ერთმა ქრისტესმოყვარე კაცმა იმავე ბერს ჰკითხა: ხშირად, ადამიანთა გარემოში, მოულოდნელად სირცხვილის გრძნობა მეუფლება და სახის გამომეტყველებაც მეცვლება, ვკარგავ რა სულის შეგრძნებას, აღარც მათი ყურება შემიძლია და არც საუბარი. გული მივიწროვდება და გაუგებრობაში მაგდებს. და მაშინ, თუ რაღაცაზე დავილაპარაკე, ჩემი სიტყვა უგუნური, უწესრიგო და პატივმოყვარეობით სავსეა და არცთუ იშვიათად სიტყვებს თან უგუნური სიცილიც ერთვის, რადგან ეს ჩემი სურვილის საწინააღმდეგოდ ხდება, ამიტომ ძალიან ვწუხვარ და არ ვიცი, რა ვიღონო. როდესაც დავილაპარაკებ, ზემოთ ნათქვამი მემართება; ხოლო როდესაც ვჩუმდები, მეშინია, უდროოდ არ გავაკეთო ეს. განსაკუთრებით მაშინ, როცა საუბრის დროს მრავალჯერ მომმართავენ. ამიხსენი, ჩემო მამაო, რატომ მემართება ასე? მაშინ როცა, თქვენ თქვენს წმიდა ლოცვებში მიხსენიებთ.
ჩვენ ასე ეშმაკის შურით გვემართება. მას სურს, რომ არც ჩვენ მივიღოთ სარგებელი და არც ჩვენთან მოსაუბრეებმა, და ასეთ ღვარძლს ჩვენზე იმიტომ ანთხევს, რომ როგორმე მოსაუბრეების ცდუნებაც შეძლოს. ღვთის შიში კი ყველანაირი შფოთის, უწესრიგობის და ხმებისგან გვიცავს. ასე რომ, ლაპარაკის დაწყებამდე საკუთარი თავი ღვთის შიშში უნდა გავაძლიეროთ და ზედმიწევნით დავუკვირდეთ ჩვენს გულს, თუ რატომ ვშფოთავთ და ვიცინით, რამეთუ ღვთისმოშიშებაში სიცილი არაა. წერილი უგუნურებაზე ამბობს, რომ: „ბრიყვი სიცილის დროს ხმას აიმაღლებს“ (ზირ. 21, 20) და უგუნურთა სიტყვა შფოთიანი და უმადლოა. მართალზე კი ნათქვამია, რომ ის წყნარად გაიღიმებს. ამიტომ, თუ საკუთარ თავს ღვთის ხსოვნასთან ერთად იმ აზრს შთავაგონებთ, რომ ძმებთან სიმდაბლით და უშფოთველად უნდა ვისაუბროთ, თუ, რა თქმა უნდა, ვფიქრობთ ამაზე და თვალწინ ყოველთვის ღვთის საშინელი სამსჯავრო გვაქვს, მაშინ ასეთი მომზადება გულიდან ყოველგვარ ბოროტ ფიქრებს დევნის. რამეთუ, სადაც დუმილი, სიმშვიდე და სიმდაბლეა, იქ ღმერთია. შენთვის საკმარისია შემთხვეულ საუბრებში ამ დარიგებით რომ იხელძღვანელო. თუ მტერი შეუპოვარ ბრძოლას გაგვიმართავს და ფიქრობს, რომ უსირცხვილოდ გამოგვიჭერს და დაგვცემს, ამის გამო ნუ მოვუძლურდებით, რათა მან თავის მახეებში არ შეგვიტყუოს, არამედ პირველი შემთხვევიდან გამოვიტანოთ დასკვნა და შემდგომშიც ასე გავაგრძელოთ: „მართალი შვიდგზისაც რომ დაეცეს, წამოდგება“ (იგავ. სოლ. 24, 16). რადგან ის დგება, ეს ნიშნავს, რომ მოღვაწეობს; მოღვაწე კი ასეთია (ანუ ხან ეცემა, ხან დგება), სანამ ბოლო არ აჩვენებს, როგორია ის. მაგრამ ყველაზე მეტად უნდა გვახსოვდეს, რომ აუცილებელია ღვთის წმიდა სახელის მოხმობა, რამეთუ სადაც ღმერთია, იქ ყველაფერი კეთილია; ცხადია, სადაც ეშმაკია, იქ ყველაფერი ბოროტია. და ცნობილია, რომ თუ პატივმოყვარეობის, ან კაცთმოთნეობის, ან სხვა რაიმე ბოროტების გამო აღვშფოთდებით და დავილაპარაკებთ, ყველაფერი ეს ეშმაკისეულია. ამიტომ გავიხსენოთ, რა თქვა წმიდა პავლე მოციქულმა: „სიტყუაი თქუენი მადლითა, ვითარცა მარილითა, შეზავებულ იყავნ“ (კოლას. 4, 6). თუ ამაში ვივარჯიშებთ, მაშინ კეთილმწყალობელი და ყოვლისმპყრობელი ღმერთი მისდამი სრულყოფილი შიშის განწყობას მოგვმადლის. მას შვენის უკუნისამდე დიდება, ამინ.
წმ. ბარსანოფი დიდი და იოანე

Комментариев нет:
Отправить комментарий