ღმერთი

ღმერთი

четверг, 20 марта 2014 г.

ვირტუალურ სამყაროში ჩაძირულები.

“სკაიპის” ავკარგიანობა





თანამედროვე ადამიანის ცხოვრებაში, კომპიუტერულმა ტექნიკამ პირველი ადგილი დაიკავა. დროთა განმავლობაში გაიზარდა მისი მოთხოვნილება არა მარტო სამუშაო გამოყენების თვალსაზრისით, არამედ გაჩნდა ინტერნეტ-პროგრამები, რომლის მეშვეობითაც ადამიანებს მსოფლიოს ნებისმიერი კუთხიდან შეუძლიათ ერთმანეთის გაცნობა და ურთიერთობა. თუ რამდენიმე წლის წინ ეს ყველაფერი ქართველი ახლგაზრდებისთვის ფუფუნება იყო, ახლა ეს უკვე მიუწვდომელი ოცნება აღარ არის. ნებისმიერი ასაკის, სქესის თუ მენტალიტეტის ადამიანი დღეს დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ვირტუალურ ურთიერთობებს და რაც არ უნდა დაღლილი ან მოუცლელი იყოს, მაინც ახერხებს დაკავდეს “ჩეთაობით” და ესაუბროს ნაცნობს თუ უცნობს ნებისმიერ თემაზე.

დღესდღეობით ყველაზე პოპულარული “საჩეთაო” პროგრამა, საქართველოშიც და საზღვრებს გარეთაც ე.წ. “სკაიპია”. ზოგი მას საქმიანი ურთიერთობებისთვის იყენებს, ზოგი – მეგობრებთან საურთიერთოდ და ზოგიც, გასართობად. არის შემთხვევები, როცა ინტერნეტით გაცნობილები დაოჯახებულან.

ხუან რამონ მარინ დოლერა: “ჩვენთან, ესპანეთში ადამიანები ძალიან სერიოზულად ეკიდებიან “სკაიპს” და საერთოდ, ვირტუალურ ნაცნობობას. ხშირია ასეთი ურთიერთობების ოჯახის შექმნით დასრულება. ეს სრულიად ჩვეულებრივი ამბავია. არის შემთხვევები, როდესაც ადამიანს ურთიერთობების პრობლემები აქვს და ურჩევნია, სახლში იჯდეს და ინტერნეტის მეშვეობით იურთიერთოს ხალხთან. ვფიქრობ, ეს ბუნებრივია. “სკაიპში” შეგიძლია ნახო ვინმე საინტრესო ადამიანი, არ არის აუცილებელი შეხვდე მას, მთავარია, მასთან საინტერესო იყოს საუბარი, სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელთაგან უამრავ ახალ და საინტერესო ამბავს გაიგებ”.

რას ფიქრობენ ქართველი გოგონები და ბიჭები ვირტუალურ ნაცნობობაზე? ამაზე თავად ამ პროგრამის ინტენსიური მომხმარებლები საუბრობენ:

გაუჩო-გიო: “აქ გასართობად შემოვდივარ, 1106 კონტაქტი მაქვს და მათგან 1100 ვინ არის აზრზე არ ვარ, მთავარია, გავერთო, დანარჩენი არ მაინტერესებს. დროს ვატარებ რაა… “სკაიპში” გაცნობილ გოგონებზე კარგს არაფერს ვფიქრობ. აქ ნორმალურები იშვიათია, უფრო “ისე რა” გოგოები შემოდიან”.

ვირტუალურ ურთიერთობებზე ასეთი აზრი აქვთ არა მარტო თინეიჯერებს. როგორც ირკვევა, სერიოზული ასაკის მამაკაცებიც გასართობად შედიან “სკაიპში”. თუმცა არიან გამონაკლისებიც, რომლებიც ინტერნეტში ეძებენ სასურველ პარტნიორს, მეგობარს.

“კნოპკა“: “ხან დღე შემოვდივარ “სკაიპში”, ხანაც ღამე. ხალხთან ვსაუბრობ, ჩემთვის მთავარია, ქართველი იყოს, რადგან მე თურქეთში ვცხოვრობ, მნიშვნელობას ვანიჭებ აქაურ ურთიერთობებს, რადგან აქ შეიძენ ახალ მეგობრებს”.

სოფო ვერულაშვილი (ფსიქოლოგი): “ეს არის რეალური ურთიერთობების დეფიციტი, ახალგაზრდებში არსებული კომპლექსების არსებობა. დღესდღეობით ყველა ადამიანს აქვს ურთიერთობების მოთხოვნილება, თუმცა დღეს არა მარტო სოციუმში არსებული პრობლემების, არამედ მთელ ოჯახში არსებული პრობლემების და არასწორი აღზრდის გამო, ბავშვებს არ აქვთ ჯანსაღი ურთიერთობები გარემო. იმისთვის რომ მათ აინაზღაურონ ადამიანებთან ურთიერთობის მოთხოვნილება, სკაიპი ამის საუკეთესო საშუალებაა. ეს ფსიქოლოგიურად არ არის ჯანსაღი ფორმა, აქ ხდება მხოლოდ ერთი სახის კომუნიკაცია, როდესაც ჩვენ მარტო ტექსტით ვურთიერთობთ და შეიძლება ხმის ფაქტორი იყოს ჩართული.

როდესაც ურთიერთობა რეალურად ჯანსაღად ხორციელდება, ადამიანებთან უშუალო ურთიერთობით იზრდება ადამიანი, იღებს გამოცდილებას, სწავლობს ამა თუ იმ ქცევის ფორმას და ახდენს კორექციას გარკვეულ შემთხვევაში, ეს ხდება უშუალო ურთიერთობით, სკაიპში ვერაფერს აიღებ მსგავსს, ეს არის ურთიერთობების დეფიციტი.

კომპიუტერი, სკაიპი და კომპიუტერული თამაშები, ადამიანს უბიძგებს თავის თავში ჩაკეტილობაზე, იმ მოზრდილებსაც, რომლებიც დიდ დროს ატარებენ კომპიუტერთან, როგორც ჩანს, თავის დროზე, არასაკმარისად გაიარეს სოციალიზაციის პროცესი და ამიტომ ახლა ურთიერთობენ სკაიპში, კომპიუტერი მათ ართმევს თავიანთი ცხოვრების რეალურ დროს. სკაიპის საშუალებით ზის ადამიანი სულ სახლში, არ გადის გარეთ და ამით ჯანსაღი ურთიერთობა რჩება გვერდზე. თუნდაც, მეგობარს, რომელსაც დიდი ხანია იცნობს ადამიანი, სკაიპით ეკონტაქტება ყოველ დღე, როდესაც რეალურად ხვდება მას, სალაპარაკო თემაც კი აღარ აქვს მასთან, რადგან კომპიუტერის მეშვეობით ისინი ერთმანეთს უკვე ესაუბრნენ თითქმის ყველა თემაზე, სკაიპის დიდი ხნით სარგებლობა და მასზე მიჯაჭვულობა, აშორებს ადამიანებს რეალურად ერთმანეთისგან.

ადამიანს როდესაც აქვს დამოკიდებულობა და მიჯაჭვულობა კომპიუტერის მიმართ, ეს იგივე ფენომენია რაც ნარკომანიის შემთხვევაში, ეს არის ადამიანის პიროვნული სისუსტე, რომელსაც არ შეუძლია არ იყოს ვინმეზე ან რამეზე დამოკიდებული.

- ადამიანი თუ იბლოკება პიროვნულად რეალურ ურთიერთობაში?



- რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს აქვს როგორც პლიუსი ასევე მინუსი. ამ კომუნიკაციების მეშვეობით შავდება ადამიანი რადგან, ის მოიკითხავს მონატრებულ ადამიანს ტელეფონით, სკაიპით და აღარ ნახულობს ხშირად ამით შავდება ურთიერთობა და ნელ-ნელა შორდება ახლობელს, რადგან რეალურად აღარ ნახულობენ ერთმანეთს ხშირად. სიტყვიერი ურთიერთობა და ხმოვანი კომუნიკაცია არ არის ჯანსაღი ურთიერთობა. მას მერე უჭირს ადამიანს ურთიერთობა, შეიძლება ეს სქესთა შორისი ურთიერთობა იყოს, როდესაც სკაიპში ხარ ძალიან თამამი, მაგრამ უშუალო ურთიერთობაში ვეღარ ახერხებ მასთან ურთიერთობას.

- რა შეიძლება ჩაითვალოს ასეთი ურთიერთობის დადებით მხარედ?



- როდესაც ადამიანი სამსახურით აქტიურად დაკავებული ხარ და ხანდახან დროის მენეჯმენტის თვალსაზრისით, სკაიპით შეიძლება გაესაუბრო ნაცნობ ადამიანს და ამით დაზოგო დრო, გაიგო ინფორმაცია და მოაგვარო რაღაც საქმე, მაგრამ როდესაც 24 საათი სკაიპი არის ადამიანის აზროვნებაში და მეტი არაფერი არ აინტერესებს მას, ეს არის არანორმალურობა.

ნათია გვირჯიშვილი


ambioni.ge



Комментариев нет:

Отправить комментарий