ღმერთი

ღმერთი

вторник, 19 марта 2013 г.

ბერძნული მითოლოგია.


გეა.
გეა – დედამიწის განსახიერება. ჰესიოდეს მიხედვით იგი პირველად თავისთავად გამოეყო ქაოსს და შვა ურანოსი (ცა), მთები, პლანეტები და სხვა ამგვარი. ურანოსისაგან გეამ შვა ტიტანები, კიკლოპები, ჰეკატონხიერები (ასხელოვანი გოლიათები) და სხვა. გეა აგრეთვე ითვლებოდა გიგანტების, ერინიებისა და ფერიების დედად. გეა ითვლებოდა ადამიანთა დამბადებლად და მკვდართა მეფედ.


,,ურანუსის კასტრაცია’’.

ურანოსი — ცის განმასახიერებელი უძველესი და უზენაესი ღვთაება. ზოგიერთი მითის თანახმად, ურანოსი გეამ შვა, ზოგის მიხედვით კი იგი მისი მეუღლეა. ურანოსისა და გეას ქორწინების შედეგად დაიბადნენ: ტიტანები, ციკლოპები და ჰეკატონხიერები.

ტიტანი
ტიტანები — ურანოსისა და გეას შვილები, ძველი ღვთაებანი. ტიტანებად ითვლებოდნენ ოკეანოსი, ჰიპერიონი, კოოსი, იაპეტი და კრონოსი.

ციკლოპი.
ციკლოპები, ციკლოპები ( მრავალთვალიანები), ძველ ბერძნულ მითოლოგიაში (ცალთვალა) ბუმბერაზები. ჰესიოდეს მიხედვით, ციკლოპები ჭექა-ქუხილის დემონები, ურანოსისა და გეას შვილები არიან, იგი ასახელებს 3 ციკლოპს ბრონტეს, სტეროპეს და არგეს. ურანოსს ციკლოპები ქვესკნელში ჰყოლია გამომწყვდეული, კრონოსს აუხსნია, უმსახურია, მერე კი ტარტაროსში ჩაუყრია. ზევსს გაუთავისუფლებია და მათ გამოჭედილი მეხით ღვთაებათა ძვ. თაობა დაუმხია. ბოლოს ზევსზე გულმოსულ აპოლონს დაუხოცია. ჰომეროსის მიხედვით ციკლოპები გოლიათთა ველური, უხეში მესაქონლე ტომია, რომელიც უკიდურეს დასავლეთში ცხოვრობს. ერთ-ერთი მათგანია კაციჭამია პოლიფემე. მითების გვიანდელი ვერსიებით , ციკლოპები ჰეფესტოსის (ვულკანის) თანაშემწენი არიან, ეტნის სიღრმეში ცხოვრობენ და მეხს უჭედავენ ღმერთებსა და გმირებს. ტრადიცია ციკლოპებს წარმოადგენს არგოლიდაში ლიკიადან მოსულ გოლიათებად, რომელთაც ტირინთსა და მიკენეში ციკლოპური კედლები აუგიათ. 

კრონოსი.
კრონოსი  - პირველი თაობის დიდი ღმერთი, ოლიმპოს ღმერთების წინანდელი, ურანოსის და გეას შვილი, უმცროსი ტიტანი. დედის (დედამიწის) შემწუხებელი ურანოსი რომ დაასაჭურისა (ასო წაჰკვეთა), დანარჩენ ტიტანებზე ამაღლდა და გახდა ღმერთების პირველი მბრძანებელი. დადგა ოქროს ხანა. ასე ახსნეს ბერძნებმა მორიგი კოსმოგონიური მოვლენა, ცისა და მიწის გაყოფა. ცოლად შეირთო თავისი და - რეა, რომელმაც შვა ჰესტია, დემეტრე, ჰერა, ჰადესი, პოსეიდონი, ზევსი, კენტავრი ქირონი კი ფილირასაგან ჰყავდა. გეამ უწინასწარმეტყველა: „შენც შენი შვილი დაგამხობსო“, ამიტომ ახალშობილ შვილებს ყლაპავდა, რომ თავისი ბატონობა უზრუნველეყო.
ასე შთანთქა ყველანი ზევსის გარდა, რომელიც რეამ ცბიერებით იხსნა: ჩვრებში გახვეული ქვა შეუგდო პირში, ყრმა კი გადამალა იდას მთაგრეხილზე, დიქტეს გამოქვაბულში, სადაც თხა ამალთეა კვებავდა, კურეტები იცავდნენ, ნიმფები უვლიდნენ. მერე ზევსმა ტიტანომაქია ატეხა. დაამხო კრონოსი და გეას შემწეობით თუ მეტისის დახმარებით აიძულა ჩაყლაპული შვილები უკანვე ამოენთხია. ამიერიდან ის შებოჭილი წევს ქვესკნელში სხვა ტიტანებთან ერთად, ან ნეტართა კუნძულზე მსაჯულობს, რადამანთისთან ერთად, როგორც ჰესიოდე და პინდარე ვარაუდობენ.
თავდაპირველად მიწათმოქმედების ღმერთი უნდა ყოფილიყო, ასეთია თვით სახელის ეტიმოლოგია: კრანა, „კრაინო“ ნაყოფის მომწიფებას, შემოსვლას ნიშნავს. იტალიაში ასეთ ღვთაებას სატურნი ერქვა. ამიტომაც, გასაგებია ვერსია, რომელსაც ოვიდიუსი მოგვითხრობს. ზევსმა რომ დაამხო, სატურნი იტალიაში გაიქცა და იქ იანუსმა გააბატონაო. ეს იყო ოქროს ხანა, როცა „მარამწიფობდა ხეხილი, მარამწიფობდა ყანა“. ხალხი დღეკეთილობდა; შემდეგ კრონოსი დაბერდა, დაჭკნა. აღარ შეეძლო ბუნების განახლებისთვის თავლი ედევნებინა და ბრძენმა ხალხმა ჟამგადასული მეუფე ახლით, გონიერით შეცვალა. კრონოსის რომაული სახელის მიხედვით თვით იტალიას სატურნია ეწოდა. საბერძნეთში კრონიების ზეიმი შედარებით სუსტად გავრცელდა, მაგრამ, ოლიმპიაში იყო ზევსის ჭალა, სადაც კრონოსს ზვარაკს სწირავდნენ. ათენის სამლოცველოში 12 ჰაკატომბიონს ზეიმს უმართავდნენ.

რეა – დედა ღმერთქალი ურანოსისა და გეას ქალიშვილი. კრონოსის ცოლი. კრონიდების დედა. რეას უძველეს საკულტო ადგილად ითვლებოდა კრეტა, სადაც გადმოცემის თანახმად, ერთ–ერთ გამოქვაბულში შვა და აღზარდა ზევსი.



რეას მიაქვს კრონოსთან ჩვარში გახვეული ქვა


ჰერა.
ჰერა — ძველ ბერძნულ მითოლოგიაში კრონოსისა და რეას უფროსი ასული, ზევსის და და ცოლი; უზენაესი ქალღმერთი, ქორწინებისა და მშობიარობის მფარველი, არესის, ჰეფესტოსის, ჰებეს და ელითიას დედა.



ჰესტია.
ჰესტია  - ოჯახის ცეცხლის, კერიის ქალღმერთი ბერძნულ მითოლოგიაში. კრონოსის და რეას ქალიშვილი. ზევსის, პოსეიდონის, ჰადესის, ჰერასა და დემეტრეს და.

დემეტრა.
დემეტრა_ ნაყოფიერებისა და მიწათმოქმედების მფარველი ღვთაება ბერძნულ მითოლოგიაში. მოგვიანებით კანონმდებლობის, ოჯახისა და ქორწინების მფარველიც. კრონოსისა და რეას მეორე ქალიშვილია

დემეტრას მითში აისახა ძველისძველი წარმოდგენა დედამიწაზე მცენარეულობის პერიოდული კვდომისა და აყვავების შესახებ. დემეტრასა და ზევსის ასული პერსეფონე ზევსისავე ნებართვით მოიტაცა ქვესკნელის ღვთაება ჰადესმა. განრისხებულმა დემეტრამ დედამიწას ნაყოფიერება დაუკარგა. ქვეყანაზე შიმშილმა დაისადგურა და ადამიანები ღმერთებს მსხვერპლს აღარ სწირავდნენ. ზევსმა პერსეფონეს უბრძანა, წელიწადის ორი მესამედი დედამიწაზე - დედასთან გაეტარებინა, დანარჩენი კი - მიცვალებულთა სამეფოში. დემეტრას საკულტო ცენტრი იყო ელევსინი, სადაც იმართებოდა ელევსინის მისტერიები - დემეტრასა და პერსეფონესადმი მიძღვნილი აგრარული დღესასწაულები. დემეტრას კულტი გავრცელებული იყო მთელ საბერძნეთსა და სიცილიაში. ძველი რომაელები დემეტრას კულტს აიგივებდნენ თავიანთ ღვთაება ცერერას კულტთან.  


ზევსი.

ზევსი- ძველბერძნულ მითოლოგიაში ცის, ელვისა და ქუხილს ღმერთი, რომელიც მთელ მსოფლიოს განაგებდა. ოლიმპიელების მეთაური, ტიტანების კრონოსისა და რეას მესამე შვილი. (ჰომეროსის თანახმად უფროსი შვილი.) ჰადესის , ჰესტიას, დემეტრასა და პოსეიდონის ძმა. ზევსის მეუღლე არის ქალღმერთი ჰერა (იმის მიუხედავად, რომ ის მისი დაა), თუმცა ზევსი ჰერას ხშირად ღალატობს.

ზევსის ატრიბუტევი იყო ეგიდა (ფარი), სკიპტრა და ხანდახან არწივი. ითვლებოდა, რომ ზევსი ცხოვრობდა მთა ოლიმპოზე. ამის გარდა, იგი ავრცელებს სიკეთესა და ბოროტებას, ხანდახან იგი ასოცირდება ბედთან, ხოლო ხანდახან თავადაც გამოდის როგორც მოირას - ბედის - ქვეშევრდომი. მას შეუძლია მომავლის ნახვა. იგი უთხრობს ადამიანებს მათ ბედს სიზმრების, ქუხილისა და ელვების საშუალებით. სახელმწიფო წყობა ზევსის შექმნილია, მან აჩუქა ადამიანებს კანონები, დააწესა მეფეთა მეფობა, აკონტროლებს ტრადიციების და ადათ-წესების შესრულებას, აგრეთვე იცავს ოჯახსა და სახლს.ზევსის შვილებია ; აპოლონი,არტემიდე,ათენა, არესი, ჰერმესი, დიონისე, პერსეფონე, ჰერაკლე.





ჰადესი.

ჰადესი  ძველ ბერძნულ მითოლოგიაში , ქვესკნელის მბრძანებელი, მცენარის ძირთა და წიაღის სიმდიდრეთა უხილავი მეუფე. კრონოსის და რეას ძე, (ჰესიოდე, თეოგონია), ზევსის და პოსეიდონის ძმა. ტიტანების დამხობის შემდეგ ძმებმა ძალაუფლება გაიყვეს და ქვესკნელი ჰადესს ერგო. მიცვალებულთა სულების სამეფოს განაგებდა თავის ცოლთან ჰერსეფონესთან ერთად. ჰადესის წმინდა მცენარეებია კვიპაროსი და ნარგიზი. მსხვერპლად სწირავდნენ შავ ცხვარს. გამოსახავდნენ ზევსისა და ჰოსეიდონის მსგავსად, ოღონდ პირქუში სახისას, შუბლზე თმებჩამოყრილს და განიერ სამოსში, ხელში სულეთის გასაღებით და გვერდით ცერბერის გამოსახულებით. მეორე მნიშვნელობით: ქვესკნელის, მოცვალებულთა სამყოფელის სახელი.მას ჰყავდა სამთავიანი ძაღლი რომელსაც გველის კუდი ჰქონდა და კარიბჭეს იცავდა რომ სულები არ გაქცეულიყვნენე ჰადესის სამეფოსჰი იყო მდინარე მლეთე რომელზეც იყო ნავით ადამიანი და სულები მდინარეზე გადაყავდა ამის გამო იგი გასამრჯელოს ითხოვდა და ამიტომ ბერძნები მიცვალებულებს თვალის გუგებზე მონეტას უდებდნენ.


პოსეიდონი

პოსეიდონი _ ზღვის ღმერთი, კრონოსის და რეას ვაჟი, ზევსის, ჰადესის, ჰერას, დემეტრას და ჰესტიას ძმა. ამფიტრიტეს ქმარი. პოსეიდონის შვილებად ითვლება ზღვის რამდენიმე ურჩხული და გმირი: ტრიტონი, ამიკოსი, ანტეოსი, სკირიონი, პოლიფემოსი და სხვა. მითების მიხედვით პოსეიდონი და ამფიტრიტე ზღვის ფსკერზე ცხოვრობდნენ. მათ ემორჩილებოდა ზღვის ყველა არსება. სამკბილას დარტყმით პოსეიდონი ხვრეტდა კლდეებს და წარმოშობდა ქარბუქებს. მითების მიხედვით აპოლონთან ერთად პოსეიდონმა ააშენა ტროას კედლები. ძუნწ ლაომედონტზე გაჯავრებულმა მის სამეფოს ურჩხული მიუგზავნა, რომელიც შემდგომში ჰერაკლემ მოკლა. პოსეიდონი ედავებოდა ათენასატიკის მმართველობაზე. მითის თანახმად, როდესაც ამ მხარის მმართველობაზე დავა გაიმართა პოსეიდონსა და ათენას შორის, მოსამართლეებმა გადაწყვიტეს გამარჯვებულად ეცნოთ ის, ვინც ხალხს საუკეთესო საჩუქარს მიართმევდა. პოსეიდონმა კლდეს სამკბილა დაჰკრა და ზღვის მარილიანი წყალი სამ ჭავლად წარმოადგინა, ათენამ კი მიწაში ხმალი ჩაასო და ზეთისხილად აქცია. მოსამართლეებმა შეაფასეს ორივეს საჩუქარი და აღნიშნეს, რომ ზღვის მარილიანი წყალი ყველგან დიდ ტალღებად ბობოქრობს და ადვილი საშოვარია, ზეთის ხილი კი ატიკელებს სიმდიდრეს და ბედნიერებას მოუტანს. ამიტომ გამარჯვებულად ათენა დაასახელეს. პოსეიდონი გამუდმებით დევნიდა გმირ ოდისევსს თავისი შვილის – პოლიფემოსის დაბრმავების გამო.

პოსეიდონი ითვლებოდა ცხენების მფარველ ღვთაებად, მის პატივსაცემად იმართებოდა ჯირითები. სიტყვა პოსეიდონი "მიწის მეუღლეს" ნიშნავს. პოსეიდონის ეფითეტები ენოსიგეი (მიწის მრყეველი) და გეოხი (მიწის მპყრობელი) გვაფიქრებს, რომ იგი თავდაპირველად იყო მიწის და არა ზღვის ღვთაება. პოსეიდონი განაგებდა მიწის ნაყოფიერებას და თავიდანვე მიწის ნესტის ღვთაებად ითვლებოდა.

ოლიმპიური რელიგიის ჩამოყალიბების შემდეგ პოსეიდონს მხოლოდ ზღვებისა და საერთოდ წყლის სტიქიის მბრძანებლობა არგუნეს და ამის შემდეგ მან დაჩრდილა ზღვის სხვა ღვთაებები. მიუხედავად იმისა, რომ ზევსი პოსეიდონზე ძლევამოსილი ღთაებაა, პოსეიდონი მას ხშირ შემთხვევაში მაინც არ ემორჩილება. ერთხელ ჰერასა და ათენასთან ერთად იგი აჯანყდა კიდეც ზევსის წინააღმდეგ.

პოსეიდონის კულტი ძირითადად გავრცელებული იყო მცირე აზიის იონურ მოსახლეობაში და კუნძულებზე. იქ იგი იონელთა ტომის საკუთარ ღმერთადაც ითვლებოდა. მატერიკულ საბერძნეთში პოსეიდონის ტაძრებს ძირითადად კონცხებზე აგებდნენ. ცხენის გარდა პოსეიდონის წმინდა ცხოველებად ითვლებოდნენ დელფინი და ხარი. ხეებიდან მას ნაძვი მიუძღვნეს. რომში პოსეიდონის კულტი ნეპტუნის კულტს შეერწყა.


ქირონი ასწავლის აქილევსს ლირაზე დაკვრას

ქირონი  ძველ ბერძნულ თესალიურ მითოლოგიაში  — კენტავრი, კრონოსისა და ფილირას შვილი , თავიდანვე უკვდავი. ჰესიოდეს მიაკუთვნებდნენ პოემას "ქირონის შეგონებანი" . მისი ცოლი იყო ქარიკლო, ხოლო ქალიშვილი გიპა.

სხვა დანარჩენ კენტავრებთან შედარებით რომლებიც იყვნენ შარიანები, სმის მოყვარულნი და ადამიანისადმი მტრულად მანწყობილნი, ქირონი იყო კეთილი და ბრძენი. ის ცხოვრობდა პელიონის მთაზე. იყო აპოლონისა და არტემოდეს მოსწავლე. თავის მხრივ იყო ბევრი გმირის მასწავლებელი — იასონის (რომლის მოგზაურობისათვის დაამზადა პირველი ზეციური გლობუსი), ასევე დიოსკურების, აქილევსის  (რომელიც ითვლებოდა მის შთამომავლად), რომელსაც ლომის ხორცით კვებავდა, შესაძლებელია, ორფეოსის და სხვების. ასკლეპიოსს ასცავლიდა მედიცინის ხელოვნებას . დიონისეს ახლდა ინდოეთში . აჩუქა პელევსს იფანის შუბი .

 იყო ჰერაკლეს პირადი მეგობარი. სიყვარულით შეპყრობილი, მასთან მივიდა ჰერაკლე და ცხოვრობდა გამოქვაბულში . შემთხვევით იყო სასიკვდილოდ დაჭრილი ჰერაკლეს მიერ მოწამლული ისრით. , საშინელი წვალების შემდეგ, უარი სთქვა თავის უკვდავებაზე და გადასცა ის პრომეთეს. მოთავსებულ იქნა ზეცაზე კენტავრის თანავარსკვლავედის სახით , ან მშვილდოსანი.



ჰელიოსი.(აპოლონი)

ჰელიოსი ბერძენთა მზის ღმერთი, ჰიპერიონიდი, ხალხის საფიცარი, ტიტან ჰიპერიონისა და თეას (თეიას) მარად ჭაბუკი შვილი, მზე, სამყაროს სხივთამთოველი, მზის ეტლის მძლავრი მფლობელი, სელენეს და ეოსის (მთვარისა და განთიადის) ძმა. ფაეტონისა და ჰელიადების მამა. მისი შვილები მეფე აიეტი, ჯადოქარი კირკე და მინოსის ცოლი პასიფაე (ოკენიდ პერსეიდასაგან).

ტიტანთა მემკვიდრეს თვითონაც ტიტანს ეძახიან და მაშინ რანგით დგას დაახლოებით პრომეთეს, ჰეკატეს სიმაღლეზე. მაგრამ უფრო აღიარებულია როგორც ძალუმი ღვთაება, აგრეთვე ჰიპერიონად „მაღლამცხოვრებად“ წოდებული. ეოსის შემდეგ დგება შორეულ აღმოსავლეთში, ოკეანის უბესთან , ჯდება მზიურ მოციმციმე ოქროს ეტლში, რომელშიაც ოთხი ცეცხლისმფრქვეველი რაში შეუბამს, ციურ ბილიკს აიქროლებს, თანდათან ამაღლდება, ცის კაბადონზე გააქროლებს ეტლს, გაანათებს ქვეყნიერებას, ჩაეშვება ოკეანეში, ღამით კი ოქროს ეტლიანად ჯდება ოქროს ნავში, გადასცურავს ჩრდილოეთის დიდ ზღვასა და ისევ აღმოსავლეთში ბრუნდება, თავის ოქროს სასახლეში, რათა დილით ისევ მარადიულ გზას დაადგეს ცოცხალ არსთა სასუხარულოდ. ეს დეტალები შედარებით მოგვიანებით შემუშავდა. თითქმის ასე მოგზაუორობს (ნ). ჰომეროსი არ იცნობს ჰელიოსის ეტლსა და რაშებს, არც მის ოქროს სასახლეს, არც ოქროს ნავსა და აღმოსავლეთით მოქცევას. იცის, რომ ოკეანის ნაკად-უბეში (ლიმნეში) იწყება მისი ციური გზა, ქვეყნიერების მანათობლის სხივი ყველგან და ყველაფერში აღწევს (პანდერკეს, -კეტეს, ”ყოვლის მხილველი” ჰომ, ესქ, ანთ) ამიტომ გასაგებია, რომ ფიცისა და პირობის დადებისას, როცა კი სამართალს ახსენებენ, ჰელიოსს უხმობენ, როგორც ღმერთს, რომელიც ყველა სიღრმეს ჭვრეტს. იგი მზიური, ნათელი, კეთილი ღმერთია. მხოლოდ მან და ჰეკატემ შეამჩნიეს, რომ პერსეფონე ჰადესმა გაიტაცა და დემეტრეს უთხრა, ქვესკნელშიაო.


ჰეფესტოსი

ჰეფესტოსი , ჰეფესტო , ცეცხლისა და მჭედლობის ღვთაება ძველ ბერძნულ მითოლოგიაში, ზევსისა და ჰერას ძე, ზოგი ვერსიით (ჰესიოდე) უმამოდ შობილა ჰერასგან. ერთი ვერსიით ჰეფესტოსი დაბადებულა კოჭლი და ულამაზო, რისთვისაც ჰერას ოლიმპიდან გადმოუგდია, მაგრამ ქალღმერთ თეტიდას აუტაცებია და 9 წლამდე აღუზრდია. შურისძიების მიზნით ჰეფესტოსს ჰერასთვის გაუგზავნია თავისი გამოჭედილი ოქროს ტახტი, რომელზეც დაბრძანებული ჰერა ვეღარ ადგებოდა, მაგრამ დიონისეს შეურიგებია დედასთან.

მეორე ვერსიით, ოლიმპზე დაბრუნების შემდეგ ჰეფესტოსს განრისხებული ზევსისაგან დაუცავს ჰერა, რის გამოც ზევს ჰეფესტოსი ციდან გადმოუგდია, იგი კ. ლემნოსზე დავარდბილა და სამუდამოდ დაკოჭლებულა. ამ ვულკანურ კუნძულზე ჰეფესტოსმა სამჭედლო გამართა და თავისივე შექმნილი ორი ოქრის მონა ქალის (შეეძლოთ მოძრაობა და ლაპარაკი) დახმარებით ულამაზეს ნივთებს ჭედავდა. ჰომეროსთან მისი სამჭედლო ოლიმპზეა, თავისთვის და ღმერთებისათვის აგებს სპილენძის სასახლეებს. ღმერთებისა და გმირებისათვის ჭედავს იშვიათი სილამაზის და გამძლეობის იარაღს. აქილევსისა და დიომედესათვის აბჯარი გამოუჭედია, ზევსისათვის - კვერთხი.

ჰეფესტოსს მონაწილეობა მიუღია პრომეთეს მიჯაჭვაში (ესქილეს "მიჯაჭვული პრომეთე"). გვიანდელი ტრადიციით, ჰეფესტოსის სამჭედლო ეტნის მთაზეა და ციკლოპები ეხმარებიან ჭედვაში. "ილიადაში" ჰეფესტოსის ცოლად ქარიტა იხსენიება, "ოდოსეაში" - აფროდიტე, ხოლო ჰესიოდესთან - აგლაია. ჰეფესტოსისადმი მიძღვნილი დღესასწაულები - ჰეფესტეია ან ქალკეია - ძირითადად ათენსა და კ. ლესბოსზე იმართებოდა. რომაულ მითოლოგიაში ჰეფესტოსის შეესატყვისებოდა ვულკანუსი. ჰეფესტოსს გამოსახავდნენ ძლიერი, წვეროსანი, ოდნავ კოჭლი მამაკაცის სახით.



Комментариев нет:

Отправить комментарий