ღმერთი

ღმერთი

четверг, 20 февраля 2014 г.

„სოჭის ვიდეოკადრები“- არ გვინდა, არ გვინდა, არ გვინდა... გახრწნილი ევროპა!

20 02 2014


ზაურ ნაჭყებია, სპეციალურად "საქართველო და მსოფლიო"-სთვის.


როგორც ჩანს, უზნეო ევროპამ რუსეთზე შური იძია - ის, რაც სოციალურ ქსელში გავრცელდა და რაც სოჭის ოლიმპიადის „გვირგვინად“ შეიძლება ჩაითვალოს, დარწმუნებული ვარ ბუმერანგივით ისევ მის „შემოქმედს“ დაუბრუნდება!



თუმცა, სიბინძურეც არის და სიბინძურეც, მაგრამ, როცა ამას დღისით, მზისით ყველას დასანახად აკეთებ და მერე პრეტენზია გაქვს რეგიონის ლიდერობაზე, საბოლოო კრახი გარდაუვალია!!!


დიდება უფალს, დედამიწაზე ჯერ კიდევ შემორჩნენ (ღმერთმა დაგვიფაროს, რომ არ იყვნენ!) ცოდვის მოძულე ადამიანები, რომლებიც გრძნობენ, თუ რა შეუძლია ცოდვასთან (ეშმაკთან) თანაზიარობას. გრძნობენ იმასაც, თუ როგორ აღიგვებიან პირისაგან მიწისა ის ერები (სახელმწიფოები) და როგორ ჩაინთქმებიან ჯოჯოხეთის უფსკრულში, რომლებიც გარყვნილების მორევში არიან ჩაძირულნი და სხვების ჩათრევასაც ცდილობენ!..


დღეს კაცობრიობა უმძიმესი განსაცდელია წინაშეა - სახეზეა სამკვდრო-სასიცოცხლო ომი ზნეობასა და უზნეობას, სატანისა და უფლის მიმდევრებს შორის. ცხადია, ეს ომი საბოლოოდ უფლის გამარჯვებით მთავრდება, მაგრამ, ვაი მას, ვისაც ჩაიყოლებს!..


თუ ადრე ეს ომი ფარულ ხასიათს ატარებდა, დღეს ყველაფერი იმდენად გაშიშვლებული და სატანის მოციქულების მხრიდან ბრძოლის მეთოდებიც იმდენად დახვეწილ-რაფინირებულია, უნებლიედ კითხვები გიჩნდება: რა იქნება ხვალ, გადარჩება თუ არა კაცობრიობა _ გაუძლებს თუ არა ამდენ საცდურებს?


ეს ის კითხვებია, რომლის პასუხებსაც მხოლოდ სახარებაში თუ წმინდა წერილებში ვიპოვით!..


ვინც სოციალურ ქსელში გავრცელებული ე.წ. „სოჭის ვიდეოკადრები“ იხილა, საღად მოაზროვნე ადამიანს ობიექტურად გაუჩნდება აზრი, რომ გახრწნილმა ევროპამ საკუთარი მახინჯი და ცოდვით დამძიმებული სახე კიდევ ერთხელ აჩვენა და ამით რუსეთიც გარკვეულწილად დასაჯა _ დასაჯა იმ აჟიტირებული კანონის მიღების გამო, რომელიც სახელმწიფოში არატრადიციული სექსუალური ურთიერთობების პროპაგანდას კრძალავს და პროპაგანდისტებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას აკისრებს!


მრუშობა, სექსუალური გადახრები და სხვა მსგავსი ანომალიები ადამის დროიდან იღებს სათავეს, მაგრამ , დღეს მან იმდენად მასშტაბური და საშიში სახე შეიძინა, მართლმადიდებელმა ქვეყანამ განგაშის ზარები უნდა დაარისხოს. დავფიქრდეთ: თუ ადრე ამ თემებზე საუბარიც კი ტაბუდადებული იყო, დღეს პირიქითაა - აღნიშნული ანომალიების არათუ პროპაგანდა, არამედ, სექსუალურ უმცირესობათა უფლებების დაცვა ევროკავშირისა და თუ სხვა მსგავს გაერთიანებებში გაწევრიანებისთვის აუცილებელი ვალდებულება გახდა!


ღმერთმა ნუ ქნას, „სექსუალური უმცირესობა“ „სექსუალურ უმრავლესობად“ იქცეს, მაგრამ, „გავეშებული მხეცი“ იმდენად ცდილობს ჩვენს საკუთარ კლანჭებში მოქცევას, რომ... და ეს ხდება წმინდა მარიამ ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანაში.


დიახ, თუ დროზე არ დავარისხეთ განგაშის ზარები, საკუთარი მომავლის მხოლოდ მუქ ფერებში წარმოდგენა შეიძლება.


უდავოა ისიც, რომ მართლმადიდებელი ერის გადარჩენა მხოლოდ მისი ხორციელი არსებობის გახანგრძლივებას არ ნიშნავს. ჩვენ მტკიცე უარი უნდა ვთქვათ თავსმოხვეულ არატრადიციულ „ღირებულებებზე“, რომელიც საკუთარი ოდენტობის გაქრობით გვემუქრება!


ზემოთ ხსენებული ვიდეოკადრების შემხედვარეს კი შეურიგებელი პროტესტის გრძნობა უნდა გაუჩნდეს არა მარტო იმ სიბილწისა და სიბინძურის მიმართ, რომლითაც გაჯერებულია „სოჭის შემოქმედება“, არამედ, აქედანვე უნდა გააცნობიეროს, თუ საით მიათრევს საკუთარი ხელისუფლება საკუთარ ხალხს და რა შედეგებით შეიძლება დასრულდეს იგი!


არ გვინდა, არ გვინდა, არ გვინდა... გახრწნილი ევროპა!



ზაურ ნაჭყებია,
ჟურნალისტი



http://www.geworld.ge/ViewGE.php?G=8916&lang=ge&Title=+%E2%80%9E%E1%83%A1%E1%83%9D%E1%83%AD%E1%83%98%E1%83%A1+%E1%83%95%E1%83%98%E1%83%93%E1%83%94%E1%83%9D%E1%83%99%E1%83%90%E1%83%93%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E2%80%9C-+%E1%83%90%E1%83%A0+%E1%83%92%E1%83%95%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%93%E1%83%90,+%E1%83%90%E1%83%A0+%E1%83%92%E1%83%95%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%93%E1%83%90,+%E1%83%90%E1%83%A0+%E1%83%92%E1%83%95%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%93%E1%83%90...+%E1%83%92%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%A0%E1%83%AC%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98+%E1%83%94%E1%83%95%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%9E%E1%83%90!



რა კადრებია ? ვერ ვნახე..

Комментариев нет:

Отправить комментарий