ღმერთი

ღმერთი

четверг, 29 мая 2014 г.

ნატოში მიღება ისეთივე ბოდვაა, როგორც ერთსქესიანი ქორწინებით «იბერიის გაბრწყინება»

საიდან დავიწყეთ და სად მივდივართ?! _ ამას დავით უსუფაშვილი შთამბეჭდავად განმარტავს: ან ისევ რუსეთში უნდა დავრჩეთ, ან ევროპაში უნდა წავიდეთო. რუსეთმა სექსუალური აღვირახსნილობა, გარყვნილება, გეიაღლუმები და პედერასტების თარეში აკრძალა და მართლმადიდებლობის ზნეობრივი და მორალური რწმენის ერთგული დარჩა. ევროპაში წასვლა კი, ანტიდისკრიმინაციული კანონით, პედერასტიაში მის თავდაყირა გადაშვებას ნიშნავს. ჩვენ იმ ბრწყინვალე, სპეტაკი ზნეობის, ვაჟკაცობის, სინდისისა და ნამუსის შარავანდედით შემკული წინაპრების შთამომავლებად ვითვლებით, რომლებმაც ისტორიის ქარცეცხლში გამოატარეს ეს ქვეყანა და მსოფლიოს ხალხთა საგანძურს ქართველობა ღვთისმშობლის კურთხეულ მარგალიტად დაუტოვეს. ჩვენ აქ დავრჩებით, არსად წავალთ და პატიოსნად ვიცხოვრებთ.


ყველა თაობა თავის დროზე წინაპრად გადაიქცევა და წინამორბედის მკაცრი სამსჯავროს წინაშე ანგარიშის ჩაბარება მოუწევს. ვის მოუწევს ანგარიშის ჩაბარება? ყველა ქართველს _ დაწყებული შრომის ოფლში ნაწრთობი მიწის მუშით, დამთავრებული სახელმწიფოს საჭეთმპყრობლით თუ ძალაუფლების მოსაპოვებლად ყველაფრის მკადრებელი სულიერით. რაკიღა ამ უწმინდეს მიწაზე დაიბადე და კაცთმოყვარეობის შარავანდედით შემკული ზნემაღალი ქართველის სახელს ატარებ, მშობელი ხალხის სხეულის ღრღნას თავი უნდა დაანებო.


პარლამენტის ამჟამინდელმა თავმჯდომარემ განაცხადა, რომ შვილს არ ასწავლის სამშობლოსთვის თავდადებას, ასწავლის, რომ პირადი ბედნიერებისთვის იბრძოლოს.


ყველა ქართველის ვალია, თავისი შესაძლებლობის წილი სიყვარული და თავდადება უძღვნას სამშობლოს და მისი ერთიანობის ციხესიმაგრეზე თავისი წილი აგური დადოს, თუ ეს არ ხელეწიფება, ნგრევას მაინც ნუ შეეცდება.


რას უძლებს მრავალჭირგამოვლილი, მტაცებელთა მიერ დაგლეჯილი და გაძარცული საქართველო?! ვერც წარსულში და ვერც ახლა უცხოელი მტაცებელი ვერას დაგვაკლებდა, რომ არა კუჭის კარნახს აყოლილი, თანამდებობაზე დახარბებული ყეყეჩების ღალატი და ორპირობა. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ეროვნული მთავრობა ავირჩიეთ, რომლისთვისაც ევროამერიკელთა წინაშე მუცელზე ხოხვა უცხო იყო. არც მიწები გაუყიდია და არც სახალხო მეურნეობა გაუნადგურებია მეგობრის ნიღბიანი მტრების რჩევით... ეროვნული ხელისუფლება ერთი წლის თავზე ცეცხლითა და მახვილით დაამხეს და ქვეყნის სადავეები მიართვეს თეთრ მელად მონათლულ, ქართველებისთვის უბედურების მომტან არსებას, რომელმაც საქართველოს ხერხემალში გადამტვრევა სამეგრელოს სასტიკი დარბევით დაიწყო და აფხაზეთის აწიოკებით დაამთავრა. მეანაბრეები გაძარცვა, მიწები და ქვეყნის სიმდიდრე გაანიავა, შემდეგ კი უმრავი მუხთლობით დამძიმებული ეს სოფლის მაოხრებელი გზირი კრწანისის რეზიდენციას შეეფარა. დაიშალა მისი «მოქალაქეთა კავშირი», რომლის ნამსხვრევებზე, როგორც მედუზა გორგონას მოჭრილი თავის სისხლის წვეთებიდან, უამრავი ასპიტი პარტია გამოიჩეკა. ამათგან ყველაზე შხამიანმა _ «ნაციონალურმა მოძრაობამ» _ ხელთ ხელისუფლების სადავეები იგდო.


ცხრა წლის განმავლობაში ქართველთა თავზე სისხლიანი კოშმარის დოლაბივით ბრუნავდა «ნაციონალური მოძრაობის» განუკითხაობა, რომლის მიზანი საქართველოს დაშლა, დაქუცმაცება, მოსპობა და ქართველთა გადაშენება იყო.


ვინ ჩამოთვლის იმ უამრავ ბოროტებას, რომლებიც ამ კრიმინალურმა ბანდამ დაატეხა თავს მრავალტანჯული ქართველების შაგრენის ტყავივით დაპატარავებულ სამშობლოს. შორს აღარ იყო დრო ხალხის აბობოქრებისა, მაგრამ გამოჩნდა ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც ხალხის რისხვა «ნაციონალური» ჭირის კანონიერი არჩევნებით დამხობისკენ მიმართა. იოლი არ იყო ყველა არჩევნების გამყალბებელი, ბანდიტური ხელისუფლების ამ მეთოდით დამხობა, მაგრამ ხალხმა სასწაული ჩაიდინა და «ნაციონალურმა» უბედურებამ პირველი მძლავრი პანღური იგემა.


ხელისუფლების სათავეში «ქართული ოცნება» მოვიდა, რომლის კოალიციაში ისეთი პარტიებიც გამოჩნდნენ, ხალხის უნდობლობით «ნაციონალებს» რომ არ ჩამოუვარდებოდნენ, მაგრამ ბიძინა ივანიშვილის ავტორიტეტს ყვავის ბახალებად შეფარებულნი, შესაფერის მომენტამდე ერიდებოდნენ ყრანტალს.


რამხელა ბედნიერებაა ოცნების ახდენის მოლოდინი?! «ქართული ოცნება» კი საქართველოს ნორმალურ კალაპოტში ჩაყენებაა. «ნაციონალური» ბანდისთვის დამსახურებისამებრ მიზღვის შედეგად აღდგებოდა სამართლიანობა, რასაც კარგად გრძნობდნენ «ნაციონალები» და, ცხინვალის სისხლიანი ავანტიურის შემდეგ, მეორედ მოუწიათ გასაქცევად ბარგის შეკვრა, მაგრამ «ქართულ ოცნებაში» შებუდებულმა ყვავის ბახალებმა ხმა ამოიღეს. «ნაციონალები» უნდა შევინარჩუნოთო, _ ბრძანეს რესპუბლიკელებმა და მათ მხარი თავდაცვის მინისტრმაც აუბა, საქართველოში რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვიტი სისტემების განლაგების მოთხოვნით რომ დაშოკა ნატო და გააკვირვა საქართველოს ხელისუფლება. ჯონჯოლის საკრეფად ტყეში გასული ქართველები ვერ დაუცავს და კოსმოსში რაკეტებს ეპოტინება. ჯერ ავღანეთში ქართული საზარბაზნე ხორცით გააოცა მსოფლიო; ახლა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის კაციჭამიებს უგზავნის ქართველ ვაჟკაცებს; ვინ იცის, მომავალში სად გამოჩნდება ახალი მინოტავრი, ევროატლანტიკურ ლაქუცს აყოლილმა მინისტრმა ქართველი მამულიშვილების სისხლით რომ დააპუროს. ამერიკიდან კი ისეთი ჰონორით ჩამოვიდა, ეტყობა, მათი არმიის სერჟანტობა უკვე გაინაღდა და, თუ «მიშა მეორეობასაც» დაჰპირდნენ, მალე ვიხილავთ ამერიკული ფაფის მისაღებად რიგში მდგარს მიშას შემდეგ.


პარლამენტის თავმჯდომარემ კი ახალი ფრთიანი ფრაზა ააფრინა: «ნატოში თუ არ შევალთ, საქართველო გაქრებაო». ამის გამგონე ევროპელმა ჭირისუფლებმა ცრემლის გუბეები დააყენეს. თუმცა საქართველო ადგილიდან ვერ გაატოკეს.


საქართველო ნატოს გარეშე ყველა შეუბრალებელი დამპყრობლის დროსაც არსებობდა, მაგრამ არც არაბებს, სპარსელებს, მონღოლებს თუ სხვა მოძალადეებს არ უკადრებიათ ისეთი სიბინძურის დაკანონება, როგორსაც ნატო თუ ევროკავშირი ითხოვს _ ეს არის პედერასტების «აგულავების” დაკანონება.


ბოლოქანქარა რასმუსენისა და საქართველოს უბედურ პოლიტიკოსთა ურთიერთლაქუცი კი ისევ გრძელდება, მიუხედავად მისი სიყალბისა. რასმუსენმა განაცხადა თქვენ ნატოში მისაღებად რომ მელაქუცებით, მსიამოვნებს. თქვენც ხომ გსიამოვნებთ ნატოში მიღებას რომ გპირდებით და რაღას მთხოვთო?!


ყველამ ვიცით, მთქმელმა და მსმენელმაც, რომ ნატოში მიღება ისეთივე ბოდვაა, როგორც ერთსქესიანთა ქორწინებით დემოკრატიის გასხივოსნება.


საგარეო საქმეთა მინისტრმა ქალბატონმა, ეტყობა, საინფორმაციო სამსახურის თანამშრომლის ფუნქციებიც კარგად შეითვისა და მთავარ როლზე დამტკიცებული უნიჭო მსახიობის თვითკმაყოფილი ღიმილით ისე გვამცნობს ჩვენს გაევროპელების მცდელობაზე, იფიქრებ, ევროსაბჭო ისე გაქრება საქართველოს გარეშე, როგორც საქართველო უნატოოდო. ევროპა კი თავის დემოკრატიულობას პედერასტების დროშით ახვევს თავს მისგან მოჯადოებულ მთავრობებს, რომლებსაც გარყვნილებაზე როკვა ხალხის რისხვად ექცევათ.


დღეს კი რესპუბლიკელი პარლამენტარი, რომლის გადეპუტატება ხალხის ბრალი ნამდვილად არ არის, იკვეხნის, ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღება «ნაციონალებმაც» კი ვერ გაბედეს და ჩვენ ვერაფერმა შეგვაჩერაო. ხალხის ნების წინააღმდეგ თავხედობა სადაც გაიყვანთ, გაღმიდან გამოგვძახონ. პედერასტების აგულავების კანონიც ურთიერთჩახუტებითა და წარმოუდგენელი შეხმატკბილებით მიიღო ყველა დეპუტატმა ისე, რომ ერთს არ წამოუკნავლია, არ გვინდა გარყვნლების დაკანონებაო.


ნურც იმას დაივიწყებენ, რომ ცოდვიან შენობაში სხედან, სადაც სამამულო ომში დაღუპულთა ხსოვნის ობელისკის დანგრევას «ნაციონალებმა» უცოდველი დედა-შვილის სიცოცხლე შესწირეს. ყოველივე ამის შემდეგ ამ ცოდვით გაპოხილ შენობაში ისევ მათი უსირცხვილო ღავღავი ისმის, რომელიც ხალხს შეახსენებს, რომ, რაკი ესენი არ ფიქრობენ პარლამენტის რიგგარეშე არჩევნებზე, თვითონ უნდა იზრუნოს ამაზე.


«ქართულ ოცნებას» კი დაავადებასავით შეჰყრია ნაცისტებზე გულდამწვარი პარტიები. სასამართლოს თავისუფლებას რომ იკვეხნიან, სადაც კუბლაშვილების დიქტატი მძვინვარებს, ერთი მოსამართლეც არ მიუღიათ «ნაციონალთა» ფილტრში გავლის გარეშე. გული იმაზე დაგწყდება, რომ მოსამართლეების შერჩევის წესს კვლავ კუბლაშვილის ნიღაბჩამოხეული თვითნებობა აგრძელებს.


სასამართლოში «ნაციონალების» პარპაში _ ასე შეიძლება ეწოდოს ემზარ კვიციანის დაპატიმრებას. კაცმა ყველაზე მძიმე ჟამს შეინარჩუნა კოდორის ხეობა და ის აფხაზებთან ძმობის აღდგენის კარიბჭედ აქცია. რა აღწერს იმ ღალატთან წილნაყარი «ნაციონალების» ბოროტებას, რომელიც მათ კოდორის ხეობაში ჩაიდინეს და ბოლოს ისე მოაგლიჯეს საქართველოს, რომ ეს ღალატი გმირობად მიითვალეს, ემზარ კვიციანი კი სამშობლოს მოღალატედ გამოაცხადეს.


შეიცვალა სიტუაცია და კვიციანმაც ავ-კარგის გასარჩევად მიაკითხა «ნაციონალების» ღალატით კიდევ უფრო შემცირებულ სამშობლოს. კუბლაშვილის სასამართლომ კი უამრავი ავტორიტეტული ადამიანის შუამდგომლობა არ გაითვალისწინა და დააპატიმრა. მე, პირადად, არ ვიცნობ კვიციანს, არც მის დედას, ქალბატონ ნორას, მაგრამ არც ცოტნე დადიანს, მღვდელ თევდორეს, მაია წყნეთელსა და სამშობლოსთვის თავდადებულ სხვა უამრავ მამულიშვილს არ ვიცნობდი, ასე რომ ეთაყვანება მათ ხსოვნას მადლიერი ქართველი ხალხი. ემზარ კვიციანი და ქალბატონი ნორა ქართველი ხალხის ღირსეული შვილები არიან, ქვეყნის მოღალატე «ნაციონალთა» სასამართლოს კი დღესაც ვერ შეუგნია, რომ ხალხი არც ისეთი გულმავიწყია, როგორიც მათ ეჩვენებათ.


ნურავის დაავიწყდება, რა სისხლიანი ძალადობა დათარეშობდა ქვეყანაში ნაციონალთა სახით. განა ვლადიმერ ბედუკაძის მიერ ნაციონალთა კაცთმოძულეობის, ჯერ არნახული საქციელის მხილება ხალხისა და ქვეყნისთვის თავდადების ტოლფასი არ იყო?! ბედუკაძის მიერ გამოქვეყნებული ნაციონალთა მხეცობის ფაქტები რომ არა, «ნაციონალური მოძრაობის» დამხობა შეიძლება საეჭვო გამხდარიყო. ციხეებში დატრიალებულ სისასტიკეზე ბევრი რამ არის ცნობილი. მე კი ერთი ყოფილი პატიმრის მიერ მოყოლილს გავიხსენებ: რვაკაციან საკანში ოცდაათი კაცი ძლივს სუნთქავდა. ერთს გული გაუხდა ცუდად, იხრჩობოდა. ზედამხედველებს ეს რომ აცნობონ, შემოცვივდებიან, მომაკვდავს გაიყვანენ და დანარჩენებს კი ცემით მიასიკვდილებენ. იქნებ მოითმინოს, თორემ ჩვენ ცემით ძვალ-რბილს გაგვიერთიანებენ, _ წამოსცდა ერთს. კაცი კვდება, გაიყვანონ, ცემას უნდა გავუძლოთ, ერთხმად გადაწყვიტეს... ასე ცდილობდნენ ადამიანში ადამიანობის ჩაკვლას.


კახელ ტრაქტორისტ ბიჭს ცემით ლამის სული ამოჰხადეს,_ ქურდებს შეაგინეო. ის კიდევ გაჯიუტდა და არ შეაგინა, შედეგად ცოცხალ-მკვდარი შეუგდიათ რომელიღაც საკანში. ეს ქურდებს რომ შეუტყვიათ, თავიანთ საკანში ბიჭის გადაყვანა მოუხერხებიათ. უკითხავთ,_ რისთვის გცემდნენო? ბიჭს არ სცოდნია, ვის საკანში გადაიყვანეს, _ რა ვიცი, მაძალებდნენ, ქურდებს შეაგინეო, პრინციპის საქმეა, რაზე უნდა შემეგინებინა, თორე ქურდების დედაცო... ქურდები სიცილით გადაფიჩინებულან, რადგან ამ ნაცისტებივით მანიაკი კაცთმოძულეები არ ყოფილან.


ხალხს კი გაჭირვებასთან ჭიდილის ძალა შემოელია და იმედის სხივიც უკვე ჩაქრობაზეა. გოგია უიშვილის ამბავი გვიკვირდა. ახლა კი იმაზე უარეს უბედურებას განვიცდით. როგორი სასოწარკვეთილი უნდა იყოს ოჯახის მამა, რომ თავი მოიკლას, მის დასაკრძალავად შეგროვილი ფულით შვილს ოპერაცია რომ გაუკეთონ?!


ამ საზარელი თვითმკვლელობის გამო ქვეყანაში გლოვა უნდა გამოცხადებულიყო, რადგან გაუსაძლის ყოფაში ათასობით ოჯახია. მათი მინისტრები კი ტელევიზორის ეკრანიდან კოპწიაობენ და ტაკიმასხარა შოუებში სიცილით იჭაჭებიან. ან რა გულუხვად იღებენ პრემიებს, რომ აღარაფერი ვთქვათ ხელფასებზე. თუ გინდა, რომ ხალხი გენდობოდეს, მისი ცხოვრებით უნდა იცხოვრო და იმ ჰაერით ისუნთქო, რომლითაც მრავალჭირნახული ქართველი ერი სუნთქავს. ილუზიებს ნუ გამოეკიდებით და მოხვეჭის მურტალი ბაცილა ნუ შეგეყრებათ, თორემ ხალხის ხელშეწყობით «აფრენილებს» ისევ ხალხთან მოგიწევთ «დაფრენა» და ქვეყნის ბიუჯეტი ბებიას სკივრი არ არის, საიდანაც მოპარული «ჩურჩხელისთვის» მარტო ყურის აწევას რომ დაგაჯერონ.


ფრთხილად, ბიძიკოებო! ვიღაც გადამთიელების ჭირვეულობას ქართველი ხალხის ინტერესებს ნუ ანაცვალებთ, თორემ ხალხის ნდობის დაკარგვას ხალხის რისხვაც თან ახლავს.


გივი სომხიშვილი,


მწერალი, დავით აღმაშენებლის სახელობის პრემიის ლაურეატი,


აკადემია «აია»-ს ნამდვილი წევრი


geworld.ge


Комментариев нет:

Отправить комментарий