ღმერთი

ღმერთი

четверг, 20 марта 2014 г.

ეუთო - OSCE.

ეუთო  -  OSCE  .(ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია ) – უსაფრთხოების რეგიონალური საერთაშორისო ორგანიზაცია. რომლის წევრი 55 სახელმწიფო განლაგებულია ვანკუვერიდან ვლადივოსტოკამდე გადაჭიმულ გეოგრაფიულ სივრცეზე. იგი შეიქმნა გაეროს წესდების VIII თავის შესაბამისად ევროპაში კონფლიქტების თავიდან აცილების, კრიზისის მართვისა და კონფლიქტის შემდგომი რეაბილიტაციის მიზნით ისეთ სფეროებში, როგორებიცაა: შეიარაღების კონტროლი, გაეროს პრევენციული დიპლომატია, ნდობისა და უსაფრთხოების მიღწევის ზომები, ადამიანის უფლებები, არჩევნების მონიტორინგ, ეკონომიკური და გარემოს უსაფრთხოება. ჰელსინკის თათბირის დასკვნით აქტს 5.1975 VIII. ხელი მოაწერა 35-მა სახელმწიფომ. ეს აქტი, თუმცა არ არის საერთაშორისო ხელშეკრულება, უდიდესი მნიშვნელობის პოლიტიკური შეთანხმებაა, რომლის მიზანი იყო, შეესუსტებინა ,,ცივი ომით“ გამოწვეული დაძაბულობა აღმოსავლთსა და დასავლეთს შორის. 1990 წლამდე ეუთო ფუნქციონირებდა როგორც შეხვედრებისა და კონფერენციების ფორუმი, რომელიც ადგენდა სახელმწიფოთა და მოქალაქეთა მოქმედების წესებს და პერიოდულად მიმოიხილავდა მათ შესრულებას (ამ დროს მისი სახელწოდება იყო ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის თათბირი – ეუთთ). პარიზის 1990 წლის უმაღლესი დონის შეხვედრაზე ეუთთ ახალ კურსს დაადგა. ,,პარიზის ქარტიაში ახალი ევროპისათვის“ ეუთო-ის ძირითად ამოცანებად. მიჩნეულ იქნა ევროპაში მიმდინარე ისტორიული გარდაქმნის წარმართვისა და ,,ცივი ომის“ შემდგომი პერიოდის ახალ მოთხოვნებზე რეაგირებისათვის ხელის შეწყობა. ამ ამოცანების შესრულების გასაადვილებლად შეიქმნა ცალკეული ინსტიტუტები, შეხვედრებმა უფრო რეგულარული ხასიათი მიიღო და ეუთთ-ის მუშაობა უფრო ორგანიზებული გახდა. 1990 წლის ნოემბერში მოლაპარაკება წარმოებდა ეუთთ-ის საქმიანობის ფარგლებში შეიარაღების კონტროლის მნიშვნელლოვან შეთანხმებაზე – ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებისა და შეიარაღებული ძალების შემცირების ხელშეკრულებაზე (CFF). ერთობლივი საკონსულტაციო ჯგუფი (იგი პასუხისმგებელია ხელშეკრულების შესრულების ხელშეწყობაზე) და ,,ღია ცის“ საკონსულტაციო კომისია (მასში წარმოდგენილია ,,ღია ცის“ შესახებ 1992 წლის ხელშეკრულების მონაწილე ყველა სახელმწიფო), თუმცა ისინი ეუთო-ს ორგანიზაციები არ არაინ, რეგულარულად იკრიბებიან ეუთო-ს საკონფერენციო დარბაზში ჰოფსბურგების კონგრესცენტრში (ქ. ვენა). ბუდაპეშტის 1994 წლის სამიტზე აღიარეს, რომ ეუთთ უკვე აღარ იყო უბრალოდ კონფერენცია, და ამიერიდან მას ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია (ეუთო) ეწოდა. ამან ორგანიზაცია ახალი პოლიტიკური იმპულსი მისცა, მით უფრო, რომ ეს იყო ,,ცივი ომის“ დასრულების შემდეგ ორგანიზაციის ინსტიტუციური განვითარების გამოხატულება. ლისაბონის 1996 წლის სამიტზე უფრო ჩამოყალიბებული სახე მიეცა ეუთო-ს საკვანძო როლს ყველა განზომილებით უსაფრთხოებისა და სტაბილურობის ხელშეწყობაში. ლისაბონის შეხვედრამ ხელი შეუწყო აგრეთვე ევროპული უსაფრთხოების ეუთო-ს ქარტიის შემუშავებაში (მიღებულ იქნა ქ. სტამბოლის 1999 წლის სამიტზე), ქარტიისა, რომელიც მიზნად ისახავს ეუთოს ქმედითუნარიანობის გაუმჯობესებას. სტამბოლშივე ეუთო-ს მონაწილე 30-მა სახელმწიფომ ხელი მაწერა ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებებისა და შეიარაღებული ძალების შემცირების შესახებ ხელშეკრულების გადასინჯულ ვარიანტს. მათ მხარი დაუჭირეს არასაერთაშორისო შეიარაღებული კონფლიქტების მოგვარების საქმეში ეუთო-ს უფრო აქტიურად და ეფექტიანად ჩარევის აუცილებლობას. ეუთო-ს სტრუქტურა, პოლიტიკური კონსულტაციებისა და გადაწყვეტილებათა მიმღები მთავარი ორგანოა მუდმივი საბჭო. მისი წევრები არიან ეუთო-ს წევრ სახელმწიფოთა მუდმივი წარმომადგენლები (ელჩები) ვენაში, რომლებიც ყოველკვირეულად იკრიბებიან ეუთო-ს კომპეტენციაში შემავალი ყველა საკითხის განსახილველად და მათ შესახებ გადაწყვეტილებათა მისაღებად. მთავარ საბჭოს, რომელსაც ეუთო-ს წევრ სახელმწიფოთა პოლიტიკური ხელმძღვანელები ან სხვა მაღალი თანამდებობის პირები ესწრებიან, იწვევენ პერიოდული პოლიტიკური თათბირებისათვის. მთავარ საბჭოში წელიწადში ერთხელ იკრიბება ქ. პრაღაში, როგორც ეკონომიკური ფორუმი. ეუთო-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები წელიწადგამოშვებით მართავენ ,,მინისტერიალს,“ ხოლო ,,მინისტერიალთა“ შორის პერიოდში სახელმწიფოს ან მთავრობის მეთაურები რამდენიმე წელიწადში ერთხელ იკრიბებიან უმაღლესი დონის შეხვედრაზე, ანუ სამიტზე (ბოლო ასეთი შეხვედრა გაიმართა სტამბოლში 1999 წლის ნოემბერში). ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარეს ეკისრება პასუხისმგებლობა აღმასრულებელი საქმიანობისათის. თავმჯდომარე 6 თვეში ერთხელ იცვლება. ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარეს, შესაბამისი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრს, საქმიანობაში დახმარებას უწევენ წინა და მომდევნო თავმჯდომარეები და მით იქმნება ე.წ. ,,ტროიკა“. მოქმედ თავმჯდომარეს აგრეთვე შეუძლია დანიშნოს პირადი წარმომადგენლები, რომლებსაც ავალებს კონკრეტულ საკითხებზე ან სიტუაციებზე მუშაობას. ეუთო-ს გენერალური მდივანი, რომლის ადგილსამყოფელია ქ. ვენა (ავსტრია), ფუნქციებს ახორციელებს როგორც ეუთო-ს მიზნების განხორციელებისათვის იღებს. გენერალური მდივნის კომპეტენციაში შედის აგრეთვე ეუთო-ს სტრუქტურებისა და ოპერაციების წარმართვა. სამდივნოში (მისი ადგილსამყოფელია ქ. ვენა) შედის: გენერალური მდივნის ოფისი, კონფლიქტების თავიდან აცილების ცენტრი, ადმინისტრაციისა და გარემოს დაცვის სფეროში ეუთო-ს საქმიანობის კოორდინატორი. სამდივნოს პრაღის ოფისი ახორციელებს დოკუმენტების უსაფრთხოებასა და საინფორმაციო ფუნქციებს. ეუთო-ში შედის აგრეთვე სხვა ინსტიტუტებიც. მათ შორის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი (ODIHR), რომელიც აქტიურ როლს ასრულებს არჩევნების მონიტორინგსა და ერონული საარჩევნო და ადამიანის უფლებაღთა დამცველი ინსტიტუციების განვითარებაში, ეროვნული სამართლებრივი ინსტიტუტებისათვის ტექნიკური დახმარების გაწევაში, არასამთავრობო ორგანიზაციებისა დასამოქალაქო საზოგადოების განვითარების ხელშეწყობაში, ადამიანის უფლებათა და არჩევნების მიმართ ეუთო-ს მონიტორინგის მომზადებაში, ჟურნალისტთა მომზადებაში. აღნიშნული სამსახურის ადგილსამყოფელია ქ. ვარშავა (პოლონეთი). წინასწარი გაფრთხილებისა და კონფლიქტების თავიდან აცილების საქმეში განსაკუთრებულ როლს ასრულებს ეროვნულ უმცირესობათა უმაღლესი კომისარი (HCNM), რომლის ადგილსამყოფელია ქ. ჰააგა (ჰოლანდია). უმაღლესი კომისარი აფასებს და ცდილობს, ადრეულ ეტაპზე მოაგვაროს სიტუაციები, რომლებიც ეროვნულ უმცირესობათა ინტერესებს ეხება. იგი ხელს უწყობს მხარეებს არაკონფრონტაციული პოლიტიკის განხორციელებაში. ეუთო-ს მეთვალყურეთა მისიები ფუნქციონირებენ: ბოსნია-ჰერცეგოვინაში, ხორვატიაში, ესტონთში, ლიტვაში, საქართველოში, მოლდოვაში ტაჯიკეთში ყოფილი იუგოსლავიის ტერიტორიზე – მაკედონიასა და კოსოვოში; ეუთო-ს აგრეთვე დამხმარე ჯგუფში ჰყავს ჩეჩნეთში (რუსეთის ფედერაცია). წარმომადგენლები – ალბანეთში, საკონსულტაციო და სამეთვალყურეო ჯგუფი – ბელორუსიაში, პროექტის კოორდინატორი – უკრაინაში, ოფისი – სომხეთში, საერთო ოფისი – ცენტრალურ აზიაში (უზბეკეთი) და ცენტრები – ალმა-ათაში. აშხაბადსაა და ბიშკეკში; მოლაპარაკება წარმოებს ბაქოს (აზერბაიჯანი) ოფისის გახსნის შესახებ; სოხუმში შექმნილია ადამიანის უფლებათა გაერო-ეუთო-ს ერთობლივი ოფიასი; ეუთო-ს მისიები არაერთხელ დასწრებიან არჩევნებს საქართველოში. ეუთო-ს კომპეტენციაში შედის აგრეთვე ჩვეულებრივი შეიარაღების კონტროლი და ნდობის მოსაპოვებლად მიმართული ზომაბის მიღება. ვენის 1994 წლის დოკუმენტი (1999 წლის შესწორებებით) ავალდებულებს ეუთო-ს წევრ სახელმწიფოებს, გამოიჩინონ გამჭვირვალობა თავიანთ სამხედრო საქმიანობაში; ორგანიზაციის ფარგლებში შემუშავებულია სამხედრო ქცევის კოდექსი, რომელიც ადგენს დემოკრატიულ საზოგადოებაში შეიარაღებული ძალების როლის განმსაზღვრელ პრინციპებს. ამასთან ერთად, ეუთო-მ შექმნა დავათა მშვიდობიანი მოგვარების რამდენიმე მექანიზმი. ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა, რომელიც ეუთო-ს ყველა წევრი სახელმწიფოს 300-ზე მეტი პარლამენტარისაგან შედგება, ატარებს ყოველწლიურ სესიას ივლისში, ხოლო მთელი წლის განმავლობაში აწყობს აგრეთვე სხვადასხვა შეხვედრასა და იღებს რეზოლუციებსა და რეკომენდაციებს ეუთო-ს საქმიანობის შესაბამისად. იგი მნიშვნელოვან როლს ასრულებს არჩევნების მონიტორინგშიც. ასამბლეის სამდივნოს ადგილსამყოფელია კოპენჰაგენი (დანია). ორგანიზაციას აქვს შერიგებისა და არბიტრაჟის სასამართლო ქ. ჟენევაში. ეუთო-ს წევრ სახელმწიფოებს, რომლებმაც ხელი მოაწერეს შერიგებისა და არბიტრაჟის კონვენციას, შეუძლიათ, სასამართლოს გადასცენ სადავო საკითხი, რომელსც საარბიტრაჟო ტრიბუნალი ან შერიგების კომისია გადაწყვეტს. ეუთო-ს წევრი სახელმწიფოებია: ავსტრია, აზერბაიჯანი, ალბანეთი, აშშ, ანდორა, ბელგია, ბელორუსი, ბოსნია-ჰერცეგოვინა, ბულგარეთი გაერთიანებული სამეფო, გერმანია, დანია, ესპანეთი, ესტონეთი, თურქეთი, თურქმენეთი, ირლანდია, ისლანდია, იტალია იუგოსლავია, კანადა, კვიპროსი, ლატვია, ლიტვა, ლიხტენშტაინი, ლუქსემბურგი, მაკედონია, მალტა, მოლდოვა, მონაკო, ნიდრელანდი, ნორვეგია, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, რუსეთი, საბერძნეთი, სან-მარინო, საფრანგეთი, საქართველო, სლოვაკეთი, სლოვენია, სომხეთი, ტაჯიკეთი, უზბეკეთი, უკრაინა, უნგრეთი, ფინეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, შვეიცარია, შვედეთი, ჩეხეთი, ხორვატია და ვატიკანი.



ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი



Комментариев нет:

Отправить комментарий