ღმერთი

ღმერთი

среда, 14 мая 2014 г.

მირონმდინარე ხატი საქართველოს 23 მაისს დატოვებს.


ამერიკიდან ჩამობრძანებული ივერიის ღვთისმშობლის სასწაულმომქმედი, მირონმდინარე ხატი საქართველოს 23 მაისს დატოვებს. მანამდე კი მოსალოცად იგი სხვადასხვა ეკლესია-მონასტრებში დაბრძანდება.

ჰავაის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მირონმდინარე ხატის სტუმრობა საქართველოში (6-23 მაისი)

13 მაისი (სამშაბათი)-მახათას მთაზე ახალაშენებულ ტაძარში-წირვა დილის 9 საათზე, პარაკლისს გადაიხდის უწმინდესი და უნეტარესი ილია II.
14 მაისი(ოთხშაბათი)-ნეკრესში
15 მაისი(ხუთშაბათი)-09.30 ხატის მიბრძანება სიონის საკათედრო ტაძარში,ღამით ხატი დარჩება სიონში.
16 მაისი(პარასკევი)-საღამოს ხატს მიაბრძანებენ სიონიდან ავჭალის წმ.იოანე ნათლისმცემლის დედათა მონასტერში.
17 მაისი(შაბათი)-09.00 გამგზავრება აჭარაში. სტუმრობა ბათუმის და ლაზეთის ეპარქიაში .
18 მაისი (კვირა)-09.00-გამგზავრება ფოთისა ეპარქიაში,სტუმრობა ფოთის საკათედრო ტაძარში.ღამისთევა ფოთში.
19 მაისი (ორშაბათი)-09.00-გამგზავრება ზუგდიდში.ამ დღეს ხატი დარჩება ზუგდიდში.
20 მაისი(სამშაბათი)_ 09.00-წირვა ზუგდიდში,გამგზავრება ქუთაისში. გზად ხატს მიაბრძანებენ სენაკში,მარტვილში,ხონში,ჩასვლა ქუთაისში.
21 მაისი(ოთხშაბათი)-09.00-მოლოცვა ეპარქიის ეკლესიის-მონასტრების:გელათი,ბაგრატი,საღამოს დაბრუნება თბილისში.
22 მაისი(ხუთშაბათი)-10.00-სტუმრობა წმ.ნიკოლოზის სახელობის ტაძარში,პატრიარქის წირვა.
23 მაისი(პარასკევი)-დელეგაციის გამგზავრება.

შეგახსენებთ, ამერიკიდან ჩამობრძანებული ივერიის ღვთისმშობლის სასწაულმომქმედი, მირონმდინარე ხატი საქართველოში ბათუმისა და ლაზეთის, ჩრდილოეთ ამერიკისა და კანადის მიტროპოლიტ დიმიტრი შიოლაშვილის ხელმძღვანელობითა და პატრიარქის კურთხევით ჩამოაბრძანეს.



ambioni.ge



Комментариев нет:

Отправить комментарий