მთავარი მომაკვდინებელი ცოდვა – ამპარტავნება – შობს პატივმოყვარეობას, რომელიც ყველა მოკვდავისთვის ნაცნობი განცდაა. ამ ვნებას არ აქვს ობიექტური მიზეზები, ის ადამიანის თანმდევი სულიერი ნაკლია. სულიერი მამები ამბობენ, რომ მასთან ბრძოლა შრომით და თავმდაბლობით არის შესაძლებელი. პატივმოყვარეობა თესლს ჰგავს, რომელიც თანდათან ღვივდება ადამიანის სულში, ფესვებს იდგამს და პიროვნებას ღვთისკენ სავალ გზაზე დაბრკოლებებს უქმნის.
უფრო კონკრეტულად, თუ რა საშიშროებას წარმოადგენს პატივმოყვარეობა და როგორ უნდა ვებრძოლოთ მას, იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის დეკანოზი, მამა გიორგი (სხირტლაძე) გვესაუბრება.
– მამაო, რას ეწოდება პატივმოყვარეობის ცოდვა?
– პატივმოყვარეობის ცოდვა ადამიანის ბუნებაში ღრმად ფესვგადგმული სნეულებაა. თითქმის ყოველ ჩვენგანს გააჩნია საკუთარ თავზე იმაზე დიდი წარმოდგენა, რაც რეალურად არის. თითოეული ცდილობს, თავისი თავი განასხვაოს ან სხვაზე მეტად აღამაღლოს, საზოგადოებაში ყურადღება მიიქციოს და გავლენა მოიპოვოს. ეს შესაძლებელია დამოკიდებულია იმაზე, რომ პიროვნებას სხვაზე მეტი ნიჭი გააჩნია ან მაღალი საზოგადოებრივი მდგომარეობა აქვს, რაც საბაბს აძლევს, პატივმოყვარედ გამოჩნდეს. ხშირად ხდება, რომ უნიჭო და არაფრით გამორჩეული ადამიანებიც კი პატივის ძიებაში არიან, არა და ღირსი პატივისა არაფერი მოუპოვებიათ.
– რა საშიშროებას უქმნის პატივმოყვარეობა ადამიანის სულს?
– პატივმოყვარეობა პატივცემულ ადამიანებს აამაყებთ და, როგორც ვთქვით, იგი ერთგვარი სულის სენია. პატივმოყვარეობა მას ეუფლება, ვისაც ღვთის შიში არ გააჩნია. წმინდა იოანე ოქროპირი ამბობს: "უფრო ადვილად დავთანხმდები, ვიყო ბარბაროსის მონა, ვიდრე მხოლოდ პატივმოყვარეობისა".
გონიერი და ბრძენი ადამიანები სამყაროს შემოქმედზე საუბრობენ და მის დიდებასა და უსაზღვრო სიყვარულს აქებენ, ხოლო პატივმოყვარე მხოლოდ საკუთარი თავის ქებითა და მოჩვენებითი ღირსებებით ამაყობს. ის რამდენადაც ჭკვიანად წარმოაჩენს საკუთარ თავს სხვების წინაშე, იმდენად მეტად ჩანს უმწეობა და ნაკლოვანება ასეთი უგუნური თვითკმაყოფილებისა. იმაზე დიდი სიბრმავე არ არსებობს, ადამიანი საკუთარი საქმეების გამო ქება–დიდებასა და პატივმოყვარეობას ეძიებდეს.
– სხვებისგან დამსახურებულად მიღებულ აღიარებასა და დაფასებას რა მოუხერხოს ადამიანმა?
– თუ პატივსა და დაფასებას დავიმსახურებთ ადამიანებისგან, ეს მხოლოდ იმისთვის უნდა გვსურდეს, რომ მოყვასს სარგებლობა მივცეთ, დავიცვათ კაცთა შორის მშვიდობა და სიმართლე, ობოლი და ქვრივი შევიბრალოთ და მადლიანი, კეთილი საქმეების ძიებაში ვიყოთ მუდამ. მაშინ ასეთი დამოკიდებულებით მეტ სარგებელს მოვუტანთ ჩვენს სულსაც და საზოგადოებრივ კეთილდღეობასა და გაჯანსაღებასაც ხელს შევუწყობთ.
– როგორ უნდა ებრძოლოს მორწმუნე პატივმოყვარეობას?
– პატივმოყვარეობის დაძლევა შესაძლებელია, მაგრამ ძალიან დიდ ღვაწლს მოითხოვს და ხშირი ლოცვისა და ფარულად გაკეთებული სიკეთის მადლიც შეგვეწევა. ხოლო ნიშანი იმისა, რომ ადამიანი ამ საშინელი ვნებისაგან გათავისუფლდება, როგორც წმინდა მაქსიმე აღმსარებელი ამბობს, ავის მთქმელზე ურისხველობაა. ანუ ვინც ჩვენზე ცუდს ამბობს, არ უნდა გავუნაწყენდეთ, განვურისხდეთ. უკეთესია ადამიანმა არანაირი კეთილი საქმე არ აღასრულოს, ვიდრე მისი აღსრულებით უსაზღვროდ იქოს თავი.
ღვთის სასუფეველში უპირველესი ის იქნება, რომელმაც ამქვეყნად უმეტესი სარგებლობა მოუტანა მოყვასს და არა ის, რომელმაც მაღალ თანამდებობას მიაღწია და სხვათაგან პატივის ღირსი შეიქმნა ან კიდევ მრავალი სხვა ადამიანი გაიჩინა მსახურად. ზოგი ამას საკუთარ ღირსებად მიიჩნევს, რაც დიდი შეცდომაა და უფრო და უფრო მეტი პატივმოყვარეობის ცოდვაში ვარდება. ასეთი ადამიანის გაკეთებული სიკეთე ფასს კარგავს.
პატივმოყვარესთან რაღაც დროის შემდეგ კვლავ ბრუნდება ვნებები, რომლებიც შესაძლებელია მან ოდესღაც დაძლია და საკუთარი გულიდან განდევნა. ერთია დაძლევა მტრის წინააღმდეგობისა და მეორე ის, თუ როგორ შემოზღუდავს საზღვრებს საიმისოდ, რომ მომავალშიც არ გაუჩნდეს მტერს ცდუნება, ისევ საკუთარი გავლენის ქვეშ მოაქციოს ეს პიროვნება.
ადამიანი თავისით არასდროს უნდა ისწრაფოდეს პატივის, ჯილდოებისა და მაღალი თანამდებობისკენ. პირიქით, უნდა გაექცეს მას, რადგან პატივი არის პასუხისმგებლობა. ჩვენ ვიცით წმინდა გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებიდან, როდესაც მას სამღვდელო ხარისხი შესთავაზეს, უპასუხა: "აწ პატივსა ვხედავ და პატიჟისაგან მეშინის". ანუ თავმდაბალი ადამიანი პატივის ძიებაში არ უნდა იყოს და თუ მისგან თავისუფალია, უნდა უხაროდეს კიდეც. ამქვეყნიური პატივის მძებნელი ღვთის საუკუნო დიდებასა და თაყვანისცემას დაკარგავს.
სულიერი კანონებით, პასუხისმგებლობის ტვირთი ადამიანს უნდა ამძიმებდეს და, თუ არ ხარობს მისგან გათავისუფლებისას, ე.ი. მასში ამპარტავნებაა დამალული. ქრისტეს მიერ არ განდიდდება კაცობრივი დიდების მაძიებელი. ამქვეყნიურ პატივზე არ უნდა გავცვალოთ მომავალი საუკუნო დიდება. ყველაზე მაღალი ხარისხითაც რომ მოვიხვეჭოთ, რაც კი ამქვეყნად პატივი და ქება–დიდება არსებობს, რა სარგებლობას მოგვიტანს? განა სამოთხის კარს განგვიღებს? ამქვეყნიური პატივი წარმავალია და ვინც არაფრად მიიჩნევს ადამიანურ დიდებასა და პატივმოყვარეობას, იგი ღვთის დიდების ღირსი ხდება. როგორც უფალი ბრძანებს სახარებაში: "მადიდებელი ჩემი ვადიდო და თაყვანისმცემელთა ჩემთა თაყვანი ვცე".
ჭეშმარიტი დიდება და პატივი ისაა, რომ ადამიანური პატივმოყვარეობა არარაობად მიიჩნიო და ყოველივე უფლის სადიდებლად აღასრულო. წმინდა თეოფანე დაყუდებული ამბობს: "ძალზე ახასიათებს ჩვენს საზოგადოებას სიკეთის აჩრდილისადმი თანაგრძნობა, მაგრამ ეს თქვენთვის სულაც არ არის კარგი. წყლის წვეთი ქვას ხვრეტს ხშირი დაცემით მასზე, თითოეული ქების ნაწილი თავმოყვარეობისა და პატივმოყვარეობის ჭიას ეცემა და კვებავს; იგი თქვენთვის უხილავად იზრდება, ვიდრე მომაგრდებოდეს, სათნო გრძნობებს ჯერჯერობით აძლევს არსებობის ნებას. ხოლო როცა გაიზრდება, წამში გაანადგურებს ყველაფერს".
თუნდაც პატივმოყვარეობისა და სიამაყის გამო, იმ დროს, როცა ქვეყანაში უმუშევრობის პრობლემა ძალიან მწვავედ დგას, თაკილობენ ზოგიერთი სამუშაოს შესრულებას. ამბობენ, რომ დიპლომი აქვთ და მხოლოდ კონკრეტული სპეციალობით სურთ სამსახურის დაწყება. ფიზიკური სამუშაოს შესრულებას გაურბიან. ამგვარად მოაზროვნე უნდა დაფიქრდეს, რომ პატიოსანი შრომა სამარცხვინო არაა. ბევრი დიდი პიროვნება ვიცით, რომელიც თავიდან უბრალო მუშა იყო.
შეცდომას უშვებენ მშობლებიც, როცა საკმაოდ დიდ ასაკამდე შვილს არანაირ სამუშაოს არ აკარებენ. ცხადია, შემდგომში მათ უჭირთ სასურველი სამსახურის მოძებნა. ყველა ბიჭმა უნდა იცოდეს ხელობა, მანდილოსნებმა კი – ხელსაქმე. მაცხოვარი 12 წლის ასაკში ეხმარებოდა იოსებს, რომელიც ხურო იყო. დღესაც, როგორც კი 12 წლის გახდება, ებრაელები შვილს აუცილებლად ასწავლიან რაიმე ხელობას. პირველ ეტაპზე ადამიანს შეიძლება არ ჰქონდეს ხელფასით ანაზღაურებადი სამუშაო, მაგრამ ჯობს იშრომოს, ვიდრე უქმად იყოს.
არ არსებობს შრომა, რომელიც არ დაფასდება. მამაკაცებს შეუძლიათ ფიზიკური შრომით დაეხმარონ მშენებარე ტაძრებს, მანდილოსნებს შეუძლიათ უპატრონო, დაუძლურებული ადამიანის მოვლაში მიიღონ მონაწილეობა. როცა ასეთ სამადლო საქმეს აკეთებ, ხედავ, ვიღაცას შენი დახმარება, მზრუნველობა სჭირდება, სული მშვიდდება. ადამიანი თიხისგან შექმნა უფალმა და დიდი მნიშვნელობა აქვს მიწასთან ურთიერთობას. ის საოცარ დადებით მუხტს იღებს მიწისგან. ამდენად, შეუძლიათ სოფლებში მოხუცებულებს დაეხმარონ მიწის დამუშავებაში.
სახარებაში უფალი ამბობს: "ნუ ზრუნავთ და იტყვით: რა ვჭამოთ, რა ვსვათ, ანდა რით შევიმოსოთ? ვინაიდან ყოველივე ამას ეძებენ წარმართნი, და ვინაიდან მამამ თქვენმა ზეციერმა იცის, რომ ყოველივე ეს გჭირდებათ. მაშ, ეძებეთ უპირველესად უფლის სასუფეველი და სიმართლე მისი, და ყოველივე ეს მოგეცემათ თქვენ" (მათეს სახარება, თავი მე–6, 31, 32, 33). ეს არ გულისხმობს უმოქმედობას. შრომა არ უნდა გეზარებოდეს და კეთილი საქმის აღმსრულებელს უფალი გზას აუცილებლად გაუხსნის.
– დაბოლოს, რა შობს პატივმოყვარეობას?
– რა თქმა უნდა, ამპარტავნება. ამპარტავნებაა ყველაზე დიდი ცოდვა. ღმერთმა ადამიანი თავის მსგავსად და ხატად შექმნა. ქრისტიანობა არის საკუთარ თავზე მუშაობის პროცესი. სინანული უნდა გვქონდეს, მაგრამ მხოლოდ სინანული არაა საკმარისი, ეს საქმით უნდა გამოიხატებოდეს. მეზვერესავით უნდა დავიმდაბლოთ თავი, შევეცადოთ, ნაკლებად წარმოვაჩინოთ ჩვენი ცოდნა–განათლება, ნიჭი, სულ ბოლოს გამოვხატოთ საკუთარი აზრი. სწორი დამოკიდებულებაა საჭირო საკუთარ თავთან, უნდა ვაცნობიერებდეთ, რომ ცოდვილები და უღირსები ვართ. მეზვერის ლოცვა გაითავისეთ და მისი სულიერი მდგომარეობა შეიგრძენით.
მანანა ნოდია, ჟურნალი სარკე
sana.ge

Комментариев нет:
Отправить комментарий