ღმერთი

ღმერთი

суббота, 24 мая 2014 г.

წმინდა მამები ფსალმუნზე

„ფსალმუნნი განდევნაა ეშმაკთა. ფსალმუნნი იარაღია შიშისაგან ღამისა. ფსალმუნნი უსაფრთხოებააა ჩვილთათვის. ფსალმუნნი ნუგეშისცემაა მოხუცთა. ფსალმუნნი ყველაზე ღირსეული სამკაულია დედათათვის. ფსალმუნნი საქმეა ანგელოზთა, ზეციური სამკვიდრებელი და სულიერი საკმეველია. ფსალმუნნი განანათლებს გონებას, აღმყვანებელია ზეცად, კაცთ ღვთის თანამოსაუბრედ ჰყოფს. ფსალმუნნი სადაც შემუსვრილებით იგალობება, იქვეა ღმერთი ანგელოზთა თანა“ (წმიდა ეფრემ ასური).


„ფსალმუნი - მყუდროებაა სულისა, მომფენი მშვიდობისა. ის არბილებს მრისხანებას სულისას და უბიწო-ჰყოფს თავშეუკავებლობას. ის აცხრობს მძვინვარე გულის ზრახვებს. ფსალმუნი შუამავალია მეგობრობაში, ერთობაა შორეულთა შორის და შერიგებაა მომტერეთათვის, რამეთუ ვის ძალუძს ჩათვალოს მტრად ის, ვისთანაც ერთად ერთიან ხმას აღუვლენს ღმერთს? ამიტომაც ფსალმუნთა გალობა გვაძლევს ჩვენ ერთ-ერთს უდიდეს სათნოებათაგან - სიყვარულს“ (წმინდა ბასილი დიდი).


„ფსალუნთა გალობა ზეიმია მოხარულთათვის და ნუგეშინისცემა მოწყინებაში მყოფთათვის. ის ათვინიერებს ვნებებს, როგორც ველურ მხეცებს, ლაგამს სდებს თავშეუკავებლობას, აღხოცავს უსამართლობას და გვერდში უდგას სიმართლეს, დაამხობს ღვთისმგმობ ზრახვებს, კლავს ბილწ სურვილებს, გვაწყებს ღვთაებრივ კანონს, გვიქადაგებს ღმერთს, განგვიმარტავს სარწმუნოებას, ბაგეებს დაუხშობს მწვალებლებს, აღაშენებს ეკლესიებს“ (წმიდა იოანე ოქროპირი).


ამიტომ ფსალმუნებს უმნიშვნელოვანესი ადგილი უნდა ეკავოს ქრისტიანის ცხოვრებაში. წმინდა ეკლესია გვირჩევს, ერთი დღეც არ გავატაროთ ფსალმუნთა წაუკითხავად.



orthodoxy.ge



Комментариев нет:

Отправить комментарий