მოწყენილობის, უიმედობის განცდა სულისთვის იმაზე მეტად სახიფათოა, ვიდრე ნებისმიერმა ფსიქოლოგმა შეიძლება შეაფასოს. ამ დროს ადამიანისთვის სულერთი ხდება მთავარი – სულის ცხონება. უიმედობაში ჩავარდნილი ხსნას ვერც ეკლესიაში ხედავს, არც მოძღვრის მოსმენა სურს და თანდათან ეშვება სასოწარკვეთილების ჭაობში – მომაკვდინებელ ცოდვაში. როგორ უნდა დავიცვათ თავი ამ მდგომარეობისგან, რა ჩაუსახავს მორწმუნეს იმედს და გააძლიერებს სულიერად, ამ თემაზე იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის დეკანოზი, მამა გიორგი (სხირტლაძე) გვესაუბრება.
– მამაო, წესით, მორწმუნე ადამიანისათვის მოწყენილობისა და სასოწარკვეთილების ვნება უცხო უნდა იყოს. და მაინც იჩენს ის თავს ადამიანის სულში?
– მოწყენილობა და მწუხარება მაშინ ვლინდება, როდესაც ადამიანი ღვთის მცნებების მიხედვით ცხოვრებას ცდილობს, რაც არცთუ მარტივი და ადვილად მიღწევადია. ამიტომ მასში შემოდის უიმედობის, სასოწარკვეთილების განცდა და ფიქრები: "ამ ბრძოლას რისთვის ვაწარმოებ? არსებობს კი ღმერთი?". ასეთი წუთებიც არის ქრისტიანი ადამიანის ცხოვრებაში და უნდა გავითავისოთ, რომ ეს არის ეშმაკის მიერ ჩვენ წინააღმდეგ წარმოებული ბრძოლა, რათა დაგვაბრკოლოს, ხელი ჩაგვაქნევინოს ამ გზაზე, უარი გვათქმევინოს წინსვლასა და სულის გაკეთილშობილებაზე. მწუხარებისა და მოწყენილობის ვნება განსაკუთრებით საშიშია, რადგან ასეთ დროს ყოველგვარი იმედი ქრება.
ასეთ დროს ადამიანს უჩნდება ფიქრები: "დღეს ლოცვას არ წავიკითხავ, მარხვას არ შევინახავ, ტაძარში არ წავალ, დღესაც ჩავიდენ ამ ცოდვას, ხვალ მივალ და აღსარებას ვიტყვი" და ა.შ. უნდა ვიცოდეთ, რომ სწორედ მაშინ მარცხდება მოწყენილობის ვნება, როდესაც ლოცვასა და კეთილ საქმეებს აღვასრულებთ. სხვა შემთხვევაში თავისი ზრახვებით ეშმაკი ჩვენში შემოდის, უამრავი სახის ფიქრს გვაწვდის და მოწყენილობის, უიმედობის, სიზარმაცის, უდებების მდგომარეობაში გვაგდებს, რაც დამღუპველია და ღმერთსა და ყოველგვარ სიკეთეს განგვაშორებს.
მოწყენილობაში როცა ვვარდებით, ვცდილობთ, სხვადასხვა გასართობი საშუალებით გადავლახოთ ჩვენში არსებული უიმედობა. ეს არ არის სწორი, რადგან ეს ფორმა კიდევ მეტ მოწყენილობას გამოიწვევს და ამის შედეგად ღმერთს განვეშორებით.
– სამწუხაროდ, ამქვეყნიურ ცხოვრებაში ბევრი მიზეზია მოწყენილობისა და გულგატეხილობისთვის. როგორ მოვიქცეთ, როგორ დავაღწიოთ თავი მის შემოტევებს?
– მოწყენილობის ვნებისგან თავის დაღწევა რთულია. მოწყენილ ადამიანს ღმერთის იმედიც აღარ აქვს. გავიხსენოთ, რა დაემართა იუდას. იგი უიმედობაში ჩავარდა. უფლისთვის რომ შენდობა და პატიება ეთხოვა, ღმერთი მასაც აუცილებლად წამოაყენებდა. არ შეიძლება ღვთისმსახურების გაცდენა. ერთი კვირაც თუ გაგვიცდა, ჩვენი გული მძიმდება, გონება ბინდდება უამრავი ცოდვის, საზრუნავისგან, შემდეგ უკვე გვიჭირს ეკლესიაში მოსვლა და ლოცვების კითხვა. ლოცვითი კანონების შესრულება და მარხვა გვიცავს მოწყენილობისგან, რადგან, თუ ადამიანი სხვა ნებისმიერ ცოდვაში ჩავარდება, ეკლესიაში მივა და მოინანიებს, ხოლო მოწყენილობასა და უიმედობაში ჩავარდნილს აღარც აღსარების იმედი აქვს. ასეთი ადამიანი კი დაკარგულია. არ დაგვავიწყდეს, რომ უფლისათვის "ყოველივე შესაძლებელ არს", ხოლო მორწმუნე ყოველგვარი სახის ბრძოლას ღმერთთან სიახლოვით ადვილად გადალახავს.
სამწუხაროდ, სათანადო სიმტკიცის უქონლობის გამო, მრავალი ჩვენგანი ვარდება უიმედობაში. ეშმაკი უამრავ ხრიკს მიმართავს, ადამიანს სულიერი წონასწორობა, შინაგანი სიმშვიდე რომ დაურღვიოს. ამ ჭრელ საზოგადოებაში ყოველ წამს განსაცდელი და გამოცდა გველის. ჩვენ ირგვლივ ტრიალებს ურიცხვი ბოროტება, რაც ფსიქიკაზე მძიმე ზემოქმედებას ახდენს. მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ღმერთი განსაცდელს ჩვენივე სასიკეთოდ, ჩვენს გამოსაცდელად გვივლენს. ეს წინააღმდეგობები უთუოდ უნდა გადავლახოთ, რათა სულიერად გავიზარდოთ და ღვთის სიყვარული მოვიპოვოთ. ჭეშმარიტ მორწმუნეს ცხოვრების გზაზე შეხვედრილი დაბრკოლებანი უფრო აძლიერებს, ურწმუნოს კი მცირე წინააღმდეგობაც ასუსტებს და ტეხს.
ერთ–ერთი ყველაზე მძლავრი საშუალება, რომლის წყალობითაც ბოროტი ძალა ხშირად იმარჯვებს კიდეც ადამიანზე, მწუხარება და გულგატეხილობაა. ამ ვნებათა ყველაზე აშკარა გამოხატულება კი სასოწარკვეთილება გახლავთ. როგორც წმინდა მამა იოანე კიბისაღმწერელი იტყოდა, არც ერთ ვნებაზე გამარჯვება ისეთი გვირგვინით არ ამკობს ბერს, როგორც გულგატეხილობაზე. ეს სასულიერო პირებზეა ნათქვამი, მაგრამ ამ სიტყვების აზრი გარკვეულწილად ერისკაცზეც შეიძლება გავრცელდეს.
ყოველი ჩვენგანის გზა გოლგოთაა და, გვინდა თუ არა, ვალდებულნი ვართ, ჩვენ–ჩვენი ჯვარი ვზიდოთ. წმინდა მამა ნილოს სინელი ამბობს: როცა სულს სასოწარკვეთის სასტიკი ტალღა მოაწვება, ადამიანი იმედს კარგავს, რომ მისი ვაება ოდესმე დასრულდება; მტერი შეაგონებს, რომ მეტად დიდია მისი ტანჯვა და მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება, რომ ღმერთმა მიატოვა იგი. მაგრამ, წმინდა მამათა თქმით, ჭეშმარიტი ქრისტიანი ხორციელი თუ სულიერი შეჭირვების გამო სასოწარკვეთას არ უნდა მიეცეს. თუ იგი ამგვარ მდგომარეობაშია, მაშასადამე მის სულში რაღაც ვერ არის რიგზე – ან არ სწამს ისე, როგორც უნდა სწამდეს, ან ისე არ ლოცულობს, როგორც უნდა ლოცულობდეს, ანდა ამპარტავნებას შეუპყრია და არავის მოსმენა არ სურს.
ამქვეყნიური ცხოვრებისას ყალიბდება და წარმოჩნდება, თუ რა არის კონკრეტული ადამიანისთვის პრიორიტეტული, რა მიაჩნია მას სიკეთედ და რა – ბოროტებად, ვინ არის მისთვის ჭეშმარიტება. ყოველივე ამის შესაბამისი იქნება მარადიული ხვედრი ადამიანისა.
– როდესაც პიროვნებას განსაცდელი ეწვევა, როგორ უნდა მიიღოს, რომ სასოწარკვეთას არ მიეცეს?
– ადამიანს საკუთარი ძალებით არ ძალუძს განსაცდელის დაძლევა, რაც ძირითადად მოულოდნელად მოდის, ამიტომაც გვამცნობს უფალი: "ჯერ–არს მარადის ლოცვაი" (ლუკა, 18.1), "ილოცევდით, რაითა არა შეხვიდეთ განსაცდელსა" (ლუკა, 22.40), "ნუ შემიყვანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩუენ ბოროტისაგან" (მათე, 6:16). სიტყვები "ნუ შემიყვანებ" იმას კი არ ნიშნავს, რომ ღმერთს შეჰყავს ადამიანი განსაცდელში, არამედ ესაა ვედრება ღვთისადმი, შეგვეწიოს, დაგვიფაროს, არ დაუშვას სამართლიანად ჩვენზე მოწევნული განსაცდელისას ჩვენი სულიერი დაცემა. განსაცდელში შეყვანება ღვთის მიერ სამართლიანად დაშვებაა იმისა, რომ განსაცდელმა მთლიანად მოიცვას უგულისხმო ადამიანი.
– განსაცდელი ღვთის განგებად უნდა მივიჩნიოთ თუ ჩვენივე არასწორ ცხოვრებას დავაბრალოთ?
– ყოველივე, რაც ხდება, საღმრთო განგებულებით ხდება. საღმრთო დაშვება ორგვარია: საცხოვნებელი, შემაგონებელი და დაშვება, რომელიც ნიშნავს ღმრთის მიერ ადამიანის სრულ უარყოფას, დაშვებას იმისას, რომ იგი საუკუნოდ წარწყმდეს: "იცის უფალმან ღმრთისმსახურთა მათ განსაცდელთაგან ხსნაი, ხოლო ცრუნი იგი დღესა მას საშჯელისასა ტანჯვასა შინა დაჰმარხნეს" (||, პეტრე, 2:9).
ღმერთი სიყვარულია. იგი არ არის "ძალათი მაცხოვნე", ამიტომ თუკი წარწყმდება ადამიანი, იგი წარწყმდება მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი ურწმუნოებისა და შეუნანებლობის გამო: "ნუვინ განცდილთაგანი იტყვინ, ვითარმედ ღმრთისა მიერ განვიცადები, რამეთუ ღმერთი გამოუცდელ არს ბოროტისა და არავის განსცდის იგი. არამედ კაცად–კაცადი განიცადების თვისისაგან გულისთქუმისა, მიიზიდვის დასცთების. მერმე გულისთქუმაი იგი მიუდგის და შვის ცოდვაი და ცოდვაი იგი სრულ–იქმნის და შვის სიკუდილი" (იაკობი, 1:13–15). მოციქულ იაკობის სიტყვები ცხადყოფს, რომ გარკვეული მოვლენა თუ ვითარება განსაცდელად შეიქმნება და ადამიანის მიერ აღიქმება მისი სულიერი უმწიფრობისა და ვნებიანობის შესაბამისად.
მორწმუნეს სწამს, რომ ღმერთი განაგებს მის ცხოვრებას, ამიტომ იგი ღვთისადმი, როგორც მის სულზე მზრუნველი მამისადმი, რწმენით, მორჩილებით, საკუთარი ცოდვილიანობის გამო სინანულით, მადლიერებითა და დიდებით იღებს ყოველივე მასზე მოწევნულს. განსაცდელისადმი ასეთი დამოკიდებულება, საღმრთო მადლის მოქმედებით, ადამიანში ბადებს სულიერ სიხარულს.
– როგორ შევძლოთ განსაცდელის რეალური მნიშვნელობის დანახვა?
– განსაცდელის რწმენით მიღების გარეშე შეუძლებელია მისი რეალური მნიშვნელობის დანახვა. ერთი მხრივ, იგი არის უფრო მეტი დაფიქრებულობისკენ, სულიერი ცხოვრების გაღრმავებისკენ მოწოდება, მეორე მხრივ – ცოდვით ვნებათაგან მაკურნებელი სინანულის აღმძვრელი წამალი, წმინდანთათვის კი სულიერი ზე სრულყოფვის ჯვარი და მოწამეობრივი გვირგვინი. ვიცით რა, რომ განსაცდელი ჩვენზე მოდის სულიერი მდგომარეობის შესაბამისად, მტკიცედ უნდა გვწამდეს, რომ ღმერთი არ დაუშვებს ჩვენს ძალებზე აღმატებულ განსაცდელს და მის დაძლევაში შეგვეწევა. განსაცდელების ღმერთზე მინდობით დათმენა გვძენს ჭეშმარიტ სულიერ გამოცდილებას, სიკეთესა და სიწმინდეში სიმტკიცის ძალას.
მანანა ნოდია, ჟურნალი სარკე
sana.ge

Комментариев нет:
Отправить комментарий