ადვენტისტები (adventists) [<ლათ. adventus მოსვლა] - ამერიკაში, 1833 წელს უბრალო ფერმერის, უილიამ მილერის მიერ დაარსებული სექტა (პროტესტანტული), რომელიც ქადაგებდა სამყაროს უახლოეს ხანში დაღუპვასა და იესო ქრისტეს ათასწლოვან მეუფებას. სექტის ყველაზე მრავალრიცხოვან ფრთას შეადგენს მეშვიდე დღის ადვენტისტები, რომელიც დააარსეს ელენე და ჯონ უაიტებმა 1846 წელს. მის მთავარ დოქტრინას შეადგენს: 1. მითითება შაბათის უქმობის შესახებ; 2. ე.წ. სამი ამბავი იოანეს გამოცხადების მე-14 თავიდან. I - ამბავი განკითხვის დღის მოახლოების შესახებ; II - ამბავი ბიბლიური წინასწარმეტყველების შესახებ ბაბილონის (რომის) დამხობის თაობაზე; III - ადვენტისტებს ევალებათ “ღვთის მცნებებისა და ქრისტეს რწმენის” ქადაგება; 3. მითითება ადამიანის სულის მოკვდავობის შესახებ; 4. მითითება ე.წ. “სანიტარული რეფორმის” შესახებ - ზოგიერთი საკვები პროდუქტის აკრძალვა. სექტის მიმდევრებს არ სწამთ ბიბლიის ღვთივშთაგონებულობა.
Комментариев нет:
Отправить комментарий