თეა წულუკიანის სკანდალური ანტიდისკრიმინაციული კანონი. რატომ ასაიდუმლოებს მინისტრი წულუკიანი საკუთარ პროექტს და რა მიზნით დაუჭირეს მხარი ამ სკანდალურ დოკუმენტს ალასანიამ და უსუფაშვილმა.
რა იყო დაგეგმილი, რა შედეგი შეიძლება მოჰყოლოდა წულუკიანის პროექტს არჩევნების წინ და რატომ შეხვდა ირაკლი ღარიბაშვილი ილია მეორეს.
დიდი შეთქმულება, უნიჭო ხაფანგი თუ, უბრალოდ, უცოდინრობა – რა გამოწვევის წინაშე დადგა ირაკლი ღარიბაშვილი?
როგორ განვითარდება მოვლენები კოალიცია „ქართულ ოცნებაში“, რთული სათქმელია. ვერსია ბევრია, წინასწარმეტყველური ხმები – კიდევ უფრო მეტი. თუმცა, მოსწონს ეს ვინმეს და ეთანხმება თუ არა, ფაქტია – კოალიციაში ლიდერის როლში ირაკლი ღარიბაშვილი გამოიკვეთა. მასზე აკეთებს დღეს სწორებას ხელისუფლება. მათ შორის ალასანია, უსუფაშვილი და მარგველაშვილი. ისინი საკუთარ განცხადებებში ღარიბაშვილს აღიარებენ, როგორც ლიდერს.
მაგალითად, ამერიკაში ვიზიტის დროს ირაკლი ალასანიამ თქვა, რომ ის მთავრობის დავალებებს ასრულებს, ანუ ღარიბაშვილის.
დავით უსუფაშვილმა ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღების დროს დიდი მადლობა გადაუხადა პრემიერს კანონპროექტის დახვეწისთვის.
ირაკლი ღარიბაშვილზე აქვს სწორება ოპოზიციასაც. მათ შორის, „ნაციონალურ მოძრაობას“. შემთხვევითი არ არის, რომ ოპოზიცია პასუხს ყველაფერზე ღარიბაშვილს სთხოვს. რა თქმა უნდა, ეს ლოგიკურია, პრემიერი ღარიბაშვილია და პოლიტიკურ გადაწყვეტილებებასც ქვეყანაში სწორედ ის იღებს. თუმცა, გასათვალისწინებელია ოპოზიციისთვის დამახასიათებელი ტაქტიკაც – მიზანში ამოიღოს ყველაზე ძლიერი ფიგურა და, მისი შესუსტების მიზნით, მუდმივად აკრიტიკოს. ეს ნაცადი ტაქტიკაა და ოპოზიციის როლში ამ ტაქტიკას ვერც ნაცები ასცდნენ. როდესაც ისინი იყვნენ ხელისუფლებაში, მაშინდელი ოპოზიცია პასუხს ყველაფერზე ვანო მერაბიშვილს სთხოვდა ხოლმე და ესეც არ იყო შემთხვევითი.
თუმცა, ანტიდისკრიმინაციულ კანონს დავუბრუნდეთ.
პროექტი თეა წულუკიანის უწყებაში დაიწერა და წულუკიანმა გადაგზავნა ის კანცელარიაში. როცა მინისტრი დოკუმენტს უკვე მთავრობას უგზავნის დასამტკიცებლად, ეს ნიშნავს: წულუკიანი პროექტს გაეცნო, მოიწონა და ჩათვალა, რომ ის მზად არის, კანონის ფორმა მიიღოს. ამიტომაც მშვიდად გადაგზავნა პროექტი კანცელარიაში.
თუმცა, ღარიბაშვილს რომ ეს პროექტი იმ სახით შეეტანა პარლამენტში, ნამდვილი ომი ატყდებოდა. ამ ფონზე ძალიან ცინიკურად გაისმა იუსტიციის მინისტრის, წულუკიანის განცხადება:
– ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ შეწყდეს ჩვენი საზოგადოების ყველაზე პატივსაცემი პირის კათოლიკოს-პატრიარქის ნერვიულობა...
შეიძლება ითქვას, რომ ამ ფრაზამ ამორალურადაც კი გაიჟღერა, რადგანაც სწორედ წულუკიანის ვალდებულება იყო, პროექტი საბოლოო კონდიციამდე მიეყვანა, შეეთანხებინა ის სხვადასხვა ჯგუფებთან, პირველ რიგში კი ეკლესიასთან. ეს სწორედ წულუკიანის ვალდებულება იყო. საერთოდ, ეს ქალი რით არის დაკავებული სამინისტროში, ძნელი სათქმელია. როგორც ჩანს, მას არანაირი გამოცდილება არ გააჩნია და არც იმათი მოსმენა სურს, ვინც იცის, როგორ იწერება კანონი. ალბათ, ახლაც იტყვის, ეს კრიტიკა მე არ მეხება, ეს დაკვეთილი წერილებია ჩემს წინააღმდეგო.
თუმცა ფაქტია, მინისტრ წულუკიანს პროექტი არავისთან შეუთანხმებია. ის, რაც კანცელარიაში გადაგზავნა, იმდენად სკანდალური იყო, რომ მისი გამოჩენის შემდეგ ქვეყანაში, ალბათ, ახალი რევოლუცია დაიწყებოდა. თუ ეს ტყუილია, მაშინ მინისტრმა იქნებ გაასაჯაროოს თავისი პროექტი.
წულუკიანის პროექტის მიხედვით, ანტიდისკრიმინაციულ კანონში ფართოდ იყო გახსნილი საზღვრები „ელჯიბიტების“ პროპაგანდისთვის. ეს პროექტი, ფაქტობრივად, პროპაგანდა იყო, რასაც ეკლესია კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა. მაგალითად, კანონის მოქმედების სფეროდ განსაზღვრული იყო სკოლამდელი აღზრდა და განათლება... წულუკიანს სურდა, ინსპექტორის საგანგებო პოსტი შემოეღო.
საინტერესოა, რომ პოლიტსაბჭოზე წულუკიანის ამ პროექტს მხარი დაუჭირეს ირაკლი ალასანიამ და დავით უსუფაშვილმა. სწორედ იმ უსუფაშვილმა, რომელმაც შემდეგ ღარიბაშვილს პროექტის გადამუშავებისთვის მადლობა გადაუხადა, თავდაცვის მინისტრმა კი დუმილი არჩია. ღარიბაშვილი პროექტის ამ სახით მიღების წინააღმდეგი გამოვიდა. როგორც ამბობენ, პრემიერმა პოლიტსაბჭოზე წუკულიანი მკაცრად გააკრიტიკა.
პრემიერი იძულებული გახდა, პროექტზე მუშაობა უსაფრთხოების საბჭოს მდივნისთვის და საპარლამენტო მდივნისთვის ჩაებარებინა. წულუკიანის პროექტიდან ამოიღეს პროპაგანდა, პროექტში ჩაიდო კონკორდატის მუხლი და გაუქმდა ინსპექტორის პოსტი.
საპატრიარქოს კულუარებიდან ცნობილი ხდება, რომ ღარიბაშვილი პირადად შეხვდა პატრიარქს და პროექტის დეტალებში გაარკვია. საპატრიარქოში ამბობენ, რომ პრემიერმა პატრიარქს ისიც უთხრა, რომ კანონის მიღება მხოლოდ ევროპის თვალისასახვევად იყო საჭირო, რათა საქართველომ ისარგებლოს ყველა იმ სარგებლით, რასაც ევროკავშირთან დაახლოება მოიცავს. პირველ რიგში კი, ეს არის უვიზო მიმოსვლა, ვაჭრობის გაფართოება და ასე შემდეგ.
ამ საუბრის შემდეგ პატრიარქმა ღარიბაშვილს კურთხევა მისცა. ილია მეორე დარწმუნდა, რომ კანონი არანაირად არ გულისხმობს არც პროპაგანდას და არც ერთსქესიანთა ქორწინებას. პარალელურად პრემიერი კონსტიტუციაში ოჯახის ცნების განმარტების ინიციატივით გამოვიდა და თქვა, რომ ოჯახი არის ქალისა და კაცის კავშირი და რომ ეს გამყარებული უნდა იყოს კონსტიტუციით.
ასე რომ, როცა მოგვიანებით, – როცა პარლამენტმა ღარიბაშვილის გადამუშავებული კანონი მიიღო, – იგივე წულუკიანმა თქვა, რომ სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის ერთობა შენარჩუნდა. და ეს სულაც არ იყო მისი დამსახურება. მხოლოდ დავით უსუფაშვილს ეყო გულწრფელობა, ღიად გადაეხადა მადლობა პრემიერისთვის.
ისე, საინტერესოა, წულუკიანმა არ იცოდა, თუ ალასანია ვერ ხვდებოდა, რომ მათ მიერ მოწონებული პროექტი უკიდურესად დაძაბავდა ეკლესიასთან ურთიერთობას არჩევნებისა და ევროკავშირთან ასოცირებული ხელშეკრულების ხელმოწერის წინ. და თუ იცოდნენ, განგებ გააკეთეს? და მაშინ ვის წინააღმდეგ იყო მათი ქმედებები მიმართული – ღარიბაშვილის?
ეს მხოლოდ კითხვებია. არც წულუკიანსა და არც ალასანიას ამ კითხვებზე პასუხები ჯერ არ გაუციათ. და სანამ ეს კითხვები ისმის, პასუხები კი – არა, ეჭვები, რომ კოალიციის შიგნით ზოგიერთებს ღარიბაშვილის შესუსტების ინტერესი აქვთ, იარსებებს. ირაკლი ალასანიას პოლიტიკური ამბიციები საყოველთაოდ ცნობილია.
ანტიდისკრიმინაციული კანონი კანცელარიას რომ არ შეეცვალა და საპატრიარქოსთან ურთიერთობა არ დაელაგებინა, რა თქმა უნდა, სწორედ ის აღმოჩნდებოდა მთავარი დარტყმის ქვეშ. და მერე თეა წულუკიანი ისევ იტყოდა, როგორ შეიძლება პატრიარქის ნერვიულობაო. დუმილს დაარღვევდა ალასანიაც. თავად პარლამენტში, მმართველ კოალიციაში კი რღვევის პროცესი დაიწყებოდა.
მოკლედ, ამ კანონს შეეძლო, ყველაფერი თავდაყირა დაეყენებინა და საეჭვოა, რომ ამდენის გათვლა წულუკიანს არ შეეძლო.

ქეთი ხატიაშვილი
ptpress.ge
Комментариев нет:
Отправить комментарий