ღმერთი

ღმერთი

суббота, 8 февраля 2014 г.

ბიბლიის უცოდინარი ახალგაზრდები - ნოეს ადამისგან ვერ ანსხვავებენ

ბრიტანელი ახალგაზრდების დიდ ნაწილს ბიბლია არ წაუკითხავს და ერთმანეთისგან ნოესა და ადამსაც კი ვერ ანსხვავებენ.

თუმცა, ეს პრობლემა მხოლოდ ბრიტანეთს არ აწუხებს. ადამიანები ბიბლიას არ კითხულობენ. ყოველ 3 ბავშვიდან - ერთმა არ იცის, სად იპოვოს ბიბლიაში იესოს დაბადების შესახებ ინფორმაცია. გამოკითხული ახალგაზრდების 59%-ს წარმოდგენა არ ჰქონდა, რომ დავითისა და გოლიათის ამბავი ბიბლიიდან იყო. კვლევის მიხედვით, 5 700
მოზარდიდან და 804 ბავშვიდან მეოთხედმა არაფერი იცოდა ნოეს კიდობანის, ადამისა და ევას, თუ ჯვარცმის შესახებ.

თუმცა, მიუხედავად ამ ვითარებისა, მოზარდების 50% ფიქრობს, რომ ბიბლია აყალიბებს მაღალ ღირებულებებს და ის კულტურისა და ისტორიისთვის მნიშვნელოვანია.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

წყარო/Source: http://www.ambebi.ge/mozaika/96318-bibliis-ucodinari-akhalgazrdebi-noes-adamisgan-ver-anskhvaveben.html#ixzz2siZdUZfz

Комментариев нет:

Отправить комментарий