ღმერთი

ღმერთი

четверг, 20 февраля 2014 г.

ურთიერთსაწინააღმდეგო უკიდურესობებს ყოველთვის ზიანი მოაქვს

დედა ეკლესიისათვის და ისინი, ვინც ამ უკიდურესობათა გამზიარებლები არიან, თვითონვე იტანჯებიან მათგან, რადგან ორი ურთიერთსაწინააღმდეგო ბოლო, ჩვეულებრივ, ძლიერ აზიანებს [სიტყვათა თამაშია. აქ გამოყენებულ ბერძნულ სიტყვას "აკრო" აქვს მნიშვნელობა: "უკიდურესობა" და "დასასრული, "ბოლო"]. ეს იმას ჰგავს, ერთი ბოლო რომ ეშმაკეულს ეჭიროს, სულიერი უსირცხვილობით (ანუ ყველასადმი ზიზღით) დაავადებულს, მეორე კი – გიჟს, რომელსაც უგუნური მოშურნეობა გონებაშეზღუდულობასთან შეერთებია და მაშინ – ღმერთო დაგვიფარე! – ორ უკიდურესობათა მომხრეები მუდამ იბრძოლებენ ერთმანეთთან და ვეღარ გაიგებს ვინ მართალია და ვინ მტყუანი.
ისინი, რომლებიც შეძლებენ ეს ორი უკიდურესობა იმდენად მიუახლოონ ერთმანეთს, რომ ისინი შეერთდნენ, ქრისტესგან ორი უხრწნელი გვირგვინით ჯილდოვდებიან.
არ არის საჭირო ეკლესიაში პრობლემების შექმნა და გაზვიადება იმ მცირეადამიანური განწყობილებებისა, რომლებიც იქ ყოველთვის არის, რათა მეტი ზიანი არ იქნეს მიყენებული, რაც ასე ახარებს მზაკვარს.
ის, ვინც შეამჩნევს რა ცოტაოდენ უწესრიგობას, იწყებს დიდად აღშფოთებას და მთელი ძალით იწევს თითქოსდა მის აღმოსაფხვრელად (მრისხანებით აღტყინებული), იმ უთავბოლო მნათეს გავს, რომელიც, როგორც კი შეამჩნევს, რომ სანთელი ძირს წვეთავს, მაშინვე მისკენ გარბის, უნდა, რომ ვითომ ის გაასწოროს, მაგრამ ამავე დროს გზაზე ყველას და ყველაფერს გადათელავს – ხალხი იქნება თუ სასანთლეები – და ღმრთისმსახურებისას კიდევ უფრო მეტ უწესრიგობას ქმნის. სამწუხაროდ, ჩვენს დროში ბევრია, ვისაც დედა ეკლესიაში შფოთი შემოაქვს. რომელთაც მწიგნობრული ცოდნა გააჩნიათ, დოგმატი გონებით მიიღეს და არა წმიდა მამათა სულისკვეთებით. სხვები კი, უწიგნურები, კბილებით ჩაეჭიდნენ დოგმატს და ამიტომაც აღრჭიალებენ კბილებს, როცა საეკლესიო საკითხებზე იწყებენ კამათს. ამდენად, ყველა მათგანისაგან ეკლესია უფრო მეტ ზიანს იღებს, ვიდრე მართლმადიდებლობის მტრებისაგან.





პაისი მთაწმინდელი






Комментариев нет:

Отправить комментарий