ღმერთი

ღმერთი

понедельник, 17 марта 2014 г.

გია ცაგარეიშვილი: პუტინი ისე იქცევა, როგორც ჰიტლერი გასული საუკუნის 30 წლებში

ავტორი: თეონა რამაზაშვილი
17 მარტი, 2014.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ცაგარეიშვილი „რეპორტიორის“ პრესკლუბში ყირიმში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგებს აფასებს. როგორც ცაგარეიშვილი აღნიშნავს, ცივილიზებული სამყარო რეფერენდუმის შედეგებს არ აღიარებს. ხოლო, პუტინი გასული საუკუნის 30-იანი წლების მსგავსად, ადოლფ ჰიტლერის პოლიტიკას აწარმოებს.


„ყირიმის ე.წ. რეფერენდუმი უკანონოა. ცივილიზებული სამყარო ამას არ აღიარებს. ვერცერთი საღად მოაზროვნე პოლიტიკოსი ვერ აღიარებს ამ რეფერენდუმს, როგორც კანონიერს, გარდა იმ სახელმწიფოებისა, რომლებიც რუსთის ფედერაციას ემსახურებიან. ვფიქრობ, რომ მდგომარეობა გართულდება მაშინ, როდესაც ცივილიზებული სამყარო კარგად გაითავისებს ამ შედეგებს. ობამასა და პუტინს შირის საკმაოდ მწვავე საუბარი შედგა. აშშ ახლა ფიქრობს იმ სანქციებზე, რომელიც დღედღეზე ამუშავდება რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ. მახსენდება გასული საუკუნის 30 წლები, როდესაც ადოლფ ჰიტლერი ავსტრიის რესპუბლიკის ანექციას ახორციელებდა. იქაც იყვნენ ავსტრიელი პოლიტიკოსები, რომლებიც ფეხქვეშ გაეგნენ გერმანელ ფაშისტებს და მათთან ერთად მოახდინეს ავსტრიის ლიკვიდაცია, მისი შეერთება გერმანიის რაიხთან. პუტინი ისე იქცევა, როგორც ჰიტლერი გასული საუკუნის 30 წლებში. სწორედ იმავე მეთოდებით, სამხედრო ძალის უხეში გამოყენებით რუსეთის ფერედაცია შეჭრილია უკრაინის სუვერენულ ტერიტორიაზე, მოაგლიჯა უკრაინას ყირიმის ნახევარკუნძული და აპირებს მის შეერთებას“, - განაცხადა ცაგარეიშვილმა და აღნიშნა, რომ ამით სიტუაცია არ დალადგება და პირიქით, მსოფლიო უფრო მწვავე კრიზისს უნდა ელოდოს.


„დღედღეზე რუსეთის დუმა შეირკიბება და შეეცდება სამართლებრივად გააფორმოს ყირიმის მიერთება რუსეთის ფედერაციასთან. რუსეთი არ იფარგლება მხოლოდ ყირიმით, აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდიანრე მოვლენები ყველამ იცით. იქ ყალიბდება ე.წ. მეხუთე კოლონა და სიატუაცია უკონტროლოა. ეს შეგნებულად კეთდება, რომ შედგომ ისევ ფაშისტური გაგებით შეცვიდნენ რუსეთის მოქალაქეების დასაცავად უკრაინაში. რაც კატასტროფული მოვლენების მომასწავებელია არ მხოლოდ უკრაინისთვის. ამასთან, ფაქტია ისიც, რომ ყირიმის მიერთებით, რუსეთს მილიარდობით ზარალი ექნება. რუსი ეკონომისტები ამაზე უკვე ღიად საუბრობენ“, - განაცხადა საპარლამნტო უმრავლესობის ლიდერმა.


http://reportiori.ge/?menuid=3&id=20163

Комментариев нет:

Отправить комментарий