ღმერთი

ღმერთი

понедельник, 17 марта 2014 г.

მეხუთე კოლონა

მეხუთე კოლონა – ხალხთა ჯგუფი, რომელიც ქალაქზე ან სხვა ობიექტზე შტურმისას დამცველებს შიგნიდან ჯაშუშური საქმიანობით ანადგურებს.

ტერმინი „მეხუთე კოლონა“ პირველად 1936 წელს ესპანეთის სამოქალაქო ომის დროს გამოიყენეს. მეამბოხეების გენერალმა ემილიო მოლამ განაცხადა, რომ იმ ოთხი კოლონის გარდა, რომელიც მადრიდს უტევდა, თვით ესპანეთის დედაქალაქში გენერალ ფრანკოს ჯარებს მოეპოვებოდათ „მეხუთე კოლონა“, რომელიც მზად იყო შებრძოლებოდა მადრიდის დამცველებს.

ტერმინის დამკვიდრებას საერთაშორისო ლექსიკონში ხელი შეუწყო ერნესტ ჰემინგუეიმ, რომელმაც 1937 წელს, ესპანეთში განვითარებულ მოვლენათა ცხელ კვალზე დაწერა პიესა მეხუთე კოლონა, სადაც აღწერილი იყო რესპუბლიკელების კონტრდაზვერვის ბრძოლა ჯაშუშების წინააღმდეგ.



ტერმინის გამოყენება

ინგლისელები ამ ტერმინს იყენებდნენ ნაცისტთა იმ ჯგუფის აღსანიშნავად, რომლებიც მოქმედებდნენ მეორე მსოფლიო ომის წლებში. „მეხუთე კოლონის“ დამსახურებად თვლიან გერმანიის ელვისებურ გამარჯვებას საფრანგეთთან 1940 წლის ზაფხულში.

მეორე მსოფლიო ომის მიმდინარეობისას აშშ–ის პრეზიდენტმა ფრანკლინ დელანო რუზველტმა ეს ტერმინი არაოფიციალური საუბრისას გამოიყენა. ამერიკის საგარეო დაზვერვის უფროსმა უილიამ დონოვანმა მას განუცხადა, რომ ნაცისტებს შეეძლოთ დაყრდნობოდნენ შეერთებულ შტატებში არსებულ გერმანულ თემს, რომლის რიცხოვნობაც რამდენიმე მილიონს შეადგენდა, ხოლო რუზველტმა ახსენა „მეხუთე კოლონა“, რომელიც ღალატობს სამშობლოს, ხოლო სამშობლო ღალატის აღსაკვეთად მზად არ არის.

ინგლისელი ისტორიკოსი ჯონ ფულერი წიგნში „მეორე მსოფლიო ომი“ აღნიშნავს, რომ გერმანელებმა უაღრესად უხეში შეცდომა დაუშვეს რუსეთის რეზერვების შეფასებისას; გერმანიის სადაზვერვო სამსახურს „მეხუთე კოლონის“ იმედი გაუმტყუნდა. მისივე თქმით, მართალია, რუსეთში უკმაყოფილოები არსებობდნენ, მაგრამ „მეხუთე კოლონა“ არ არსებობდა.

როცა აშშ ყოფილ ელჩს მოსკოვში ჯოზეფ დევისს ამერიკელმა ჟურნალისტმა კითხვაზე, რას იტყოდა რუსეთში „მეხუთე კოლონის“ წევრთა შესახებ, პასუხად მიიღო: „მათ არ ჰყავთ ისინი, რადგან დროულად დახვრიტეს... მსოფლიოს მნიშვნელოვანი ნაწილი, თავის დროზე, მიიჩნევდა, რომ მოღალატეთა გაუხმაურებელი პროცესები და პოლიტიკური წმენდები, 1935–1939 წლებში რომ ჩატარდა საბჭოეთში, ბარბაროსობის, უმადურობის და ისტერიის გამოვლინების აღმაშფოთებელი ნიმუში იყო. ამჟამად კი, აშკარა გახდა, რომ ეს მოწმობს სტალინის საოცარ შორსმჭვრეტელობას“.

Комментариев нет:

Отправить комментарий