ღმერთი

ღმერთი

воскресенье, 16 марта 2014 г.

გლობალური პოლიტიკის ევოლუციის სტადიები.

პირველი გლობალიზაცია - 7-8 წამყვანი გლობალური მოთამაშე უშუალოდ აკონტროლებს დედამიწის ტერიტორიისა და მოსახლეობის უდიდეს ნაწილს. სხვა დამოუკიდებელი სუბიექტების რაოდენობა შედარებით მცირეა, მათზე წამყვანი მოთამაშეების გავლენა, ხშირ შემთხვევებში, მხოლოდ ფორმალურად არ განიხილება როგორც კონტროლი. მსოფლიოს ხალხებისათვის დამოუკიდებელი განვითარების შესაძლებლობა მინიმალურია. გლობალური პოლიტიკური განუსაზღვრელობის დონე შედარებით დაბალია რეალურად დამოუკიდებელი სუბიექტების მცირე რაოდენობის გამო, ერთდროულად შედარებით მაღალი, იმის გამო, რომ გლობალური პოლიტიკის წამყვან სუბიექტებს შორის უშუალო სამხედრო კონფლიქტის ალბათობა, და ასეთი შეტაკების მოსალოდნელი შედეგები, გააზრებული და გათვლილი არ არის. რამდენიმე, შესადარი ძალისა და გავლენის მქონე გლობალური მოთამაშის კონკურენცია იწვევს ორ მსოფლიო ომს. მეორე გლობალიზაციის პირველი სტადია (1945-1991 წლები) - ორი, დაახლოებით ერთნაირი სამხედრო პოტენციალის მქონე გლობალური მოთამაშე, ეცილება ერთმანეთს გავლენას 150-ზე მეტ, ფორმალურად დამოუკიდებელ სახელმწიფოზე. შესაბამისად, პოლიტიკური განუსაზღვრელობის დონე ბევრად უფრო მაღალია, ვიდრე პირველი გლობალიზაციის დროს. დამოუკიდებელ ქვეყნებს გააჩნიათ განვითარების მოდელის ფორმალური არჩევანი და პოლიტიკური მანევრირების საშუალება. წამყვანი გლობალური მოთამაშეები პრინციპულად უთავსებადია, მათი წინააღმდეგობა სისტემურ ხასიათს ატარებს. მათ შორის პოტენციური სამხედრო შეტაკების შესაძლებლობის დონე უაღრესად მაღალია, მაგრამ მისი შედეგები შესაბამისად გათვლილი და გააზრებული. შესაბამისად, ასეთ შეტაკებას ადგილი არა აქვს, ცივ ომში დამარცხებული მოთამაშე (საბჭოთა კავშირი) წინააღმდეგობის გარეშე ტოვებს გლობალურ ასპარეზს. მეორე გლობალიზაციის მეორე სტადია (1992 წელი - ) - ერთადერთი დარჩენილი წამყვანი გლობალური მოთამაშე არსებობს 192 ფორმალურად დამოუკიდებელი სახელმწიფოს პირისპირ.დამოუკიდებელ ქვეყნების მიერ განვითარების მოდელის არჩევანის შესაძლებლობა მინიმუმამდეა დასული. წამყვანი გლობალური მოთამაშე აგრძელებს მოქმედებას ცივი ომის დროინდელ იდეებზე, სტრატეგიებზე და ინსტრუმენტებზე დაყრდნობით. პოლიტიკური განუსაზღვრელობის დონე შედარებით მატულობს, ისევე როგორც გლობალური პოლიტიკური სისტემის დესტაბილიზაციის შესაძლებლობა. თავს იჩენს წამყვანი გლობალური მოთამაშის უშუალო გავლენის ფარგლებს გარეთ შექმნილი, და მისი ინტერესების წინააღმდეგ მიმართული, სპონტანური პროცესები, რომელსაც პოტენციურად შეუძლია გლობალური საზოგადოებრივი განვითარების არსებული ტრენდების შეცვლა, ან ახლების ფორმირება.





www.nplg.gov.ge


Комментариев нет:

Отправить комментарий