ღმერთი

ღმერთი

четверг, 20 февраля 2014 г.

ძველად წმიდა მამები თავდაპირველად უდაბნოში გადიოდნენ

და მოსაგრეობას შედგომილნი თავიანთი ვნებებისაგან იცლებოდნენ. მათ საკუთარი გეგმები და პროგრამები არ გააჩნდათ, მთლიანად ღვთის განგებას ენდობოდნენ და ყოველგვარ წოდებასა და ძალაუფლებას მაშინაც კი გაურბოდნენ, როდესაც სიწმიდის ზღვარს აღწევდნენ. გამონაკლისს მხოლოდ ის შემთხვევები წარმოადგენდა, როცა დედა ეკლესია მათ დახმარებას საჭიროებდა. მაშინ ისინი საღვთო ნებას ემორჩილებოდნენ და წმინდა ცხოვრებით ღვთის სახელს ადიდებდნენ. მოიპოვებდნენ რა თავად სულიერ სიმრთელეს უდაბნოში, ჯანსაღი სულიერი საკვებისა და წინამძღვართა მოუდუნებელი მეთვალყურეობის მეშვეობით, ისინი სულიერი დონორები ხდებოდნენ.
ჩვენ დროში კი, სამწუხაროდ, ბევრი ჩვენგანი ამქვეყნიურ სიყვარულს დაჰყოლია, რომელსაც სულიერი საფუძველი არ გააჩნია; სურვილი აქვთ ვითომ სიკეთე გააკეთონ და საკუთარი სისხლი გასცენ, მაშინ, როცა ჩვენი სისხლი სავსეა სულიერი მიკრობებით და ამგვარად კიდევ უფრო მეტი ზიანი მოგვაქვს.
ჩვენ რომ წმიდა მამებისამებრ გვეცხოვრა, ყველანი სულიერად იმდენად ჯანმრთელნი ვიქნებოდით, რომ ჩვენი სიჯანსაღე ყველა სხვა რწმენის ხალხს შეშურდებოდა; მაშინ ისინი ქადაგების გარეშეც მიატოვებდნენ თავიანთ ავადმყოფურ ცდომილებებს და გადარჩებოდნენ, რადგან ახლა მათ არ აღაფრთოვანებთ ჩვენი წმიდა მამების გადმოცემები, რამეთუ მათ უნდათ დაინახონ ასევე ახლანდელი მამების მიერაც იმ მოღვაწეობის გაგრძელება, ჩვენი ჭეშმარიტი ნათესაობა წმინდანებთან.





პაისი მთაწმინდელი






Комментариев нет:

Отправить комментарий