეობს ქართული ენის სხვა ენით ჩანაცვლების მცდელობა. თითქმის აღარ ვეყრდნობით ჩვენს მრავლისთქმელ, უმდიდრეს ისტორიას, რომელიც მომავალი თაობის პატრიოტული სულისკვეთებით აღზრდას უნდა ემსახურებოდეს.
გლობალიზაციის მოძალეობას საზოგადოების ყველა წევრი, სკოლა და ოჯახი ფხიზლად უნდა დახვდეს. უმტკივნეულოდ უნდა გადავიტანოთ ეროვნული და რელიგიური თვითმყოფადობის წინააღმდეგ მიმართული ყველა შემოტევა.
საკვანძო სიტყვები: გლობალიზაცია, ენა, სისტემა
გლობალიზაცია რომ ობიექტური რეალობაა, უდავოა. იგი ისეთივე ძველი ცნებაა როგორც, ცივილიზაცია, როგორც რელიგია. მარკუს ავრელიუსი გავიხსენოთ, რომელიც ამბობს – მე იმდენად ვარ ავრელიუსი, რამდენადაც ვარ რომის მოქალაქე, ხოლო როგორც ადამიანი, მე მსოფლიო მოქალაქე ვარ. რა იყო ალექსანდრე მაკედონელის და ჩინგიზ–ხანის ცხოვრების აზრი, თუ არა საკუთარი საზღვრების გაფართოება და სხვათა მიერ შექმნილ ფასეულობათა მიტაცება–გათავისება, საკუთარი ნების, ეკონომიკისა თუ კულტურის ძალის გამოყენებით დანარჩენ მსოფლიოზე ბატონობის სურვილი. ხომ ჩაუყარეს ჩვ.წ. III საუკუნეში სოიცისტებმა საფუძველი ისეთ მიმდინარეობას, როგორიც კოსმოპოლიტიზმია, ხომ იყო წარმატებული გლობალიზატორი კოლუმბი და ა.შ. [3]
ამრიგად, გლობალიზაცია კაცობრიობის მარადიული პრობლემაა,მაგრამ დღეისთვის მისმა შინაარსმა ახალი, განსაკუთრებული დატვირთვა შეიძინა. იგი დიდად დასაფიქრებელი და მნიშვნელოვანი ხდება პატარა, განვითარებული ქვეყნებისთვის. მათ შორის საქართველოსთვის. საჭიროა სერიოზული დაკვირვება, დასკვნების სწორად გაკეთება, მთელი პროცესის ჭკვიანურად მეცნიერულად წარმართვა, თუ არ გვინდა გაქრეს კაცობრიობის ყველაზე ღირებული მონაპოვარი – ერის კულტურა და ეროვნული სახემწიფოებრიობა.
ჭეშმარიტებაა, რომ ქვეყნის არსებობა, მისი ბედ–იღბალი და წინსვლა დიდწილადაა დამოკიდებული განათლების ისეთ დონეზე, რომელიც ორიენტირებული იქნება უმდიდრეს ტრადიციებზე და ეროვნულ ღირებულებებზე. და მაინც, რა არის გლობალიზაცია, თუნდაც ჩვენს სფეროში, სიკეთე თუ საფრთხე? განვითარების შანსი თუ პირიქით? ფაქტია, ჩვენი ქვეყნა მსოფლიოს ორგანული ნაწილი ხდება და გვინდა თუ არა, არ აგვცდება ინტეგრაციისა და გლობალიზაციის საცეცები. ამასთან ყოველ წუთს უნდა გვახსოვდეს, რომ იგი შეფარვით ანადგურებს ეროვნულ თვითმყოფადობას, განუმეორებელ კულტურას, ადათ–წესებს. ფართომასშტაბიანი გლობალიზაცია არ სცნობს პატრიოტიზმის ცნებას, ნებსით თუ უნებლიედ ხელს უწყობს დემოგრაფიულ კრიზისს და სეპარატიზმს.
რა დადებითი მოაქვს გლობალიზაციას პატარა საქართველოსთვის პოლიტიკური ეკონომიკური თუ ცოსიალური კუთხით, რა სარგებლობა მოუტანა მან განათლების სისტემას მიმდინარე რეფორმის გატარებით, საუბრის სხვა თემაა. უფრო დასაფიქრებელი და მნიშვნელოვანია გლობალიზაციის საფრთხეების დანახვა, ამ საფრთხეების თავიდან აცილების გზების ძიება.
დიდი ილია მსგავსი სატკივრის შესახებ ასე გვმოძღვრავდა – „ცოდნითა და ხერხით მოსულმა მტერმა არ გაგვიტანოს, ფეხქვეშ მიწა არ გამოგვაცალოს, სახელი არ გაგვიქროს, არ გაგვიწყვიტოს სახსენებელი ქართველისა და მშვენიერ ქვეყანას, ვით უპატრონო საყდარს არ დაეპატრონოს’’. [1] ჩვენ კარგად გვახსოვს როგორ ცდილობდა საბჭოური იდეოლოგია მამა–პაპური, ეროვნული ლოზუნგი – ენა, მამული, სარწმუნოება გადაეფარა შეგონებით – პროლეტარებო ყველა ქვეყნისა შეერთდით. დღესაც მსგავს სიმახინჯესთან გვაქვს საქმე. ცდილობენ დაგვავიწყონ საიდან იღებს სათავეს ქართული სკოლის ფესვები. ცდილობენ ხაზი გადაუსვან ჩვენს ტრადიციებს, თვითმყოფადობას რომელიც გაცილებით მაღლა დგას ვიდრე ზოგიერთი განვითარებვული ქვეყნის კულტურა.
მრავალ პრობლემათაგან, რომლებიც ეროვნული თვითშეგნების გაცივებისკენაა მიმართული, მხოლოდ ორს – მშობლიურ ენისა და ისტორიის დღევანდელ მდგომარეობას შევეხოთ. კარგად გვესმის, რომ ქართველი ერი არასდროს ყოფილა კარჩაკეტილობის, განკერძოებისაკენ მიდრეკილი. ნიკო მარი აღნიშნავს – „ქართველების თავისებურება მის მსოფლიურობაშიაო’’. კარგადაა ნათქვამი, რადგან კოლხეთის აკადემიის, თონისა და პეტრიწონის დიდი საგანმანათლებლო და მეცნიერული კერებიდან მოყოლებული, დღევანდელობის ჩათვლით დღესაც უმჭიდროეს კონტაქტში ვიყავით და ვართ უცხოურ კულტურასთან, მათთან ურთიერთობით ვქმნიდით ვქმნით საკუთარ უმდიდრეს ცივილიზაცია.
სამწუხაროდ, დღეს, მრავალ მიზეზთა გამო, ჩვენში იმძლავრა ე.წ. „უსახო კოსმოპოლიტიზმმა’’ დაიკარგა ეროვნული ცნობიერებების ღირსებების სწორად გააზრების უნარი, დაიკარგა მეტწილად იმიტომ, რომ მომავალი თაობა დასცილდა მშობლიური ენისა და ლიტერატურის სიბრძნეს. არადა, დღეს ცივილიზებული სამყაროსთვის და განსაკუთრებით პატარა ერებისთვის, თავისთავადობის, თვითმყოფადობის შენარჩუნებისთვის ერთი უპირველესი საზრუნავი მშობლიური ენის მოვლა–პატრონობის, გადარჩენისთვის ბრძლაა, რადგან როგორც ილიამ ბრძანა – არსებითი ნიშანი ეროვნებისა, მისი სული და გული ენაა, ამიტომაც ტლანქი ხელი უმეცარი მოხელეებისა ყველაზე უწინარეს ენას მისწვდება. [1]
ჩვენი წინაპრების უმთავრეს სულიერ საზრდოს, ძირითადად სამი შედევრი – „სახარება’’, „ქართლის ცხოვრება’’ და „ვეფხისტყაოსანი’’ წარმოადგენდა. ამ წიგნებმა განაპირობეს ქართველი კაცის გასაოცარი ტოლერანტობა. იაკობის „დედა ენამ’’ კი, საკმაოდ რთულ ეპოქაში, იტვირთა მომავალი თაობის წინამძღოლობა, იქცა მშობლიური ენის მედროშედ, სულიერი კულტურის გვირგვინად. დაამტკიცა, რომ სამშობლო ენა ქართული სულია დიდებული წინაპრებისა და რაც მთავარია , ღმერთთან მისაახლებელი, გაიხსენეთ რჯულის ერთგულებისვის საწამებლად გამზადებული, განწირული ქართველის ვედრება, მიმართული სისხლიანი ტირანისადმი:
„თვალი მომთხარე, ხელი და ფეხი მომჭერი,
მაგრამ ყელს გიწევ, ყეენო – შენი შვილების ლხენასა,
ისმინე ჩემი ვედრება: დღეს მე ნუ მომჭრი ენასა,
მინდა მოკითხვა შევთვალო, ვილაპარაკო ქართული,
ვადიდო იესო ქრისტე, სჯული ენასთან შერთული’’. [2]
ეს იაკობის შერჩეული მასალაა. ალბათ, კომენტარი ზედმეტია, პატარა ქართველისთვის უპირველესი მინიშნებაა იმის, რომ პატრიოტული გრძნობისაგან, რწმენისაგან განუყოფელია შობლიური ენის სიყვარული, მასზე ზრუნვის აუცილებლობა.
„ხალხის ენა არის მთელი სულიერი ცხოვრების მარად უჭკნობი ყვავილი, ყვავილი იმ უმაღლესი გრძნობისა რაც შორს, ისტორისს საზღვრებს იქეთ იწყება. ენა არა მარტო გამოხატავს ხალხის სიცოცხლის ძალას, არამედ იგი თვით არის სიცოცხლე. როდესაც ხალხის ენა ქრება, თვით ხალხიც აღარ არსებობს. და არ არსებობს უფრო აუტანელი ძალადობა, ვიდრე ის, როდესაც სურთ ხალხს წაართვან გარდასულ წინაპართა უამრავი თაობების მიერ შდექმნილი მემკვიდრეობა’’. წერს დიდი პედაგოგი უშინსკი და იქვე შენიშნავს – „ბავშვი მშობლიურ ენას რომ სწავლობს, არა მარტო პირობით ბგერებს სწავლობს, არამედ დედაენის ძუძუდან იწოვს სულიერ ცხოვრებასა და ძალას. დედაენა აცნობს მას ბუნებას ისე, როგორც ვერცერთი ბუნებისმეტყველი ვერ აუხსნიდა. აცნობს საზოგადოებას, ერის ისტორიას ისე, როგორც ვერცერთი ისტორიკოსი ვერ გააცნობდაქ. ენას შეჰყავს რწმენის სამყაროში, აძლევს ლოგიკურ ცნებებს, რომელთაც ბავშვს ვერ შესძენდა ვერცერთი ფილოსოფოსი’’. [2]
ამჟამად ამ უბანზე მძიმე მდგომარეობაა. მიმდინარეობს სამყაროში ინგლისური ენის მსოფლიო ენად გადაქცევის პროცესი. ამ პროცესს ეწირება ჩვენი უმდიდრესი ენა. გავიწყდება, რომ ენის სიმყარე, მისი სიღრმისეული ათვისება საშუალებაა სამყაროს თავისებურებათა წვდომისა, რომ იგი ერის ბურჯია, რომ მისი უცხო ენით ჩანაცვლება დამხმარე ენად ჩამოქვეითება, დაუშვებელია, უფრო მეტიც, დანაშაულია. დანაშაულია იმ ჭეშმარიტი, კლასიკური გამოცდილების უგულებელყოფაც, რომელიც გვასწავლის – უცხო ენის შესწავლა მშობლიური ენის ანაბანნის დაუფლებამდე დაუშვებელია. არ შეიძლება ილიას შეგონების დავიწყება „ჩვენ რომ ეგრე დაჟინებით და უკანდაუხევლად ვთხოულობთ დედაენისთვის სრულს და დაუბრკოლებელს გზას სასწავლებელში, ეგ მარტო დედაენის სიყვარულით არ მოგვდგამს. ვთხოულობთ ვნატრულობთ იმიტომაც, რომ უდედაენოდ გონების გახსნა ბავშვისა ყოვლად შეუძშლებელია. პედაგოგიის ძირითადი კანონი ამბობს, რომ თუ ცნობიერად და გაგებით უნდა ბავშვმა რამე ისწავლოს,ჯერ თავისი კარგად უნდა შეისწავლოს, მერე სხვისას შეუდგესო ’’. [1] ეს საყოველთაო მოსაზრებაა, მაგრამ მიყუჩებული და შიშს ამოფარებული. შიში კი ყველაზე ცუდი მსახურია. გაიხედეთ ირგვლივ ყოველი ათი მაღაზიიდან რვაზე წარწერა ინგლისურია, ყური დაუგდეთ ტელევიზიას, ჩაუკვირდით პრესას და ადვილად აღმოაჩენთ დღემდე სიმწრით მოტანილი უმდიდრესი ენის პატრონებო, როგორ ვეწაფებით უცხოურ გამოთქმებს, როგორ ვაბინძურებთ უნიკალურ ენას. ნიმუშად ჩვენ მიერ გამოყენებულ თანამედროვე პედაგოგიური ტერმინოლოგია გაიხსენეთ. ან ამიხსენით რატომ უნდა იყოს ფინანსურად დაჩაგრული და მუდამ იმის მომლოდინე, როდის მიუთითებენ კარებისკენ გამოცდილ, მოწოდებით ნამდვილ მასწავლებელს, რომელმაც ინგლისური სრულყოფილად, ან თუნდაც საერთოდ არ იცის. იაკობის გულისტკივლის გაგახსენებთ, ერის უმძიმესი პერიოდის ყოფამ რომ ათქმევინა, ათქმევინა მაშინ როცა წირვა–ლოცვაც გვეკრძალებოდა ქართულად: „ქართული ენა ამჟამად ჰგავს მშვენიერს ფოლადის სახნისსა, რომელიც უგნურს პატრონს კუნჭულში მიუგდია, იშვიათად ხმარობს და ჟანგს აჭმევინებს. ამიტომ ობექტურად თავისთავად მდიდარი განვითარებული ქართული ენა სუბიექტურად, ჩვენს პირში ღატაკდება და დღენაკლულ არსებას მოგაგონებთ ’’. იქვე დიდი მამულიშვილი გვასწავლი – „ დედა ენა როდი ჰგავს ტანისამოსს, რომლის გამოცვლა ადვილად და უვნებლად შეიძლება , მას აქვს ღრმად გადგმული ფესვები ადამიანის ტვინში, ნერვებში, ხმის ორაგნოებში, ძვალსა და რბილში, მთელს მის ბუნებაში ’’.[2]
მინდა კარგად გამიგოთ, იქნებ ვინმემ ამიხსნას რა განსხვავებაა ჩვენს ენას კონსტიტუციური გზით აქცევენ არა სახელმწიფო ენად, რის მცდელობაც კარგად გვახსოვს, თუ ჩვენ თვითონ ნებაყოფლობით და სიამოვნებით შევცვლით ინგლისურით. სამწუხაროდ დღეს ჩვენს თვალწინ არა მარტო უცხო ენა ფეტიშდება, არამედ ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ქართული სკოლა, ქართული უნივერსიტეტი ამერიკულს დაემსგავსოს. თავისთავად ამაში ცუდი არაფერია, პირიქით, მაგრამ ეს მცდელობა მაშინ იქნება გამართლებული და ეფექტური როდესაც მას ეროვნულ ინტერესებს, ქართულ მენტალიტეტს, უმდიდრეს საგანმანათლებლო ტრადიციებს, სულიერების და ცხოვრების ჩვენეილ წესს დავუდებთ საფიძვლად. სხვათა შორის ამას თვით ბოლონიის პროცესიც გვკარნახობს, რომლის დეკლარაციაშიც ვკუთხულობთ – „ ნებისმიერი ცივილიზაციის სიცოცხლისუნარიოანობა და ეფექტურობა შეიძლება გაიზომოს იმით, რამდენად სჭირდება მისი მონაპოვარი სხვა ქვეყნებს, ჩვენ უნდა ვიყოთ დარწმუნებული, რომ ევროპის განათლების სისტემა მაშინ შეიძენს მიმზიდველობის უმაღლეს ხარისხს, როდესაც იგი ტოლი იქნება განსაკუთრებული ეროვნულ – კულტურული და სამეცნიერო ტრადიციებისა’’.
მოკლედ ერის ისტორიის სწავლების შესახებ. არც ჩვენ უმდიდრეს ისტორიას უდგას კარგი დღეები, ხალხის ენა და ისტორია თანაშობილი ცნებებია, გრ. ორბელიანს გაგახსენებთ:
„ერის ცხოვრება, მისი დიდება
მის ისტორია დაცულ არს ენით,
რა ენა წარხდეს, ერიც დაეცეს
წაეცხოს ჩირქი ტაძარსა წმინდას’’
დიდად ყურადსაღები შეგონებაა. ენის წახდენა ერის ისტორიის წაშლის წინაპირობაა. დღეს თუ მრავალ მანკიერებათაგან თავის დაღწევა გვინდა, სკოლაში ძირფესვიანად შეიცვალოს დამოკიდებულება მშობლიური ენის და ლიტერატურის, რელიგიის, ისტორიის ინტენსიური სწავლების კუთხით.
განსაკუთრებული გეოპოლიტიკური მდგომარეოპბის გამო ქართველმა ხალხმა საოცარი გამძლეობისა და თვითგადარჩენის იმუნიტეტი გამოიმუშავა. მსგავსი იმუნიტეტის არქონამ აღგავა მიწის პირისაგან ხეთა, ურარტუ, ბაბილონი და კიდევ ბევრი ქვეყანა. საქართველო გადარჩა. ამ ისტორიული გამძლეობის წყარო ქრისტიანობასთან ერთად გახლდათ ერის ისტორიის აღმზრდელობითი პოტენციალი. უმძიმესი ხანა დადგა მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისში, როდესაც რუსეთის იმპერიამ აქტიურად დაიწყო ქართველი ხალხის ასიმილაციის პროცესი. ამასაც გავუძელით. ბოლშევიკური ეპოქის ის წნეხიც გადავიტანეთ, როცა ისტორიის სახელმძღვანელოები მხოლოდ საბჭოური იდეოლოგიური დოგმების მიხედვით იწერებოდა. [4]
დღეს, როდესაც გლობალიზაციის გავლენა ასე მძლავრია, დამოუკიდებელ საქართველოს გადასაჭრელი აქვს უმძიმესი პრობლემა – საზოგადოების ყველა სფერო მოემზადოს იმისთვის, რომ უმტკივნეულოდ გადავიტანოთ ქართული სახელმწიფოებრიობის, ეროვნული და რელიგიური თვითმყოფადობის წინააღმდეგ მიმართული ყველა შემოტევა. რაც ძალზე რთული საქმეა.
სამწუხაროდ ფაქტია, რომ ჩვენში მიმდინარე განათლების რეფორმა საგრძნობლად ზღუდავს ეროვნული სულისკვეთების საგნების სათანადოდ სწავლებას. მათ შორისაა საქართველოს ისტორიაც, იაკობ გოგებაშვილს კარგად ესმოდა ქვეყნის ისტორიის შესწავლის მნიშვნელობა, „მასწავლებლებსა და შობლებს ღრმად უნდა ჰქონდეთ შეგნებული, რომ სამშობლოს ისტორიას შესწავლას უბრალოდ ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილება არა, აქვს მიზნად, დიდი ხანია ნათქვამია, ისტორია მოძღვარია~ ერისაო, ხოლო მოძღვრობას ისტორიული მოთხრობანმი მაშინ გაუწევენ მოსწავლეებს, როცა მათში გარკვევით და ნათლად იქნება დახატული, თუ რა უშლლიდა ან რა უმართავდა ხელს მჩვენ ერს წარსულში, რისგან სუსტდებოდა, კნინდებოდა და რისგან ძლიერდებოდა მაღლდებოდა, ძალღონით ივსებოდა“ [2]
არ შევუდგების საქართველოს ისტორიის სახელმძღვანელოს ავკარგზე საუბარს, საათთა რაოდენობის თვლას, მის ინტეგრირებას მსოფლიო ისტორიასთან და ა. შ. ეს სპეციალისტებისთვის მიმინდია, სპეციალისტებმა განსაჯონ – ისე ვასწავლით დღეს ამ საგანს ახალგაზრდებს, რომ იგი ახერხებს ეროვნული სულისკვეთების გაზრდა–გამდიდრებას?ვიყენებთ მის ღმზრდელობით პოტენციალს სრულად? ვახდენთ მისი კულტურული ესთეტიკური და ფილოსოფიური შესაძლებლობის სრულ რეალიზაციას?
მოკლედ, დასავლურ ღირებულებათა აღიარება სულაც არ ნიშნავს საკუთარი ეროვნული ცნობიერების უკუგდებას. ერის ისტორიის ეფექტურად სწავლებამ უნდა დაამსხვრიოს მახინჯი მითი, ზოგიერთების გაგებაში რომ ბატონობს, რომ ჩვენი ისტორია არის ეროვნული კარჩაკეტილობის და სხვა ცივილიზაციებთან შეუგუებლობისკენ მოწოდება. პირიქით, ყველას, განსაკუთრებით ახალგაზრდებს უნდა გავაგებინოთ, რა შესძინა ქართულმა კულტურამ ცივილიზაციამ დანარჩენი მსოფლიოს. რომ საქართველო დასავლურ კულტურასთან ურთიოერთობით იმდიდრებდა საკუთარ ინტელექტუალურ საგანძურს. რომ გონივრული გლობალიზაციისათვის არ შეგვიქცევია ზურგი ანტიკურ ეპოქაშიც კი, რომ ჩვენი მეფენი და წარჩინებულნი პატივს სცემდნენ აღმოსავლურ კულტურას, განსხვავებულ აღმსარებლობას.
უწმინდესი და უნეტარესის სიტყვებით მინდა დავამთავრო – „ყველამ ვიცით, რომ ჩვენმა ქვეყანამ დემოკრატიის გზით განვითარების პრინციპი აირჩია და ამ მიმართიულებით სერიოზული ნაბიჯებიც გადადგა, მაგრამ, სამწუხაროდ, ყველას არა აქვს გაცნობიერებული, რომ ცხოვრების ეს წესი უცხო ქვეყნის ყოფის ბრამა მიბაძვას არ ნიშნავს, რომ სინამდვილეში ყველა ქვეყანას საუკეთესო დემოკრატიული წყობა უნდა ჰქონდეს დაფუძნებული ეროვნულ ტრადიციებზე, კულტურაზე, აზროვნებაზე. . . სახელმწიფოები სადაც მექანიკურად იმეორებენ სხვათა ნააზრევს, სხვათა ფორმულებს, ვიღებთ უსაფუძვლო, დაშტამპულ, სიცოცხლისუნარდაკარგულ საზოგადოებას, რომელიც მომავალში აუცილებლად დეგრადაციული გზისთვისაა განწირული. ეს აქსიომაა’’.
უწმინდესის ეს ბრძნული შეგონება მარტყო სულიერი მოძღვრის ლოცვა–კურთხევა როდია, ეს არის უდიდესი მასშტაბის სახელმწიფო მოღვაწის, მოაზროვნის ნათელი ანალიზი მიმდინარე მოვლენებისა.
სულ ბოლოს – ალბათ მავანი ფიქრობს, რომ რეალობა ერთობ გამუქებულია, რომ გესაუბრებათ პიროვნება, რომელიც წინა საუკუნეშია ჩარჩენილი. სულაც არა მეგობრებო. მეც და ჩემს თანამოაზრეებსაც შესანიშნავად გვესმის გლობალიზაციის ავკარგობა. ჩვენ კარგად ვხედავთ რამდენი სასიკეთო და დადებითი მოგვიტანა ამ პროცესმა, რა საშური საქმეა ჩვენი განათლების სისტემა მთლიანად უწყობდეს ფეხს ეპოქის მოთხოვნებს. რა ძალა აქვს ახალ ტექნოლოგიებს, მთლიანად ტექნიკურ რევოლუციას, ისეთი მომავლის ჩამოყალიბებაში რომელიც გარანტი იქნება ქვეყნის წინსვლისა ცხოვრების ყველა სფეროში, კონკურენტუნარიანსა და სანიმუშოს გახდის ჩვენს გენეტიკურ მონაცემებს, გაუძლებს და სასიკეთოდ გამოიყენებს გლობალიზაციის გამოწვევებს. მაგრამ, ვფიქრობ, რასაც ვაკეთებთ, რითაც ვაზროვნებთ აუცილებელია გაჟღენთილი იყოს ქართული სულით, ქართული მენტალიტეტით. ჩვენი გამოსვლის ამგვარი პათოსი მიმართულია იმათ გამოსაფხიზლებლად, ვისაც ეს ესმის. ამის თქმა აუცილებელია, რადგან როგორც დ. გურამიშვილი გვმოძღვრავს – „ზრახვით ურცხვსა თუ არ არცხვენ, ბაძვით მორცხვიც გაურცხვდების’’. და თუ ასე მოვიქცევით თუ გავყუჩდით, ისევ დ. გურამიშვილს დავესესხები – „დავრჩებით შვილთა ჩვენთაგან გონებით მოსაგონარი“.
გამოყენებული ლიტერატურა:
1.
ი. ჭავჭავაძე რჩეული, პედაგოგიური თხზულებანი, თბ. 1940 წ.
2.
ი. გოგებაშვილი ტომი II თბ. 1954 წელი
3.
В. М. Кулагин. Глобализауия и развитие человека. М. 2003
4.
რ. ბალანჩივაძე, ანთროპოლოგიური პედაგოგიკა, თბ 2011 წელი
_________

Комментариев нет:
Отправить комментарий