ღმერთი

ღმერთი

понедельник, 19 мая 2014 г.

მამა იუსტინე პარვუს დარიგებებიდან:

მამა იუსტინე პარვუ დაიბადა სოფელ პოიანა ლარგულიუში (Poiana Larguliu), რუმინეთი, 1919 წლის 10 თებერვალს, 1936 წელს დურაუ (Durău) მონასტერში მიდის (სადაც შემდგომში დაიკრძალა კიდეც), 1939 წლიდან სწავლობს ჩერნიკას (Cernica) მონასტრის სემინარიში, მეორე მსოფლიო ომის დროს როგორც კაპელანი იყო აღმოსავლეთ ფრონტზე, 1942-1944 წწ.ში დაპატიმრებულ იქნა პოლიტიკური მიზეზით და ხოლო შემდეგ 1948-1964 წწ.ში ათეისტური რეჟიმის მიერ რელიგიური მიზეზებით, 1966 წელს ის უბრუნდება სეკუს (Secu) მონასტერს, და 1975 წლიდან უკვე მოღვაწეობს ბისტრიტას (Bistrita) მონასტერში, 1991 წელს აარსებს პეტრუ ვოდას ( Petru Voda) მონასტერს, სადაც მღვდელმსახურობდა კიდეც, აღადგინა პალტინის (Paltin) დედათა მონასტერიც; გარდაიცვალა 2013 წლის 13 ივნისს; მის სახელს უკავშირდება უამრავი სასწაული, ღვთივსულიერი , მოყვასის სიყვარულით გაჯერებული დარიგებანი და ამიტომაც მას რუმინეთის სულიერ მამადაც მოიხსენიებდნენ.

- გიყვარდეთ ღატაკნი და იტანჯეთ მათთან ერთად, რათა შემდგომ უფალმა თქვენც შეგიწყალოთ

- გახსოვდეს, რომ მოკვდავ სხეულს ატარებ, ყველას სიკეთე გაუკეთე, გამონაკლისების გარეშე.

- არავინ დაამცირო მისი ცოდვების გამო, არამედ მარად საკუთარი თავი ჩათვალე დამნაშავე, თუნდაც მოყვასის ცოდვების გამო.

- სჯობს იყო შეძულებული, ვიდრე გძულდეს; სჯობს თავად იყო შეურაცხყოფილი, ვიდრე სხვას შეურაცხყოფდე!

- სჯობს იყო დევნული, ვიდრე მდევნელი, სჯობს ჯვარსგაცვან, ვიდრე სხვებს აცვამდე ჯვარს!

- ვინც ამასოფლის ცრუპატივს გაურბის ის მომავალი ცხოვრების დიდებას გრძნობს მის სულში.



orthodoxtheology.ge


Комментариев нет:

Отправить комментарий