ფსევდოლიბერალების ფსევდოტოლერანტობა.
ფსევდოლიბერალების მიერ შეთხზული ფსევდოტოლერანტობა.
თანამედროვე
ფსევდოლიბერალიზმის ქართველი აპოლოგეტები ბრალს დებენ ქრისტიანულ ეკლესიას
არატოლენტარობაში, რაც მდგომარეობს სხვა, რელიგიური და არატრადიციული სექსუალური
უმცირესობების შევიწროებაში.
მართლმადიდებელი ეკლესია და საქართველოს
მოსახლეობა ოდითგანვე ცნობილნი იყვნენ თავისი ჭეშმარიტი ტოლერანტობით, მაგრამ
ტოლერანტობა არ ნიშნავს ყველაფრის მიღებას
და ყველაფერთან შეგუებას.
დარწმუნებული ვარ, ყველას აქვს ნანახი ქართული
მხატვრული ფილმი „დათა თუთაშხია“, კერძოდ, მეოთხე სერია, სადაც ერთ–ერთი პერსონაჟი
გოგი ამბობს: „მოვიდა მტერი, გაგითელა შენი მოდგმით ნაკარნახევი ცხოვრების წესი,
შეგიგინა სარწმუნოება, ცხადია, ამ კაცს კლავ. მაგრამ იმიტომ კი არ კლავ, რომ
გძულს, უპირველეს ყოვლისა იმიტომ, რომ გაგითელა,
შეგიგინა, წაგართვა ის, რაც გიყვარდა. შენი
წინააღმდეგობა სიყვარულიდან იწყება. სიყვარულიდან მოდის მსხვერპლის შეწირვა,
თავდადება და ის ძლევამოსილება, წართმეულს რომ დაგიბრუნებს . . . “ დღეს არავინ არ
აპირებს არავის მოკვლას, მაგრამ ის ადამიანები, რომელთა უფლებების დაცვასაც ზემოთაღნიშნული ფსევდოლიბერალები ცდილობენ, არიან სწორედ ისინი, ვინც დღეს მთელი
საქართველოს მართლმადიდებელი ტრადიციული შეხედულებების მქონე მოსახლეობას გვიგინებს სარწმუნოებას და ჩვენი მოდგმით გადმოცემულ
ცხოვრების წესს.
ე. წ. „იეჰოვას მოწმეების“ შესახებ.
საქართველო
უძველესი დროიდან ცნობილი იყო თავისი რჯულშემწყნარებლობით და ვერავინ იტყვის, რომ
აქ ადამიანი თავისი რელიგიური მრწამსის გამო იდევნებოდა, საუკუნეების განმავლობაში
აქ ერთმანეთის გვერდით ცხოვრობდნენ სხვადასხვა რელიგიის მიმდევრები და სექტების
წარმომადგენლები: იუდეველები, მუსულმანები, მონოფიზიტები, პაპისტები, მალაკნები და
ა. შ. მაგრამ, ამასთან აღსანიშნავია, რომ ქართველ მართლმადიდებლებს ყოველთვის
უყვარდათ საკუთარი სარწმუნოება და სხვა
ადამიანების საწმუნოებასაც პატივისცემით ეპყრობოდნენ. სამაგიეროდ, სხვა რელიგიების წარმომადგენლებიც მართლმადიდებელთა რელიგიას
პატივს სცემდნენ. ვერც ერთი მუსულმანი, იუდეველი თუ სხვა რელიგიის მიმდევარი
ვერ იკადრებდა და ვერც გაბედავდა, შეურაცხყოფა მიეყენებინა მასპინძელი ერის
რელიგიისათვის, დაეგმო მისი ღმერთი და მართლმადიდებლური მოძღვრება.
საქართველოში სხვა რელიგიური მიმდინარეობის
ადამიანები ახლაც ცხოვრობენ მაგრამ მათთან რელიგიური ხასიათის პრობლემა თითქმის
არც იქმნება, რადგან ისინი თავიანთთვის არსებობენ, თავიანთ ღმერთებს განადიდებენ და
თავიანთ რელიგიურ რიტუალებს და წეს-ჩვეულებებს აღასრულებენ.
მათგან
რადიკალურად განსხვავდებიან სწორედ „ჭეშმარიტებისათვის დევნილი“ (როგორც ისინი
საკუთარ თავს უწოდებენ) ეგრეთწოდებული „იეჰოვას მოწმეები“.
ამ ადამიანების მიმართ მე ვიყენებ ტერმინს
„ეგრეთწოდებულს“ და ბრჭყალებში ვსვავ, რადგან ეს სექტანტები „იეჰოვას მოწმეების“
წოდებას სულაც არ იმსახურებენ - ტერმინი „იაჰვე“ თუ „იეჰოვა“ ნამდვილად
წარმოადგენს ჭეშმარიტი ღმერთის - ყოვლადწმიდა სამების მრავალთაგან ერთ-ერთ
სახელ-თვისებას, ხოლო სექტანტები აღიარებენ სრულიად სხვა „ღმერთს“ - ვითომ მამა
ღმერთს ერთარსი ძის და სულიწმიდის გარეშე, მაგრამ ასეთი ღმერთი უკეთეს შემთხვევაში, საერთოდ არ არსებობს,
უარესში კი ეს არის ის „ღმერთი“, რომელსაც (მისი მიმდევრების მოძღვრებიდან
გამომდინარე), სძულს ჭეშმარიტი ღმერთი, მისი მოძღვრება და მისი მიმდევრები, ვერ
იტანს და სძულს წმინდანები და სიწმინდეები, განსაკუთრებით - კაცობრიობის მისივე
ცოდვებიდან გამოხსნის საშუალება - ჯვარი, ვისი ცრუ წინასწარმეტყველებები ჯერ
არასოდეს აღსრულებულა (ამ სექტის იდეურმა ბელადებმა რამდენჯერმე 1914, 1925, 1929,
1940, 1958, 1961, 1972 და 1975 წლებისათვის ცრუდ იწინასწარმეტყველეს უფალ იესო
ქრისტეს მეორედ მოსვლა და სამყაროს განადგურება), ვინც „ცივილიზებულად“ იწირავს
მსხვერპლად საკუთარი მიმდევრების სიცოცხლეს (სისხლის გადასხმის აკრძალვის
მეშვეობით) და ბოლოს, ამ „ღმერთის“ მიმდევრები ელიან, რომ უახლოეს მომავალში ეს „ღმერთი“
დედამიწაზე გამოგზავნის თავის „ქრისტეს“, რომელიც გაანადგურებს „სატანის გახრწნილ
სისტემას“ (იგულისხმება დღეისათვის არსებული ეროვნული სახლმწიფო სტრუქტურები და
ყველა რელიგია) და მისი მიმდევრებისათვის დააარსებს თავის მარადიულ სამეფოს (იგივე
„ახალ ერას“, „ოქროს ერას“, ანუ „ახალ მსოფლიო წესრიგს“). აღსანიშნავია, რომ
მსგავსი მოძღვრება გააჩნიათ სატანისტებს,
იუდეველებს და მასონებს.
ეს
სექტანტები საკუთარი მოძღვრების გარდა ყველა
რელიგიას „მსოფლიოს „ცრუ რელიგიურ მპყრობელს“ და „გამოცხადების“ (მე-17 თავი)
წიგნში მოხსენიებულ „დიდ მეძავს“ უწოდებენ, ხოლო მათ მიმდევრებს „სატანის გახრწნილი სისტემის“ წევრებად
თვლიან: მათი შეხედულებით, ქრისტიანული სამყარო სატანის ქვეყნიერების ნაწილია („საგუშაგო
კოშკი“ 1 სექტემბერი 1994 წ. გვ. 20 მიხედვით), რომელმაც მეოთხე საუკუნეში უღალატა
ღმერთსა და ბიბლიას და მათ მტრად იქცა („რა არის სიცოცხლის აზრი?“ 1993 წ. გვ. 17,
19 მიხედვით), ხოლო ჭეშმარიტი ქრისტიანული
კრება არის მათი ორგანიზაცია („საგუშაგო კოშკი“ 1 სექტემბერი 1994 წ. გვ. 26 მიხედვით).
გარდა ამისა, სექტანტები გმობენ
მართლმადიდებლების ჭეშმარიტ ღმერთს - ყოვლადწმიდა სამებას, გმობენ და უარყოფენ
ქრისტეს ჯვარს (სატანისტების რიტუალების ერთ-ერთი აუცილებელი ატრიბუტი სწორედ
ჯვრის შეურაცხყოფაა: მისი დაწვა, ფეხით
გაქელვა, მიფურთხება), წმიდა ხატებს,
ცდილობენ ჩირქი მოსცხონ ყველა კონფესიის სასულიერო პირებს და სხვა.
ისინი აცხადებენ, რომ მათი რელიგიის ერთ-ერთი
ძირითადი ნიშანი არის ქადაგება
(„ნამდვილად ზრუნავს თუ არა ღმერთი ჩვენზე?“
გვ. 30 მიხედვით), ხოლო „ღმერთის ორგანიზაცია არის „ღმერთისადმი მიძღვნილი და
სამეფოს მონათლულ მქადაგებელთა ორგანიზაცია“. ის შექმნილია იმისათვის, რომ
დაეხმაროს ყველა მის წევრს, სამქადაგებლო
საქმიანობაში მონაწილეობის მისაღებად“ („შენ შეგიძლია მარადიული ცხოვრება სამოთხეში“
დედამიწაზე გვ. 198). „იეჰოვა თავისი
ქვეშევრდომებისაგან მოითხოვს სამეფო მთავრობისადმი ერთგულ მხარდაჭერას . . . ისინი
უნდა იყვნენ ღმერთის სამეფოს ერთგული წარმომადგენლები, ანუ მაუწყებლები . . . იეჰოვას სურს, რომ ყველამ გაიგოს, რა არის ღმერთის
სამეფო და როგორ გადაწყვეტს ის კაცობრიობის პრობლემებს. გაუზიარე თუ არა შენს
ნათესავებსმ მეგობრებსა და სხვა ადამიანებს ის, რაც ღმერთის სიტყვისაგან ისწავლე? ღმერთს სურს, რომ შენ გააკეთო ეს“ (შენ
შეგიძლია . . .“ გვ. 133)
ზემოთ მოხმობილი მათივე ლიტერატურის თანახმად,
მათ არ შეუძლიათ, სხვა რელიგიების
მსგავსად დასხდნენ თავიანთ „სამეფო დარბაზებში“ და გალობით განადიდონ თავიანთი
„იეჰოვა“ (თუნდაც „ოდინი“ ან „მანიტუ“ ვინ უშლით?). არა! მათ აუცილებლად უნდა იქადაგონ, ხოლო მათი მოძღვრების ქადაგება თავისთავში
უკვე მოიცავს სხვა რელიგიების და მათი
ღვთაებების გმობას, მათი მოძღვრებების „სატანისეულად“ გამოცხადებას. მათი
დოგმატების განქიქებას, დამცირებას და შეურაცხყოფას, ამ რელიგიების მიმდევართა „სატანისტებად“ გამოცხადებას. თავისი
სპეციფიკიდან გამომდინარე, ეგრეთწოდებული „იეჰოვას მოწმეების“ სექტა თავად წარმოადგენს აგრესიულ და სხვა რელიგიათა
მიმართ რჯულშეუწყნარებელი მოძღვრების მქონე ორგანიზაციას.
საქართველოს კონსტიტუციის მე -19 მუხლის თანახმად,
1. ყოველ
ადამიანს აქვს
სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობისა და რწმენის თავისუფლება.
2. დაუშვებელია ადამიანის დევნა სიტყვის, აზრის, აღმსარებლობის ან რწმენის გამო, აგრეთვე მისი იძულება გამოთქვას თავისი შეხედულება მათ შესახებ.
3. დაუშვებელია ამ მუხლში ჩამოთვლილ თავისუფლებათა შეზღუდვა, თუ მათი გამოვლინება არ ლახავს სხვათა უფლებებს.
მუხლი 44
2. ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა განხორციელებამ არ უნდა დაარღვიოს სხვათა უფლებები და თავისუფლებები.
ყოველივე ზემოთთქმულიდან გამომდინარე,
თვითმარქვია „იეჰოვას მოწმეები“ ლახავენ სხვათა (აქ კონკრეტულად,
მართლმადიდებელთა) უფლებებს და ამით უკვე იმსახურებენ საქართველს კონსტიტუციაში
მოხსენიებულ თავისუფლებათა შეზღუდვას.
ე. წ. „იეჰოვას მოწმეები“ და სახელმწიფო ხელისუფლება.
საქართველოს კონსტიტუციის
44 მუხლის 1 პუქტის თანახმად საქართველოში მცხოვრები ყოველი პირი ვალდებულია ასრულებდეს საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის მოთხოვნებს.
თავიანთ ბუნდოვან სწავლებაში ე. წ. „იეჰოვას
მოწმეები“ თანამედროვე ეროვნული სტრუქტური მქონე სახელმწიფოებს „სატანის სისტემის
ნაწილად“ მოიხსენიებენ (მაგ. „საგუშაგო კოშკი“ 1 იანვარი 1995 წ. გვ. 12-13),
მაგრამ ასევე აფიქსირებენ, რომ ისინი მაინც ღვთის მიერ არიან დადგენილნი და ღვთის
მსახურები არიან („საგუშაგო კოშკი“ 1 მაისი 1996 წ. გვ. 21), ხოლო სხვაგან
მიუთითებენ: „თუმცა უმაღლესი პოლიტიკური ხელისუფლებები მსახურებენ, გარკვეულწილად,
როგორც „ღმერთის განჩინებულნი“ ადამიანთა საზოგადოებაში წესრიგის დასაცავად, ისინი
რჩებიან ამქვეყნიური სისტემის ნაწილად,
რომლის ღმერთი სატანაა“ („საგუშაგო კოშკი“ 1 იანვარი 1995 წ. გვ. 13) და
ამიტომ „ასეთი ხელისუფლებისადმი ქრისტიანის („ქრისტიანში“ ისინი მხოლოდ საკუთარი
მოძღვრების მიმდევრებს გულისხმობენ) მორჩილება პირობითი უნდა იყოს და არა
აბსოლუტური“ („საგუშაგო კოშკი“ 1 იანვარი 1995 წ. გვ. 13 მიხედვით)
მათი ამ შეხედულებებიდან გამომდინარეობს აზრი,
რომ სექტანტებისათვის თანამედროვე სახელმწიფო სტრუქტურები წარმოადგენენ ადამიანთა
საზოგადოებაში წესრიგის დასაცავად, მოღვაწე ღვთის მსახურებს, მაგრამ ამის მიუხედავად
ისინი რჩებიან ამქვეყნიური სისტემის ნაწილად, რომლის ღმერთი სატანაა“ და
წარმოადგენენ „სატანის სისტემის“ ნაწილს. ამიტომ მათ მიმართ მორჩილება პირობითი უნდა იყოს.
სექტანტების ამ პოზიციასთან მიმართებაში
საქართველოს კონსტიტუციისაგან გამომდინარე მოთხოვნის შესაბამისობაზე კომენტარის
გაკეთება მკითხველისათვის მიმინდვია.
„იეჰოვას მოწმეები“ უარყოფენ სამხედრო სამსახურს:
საქართველოს კონსტიტუციის 101 მუხლის თანახმად,
1. საქართველოს დაცვა საქართველოს ყოველი
მოქალაქის მოვალეობაა.
2. ქვეყნის დაცვა და სამხედრო ვალდებულების მოხდა საამისო უნარის მქონე ყველა მოქალაქის ვალია. სამხედრო ვალდებულების მოხდის ფორმას ადგენს
კანონი.
ე. წ. „იეჰვას მოწმეები“ აცხადებენ: „პოლიტიკურ
კონფლიქტებში ისინი („იეჰვას მოწმეები“) ნეიტრალიტეტს იცავენ და ომებში არ
მონაწილეობენ“ („საგუშაგო კოშკი“ 15 აპრილი 1997 წ. გვ. 14). „სატანა-ეშმაკი ხელს უწყობს ნაციონალიზმსა და ტომობრივ სიძულვილს, რწმენას, რომ ერთ-ერთი რასა ან ტომი სხვაზე
უკეთესია“ („საგუშაგო კოშკი“ 15 აპრილი 1997 წ. გვ. 10) და ამაყობენ ადამიანებით, რომლებმაც მათი
ზეგავლენით უარყვეს სამხედრო სამსახური და მათ შორის გაწევრიანდნენ (მაგ. „გამოიღვიძეთ!“ 1 თებერვალი 2008 წ. გვ.
12-15); სამხედრო სამსახურის უარყოფის გამო ციხეში მოხვდნენ (მაგ. „საგუშაგო
კოშკი“ 1 სექტემბერი 2005 წ. გვ. 9-11).
ეს ადამიანები მათთვის წმინდანებად წარმოჩნდებიან.
სექტანტების მოძღვრების ამ თავისებურების
თანახმად, ისინი დემონსტრაციულად ამბობენ
უარს საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნის შესრულებაზე. გარდა ამისა, ისინი
უარყოფენ იმ ერის ეროვნულ თვითშეგნებას, რომლის წიაღშიც დაიბადნენ და ცხოვროებენ,
ამასთან, ისინი ნაციონალიზმს (ანუ იდეოლოგიას,
რომლის თანახმად, ერი ანუ "ნაცია" (ლათ.: Nacia) არის საზოგადოების
ფუნდამენტური ნაწილი და ქვაკუთხედი. ამასთანავე ერის ინტერესი და ერთგულება ყველა
ჯგუფისა და ინდივიდუალის ინტერესზე მაღლა უნდა იდგეს. (http://ka.wikipedia.org/wiki/ნაციონალიზმი).
ამასთან-ნებისმიერი ერის მისწრაფებას-დაიცვას, შეინარჩუნოს და განავითაროს თავისი
ეროვნული თვითმყოფადობა) - სიძულვილის მატარებელ
ფაშიზმთან აიგივებენ და სატანისაგან
წარმოშობილად მიიჩნევენ.
საკითხავია, რატომ იცავენ ფსევდოლიბერალები
სახელმწიფოს უმთავრესი კანონის - კონსტიტუციის აშკარა დამრღვევთა უფლებებს,
რომლებიც სამხედრო, პოლიციური და სხვა ძალოვან სტრუქტურებში სამსახურის უარყოფით
და მასიური ქადაგების გზით ამ მოძღვრების გავრცელებით, რეალურ საფრთხეს უქმნიან
ისედაც მცირერიცხოვანი ერის თავდაცვისუნარიანობას და შინაგან წესრიგს?
ფსევდოლიბერალიზმისა და „იეჰოვას მოწმეების“ ერთი საერთო მიზანი?
ლიბერალიზმის ინტერესებში შედის: ძალაუფლების შეზღუდვა, განსაკუთრებით მთავრობის და რელიგიის (ლიბერალების ამ სურვილს ტამპლიერების მიზნის “სურნელი”
უდის ზ. გ.) (http://ka.wikipedia.org/wiki/ლიბერალიზმი) . . . „Civil ენციკლოპედიური ლექსიკონის“ თანახმად, ლიბერალიზმის მიზანი არის: ხელისუფლების
დაყოფა; კანონის უზენაესობა,
საზოგადოების დემოკრატიული მშენებლობა და საზოგადოების დემოკრატიული კონტროლი სახელმწიფოზე . . .
ისინი (ლიბერალები)
სახელმწიფოს დაარსებას
განიხილავენ როგორც
ამ (პიროვნებების) თავისუფლების დაცვის
აუცილებელ ელემენტს
სხვა პიროვნებებისა ან სახელმწიფოებისაგან. (ეს
მოსაზრება საეჭვოდ წააგავს „იეჰოვას მოწმეების“ შეხედულებას მათი ტერმინოლოგიით „სატანის სისტემის“ ნაწილი ეროვნული მთავრობების დანიშნულების შესახებ)
სახელმწიფო ყოველთვის უნდა ემსახურებოდეს კოლექტიურ ნებას, და არა მართავდეს მას,
ხოლო დემოკრატიული ინსტიტუტები ამის გარანტებად გვევლინებიან
. . . ლიბერალებს მიაჩნიათ,
რომ სახელმწიფოთა თავისუფლება წარმოადგენს საერთაშორისო ურთიერთობების პრობლემების მნიშვნელოვან ნაწილს
და არა ამ პრობლემების გადაჭრის საშუალებას.
შესაბამისად (ეროვნული)
სახელმწიფოები უნდა გახდნენ საერთაშორისო ორგანიზაციების ნაწილები და დაექვემდებარონ მათ წესებსა და ნორმებს.
ფუნქციების ის
ნაწილი, რომელთა
შესრულება (ეროვნულ) სახელმწიფოებს არ
შეუძლიათ, უნდა გადაეცეს ამ საერთაშორისო ორგანიზაციებს (საიტი: „ლიბერალიზმი - Civil ენციკლოპედიური
ლექსიკონი“ ... http://www.nplg.gov.ge/gwdict/).
აჰა, მოვედით. როგორც ჩანს, მათი პრობლემა არის ეროვნული სახელმწიფო მმართველობების თავისუფლების არსებობა, ხოლო მათ ინტერესებში
თურმე შედის სადღეისოდ არსებული, ეროვნული
მთავრობების და ეკლესიის შეზღუდვა, და
ჯერ კიდევ ეროვნული მთავრობის
გადაქცევა (გარკვეული ადამიანების მიერ მართვადი ზ. გ.) საერთაშორისო ორგანიზაციების ნების აღმასრულებელ ინსტრუმენტად, როგორც
ჩანს, ამის შემდეგ კი უნდა მოხდეს ამ მათი პრობლემის უკვე საბოლოო მოგვარება - სახელმწიფოთა თავისუფლების სრული აღმოფხვრა,
რასაც შესაძლოა, მოჰყვეს სახელმწიფოებს
შორის პოლიტიკური საზღვრების სრული წაშლა და ერთიანი მსოფლიო სახელმწიფოს
ორგანიზება, რისკენ მიმავალ გზას „გლობალიზაცია“ ჰქვია, ხოლო ამ მოძრაობის
დასრულების შემდეგ ამ ახალ მსოფლიო სახელმწიფოს „ახალი მსოფლიო წესრიგი“ დაერქმევა.
ე. წ. „იეჰოვას მოწმეები“ იმედოვნებენ:
„თანამედროვე მსოფლიო პირობები ნათელყოფს, რომ ჩვენ ვცხოვრობთ დროში, როდესაც უნდა
მოხდეს მთელი ამ სისტემის განადგურება.
დიახ, სულ მალე ღმერთი მოსპობს დედამიწის მომსპობთ. ის გაანადგურებს დღევანდელ
მთავრობებს, რათა გზა გაუკაფოს თავის სამართლიან მთავრობას, რომელიც
უხელმძღვანელებს მთელ დედამიწას. ეს არის ის სამეფო მთავრობა, რომლის შესახებაც
ქრისტე ასწავლიდა თავის მიმდევრებს ელოცათ (?) („შენ შეგიძლია მარადიული ცხოვრება სამოთხეში დედამიწაზე“ 1995 წ. გვ. 15).
აქედან აღსანიშნავია, რომ როგორც
ფსევდოლიბერალები ასევე ე. წ. „იეჰოვას მოწმეები“ იმედოვნებენ დღეს არსებული
სახელმწიფოების და რელიგიების გზიდან ჩამოშორებას შემდეგ თავ-თავიანთი ახალი
სამეფოების („იეჰოვას სასუფეველ-სამეფოს“ და „ახალი მსოფლიო წესრიგის“. იქნებ ეს
მათი საერთო სამეფო იქნება?) დამყარებას მთელი დედამიწის მასშტაბით.
ზემოთაღნიშნულიდან
გამომდინარე, ე. წ. „იეჰოვას მოწმეების“ და ფსევდოლიბერალების
ინტერესები აქ სრულად შეესატყვისება ერთმანეთს: ეს ორივე მიმდინარეობა აშკარად
არის დაინტერესებული მთავრობის და რელიგიის ძალაუფლების შეზღუდვით და აქედან გამომდინარე, სრულიად გასაგებია ფსევდოლიბერალების მიერ
მათი მოკავშირე რასელისტების უფლებების თავგამოდებული დაცვა (არა მხოლოდ მათი „ჩაგრულობის“ გამო).
ფსევდოლიბერალური იდეები-ჰომოსექსუალიზმის და აშკარა მეძაობის
პროპაგანდისტთა დამცველები.
მსგავსად
იქცევიან ჰომოსექსუალიზმის და აშკარა
მეძაობის პროპაგანდისტები. ეს საცოდავი ადამიანები (როგორც მეძავები, ასევე
ჰომოსექსუალები, ლესბიანები და სხვა არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის
მიმდევრები) რომ თავისთვის, საზოგადოებიდან ფარულად ეძლეოდნენ მათთვის მისაღებ
გარყვნილებას, არც მათ მიმართ იქნებოდა განსაკუთრებული რეაქცია, მაგრამ ისინი არ
ჯერდებიან „თავიანთთვის“ ყოფნას, არამედ ცდილობენ თავიანთი მოქმედების საყოველთაოდ
დემონსტრირებას და ვფიქრობ, რომ ამ გზით ისინი ეწევიან არა იმდენად თავიანთი უფლებების დაცვას, რამდენადაც თავიანთი სექსუალური
ორიენტაციის პროპაგანდას. რაც
ქმნის რეალურ საფრთხეს, რომ ამ გარყვნილების პროპაგანდისტთა მოქმედებამ
ახალგაზრდებსა და ბავშვებს შორის (რომელთაც ასაკიდან გამომდინარე, გააჩნიათ
სწრაფვა ყოველივე ახლის „მოსინჯვისაკენ“ და მიმბაძველობისკენ) მათდამი მიბაძვა და
საზოგადოების ამ სენით მასიური დაავადება გამოიწვიოს. ეს კი მათი მხრიდან უკვე
წარმოადგენს აგრესიულ ქმედებას, რაც
ნამდვილად იწვევს საპასუხო, სრულიად ადეკვატურ რეაქციას ტრადიციული
ორიენტაციის მქონე მოქალაქეების მხრიდან, რომლებსაც
არ სურთ თავიანთი შვილები, ოჯახის სხვა
წევრები და ახლობლები გარყვნილი
ადამიანების ზეგავლენის ქვენ მოექცნენ. ამ ადამიანების მკვეთრი რეაქცია საკუთარი
ოჯახის სიყვარულიდან და მისი დაცვის სურვილიდან გამომდინარეობს, რაც, რა თქმა უნდა,
გაუგებარი და მიუღებელია არანაირი: არც ქრისტიანული და არც ეროვნულ-ტრადიციული სიწმინდის არმქონე, ფსევდოლიბერალური
იდეოლოგიით ტვინგამორეცხილი და ფაქტიურად
ურწმუნო ადამიანებისათვის.
ჰეივუდმა ლიბერალიზმის დამახასიათებელი ნიშნები
გამოჰყო: სადაც
ერთ-ერთი მათგანი არის ინდივიდუალიზმი - ადამიანები პიროვნებებად განიხილებიან და
არც ერთი
ცალკეული პიროვნების ინტერესები არ
შეიძლება სოციალური
ჯგუფის ან
კოლექტივის ინტერესებს შეეწიროს. ლიბერალიზმი მიუკერძოებელია და ინდივიდს საკუთარი ზნეობრივი არჩევანის ნება აქვს.
პროფესორი დონ ბელანტე მიუთითებს, რომ რადგან “ინდივიდების ფასეულობები და მოტივები სრულებით სუბიექტურია, არც ერთ ანალიტიკოსს არ შეუძლია განსაჯოს ოპტიმალურია თუ არა ინდივიდის მიერ არჩეული ქცევის ტიპი.” ანუ შეუძლებელია ნებისმიერი საქციელის კარგად ან ცუდად შეფასება, თუ არა სუბიექტური სტანდარტებით, რომლებსაც ინდივიდი საკუთარი თავისთვის განსაზღვრავს.(ლიბერალიზმი როგორც
ცხოვრების სტილი http://azrebi.ge.).
აქედან გამომდინარე, ფსევდოლიბერალების
შეხედულებით, ადამიანი აბსოლუტურად დამოუკიდებელია კოლექტიური ნებისაგან, თავად
განსაზღვრავს საკუთარ ზნეობას და არავის არა აქვს უფლება განსაჯოს ადამიანის
საქციელი, რადგან თურმე ყველა ინდივიდი თავად ხელმძღვანელობს საკუთარი სუბიექტური
სტანდარტებით და თავად განსაზღვრავს, თუ რა არის მისთვის მისაღები და რა არა.
ლიბერალიზმის ეს იდეები ადამიანს (სატანისტების
მოძღვრების თანახმად - სატანის მსგავსად)
„ათავისუფლებენ“ ღვთის მცნებებისაგან და ყველანაირი მორალურ-ზნეობრივი
ფასეულობებისაგან.
ადამიანის აბსოლუტურად ყველაფრის უფლების
მინიჭებისა და ყველასა და ყველაფრისათვის თანაბარი უფლებების მინიჭებით ლიბერალები
იცავენ არა მხოლოდ სექსუალურ უმცირესობებს,
არამედ თავისუფალი სექსის ნებისმიერ
გამოვლენას, როგორც ადამიანის ინდივიდუალური თავისუფლების გამოვლენას.
ფსევდოლიბერალების მიერ აღიარებული ადამიანის სექსუალური თავისუფლების
კავშირი სექსუალური სამოთხის მოიმედეთა ოცნებებთან.
თავის წიგნში „ცივილიზაციის შემობრუნების
წერტილი“ მარგარეტ ზანგერი („შობადობის
კონტროლის ლიგის“ შემდგომში - „ოჯახის დაგეგმარების საერთაშორისო ფედერაციის“
დამფუძნებელი, „როზენკნეიცერების“ მასონური
ორდენის“ წევრი, რომელსაც უახლოესი ურთიერთობა ჰქონდა ჰიტლერელებთან) აღნიშნავდა, რომ
„არასრულფასოვნებისაგან“ საზოგადოების გაცხრილვის შემდეგ სექსუალური ენერგიის
გამონთავისუფლების ხარჯზე დანარჩენები
შექმნიდნენ ჭეშმარიტ მიწიერ სამოთხეს“, სექსენერგიითა და მეცნიერული იდეის
ერთიანობით შეიქმნებოდა „გენიოსთა რასა“. ამ დროს კაცობრიობა განთავისუფლდებოდა
ისეთი „ყალბი ღირებულებებისაგან“ როგორიცაა „ველური,
უტოპიური ოცნება საყოველთაო ძმობაზე, გამრყვნელი გულჩვილობა და რელიგიურობა“ .
. . სექსით კაცობრიობა მიაღწევს დიდ სულიერ გაბრწყინებას, რომელიც გარდაქმნის
სამყაროს და გვჩვენებს ამქვეყნიური სამოთხისაკენ მიმავალ ერთადერთ გზას“. ამ ახალ
სამყაროში ადამიანები მიხვდებიიან, რომ ბედნიერების
ერთადერთი წყარო თავად მათშია – ეს არის მათი სექსუალური ენერგია. ისინი
საკუთარ თავში გამონახავენ საიმისო ძალას, გაემიჯნონ მათ, ვისაც თამამად
დაარქმევენ „ბიოლოგიურ და რასობრივ შეცდომებს“. ის, ვინც „ბიოლოგიურად უვარგისი“
დედაკაცის დაუბადებელი ჩვილის დაცვას შეეცდება, ყეყეჩად შეირაცხება და გაიკიცხება,
რადგან არასრულფასოვნები უნდა განადგურდნენ, ცოცხლად დარჩენილები კი
გააცნობიერებენ თავიანთ სექსუალურ ძალას და ხშირად გამოიყენებენ. კაცობრიობა
მხოლოდ ასე გაკეთილშობილდება და მიაღწევს უკვდავებას, ამოხსნის მარადიული
ცხოვრების საიდუმლოს. თანდათან ჩაკვდება
ძველი, ტრადიციული მორალი, რომელიც განსჯიდა უწესო სქესობრივ კავშირებს და
მეძაობას, რადგან ეს მორალი სახიფათოა როგორც ცალკეული პიროვნებებისათვის, ისე
მთელი საზოგადოებრივი კეთილდღეობისათვის. ძველიდან ახალზე გადასვლის ეს პროცესი
ისევე, როგორც ნებისმიერი საფუძვლიანი ცვლილება, უთვალავ განსაცდელს უკავშირდება, მაგრამ ამ რევოლუციას ვერაფერი შეაჩერებს
. . . მოხმობილი ნაწყვეტი მთლიანად ოკულტური ხასიათისაა, ასე მსჯელობდნენ ძველად
კათარები და მანიქეველები, დღეს კი თანამედროვე სატანისტები. იგივე წიგნში ზანგერი
წერს: „თანამედროვე მეცნიერება გვასწავლის, რომ გენიალურობა არ არის ღმერთებისაგან ბოძებული მისტიკური ნიჭი . . . იგი ჩნდება ფიზიოლოგიური და ფსიქოლოგიური
აკრძალვებისა და შეზღუდვების მოხსნისას, რითაც გვეძლევა პირველყოფილი
(სექსუალური) ენერგიის გამოთავისუფლების და ღვთაებრივი სისავსის გამოხატვის
საშუალება . . . სქესებისათვის გამოუსადეგარია
რელიგიური ნორმები, რაიმე კანონები ან მორალური კოდექსი. ყველამ უნდა აირჩიოს საკუთარი კანონები, რომლებითაც იხელმძღვანელებენ
თავისი სიცოცხლის მხოლოდ გარკვეულ ეტაპზე .
. . მოიცილეთ მორალური ტაბუ, რომელიც
კაცობრიობას ხორციელედაც და სულიერადაც ზღუდავს, გაანთავისუფლეთ ინდივიდი ტრადიციის
მონობისაგან . . . საზოგადოებას მოუწევს ბრძოლით გაარღვიოს სექსუალური ტაბუს
თითქმის გაუვალი ბარდები“ (ი. მედვედევა. ტ. შიშოვა „კუპრის სიმყრალე“ ზუგდიდი
2002 წ. გვ. 6-7.12).
ზემოთთქმულიდან აშკარაა, თუ ვის იდეებს
ენათესავება ლიბერალების მიერ აღიარებული ყველა ადამიანის „ინდივიდუალური
უფლებები“, რომელთა ერთ-ერთი გამოხატულება ნამდვილად არის ნებისმიერი ინდივიდის
სექსუალური თავისუფლების აღიარება, რაც სრულ თანხმობაშია დედამიწაზე ქრისტიანული მორალის აღმოფხვრის და
„სექსუალური სამოთხის“ დამყარების იდეასთან.
ფსევდოლიბერალები თავიანთი
უნივერსალური „ტოლერანტობით“ გარყვნილების მქადაგებლების უფლებებს იცავენ. ამით კი
ისინი ფარულად უწყობენ ხელს „სექსუალური სამოთხის“ მოიმედეთა მცდელობას -
მოამზადონ ადამიანები მათი იდეის მისაღებად.
სექსუალური გარყვნილების მქადაგებელი
ადამიანები არაფრით არ არიან ადრეული საუკუნეების სპარსელებზე, მონგოლებზე,
თურქებსა თუ სხვა ეროვნების დამპყრობლებზე უკეთესები, რადგან, ისინი ქართველი
ქალების და გოგონების მიმართ ძალადობისას უხეშ ფიზიკურ ძალას იყენებდნენ, ან
თავიანთ ქვეყანაში მიყავდათ და იქ ასევე ძალის გამოყენებით აქცევდნენ მეძავებად, გარყვნილების თანამედროვე
მქადაგებლები თავიანთი უზნეო პროპაგანდით არა მხოლოდ ჩვენს დებს და ქალიშვილებს,
არამედ უკვე ვაჟიშვილებსაც თავად საქართველოში ხიბლავენ გარყვნილების „სიკეთეებით“
და მათივე საკუთარი ნებით ცდილობენ მათ გადაქვევას მეძავებად
და სადომისტებად, რაც აშკარა ფიზიკურ ძალადობასთან შედარებით გაცილებით უარესია.
ჩემი აზრით, სამწუხაროდ, დღეს
არ არსებობს ტრადიციული ორიენტაციის მქონე მოქალაქეების უფლებათა რეალური დაცვის
მექანიზმი.
რაც შეეხება მართლმადიდებელ ეკლესიას, მას
გააჩნია პირდაპირი პასუხისმგებლობა ქართველი ერის სარწმუნოებრივ და ზნეობრივ
ცხოვრებაზე და სულაც არ არის გასაკვირი მისი შეშფოთება და სურვილი – მხილების გზით
დაიცვას თავისი მრევლი მწვალებლობის და უზნეობის პროპაგანდისტების (ანუ იდეოლოგიური
დივერსანტ–აგრესორების) სულიერი და ხორციელი გამრყვნელი ზემოქმედებისაგან.
ფსევდოლიბერალებთან ერთად ვინ და რატომ იცავს რელიგიური და
არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის მქონე უმცირესობების წარმომადგენლებს?
დღეს საქართველოში
რელიგიური და არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის მქონე უმცირესობების
წარმომადგენლებს ძირითადად ფსევდოლიბერალური შეხედულებების მქონე ადამიანები
იცავენ და ამ თავიანთ მოქმედებას ტრადიციული მენტალიტეტის მქონე მოსახლეობის
მხრიდან მათი „დაჩაგრულობით“ ხსნიან, მაგრამ როგრც უკვე აღინიშნა, ისინი თავად
არიან იდეოლოგიური აგრესორები. მათი მოხალისე „ადვოკატების“ მოქმედების მიზეზი კი
სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ მათი დაცვის ობიექტები თავად არიან ქრისტიანული
ეკლესიის და ტრადიციული მორალის რჩეული მოწინააღმდეგეები და აქედან გამომდინარე, მათი უშუალო მოკავშირეები ქრისტიანული
ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლაში.
საბჭოთა კავშირის არსებობის პერიდში საბჭოთა
ძალოვანი და პარტიული სტრუქტურების
ზეგავლენით ქართველი მოსახლეობის ერთ ნაწილში ჩამოყალიბდა ადამიანის ჭეშმარიტად
შემბოჭველი, ლამის პანიკური შიში (ანუ „კომპლექსი“) ყოველივე არასაბჭოურთან მათი
კუთვნილებაში დადანაშაულების წინაშე, ადამიანებს ეშინოდათ, ვინმეს მათთვის ბრალი
არ დაედო ანტისაბჭოთა ან ანტიკომუნისტური მენტალიტეტის ქონაში, ერიდებოდნენ
ნაციონალური თვითმყოფადობის გამოვლინებას - ვაითუ ვინმე საბჭოთა (რუს) ჩინოვნიკს
ეს არ მოსწონებოდა და მათთვის ნაციონალისტის ან ფაშისტის სახელი მიეკერებინა. ეს
კომპლექსი ზოგ ადამიანს დღემდე შემორჩა, ოღონდ უკვე გადაკეთებული სახით დასავლეთ-ამერიკელი
გავლენიანი ადამიანების და საერთაშორისო ორგანიზაციების წინაშე: „ვაითუ ვინმეს არ
მოეწონოს ქართველის მიერ ქართული ეროვნული ინტერესების დაცვა, ბრალი დაგვდონ
არადემოკრატიულობაში, ნაციონალიზმში, ფაშიზმში, რაღა გვეშველება?“ და ასეთი
„ბრძნული წინასწარჭვრეტით“ (უფრო ზუსტად - კომპლექსით) მზად არიან, კბილებით
დაიცვან ყველა და ყველაფერი, რასაც კი ზიანი მოაქვს მართლმადიდებლობისათვის,
ქართული ეროვნული ყოფიერებისათვის, საუკუნოვანი ტრადიციებისა და ზნეობისათვის,
ფსევდოლიბერალების ფსევდოტოლერანტობა.
აღსანიშნავია, რომ ფსევდოლიბერალიზმის
პროპაგანდისტები ტოლერანტობაში
მოისაზრებენ ყველანაირი მომაკვდინებელი ცოდვის და ყვალანაირი უხამსობის პროპაგანდაში
ხელის არ შეშლას, და მოუწოდებენ ეროვნული, ტრადიციული ორიენტაციის
მართლმადიდებელ ადამიანებს, მშვიდად უყურონ მათი შვილების და ახლობლების
გარყვნა–გადაგვარებას. ე. ი. ტრადიციული მენტალიტეტის მქონე მოქალაქეებმა გულხელი უნდა დავიკრიფოთ და „ქრისტიანული თავმდაბლობით“
შევეგუოთ საკუთარი შვილების გადაქცევას მეძავებად, ჰომოსექსუალებად,
ტრანსსექსუალებად, მაზოხისტებად, ასევე თეთრ და შავ მაგებად, ჯადოქრებთად (სადღეისოდ
გავრცელებული ჰარი პოტერის კულტი), სატანისტებად და ა. შ. მათი შეხედულებით, სწორედ
ასეთი ყველაფრისადმი შემგუებლობა არის სახარების მიმდევარი „ჭეშმარიტი
მართლმადიდებლის“ პოზიცია.
მაგრამ რას ამბობს და რისკენ მოგვიწოდებს
წმიდა წერილი?
უფალ იესო ქრისტეს მოძღვრება სხვა რელიგიური აღმსარებლობის და შეხედულების
ადამიანებთან დამოკიდებულების შესახებ.
წმ. წერილის თანახმად, ერთ-ერთი
რჯულის მცოდნე ადამიანის შეკითხვაზე, თუ ვინ იყო მისი მოყვასი, უფალმა იესო
ქრისტემ წარმოთქვა იგავი მოწყალე სამარიტელის შესახებ: „ვინმე კაცი მიდიოდა
იერუსალიმიდან იერიქონს, დაესხნენ ყაჩაღები, რომლებმაც ტანსაცმელი გახარეს, დაჭრეს
და წავიდნენ, ის კი ცოცხალ-მკვდარი მიატოვეს. შემთხვევით ერთმა მღვდელმა ჩამოიარა
იმ გზაზე, დაინახა იგი და გვერდი აუქცია. ასევე ლევიანმა ჩამოიარა იმ ადგილას,
დაინახა და გვერდი აუქცია. მერე ვიღაც სამარიელმა ჩამოიარა. დაინახა იგი და
შეიცოდა. მივიდა მასთან, ჭრილობები შეუხვია, ზეთი და ღვინო დაასხა, შესვა თავის
პირუტყვზე, მიიყვანა სასტუმროში და იზრუნა მასზე. მეორე დღეს ამოიღო ორი დინარი,
მისცა სასტუმროს პატრონს და უთხრა: იზრუნე ამაზე და თუ ზედმეტი ხარჯი მოგივა, რომ
დავბრუნდები მოგცემო“ (ლუკა 10: 30-35). ამის შემდეგ უფალმა რჯულის მოძღვარს
დაუსვა შეკითხვა: „რას ფიქრობ, ამ სამიდან რომელი უფრო იყო ყაჩაღების ხელში
ჩავარდნილის მოყვასი?“ მან უპასუხა: „რომელმაც წყალობა უყო მას“, მაშინ იესომ
უთხრა მას: „წადი და შენც ასევე მოიქეცი“ (ლუკა 10: 36-37).
ამით უფალმა მიანიშნა, თუ როგორი
დამოკიდებულება უნდა ჰქონდეს ქრისტეს მიმდევარს სხვა რელიგიის და სხვა ეროვნების
ადამიანის მიმართ, რადგან სამარიტელები - რჯულის მქონე წარმართები ებრაელების
მტრები იყვნენ და ყოველთვის ეწინააღმდეგებოდნენ მათ. ამ იგავის მეშვეობით, უფალი
ამბობს, რომ როგორც ებრაელმა მღვდელმა და ლევიტელმა უარყვეს გასაჭირში ჩავარდნილი
თვისტომი, ხოლო ებრაელთა მტერმა სამარიტელმა კი იგი შეიბრალა და იზრუნა მასზე.
ასევე ქრისტიანი ვალდებულია, ყოველთვის შეეწიოს გასაჭირში ჩავარდნილ თუნდაც უცხო,
მტრული ერის ან მისი სარწმუნოების უარმყოფელ, სრულიად სხვა რელიგიური
აღმსარებლობის მაღიარებელ ადამიანს.
სახარების
სხვა ადგილზე აღწერილია ეპიზოდი, როდესაც სამარიტელების ერთმა სოფელმა უფალი არ
მიიღო, ამაზე გაბრაზებულმა უფლის მოწაფეებმა იაკობმა და იოანემ უფალს მიმართეს:
„უფალო, თუ გნებავს, ვიტყვით, რომ ცეცხლი ჩამოვიდეს ციდან და მოსპოს ისინი, როგორც
ელიამ გააკეთა“ მაგრამ ის მიბრუნდა მათკენ, გაუწყრა და უთხრა: „არ იცით, ვისი
სულისანი ხართ? ვინაიდან კაცის ძე მოვიდა არა ადამიანთა სულების დასაღუპავად,
არამედ სახსნელად“ (ლუკა 9: 54-55). წმ. მოციქული პავლე თავის მოწაფეს-ტიტეს
შეაგონებდა, რომ ქრისტიანებმა „არავინ დაძრახონ, იყვნენ მშვიდობის მოყვარულნი,
შემწყნარებლები, იჩენდნენ სიმშვიდეს ყველა ადამიანის მიმართ“ (ტიტე 3: 2); იგივე
პავლე მოციქული ებრაელ ქრისტიანებს მოუწოდებდა: „ეცადეთ იქონიოთ ყველასთან
სიმშვიდე და სიწმინდე, ურომლისოდაც ვერავინ იხილავს უფალს“ (ებრაელთა 12: 14).
ასეთი უნდა იყოს ქრისტიანი ადამიანის
დამოკიდებულება სხვა რელიგიის ან ფილოსოფიური შეხედულების მქონე ადამიანის მიმართ
და ამას არც არავინ უარყოფს, მაგრამ იმის
მაგალითსაც გვიჩვენებს, თუ როგორი ურთიერთობა უნდა ჰქონდეს ქრისტიანს მისი ღმერთის
და სარწმუნეობის მიზანდასახულად მგმობელ მწვალებელთან, ან სიწმინდეთა წამბილწველ ურწმუნოსთან:
როდესაც იესო ქრისტემ ღვთის ტაძარში ფულის
გადამხურდავებლები და მსხვერპლად შესაწირი ცხოველ-ფრინველების გამყიდველები იხილა,
საბლის
შოლტით განდევნა წმიდა ტაძრის
წამბილწველები (იოანე 2: 14-16),
ამასთან, უფალი დაუნდობლად ამხელდა თვალთმაქცი
ფარისეველების უკეთურებებს, მათ შორის იმ დროისათვის ჭეშმარიტი სარწმუნოების -
მოსეს რჯულის დამახინჯებას (მათე 15: 3-9), მათ თვალთმქცობას და ბოროტ
მკრეხელობას, ადამიანების დაბრკოლებას ღვთის სარწმუნოებაში და ა. შ. (მათე 23:
13-33); ასევე სადუკეველთა მწვალებლობას და წმ. წერილის ცოდნის მხრივ მათ
უმეცრებას (მათე 22: 23-32), უნანელ ურწმუნოებას (მათე 23-27).
უფალი იესო მათ ამხელდა და უწოდებდა იქედნეთა
(გველის ერთ-ერთი სახეობა, რომელიც დაბადების შემდეგ იწყებს საკუთარი მშობლის
სხეულის ჭამას) ნაშობებს (მათე 3: 7; 12: 34), ბოროტ და მრუშ მოდგმას (მათე 16:
4); ბოროტ მევენახეებს, რომლებმაც ღვთის სამკვიდრებელის დაპყრობა მოიდომეს (მათე
21: 33-41); ბნელეთის მეუფების წარმომადგენლებს (ლუკა 22: 53); სატანის შვილებს
(იოანე 8: 44).
წმ. პავლე მოციქული მოუწოდებდა ეფესელ
ქრისტიანებს: „ნუ შეეზიარებით ბნელის უკეთურ საქმეებს, არამედ ამხილეთ“ (ეფესელთა 5: 11)
იგივე მოციქული წერს მის მოწაფე-ტიმოთეს:
„იქადაგე სიტყვა, დაჟინებით, დროულად და უდროოდ, ამხილე, შერისხე, შეაგონე მთელი სულგრძელეობითა და სწავლებით“ (2
ტომოთე 4:2).
წმ. პავლე მოციქული შეაჩვენებს უფლის სახარებისაგან (ანუ მოძღვრებისგან) განმდგარ, მის
დამამახინჯებელ და სხვა, უცხო ადამიანების მიერ შეთხზული ფსევდო „სახარების“
მქადაგებლებს, რომლებსაც სურთ თავიანთი გამონაგონი ცრუ სახარებით უფლის ჭეშმარიტი სახარება შეცვალონ (გალატელთა 1: 6-9; (2 კორინთელთა 11: 4),
უწოდებს მათ ცრუ მოციქულებს, მზაკვარ მუშაკებს, სატანის მსახურებს (2 კორინთელთა
11: 13-15)
ხოლო ქრისტიანებს მოუწოდებს, არა თუ არ
მიიღონ მათი მოძღვრება, არამედ სახლშიც კი არ შეუშვან, რადგან ვინც შორდება და არ
მკვიდრობს ქრისტეს მოძღვრებაში, არა ჰყავს ღმერთი . . .“ (2 იოანე 9-11), ესენი
არიან მწვალებლები, რომლებსაც ერთი და ორი შეგონების შემდეგ ქრისტიანი უნდა
განეშოროს (ფილიპელთა 3: 10)
ასეთი მოსარიდალი ადამიანები მწვალებლებს
გარდა არიან ადამიანური ფილოსოფიების და გადმოცემების, ბუნების სტიქიების შესახებ
მოძღვრების მქადაგებლები, ასევე ნებისმიერი სხვა ადამიანური მოძღვრებების
მატარებელი ადამიანები, რომლებიც ამ მათი
მოძღვრებებით ეწინააღმდეგებიან ქრისტეს ჭეშმარიტ მოძღვრებას (კოლასელთა 2: 8),
რადგან მათი ამსოფლიური სიბრძნე ამაო, მზაკვრული და ცრუა (1 კორინთელთა 3: 19-21).
ყოველივე ზემოთთქმულიდან გამომდინარე, უფალი
ქრისტიანებს გვავალებს კეთილად მოვექცეთ უცხო რელიგიის და შეხედულების ადამიანებს,
გასაჭირში დავეხმაროთ მათ, მაგრამ ამავე დროს, ჩვენ არ უნდა მივიღოთ ურწმუნო
ადამიანების, მაცდური მწვალებლების და გარყვნილი ადამიანების შეხედულებები, არამედ
მოვერიდოთ ან აქტიურად ვამხილოთ ისინი.
ფსოვდოლიბერალთა მიერ აღიარებული რელიგიური „ტოლერანტობის“ ნამდვილი
არსი, ანუ ფსევდორელიგიური თვალთმაქცობა.
უძველეს ეპოქაში ძველი აღთქმის პერიოდში
ბაბილონში გადასახლებულმა ებრაელმა
სწავლულებმა წარმათი ქალდეველებისაგან გადაიღეს ადგილობრივი პანთეისტური მოძღვრება
და შავი მაგიის იარაღი-კაბალა, რომლის მიმდევრები არ ცნობდნენ პიროვნულ ღმერთს, მათი რწმენით, ღმერთი იყო მთელი გარემომცველი ბუნება. ამ სწავლების
თანახმად, ადამიანი, როგორც ბუნების უმაღლესი ქმნილება თავად არის ამ ქვეყნის ღმერთი, რომელსაც სრული უფლება ჰქონდა ჩაედინა
ის, რასაც მოისურვებდა და პირიქით, ნებიმიერი ქმედება, რომელიც როგორღაც შეზღუდავდა
მას, წარმოადგენდა უკანონობას. ეს წარმართული მოძღვრება იუდეველმა ფარისეველებმა
მიიღეს და თავისებურად გადააკეთეს. შემდგომში,
ფარისეველებმა, რომლებიც მხოლოდ გარეგნულად იყვნენ რა მოსეს რჯულის
ზედმიწევნით აღმსრულებლები, სინამდვილეში
შეიმუშავეს წარმართული მოძღვრებისაგან გადმოღებული საკუთარი საიდუმლო ფსევდორელიგიური
დოქტრინა (ფ. ბრანიე „ებრაელობა და თალმუდი“ პარიზი 1928 წ. გვ. 21-25 მიხედვით). რიგითი ებრაელებისათვის რჯულგანმდგარი
ფარისეველები იყვნენ რწმენისა და ღვთისმოსაობის ეტალონები, ხოლო სინამდვილეში -
მოსეს რჯულისაგან ფარულად განმდგარი ერეტიკოსები, რომლებიც მხოლოდ სიტყვით
აღიარებდნენ მოსეს ღმერთს, ხოლო სინამდვილეში კი ღვთის მცნებებს უარყოფდნენ და მათ
ადამიანური „მცნებებით“ და მოძღვრებებით ცვლიდნენ, რითაც ფაქტიურად აუქმებდნენ მათ
(მაგ. მათე 15: 1-9).
იესო ქრისტეს სიკვდილის შემდეგ კაბალის
მიმდევარი ფარისეველების მოღვაწეობის შედეგად წარმოიშვნენ ფსევდოქრისტიანული
სექტები - გნოსტიკოსები, მანიქეველები, ოფიტები, კაენისტები, შემდგომში -
ლუციფერიანელები, ყაჩაღი ალბიგოელები და კათარები, ვალდენსები, „ჩეხი ძმები“,
ჰუსიტები, ანაბაპტისტები, ბოგომილები და ა. შ. რომელთა საერთო დამახასიათებელი
ნიშან-თვისებები იყო:
მათი ყველა სწავლება ამა თუ იმ ზომით
დაფუძნებული იყო ქალდეურ-იუდაურ კაბალაზე; ყველა მათგანი ებრძოდა კათოლიკურ
ეკლესიას და მონარქისტულ სახელმწიფო სტრუქტურას; თითქმის ყველა მათგანი ქადაგებდა ზნეობრივ გარყვნილებას; მათი გარკვეული
ნაწილი იყო მეამბოხეთა ორგანიზაცია და მათ უმრავლესობას გააჩნდა განდობის
რამდენიმე საფეხური, რომელთაგან პირველი საფეხურზე მყოფებმა არაფერი არ იცოდნენ მათი ორგანიზაციის ნამდვილ
მიზნებზე და წარმოადგენდნენ მხოლოდ მართვად იარაღს ზემდგომი „ძმების“ ხელში,
ასეთების უმრავლესობა შემდეგ საფეხურზე ვერასოდეს ვერ გადადიოდა. მეორე საფეხურზე
ღებულობდნენ, მხოლოდ იმ ადამიანებს, რომლებიც ზემდგომთა შეხედულებით, ორგანიზაციისათვის
სასურველ თვისებებს ფლობდნენ, მხოლოდ მესამე, უმაღლეს საფეხურზე მდგომები ფლობდნენ
ორგანიზაციის ნამდვილ საიდუმლო მოძღვრებას, (რომელსაც თითქმის არაფერი საერთო არ ჰქონდა
ქრისტიანობასთან) და იცნობდნენ მის ჭეშმარიტ მიზნებს. ისინი ითვლებოდნენ ცოცხალ
წმინდანებად და განუსაზღვრელი ძალაუფლება ჰქონდათ სექტის რიგით წევრებზე. აღსანიშნავია,
რომ იშვიათი გამონაკლისის გარდა ყველა ამ ორგანიზაციის მიმდევარი (იგულისხება განდობის
პირველ საფეხურზე მყოფები) საკუთარ თავს
ქრისტიანად თვლიდა, მაგრამ სინამდვილეში ზემდგომი „ძმების“ შეგონებების შედეგად ქრისტიანობისაგან
სრულიად განსხვავებული ცხოვრების წესით ცხოვრობდა . . . (ნ. ბუტმი. „კაბალა,
ერესები და საიდუმლო საზოგადოებები“) ხოლო მე-18 - მე-19 საუკუნეებში რუსეთში იქადაგებოდა მზაკვრული ფორმულა: „გარეგნულად ქრისტიანი იყავი, ცხოვრების
წესით კი შენი გონების კარნახით იცხოვრე და ყველაფერში შენი სხეულის ნებას
დაჰყევი“ (თეოლოგიური ბიულეტენი „ლაზარეს აღდგინება“ 6. გვ. 18).
დღვანდელი ფსევდოლიბერალების შეხედულება დიდად
არ განსხვავდება ზემოთმოხსენიებული სექტების მიმდევართა ძირითადი იდეისაგან: მათი
შეხედულებით, ქართველი მართლმადიდებელი
ადამიანი მხოლოდ სიტყვით უნდა იყოს ქრისტიანი, ხოლო ცხოვრების წესით კი - ფაქტიური
ურწმუნო, ყველანაირ ღვთის გმობასთან და უზნეობასთან „ტოლერანტულად“ შერიგებული,
რომლისათვისაც ქრისტიანობა არა მისი შინაგანი, სულიერი სარწმუნოება, არამედ მხოლოდ
ფორმალური ჩვეულებების ნაკრები იქნება
(გამოხატული აღდგომის დღეს კვერცხების შეღებვაში, თვეში ან წელიწადში ერთხელ
ტაძარში მისვლაში, სანთლის დანთებაში და პირჯვრის (ზოგჯერ არასწორად) გადაწერაში),
რომლის ქრიტიანობა ტაძარში მისი ნათლობით
დაიწყება და . . . ნათლობითვე დამთავრდება კიდეც, რომელსაც არ ექნება ქრისტიანული მოძღვრების,
მისი მცნებების და სიწმინდეების არანაირი აღქმა, არამედ იოლად შეეგუება ჭეშმარიტი ღმერთის გმობას, ყველანაირი ქრისტიანული
სიწმინდეების და ქრისტიანული ზნეობის სიცილ-კისკისით „გაღადავებას“, დამცირება-დაკნინებას
და მათ გალანძღვა-შებღალვას, „რა ჩემი
საქმეა-ს“ „ან „სულ ერთია-ს“ დევიზით შეეგუება საკუთარი შვილების, და-ძმის გარყვნას
მეძაობითა და ყველანაირი სოდომური ცოდვებით, რომლისთვისაც სულ ერთი იქნება
სამშობლო, მისი ისტორია და მონაპოვარი, რომლისთვისაც არ იარსებებს არანაირი
ეროვნული ტრადიცია და ფასეულობა, ანუ არავითარი და არანაირი სიწმინდე.
დავუშვათ,
და დავუჯერეთ ფსევდოლიბერალებს და მივიღეთ მათ მიერ შემოთავაზებული, „ყველაფრის
მიმართ შემგუებელი მართლმადიდებელი ქრისტიანის“ იდეალი. რა გველის ამ შემთხვევაში?
ფსევდო ტელერანტობის ისტორია ამერიკაში.
თუკი ჩავიხედავთ სატანიზმის „უახლეს”
ისტორიაში, შესაძლოა დავინახოთ, რომ მისი ნამდვილი გაფურჩქვნა მოხდა მეოცე
საუკუნის მეორე ნახევარში, და ამ გაფურჩქვნის ადგილი იყო – ამერიკის შეერთებული
შტატები. აღინიშნება, რომ 60–იან წლებში იქ მოხდა სამი მნიშვნელოვანი ძვრა
საზოგადოების მენტალიტეტში, სახელდობრ:
- „წითელი ამბოხი“ – მოთხოვნა ეკლესიის სრული გამოყოფისა სახელმწიფოსაგან;
- „შავი ამბოხი“ – მისწრაფება – ეთნიკური, სოციალური და ეკონომიკური თანასწორობის, ან უკიდურეს შემთხვევაში, შეგუებისა;
- „მწვანე ამბოხი“ – სექსუალური განთავისუფლების მოთხოვნა.
მივიხედავთ რა უკან, შეგვიძლია ვთქვათ, რომ „მწვანე ბუნტმა“
შეავსო, დაასრულა „შავი ამბოხი“, დაეხმარა,
ამერიკას ბევრად უფრო „შემწყნარებელი“ გამხდარიყო. . . მან შექმნა სივრცე
ნიუ ეიჯისათვის („ახალი საუკუნე“), რისი დევიზიც არის: „აკეთე შენი საკუთარი
(პირადი) საქმე.“ თავისი არსით ეს არის წაქეზება ახალი, გარყვნილების არ
განმსჯელი, ანტი ინტელექტუალური „სულიერებისაკენ“: „თუკი რაიმეს მოაქვს შენთვის
სიამოვნება, აკეთე ახლა და აქვე.“ „მწვანე
ბუნტმა“ შეერთებული შტატების
საზოგადოებრივ აზროვნებაში ფაქტიურად გაანადგურა ტრადიციული რელიგიის ზნეობრივი აკრძალვები. „შავმა ამბოხმა“ „მწვანეს“ მეშვეობით აამაღლა შემგუებლობა
ყოველივე არატრადიციულის მიმართ.
ყველა ამ ამბოხებებმა გამოაჩინეს აშშ–ს
რელიგიური საფუძვლების ცვლილებათა დაწყება. თუკი ადრე ამერიკა იყო ქვეყანა, სადაც
გაბატონებული იყო ქრისტიანობა და იუდაიზმი, ახლა ეს სიჭარბე მკვეთრად დასუსტდა,
იგი გადაიქცა რელიგიური პოლიმორფიის ქვეყნად; საზოგადოებაში ცენტრალური პოზიცია
დაიკავა მარტოოდენ მატერიალურi ხასიათის
მქონე, ამწუთიერმა ორიენტაციამ.
თანდათანობით ამერიკაში შეიქმნა თავისებური
რელიგიური „ბაზარი“, სადაც გამოცდილი მეწარმეები
უზრუნველყოფენ მომხმარებლებს თავიანთი რელიგიური „საქონლის“ ფართო
არჩევნით, აქცევენ რელიგიას თავისებურ „პროდუქტად“ რომელიც პასუხობს ახალი სარწმუნოების
მაძიებელთა გემოვნებას და შერჩევას. ნეოკულტური ჯგუფების რიცხვის ზრდა – არის
ჩვეულებრივი შედეგი მოძღვრებების ამ თავისუფალი ბაზრის წარმოშობისა მით უმეტეს,
რომ არსობრივად წარმოიშვა . . . რაღაც ველური ბაზარი, რომელშიც
გულწრფელი და პასუხისმგებელი რელიგიური მოღვაწეები უმეტესად უკრავენ მეორე
ვიოლინოზე (ანუ მეორეხარისხოვან როლს თამაშობენ ზ. გ.) მასზე (რელიგიაზე)
მშვენივრად ორიენტირებულ და საშუალებებზე განურჩეველ თაღლითებითან, შარლატანებთან
და თვითმარქვია „წინასწარმეტყველებთან“
შედარებით, რომელთა გაფურჩქვნა პირდაპირ არის დაკავშირებული იმ ადამიანთა
ჯიბეების დაცარიელებაზე, რომლებიც მიიღებენ მათ „ქადაგებებს“. ასეთი
მანიპულატორებისათვის, რომელთა შორის მრავალნი დაკავებულნი არიან მოღვაწეობასთან,
რომელიც ატარებენ აშკარად გამოხატულ კრიმინალურ ხასიათს, რელიგია ხდება
უმეტესად მათი კომერციული ინტერსების
რეალიზაციისათვის უმჯობეს სფეროდ. დაკარგეს რა ტრადიციული ეროვნული სულიერება,
თავიანთი ახალი სულიერი კულტურის საფუძველზე შეერთებულმა შტატებმა მიიღეს ინტერკონფესიალური პრინციპი, უკიდურესად
შემწყნარებელი ურთიერთობა ყველა რელიგიის და ნეოკულტის მიმართ. ამან შექმნა
ნოყიერი ნიადაგი მრავალი მარგინალური მოძღვრების შესაქმნელად, ისინი იმდენად შორს
იდგნენ ტრადიციული რელიგიებიდან, რომ
მათში – თუნდაც თუკი ისინი საკუთარ თავს უწოდებენ ქრისტიანულებს – ქრისტიანული
ლექსიკის ნარჩენებიდან დაწყებული და სახარებისეული სულიერებით დამთავრებული ცოტა
რამ თუ შერჩათ. რელიგიური ზნეობის
ფასეულობებისათვის არსის გამოცლამ შექმნა სულიერი ვაკუუმი, რომელიც ადვილად
შეივსებოდა სატანიზმით, რომელიც პრეტენზიას აცხადებდა უფლებაზე, თანამედროვე
საზოგადოებისათვის შეეთავაზებინა თავისი „ფუძემდებლური ფასეულებები“ ახალი
მოძღვრების ხარისხში. ძნელია ამის დაჯერება, მაგრამ ფაქტი რჩება ფაქტად: აშშ–ში სატანიზმი იქცა რელიგიად. და
თუკი არ ხდება (მისი მხრიდან ზ. გ.) რომელიმე უკანონო მოქმედება, სატანისტს
შეუძლია იყოს ამ რელიგიის მიმდევარი, აღიარებდეს მას, არ ეშინოდეს სახელწიფოს ან
პოლიციის მხრიდან დევნისა. უკვე ახლა აშშ–ს შეიარაღებული ძალების მოსამსახურე
შეიძლება იქნეს ჯვარდაწერილი, დაკრძალული და ა. შ. სატანისტი „სასულიერო პირის“
მონაწილეობით. ყველა რელიგიური უმცირესობის მიმართ
შემგუებლობის პრინციპი ვრცელდება სატანიზმზეც. საზოგადოების მიერ სატანური
დადგენილებების ათვისების შედეგებმა („შენ თავად ხარ ღმერთი, „თუკი გინდა, აკეთე
ეს ახლა და აქ, აკრძალვები არ არსებობენ“)
რეალურ ცხოვრებაში დაუყოვნებლივ იჩინეს თავი: ნარკომანიის, ვენერული
დაავადებების განსაკუთრებით შიდსის მკვეთრი ზრდა, განქორწინებების (და შესაბამისად
სოციალური ობლების – განქორწინებაში მყოფი მშობელთა შვილების) და თვითმკვლელობების
უპრეცენდეტო რაოდენობა, დანაშაულობების არნახული ზრდა, განსაკუთრებით მოზარდთა
შორის. ოფიციალური მონაცემებით 1986 დან 1991 მდე წლებში აშშ–ში მკვლელობების
რაოდენობა გაიზარდა 25 %, ამასთან, 15–19 წლის მოზარდების მიერ ჩადენილ
დანაშაულებათა რიცხვი გაიზარდა 154% –ით! (Опасность сатанизма. Избранные главы
из книги "Люди Погибели," http://www.netda.ru/belka/text_mil/satanizm.htm).
(ფსევდო) ლიბერალური
საზოგადოებრივ–სამართლებრივი სისტემის მიერ რელიგიური უფლებების არატოლერანტული დარღვევები.
მსოფლმხედველობითი კონფლიქტი ქრისტიანული და
ლიბერალურ ფასეულობათა შორის უშუალოდ გრძელდება თანამედროვე
საზოგადოებრივ–სამართლებრივ კონფლიქტში, რომელიც მჟღავნდება ლიბერალური
საზოგადოებრივ–სამართლებრივი სისტემის მიერ რელიგიური უფლებების დარღვევებში.
ჩვენს დროში ლიბერალური მსოფლმხედველური სისტემა გვეძლევა და განიხილება, როგორც
თავისებურ იდეალურ სისტემად, რომლის საბაზო პრინციპები საშუალებას გვაძლევენ
დავიცვათ და შევასრულოთ მისი ყველა სავარაუდო უფლება და თავისუფლება. ამის
საფუძველს წარმოადგენს თითქოსდა „ნეიტრალური“, და ამიტომ მისგან გამომავალი
ლიბერალური მსოფლმხედველობის „ობიექტურობა“, რომელიც ნეიტრალურად უდგება ნებისმიერ
მოვლენას და ობიექტურად ასაჩუქრებს მათ თანაბარი უფლებებით. სინამდვილეში კი,
თავად იგი, ტოტალიტარული სისტემის
მსგავსად, ახორციელებს ლიბერალურ ფასეულობათა დიქტატს, ამასთან როგორც უნივერსალურ და ერთადერთ ჭეშმარიტებას,
და აღკვეთავს ყველა იმ სისტემას და
ფასეულობებს, რომლებიც მას ეწინააღმდეგება – შენიშნეთ, რომ ეს არის ყველა
ტოტალიტარული სისტემის ფასეულობათა
მინიმალური დახასიათება. ასეთ ლიბერალურ სისტემასთან კონფლიქტში მყოფი,
მის მოწინააღმდეგე და აღკვეთისათვის დაქვემდებარებულს მიეკუთვნება სწორედ
ქრისტიანობა და ქრისტიანული ფასეულობები.
ლიბერალური საზოგადოებრივი და სამართლებრივი
სისტემა, დაფუძნებული სეკულარულად გაგებული თავისუფლების და ადამიანის უფლებების
ფასეულობებზე, სისტემატიურად არღვევენ სხვადასხვა რელიგიურ უფლებას და
თავისუფლებას; ამ სისტემატიური და თანაც შეიძლება ითქვას გაძლიერებულ დარღვევებს
შორის შეიძლება ითქვას შემდეგი:
1)
პირველად, ლაპარაკია
სრულიად ჩვეულებრივ, მაგრამ სულ უფრო კრიტიკულ და აგრესიული რეაქციაზე
ლიბერალიზმის სეკულარულ ფილოსოფიაზე რელიგიური მსოფლმხედველობის მიმართ,
რომელსაც განმარტავს, როგორც არქაულ,
მძიმედ დაძველებულ და თანამედროვეობასთან არაადეკვატურს, სამეცნიერო–ტექნიკური და
სოციალური პროგრესის შემაფერხებელს. ამ სეკულარულ პოზიციას ჩვეულებრივ,
მივყავართ რელიგიური მსოფლმხედველობის
წარმომადგენელთა უფლებების შელახვასთან, ასე მაგალითად, დასავლეთ ევროპის რიგ
ქვეყნებში მორწმუნე ქრისტიანების დიდი ნაწილი ექვემდებარება დისკრიმინაციას სწორედ
რელიგიურ ნიადაგზე, და ამასთან დაკავშირებით აღიარებენ რომ ლიბერალურ საზოგადოებაში მათი რელიგიური შეხედულებები წარმოადგენენ
დაბრკოლებას პროფესიონალურ რეალიზაციასა და კარიერის ზრდაში. ამგვარად,
შეიძლება ვილაპარაკოთ ლიბერალური სისტემის
მიერ რელიგიური აღმსარებლობის უფლებათა შელახვის შესახებ.
2)
მეორე,
ლაპარაკია იმაზე, რომ ლიბერალური სისტემა, რომელიც ამტკიცებს ლიბერალური პრიმატის უფლებას ქრისტიანულ მორალზე, უშვებს სხვადახვა სამართლებრივი ნორმების დამტკიცებას,
მათ შორის ისეთისაც, რომელიც უშუალოდ ეწინააღმდეგება ქრისტიანულ მორალს.
ლიბერალური სისტემა, უფლებრივად ათანასწორებს ამორალურ და ანტირელიგიურ მოვლენებს მორალურთან და
რელიგიურთან, ე. ი. ბოროტებას სიკეთესთან, ამართლებს რა ამას ზნეობრივი
ნეიტრალიტეტის ლიბერალური პრინციპით. შედეგად, ლიბერალურ საზოგადოებაში არსებობის
და გამართლების უფლებას იძენენ ისეთი
ანტიქრისტიანული მოვლენები, როგორებიც არიან ჰომოსექსუალიზმი ან სატანიზმი.
ამგვარად, შეიძლება ვილაპარაკოთ ლიბერალური
სისტემის მიერ პიროვნების ზნეობრივი, სულიერი უფლებების შებღალვაში.
3)
მესამე, საუბარია
ლიბერალური სისტემის მიერ რელიგიური უმრავლესობის უფლებების სისტემატიური
დარღვევაზე, და ამგვარად დემოკრატიის პრინციპის შელახვაში. როგორც ცნობილია,
ლიბერალური სისტემისათვის დამახასიათებელია რელიგიური
უმრავლესობის და უმცირესობათა თანაბარი უფლებების განმტკიცება, ხოლო უფრო
ხშირად რელიგიურ უმცირესობათა უფლებების
დაცვა უმრავლესობის უფლებათა შელახვის ხარჯზე. ცნობილი ფორმულის მიხედვით, დემოკრატია იცავს უმრავლესობის უფლებებს
მაშინ, როდესაც ლიბერალიზმი იცავს უმცირესობის უფლებებს.
(საინტერესოა,
რატომ უწოდებენ ქართველი ლიბერალები საკუთარ თავს დემოკრატებს, როდესაც მათი
პოზიცია რადიკალურად ეწინააღმდეგება დემოკრატიის უმთავრეს პრინციპს? ზ. გ.).
4)
და ბოლოს მეოთხე, ლაპარაკია ლიბერალური
სისტემიდან ბუნებრივად გამომდინარე ტრადიციული ფასეულობების უფლებათა შელახვაზე. რადგან ლიბერალური სისტემისათვის დამახასიათებელია
ყველა ზნეობრივი და რელიგიური ფასეულოებათა თანასწორობის განმტკიცება, ხდება საზოგადოების
გარკვეული ნაწილის ტრადიციულ
ფასეულობათა უფლებების შებღალვა. ამასთან
ერთად, ირღვევა ისტორიულად ორგანულად
ჩამოყალიბებული ტრადიციული, რელიგიური და
კულტურული ბალანსი, რაც წარმოადგენს მრავალი თანამედროვე კრიზისის მიზეზს. (გადათარგმნილი
და ციტირებულია ელენა
მალერ–მატიაზოვას სტატიიდან იხ. версия для печати - Православие.Ru /
Pravoslavie.Ru http://www.pravoslavie.ru/jurnal/790.htm).
ყოველივე ზემოთთქმულიდან გამომდინარე, მართლმადიდებელი
სარწმუნოების აღმსარებელ, ტრადიციული მენტალიტეტის მქონე ქართველებს არასოდეს არ
გვკლებია და არც ახლა გვაკლია ჭეშმარიტი ტოლერანტობა,
ფსევდოლიბერალები
თავიანთი „უნივერსალური ტოლერანტობით“ (ანუ აბსოლუტურად ყველაფრის მიმართ
შემგუებლობით) იცავენ მართლმადიდებელი ეკლესიის და ეროვნული სახელმწიფოს კანონების
მოწინააღმდეგე ე. წ. „იეჰოვას მოწმეების“
და გარყვნილების მქადაგებლების უფლებებს, ხოლო ფსევდო
ტოლერანტობის პროპაგანდისტების შეხედულება ამერიკის მაგალითიდან გამომდინარე,
კარგს არაფერს გვიქადის. ეს ადამიანები აშკარად ხელმძღვანელობენ ორმაგი სტანდარტით
- მართლმადიდებლებს გვსაყვედურობენ არატოლერანტობას, სინამდვილეში კი თავად არიან
ასეთები და თავადვე ეწინააღმდეგებიან დემოკრატიის ძირითად პრინციპს („გაღმა
შეედავე და გამოღმა შეგრჩება“).
ზ. გოგოლაძე
2011
წ.
Комментариев нет:
Отправить комментарий