ღმერთი

ღმერთი

пятница, 23 мая 2014 г.

ტრანსჰუმანიზმი ვიდეო თამაშებში.


თამაშების მოქმედი გმირები როგორებიცაა: კიბორგები,ანდროიდები ან რობოტს მიმსგავსებული ჰუმანოიდები, თავიანთი აგებულებით გოლემის (თიხის კაცი, თიხის გიგანტი) შესახებ ლეგენდასთან გვაბრუნებენ.

1920 წელს არსებობდა ერთი თამაში რომელსაც გარკვეული მსგავსება ჰქნდა გოლემთან, მას R.U.R. ერქვა (როსუმის უნივერსალური რობტები).

ტერმინი „რობოტები“ ამ პერიოდიდან იღებს სათავეს.ეს ისტორია რობოტების შექმნის შესახებ მოგვითხრობს, რომელთა ყველგანმყოფობა გარდაუვალია, ფასების დაცემა კი მსოფლიოს მათთვის ხელმისაწვდომს გახდის. ნაცნობი ჟღერადობაა? ეს დროთა განმავლობაში კომპიუტერის სახეობათა ფასების დაცმაზე ხომ არ მიგვანიშნებს? საბოლოოდ რობოტები შექმნიან დაჯგუფებას და თავიანთი შემქმნელების წინააღმდეგ გაილაშქრებენ.

საბოლოოდ კი ყველა ადამიანს გაანადგურებენ,თუმცა გადარჩება მხოლოდ ერთი. მისი დავალებაა გაარკვიოს როგორ იქმნებიან რობოტები, ამისათვის კი მან შეყვარებული რობოტი წყვილიდან ერთ-ერთი უნდა გაკვეთოს. შეყვარებულები ერთიმეორეს ეცილებიან და ემუდარებიან მას, რომ გაჰკვეთოს სწორედ ის და არა მეორე. თამაშის ბოლოს უკანასკნელი ადამიანი გააცნობიერებს, რომ ეს რობოტები არიან ახალი ადამი და ევა. ეს თამაში აგრეთვე განაცხადია იმისა, რომ დროის ციკლი მეორდება, ამის შესახებ იცოდნენ ისეთმა ძველმა ცივილიზაციებმა, როგორიც, მაგალითად, იყო "მაია", მაგრამ ეს საუბრის სხვა თემაა.

რაც დრო გადის კიბორგ პერსონაჟთა ტენდენცია ფილმებსა და ტელევიზიაში იზრდება. ამჟამად ყველაზე პოპულარულია ტერმინატორის, რობოკოპისა და ვარსკვლავური ომების პერსონაჟები. თუმცა ყველაზე საინტერესო ისაა, რომ კიბორგების რიცხვი საგანგაშოდ იზრდება ვიდეო თამაშებში. ვიდეო თამაშები სწორედ რომ არაჩვეულებრივი გზაა დღის წესრიგის ბიძგის მისაცემად, იგი იმდენად იზიდავს ადამიანებს, რომ ამგვარ თემატიკას თავად აუდიტორია მოითხოვს. მოთამაშე როლში იჭრება და თამაშის პერსონჟადაც კი წარმოიდგენს თავს. ვიდეო თამაშები ფილმებზე გაცილებით ინტერაქტიურია.

მრავალ თამაშშია კიბორგები და რობოტები, მაგრამ არის რამოდენიმე მათგანი, რომლებიც განსაკუთრებით გამოირჩევიან სხვებისგან.

Mega men იმ ვიდეო თამაშების სერიიდანაა რომლებიც 1980 წლის Nintendo-ს დღეებში გვაბრუნებს (Nintendo - პორტატული ვიდეო-კონსოლების იაპონური კომპანია - რედ.). ეს თამაში იყო წარმოუდგენლად რთული, მისი მთავარი გმირი ანდროიდი შეიქმნა ლაბორატორიაში, როგორც საბრძოლო რობოტი. მას იარაღი პირდაპირ მკლავზე აქვს მიერთებული, რითიც მოწინააღმდეგის განადგურების გარდა შეუძლია ამოტვირთოს დამარცხებული მტრის მეხსიერება.

მოგვიანებით Nintendo-მ mega men-ი შეცვალა Mega men x-ით, ეს ანდროიდი უკვე თავისუფალი ქცევებით, ფიქრითა და გრძნობებითაა აღჭურვილი და Reploid-ი ჰქვია. მას აქვს უნარი შეიცვალოს ფორმა და მოიქცეს დამოუკიდებლად, საკუთარი სურვილისამებრ.

კიდევ უფრო მოგვიანებით თამაშების ამ სერიაში ზღვარი ადამიანებსა და რეპლოიდებს შორის ფერმკრთალდება, რადგან ადამიანებიც რობოტთა ნაწილებით აღიჭურვებიან და ყველა ერთად მოიხსენიებიან როგორც ჰუმანოიდები.

ვიდეო თამაშთა სერიები Deus Ex ვითარდება მომავალში (2020 წელს, რაც სულაც არ არის შორს), როდესაც ადამიანების ზომაში მატება ჩვეულებრივი მოვლენა ხდება. ორიგინალურ Deus Ex-ს შეიძლება "ნამდვილი თვათმაქცობა" ვუწოდოთ, სადაც კამერა თითქოს მთავარ მოქმედ პირზეა მიმაგრებული, შესაბამისად მოთამაშე თითქოსდა თვითონ ხდება მოვლენებში მონაწილე მოქმედი პირი, უქრება აზრი რომ ეს თამაშია და როლში შეჭრილი რეალობის შეგრძნებას კარგავს. ასე რომ მოთამაშე თვითონ ხდება პერსონაჟი, რომელსაც საკუთარი სხეულის განახლების ან 50-ჯერ გაზრდის უნარი გააჩნია.

თამაშის სიუჟეტური მიმართულება შეთქმულებათა სხვადასხვა თეორიის თემებსაც შეიცავს. მაგალითად, ამ თამაშში The Majestic-12-ის მეცნიერები მუშაობენ თვითწარმოქმნადი და დამოუკიდებელი ნანობოტების შექმნაზე, რომლებიც კავშირს ადამიანთა ცნობიერებასთან დაამყარებენ. ამ ისტორიის ბოლოს The Majestic-12 ძალაუფლებისთვის ბრძოლაში ილუმინატებს ამარცხებენ. პერსონაჟი ჯეი სი დენტონი (JC Denton) გახდა ერთ-ერთი წარმატებული ნანო-დანამატი მათ აგენტებს შორის. კიდევ უფრო მოგვიანებით კი ამ ისტორიაში ნანოდანამატი უკვე გამრავლებულია. იხილეთ ერთ-ერთი ფოტო.
შენიშვნა: მე არასოდეს მითამაშია Deus Ex, უბრალოდ ამის შესახებ ინტერნეტში წავიკითხე, გთხოვთ მომიტევოთ, თუ რაიმე შეცდომა დავუშვი აღწერაში. საქმე იმაშია, რომ ეს თამაში ერთ-ერთია იმ მრავალთაგან, რომლებიც ტრანსჰუმანიზმის, ანუ თამაშის გმირთან მოთამაშის გაიგივების საქმეს ემსახურებიან.

Deus Ex სახელწოდება მომდინარეობს ლათინური გამონათქვამიდან Deus Ex Machina, რაც ნიშნავს ღმერთი მანქანიდან (რაც თავის მხრივ, მეტაფორული გამოთქმაა და "რთულ მდგომარეობაში გამოსავლის პოვნაზე" მიანიშნებს - რედ.). ამ თამაშს გააჩნია სხვადასხვა გაერთიანებათა თეორიული ასპექტი (Majestic-12, Illuminati, Area 51 და სხვა), ასე რომ აშკარად მას დაფარული მიზნები გააჩნია. თუმცა, შეიძლება ეს უბრალოდ შეთქმულებათა ერთ-ერთი თეორიაც იყოს.

თამაშის შემქმნელები რაიმეს დამალვას არც კი ცდილობენ. ისინი შესანიშნავად ერკვევიან ტრანსჰუმანიზმის ფილოსოფიაში; ფლობენ ეთიკურ საკითხებზე ცოდნას ტრანსჰუმანიზმის გარშემო. ამ თამაშის შექმნის ისტორია დაწვრილებით იხილეთ აქ http://ieet.org/index.php/IEET/more/munkittrick20110817.

ტრანსჰუმანიზმის ექსპერტს რეი ქარზვეილს თანმიმდევრულად და წინასწარმეტყველულრადა აქვს აღწერილი, თუ რას გვიქადის ტექნოტრონული მომავალი. მურის კანონის ექსპერტიზაზე დაყრდნობით (მურის კანონი - ინტეგრალურ სქემის კრისტალზე განთავსებული ტრანზისტორების რაოდენობა ორმაგდება ყოველი 24 თვის განმავლობაში - რედ.). 2029 წლისთვის კომპიუტერული ტექნიკა ისე განვითარდება რომ ჩვენს ტვინს ჩაანაცვლებს.

ეს ხომ სულ რაღაც 17 წლის შემდეგ მოხდება. რამდენი წლის იქნებით 17 წლის შემდეგ? შესაძლებლად მიგაჩნიათ თუ არა თქვენი ფიქრები და ემოციები უკვდავად იქცნენ? ეს ის საკითხებია რაზეც ახლავე უნდა დავიწყოთ ფიქრი სანამ ძალიან გვიანი არაა. ჩვენი ცხოვრება, ფიქრები და ემოციები ვირტუალურ სამყაროშიც არსებობენ, მაგალითად Facebook-ში, მაგრამ ქარზვეილი იმედოვნებს, რომ 2045 წლისთვის კომპიუტერი ისეთი განვითარებული იქნება, რომ დაეუფლება მთელი პლანეტის ფიქრების, მოგონებებისა და ემოციების კოლექციებს. მართალია ეს დაუჯერებლად ჟღერს, მაგრამ ეს არის ტენდენცია და არ არსებობს მიზეზი, რათა ამის აღსრულებაში ეჭვი შეგვეპაროს. ქარზვეილი ადამიანისა და ვირტუალური ელექტრონული სამყაროს კომბინაციას "სინგულარულობას" ("The Singularity") უწოდებს, რადგან შავი ხვრელივით ერთხელ ჩვენც გადავკვეთავთ ამ ზღვარს და უკან მოსაბრუნებელი გზა აღარ იარსებებს. ასეთი სწრაფი ტექნოლოგიური ცვლილებების შემთხვევაში კი მის გაკონტროლებას ვეღარ შევძლებთ.

წყარო: http://illuminatiwatcher.com/transhumanism-in-video-games/


apocalypse.ge


Комментариев нет:

Отправить комментарий