ღმერთი

ღმერთი

пятница, 22 марта 2013 г.

"ბუმბერაზები იწოდებიან დაცემულ სულებად..."

მღვდელი ანდრია გორბუნოვი.

ნეფილიმთა კვალდაკვალ.

ვერსია... ლეგენდა... ფაქტები?...
"რამეთუ არა არს ბრძოლაჲ ჩუენი სისხლითა მიმართ და ჴორცითა, არამედ მთავრობათა მიმართ და ჴელმწიფებათა, სოფლის მპყრობელთა მიმართ ბნელისა ამის საწუთროჲსათა, სულთა მიმართ უკეთურებისათა, რომელნი არიან ცასა ქუეშე" (ეფეს. 6:12).


ბიბლიის ერთ-ერთ ყველაზე ძნელად გასაგებ ადგილად ითვლება დაბადების წიგნში გადმოცემული ამბავი "ღვთისშვილებსა" და "კაცთა ასულებს" შორის არსებულ ინტიმურ კავშირთა შესახებ, რომლის შემდეგაც ბიბლია დედამიწაზე ბუმბერაზების გამოჩენაზე, კაცობრიობის უკიდურეს გარყვნილებასა და მსოფლიო წარღვნით მის განადგურებაზე მსჯელობს, რომლისგანაც მხოლოდ კიდობანში შესული ნოე და მისი ოჯახიღა გადარჩა.

არქიმ. ნიკიფორეს "ბიბლიურ ენციკლოპედიაში" (1891 წ.) ბუმბერაზთა შესახებ ნათქვამია, რომ ისინი "ჩაგრავდნენ და იმონებდნენ თავიანთ ძმებს და ცხოვრების საკუთარი წესით უკეთურებასა და გარყვნილებას ავრცელებდნენ ისე, რომ გაირყვნა თვით შთის მოდგმაც კი. ამიტომაც ღმერთმა წარღვნით დასაჯა ნოეს დროინდელი კაცობრიობა. როგორც წმიდა წერილიდან ჩანს (მეორე სჯლ. 3:11; რიცხვ. 13:34; 1 მეფ. 13:4), გიგანტური ზომის ადამიანები წარღვნის შემდეგაც ცხოვრობდნენ, რასაც არქეოლოგიური გათხრებიც ადასტურებენ, რადგან მრავალგან არის აღმოჩენილი უზარმაზარი ჩონჩხები და ძვლები, რომლებიც ჩვეულებრივი ადამიანის ზომას ბევრჯერ აღემატებიან".

ბუმბერაზები, გიგანტები, ციკლოპები, გოლიათები, ტიტანები, ატლანტები... ყველა ესენი თითქმის სინონიმური ტერმინებია. მრავალი ხალხის მითები გვიყვებიან ძველ გოლიათებზე, რომლებიც მეგალითური მშენებლობის გასაოცარ ტექნოლოგიებს ფლობდნენ. ბერძნულ მითოლოგიაში მიიჩნევა, რომ სიტყვა "ატლანდიტა" წარმოსდგება - პრომეთეს ძმის, ერთ-ერთი ტიტანის სახელწოდებიდან. ტიტანები (გვიანდელ მითებში მათ გიგანტებში ურევენ) არიან ბუმბერაზები, რომლებიც მიწის ქალღმერთ გეამ შვა ცის ღმერთ ურანის სისხლის წვეთებისგან; ისინი ღმერთებისა და ადამიანების მეფეს ზევსსა და ოლიმპიური პანთეონის სხვა ღმერთებს აუმხედრდნენ, მაგრამ დამარცხდნენ და ქვესკნელში გადმოცვივდნენ.



"ბუმბერაზები იწოდებიან დაცემულ სულებად..."


ენოქის წიგნის თანახმად, თვით უფალმა მას უთხრა: "ისმინე! ნუ შეშინდები, ენოქ, შენ ხარ კაცი მართალი და აღმწერელი სიმართლისა, ამიტომაც, ისმინე ჩემი სიტყვა! წადი და ცის დარაჯთ ამცნე, რომელმაც გამოგაგზავნეს ჩემთან სათხოვრად: თქვენ უნდა შუამდგომლობდეთ კაცთ და არა კაცნი თქვენ. რატომ დატოვეთ ზეციერი, წმიდა, მარადიული ზეცა და დაწექით დედაკაცებთან, შეიბილწეთ კაცთა ასულებთან, იქორწინეთ მათზე, ვითარც მიწის მკვიდრნი და ბუმბერაზები გააჩინეთ? იყავით სულიერნი და წმიდანი, ტკბებოდით მარადიული ცხოვრებით თქვენ კი ქალებთან შეიბილწეთ, ხორციელი სისხლით დაჰბადეთ შვილები, ისურვეთ კაცთა სისხლი და წარმოქმენით ხორცი და სისხლი, როგორც ისინი წარმოქმნიან, არიან მოკვდავნი და ხრწნადნი. სწორედ ამიტომ მივეცი მათ ცოლები, რათა გაენაყოფიერებინათ ისინი და მათი მეშვეობით ემრავლებინათ შთამომავლობა, როგორც ეს ჩვეულებრივ ხდება დედამიწაზე. თქვენკი უპირველეს ყოვლისა იყავით სულიერნი და მოწოდებულნი მარადიული ნეტარებისთვის, უკვდავი ცხოვრებისთვის სამყაროს ყველა მოდგმაში. ამიტომაც არ შეგიქმენით ცოლები, რადგან სულიერთა სამკვიდრო ცაშია.

ამიერიდან ბუმბერაზები, რომლებიც სისხლისა და ხორცისგან იშვნენ, დედამიწაზე ბოროტ სულებად იწოდებიან და მიწაზევე იქნება მათი სამკვიდრებელი. ბოროტი არსებები გამოდიან მათი სხეულებიდან; რადგან უზენაესისგან იყვნენ შექმნილნი და მათი დასაბამი წმიდა იყო, დარაჯები (ანგელოზები) მიწაზე ბოროტი სულებად იქცევიან და ეს იქნება მათი სახელი. ზეციურ სულთა სამკვიდრებელი ზეცაშია, ხოლო იმ სულთა სამკვიდრებელი, ვინც დედამიწაზე დაიბადა, მიწაზე იქნება; და იმ ბუმბერაზთა სულები, რომლებიც ღრუბლებში აიჭრებიან, დაიღუპებიან, და გადმოგდებულ იქნებიან ციდან (იქნებ სიტყვა "ნეფილიმ" სწორედ "გადმოგდებულს" ნიშნავს?); ისინი იძალადებენ ადამიანებსა და დედამიწაზე და ათასგვარ უბედურებას მოაწევენ მათ; ბოროტ სულებს არ დასჭირდებათ საკვები, არ მოსწყურდებთ, და კაცთათვის უხილავნი იქნებიან.

იმ დღეს, როდესაც დაისჯებიან და წარწყმდებიან ბუმბერაზები, მხოლოდ მათი სულები გამოვლენ სხეულებიდან, მათი ხორცი კი სამსჯავროს გარეშე მიეცემა ხრწნილებას; ასე იქნება მანამ, სანამ დიადი სამსჯავრო არ დადგება და ღმრთის სამართალი არ მოიწევს დარაჯებსა და ადამიანებზე.

წადი და უთხარი დარაჯთ, რომლებიც ადრე ცაში ცხოვრობდნენ და რომლებმაც ჩემთან გამოგაგზავნეს შუამდგომელად, უთხარი მათ: "ცაში ცხოვრობდით და თუმც დაფარულ საგანთაგან მრავალი რამ ჯერაც არ გაგცხადებოდათ, უმცირესიღა შეიმეცნეთ და ისიც თქვენს გულქვა ცოლებს აუწყეთ; ამ საიდუმლოს მეშვეობით კი ცოლებმა უამრავი ბოროტება მიაყენეს თავიანთ ქმრებს". უთხარი მათ: "არ არსებობს თქვენთვის მშვიდობა".

ამგვარად, ენოქის წიგნს თუ დავუჯერებთ, გამოდის, რომ ახლა დედამიწაზე (ისევე როგორც კაცობრიობის წარღვნისშემდგომ ისტორიაში) ბინადრობენ და ბოროტმოქმედებენ უხილავი ბოროტი სულები (დემონები), - გამოდის, რომ სწორედ ისინი ყოფილან წარღვნამდელ ბუმბერაზთა სულები. იქნებ სწორედ მათ უწოდებს მოციქული პავლე "ცისქვეშეთის ბორტ სულებს" (ეფეს. 6:12)? წარმართთა ღმერთებიც ხომ (მაგალითად ტიტანები ბერძნული მითოლოგიიდან), ბუმბერაზი კაცები იყვნენ, რომელთაც წარმართები აღმერთებდნენ (კერპთაყვანისმცემლობა), სინამდვილეში კი დაცემული ანგელოზები, დემონები არიან.

ყოველივე აქედან გამოდის ვარაუდი, რომელსაც სამყაროს აღსასრულის წინ აქტუალურად განიცდის კაცობრიობა: იქნებ სწორედ ამ დაცემულ სულებს უნდათ დღეს ჩვენს სამყაროში შემოსვლა, რომლებიც ხან უცხოპლანეტელთა, ხან კიდევ უმაღლესი რასის სახელით მოდიან ვითომცდა პარალელური სამყაროებიდან?

საერთოდ, ენოქის წიგნის ვერსიას თუ მივიღებთ, უფრო გასაგები ხდება ძველი მითებისა და ლეგენდების საერთო საფუძველი, რომლებიც ზეციდან ღმერთების გადმოვარდნაზე, ღმერთებს შორის ბრძოლასა (მაგ. ტიტანების ბრძოლა ოლიმპიელ ღმერთთა წინააღმდეგ ბერძნ. მითოლოგიაში), ღმრთის შვილებზე (გიგანტებსა და ციკლოპებზე (1), ცის შვილებზე, ღმრთის წინააღმდეგ მებრძოლ სულებსა და ადამიან გიგანტებზე მოგვითხროებენ, რომლებსაც ძველად გასაოცარი ნაგებობების აშენება შეეძლოთ (პირამიდები და სხვა) (2).

ასევე უფრო გასაგები ხდება "არამიწიერ ცივილიზაციებთან", "პარალელურ სამყაროებთან" კონტაქტის მრავალრიცხოვანი თანამედროვე ვერსიისა და შეტყობინების საერთო საფუძველი. მხედველობაში თუ მივიღებთ ენოქის წიგნის ცნობას იმის შესახებ, რომ ბუმბერაზები დედამიწაზე ბოროტ სულებად იქნებიან წოდებულნი, მაშინ შესაძლოა ახლებურად, ანუ უფრო გასაგებად წავიკითხოთ ქვემოთ მოტანილი ცნობის მსგავსი შეტყობინებები:

"NASA-ს მრჩეველი: უცხოპლანეტელები - ბოროტი სულები ანუ დემონები არიან"

კოსმიური ტექნოლოგიის სფეროში მომუშავე მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ უცხოპლანეტელები არასოდეს მოფრენილან დედამიწაზე, - იუწყება ასოციაცია "ემმანუელის" პრეს-ცენტრზე დაყრნდნობით ქრისტეანული მეგაპორტალი invictory.org.

"ბიბლიაში ნათლად წერია, რომ არსებობენ ბოროტი სულები, ანუ დემონები, რომლებიც ეცხადებიან ადამიანებს, და ამ უკანასკნელთაც სწორედ მათთან ჰქონდათ საქმე და არა უცხოპლანეტელებთან", - განაცხადა NASA-ს ტექნიკურმა და მეცნიერ-მრჩეველმა ელსვორტ გერელზმა (Ellsworth E. Gerrels) თავისი ლექციის დროს, რომელიც მოეწყო ასოციაციაში "ემმანუელი".

წინამდებარე სტატიის დასაწყისში დასმული იყო კითხვა: "არიან თუ არა ნეფილიმები - უცხოპლანეტელები?" ახლა, თუ ყოველივე ზემოთთქმულს დავეყრდნობით, იქნებ შესაძლოა ამ კითხვას მიეცეს შემდეგი სახე: ნეფილიმები სულაც არ არიან უცხოპლანეტელები, არამედ, ე. წ. "უცხოპლანტელები" სინამდვილეში არიან ნეფილიმები (ანუ ბოროტი სულები)?

ყოველ შემთხვევაში, ერთი რამ ნათელია: "უცხოპლანეტელები" - ესენი არიან დაცემული ანგელოზები, ბოროტი სულები, დემონები...


____________________________________

1. "ზოგიერთი მეცნიერი იზიარებს იმ შეხედულებას, რომ ციკლოპი, რომელსაც ჰომეროსი ახსენებს ოდისევსის თავგადასავალში, შესაძლოა რეალურად არსებულიყო. უცხოეთის პრესაში გაჩნდა ცნობა, რომ წყნარი ოკეანის ერთ-ერთ კუნძულზე 1989 წელს აღმოაჩინეს გიგანტური თავის ქალა თვალის ერთი ბუდით" (Энциклопедия чудес, загадок и тайн» / Под ред. М. Голубева))

2. "ადამიანთა და ანგელოზთა, ანუ ტიტანთა დაცემაზე, ასევე გიგანტების ბრძოლაზე ღმერთების წინააღმდეგ გვხვდება ყველა მითოლოგიაში... პლუტარქე... ეგვიპტის ღმერთებში ხედავს დემონთა და არა ადამიანთა გაღმერთებას" (ლუი მენარი. "ჰერმეტიკული წიგნების წარმომავლობა").

Комментариев нет:

Отправить комментарий