ღმერთი

ღმერთი

понедельник, 26 мая 2014 г.

ივერიის მონრეალის ღვთისმშობლის ხატი

  ივერიის მონრეალის ღვთისმშობლის ხატი 1981 წელს დაიწერა ათონის წმიდა მთაზე. იგი წარმოადგენს ივერიის (ივერონის) ღმრთისმშობლის ხატის ასლს, რომელსაც წილად ხვდა გამხდარიყო ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სასწაულთმოქმედი მირონმდენი ხატი მსოფლიოში. ხატის ისტორია განუყრელად დაკავშირებულია ესპანური წარმოშობის ჩილელის, იოსებ (ხოსე) მუნიოს კორტესის ცხოვრებასთან.

  იოსების მშობლები იყვნენ კათოლიკები. იოსებმა 14 წ. ასაკში მიიღო მართლმადიდებლობა. ოჯახი გაგებით შეხვდა იოსების არჩევანს. იოსებ მუნიოსი იყო ხატმწერი და ასწავლიდა ხელოვნების ისტორიას მონრეალის უნივერსიტეტში. 1982 წლის შემოდგომაზე იოსები მეგობრებთან ერთად ათონის მთაზე გაემგზავრა, რადგან დიდი სურვილი ჰქონდა მოენახულებინა ხატწერის მდიდარი ტრადიციებით განთქმული წმინდა დანიელის სკიტი. სკიტისაკენ მიმავალთ გზა აებნათ და შემოაღამდათ. ბილიკმა ისინი ქრისტეს შობის სახელობის ღარიბულ სკიტში მიიყვანა, სადაც თოთხმეტი ხატმწერი ბერი მოღვაწეობდა. მათ სიხარულით მიიღეს სტუმრები და შემდეგ მიიწვიეს ხატწერის სახელოსნოში. იოსებმა სახელოსნოში დაინახა ივერიის ღვთისმშობლის ხატის ასლი, რომლის წაბრძანებაც გადაწყვიდა ამერიკაში, მაგრამ ბერებმა ხატი მას არც აჩუქეს, და არც მიყიდეს. მეორე დღეს ბერებმა თავიანთი ნებით გადასცეს იოსებს ეს ხატი. იოსებ მუნიოსი მონრეალში (კანადა) დაბრუნდა 1982 წლის 3 ნოემბერს. 24 ნოემბერს ღამის სამ საათზე ხატმა დაიწყო ძლიერი კეთილსურნელება.

მცირე ხნის შემდეგ ხატი გადაიტანეს მონრეალის საკათედრო ტაძარში და დაასვენეს ტრაპეზზე. წირვის დროს ყრმა იესოს ხელებიდან ნაკადულივით მოედინებოდა მირონი. მას შემდეგ არ შეწყვეტილა ხატიდან მირონდენა, გარდა დიდი მარხვის ვნების შვიდეულის დღეებისა. ბზობის კვირას ხატი თითქოსდა შრებოდა და კვლავ განაახლებდა მირონდენას დიდ შაბათს, აღდგომის - მართლმადიდებელი ერის დიდი დღესასწაულის კარიბჭესთან. მირონი მოწვეთავდა მუდამ ერთი და იგივე ადგილიდან: ღმრთისმშობლისა და მაცხოვრის ხელებიდან და ყოვლადწმინდა ქალწულის მარჯვენა მხარზე გამოსახული ვარსკვლავიდან; ხშირად მირონს გამოჰყოფდა ხატის ჩარჩოც, თუმცა იგი შედარებით ახალი დამზადებული იყო. ერთხელ ხარების დღესასწაულზე მირონი წამოვიდა ხატის დამცველი შუშის გარეთა ზედაპირიდან: მასზე იწყეს გაჩენა ცვარის მსგავსი მირონის უმცირესმა წვეთებმა, ისე რომ ღმრთისმშობლის გამოსახულება თითქმის აღარ ჩანდა. ხატის უკანა მხარე მუდამ მშრალი რჩებოდა. მრავალი კათოლიკე და პროტესტანტი მოკრძალებით მოდიოდა, რათა თაყვანი ეცა საკვირველთმოქმედი ხატისათვის. ეკლესიის ისტორიას არ ახსოვს ხატიდან მირონის ასეთი ხანგრძლივი დენა.

მთელს ქრისტიანულ სამყაროში გავრცელდა ივერიის ღმრთისმშობლის ხატის ფოტოები მასზე მიმაგრებული ბამბის ნაჭრებით, რომლებიც მკურნალი კეთილსურნელოვანი მირონით არის გაჟღენთილი. მაგრამ ყველაზე საკვირველი ის არის, რომ ხატის ზოგიერთი ფოტოდანაც ასევე მოედინება მირონი. ეს ხდება ყველგან - ამერიკაშიც და ევროპაშიც. იოსებ მუნიოსი სიცოცხლის ბოლომდე ივერიის ღვთისმშობლის ხატის უცვლელი მცველი იყო. 15 წლის მანძილზე იგი მთელ მსოფლიოში მოგზაურობდა მირონმდენ ხატთან ერთად, რომლისაგან მრავალი სასწაული და საკვირველი კურნება აღესრულებოდა. 1997 წლის 30 ოქტომბერს, საბერძნეთის დედაქალაქ ათენში იოსებ მუნიოსი უცნობმა პირებნა წამებით მოკლეს. გამოძიებას უშედეგოდ აწარმოებს ათენის პოლიციის სამმართველო. მირონმდენი ხატი მას შემდეგ გამოცხადებულია დაკარგულად.იოსებ მინუოსის ცხედარი 10 ნოემბერს მონრეალში გადაასვენეს. დაკრძალულია ქ. ჯორდანვილში, წმიდა სამების მონასტრის სასაფლაოზე. 1998 წლის იანვარში დაიწვა წმინდა ნიკოლოზის სახელობის მართლმადიდებლური საკათედრო ტაძარი მონრეალში, სადაც ესვენა ხოლმე ივერიის ღმრთისმშობლის მირონმდინარე ხატი. ამჟამად ტაძრის შენობა აღდგენილია და მასში ტარდება წირვა - ლოცვა.


http://ka.wikipedia.org/wiki/ივერიის_მონრეალის_ღვთისმშობლის_ხატი

**
რა სასწაული გადახდა "ქრონიკის" ჟურნალისტს ივერიის მონრეალის ღვთისმშობლის ხატთან?

მონრეალის ივერიის ღვთისმშობლის, ჰავაის ასლის მირონმდინარი ხატი საქართველოში სამი კვირის განმავლობაში ბრძანდებოდა. ახლობლებისა და მეგობრების წრეში ვცდილობდი, დამეზუსტებინა ხატის მსვლელობის გრაფიკი... მაგრამ ამაოდ. სიონის ტაძარში მისულს, ხატი ყაზბეგში წაბრძანებული დამხვდა. როგორც ამიხსნეს, საქართველოში ყოფნისას, ხატი თვითონ განსაზღვრავდა მოგზაურობის მარშრუტს(!), რის გამოც საპატრიარქოს მიერ წინასწარ გაწერილი გეგმა განუწყვეტლივ იცვლებოდა(!).

http://www.alia.ge/article.php?id=699


Комментариев нет:

Отправить комментарий