ღმერთი

ღმერთი

вторник, 19 марта 2013 г.

უ ს ჯ უ ლ ო ე ბ ი ს ს ა ი დ უ მ ლ ო.II

სამი ნაბიჯი, რომელსაც წარწყმედისკენ მივყავართ

რჩეული ადგილები ს. პ ფილიმონოვის წიგნიდან: "წმინდა მართლმადიდებლობა და უსჯულოების საიდუმლო"

იღებს რა ციფრულ ანტისახელს - ადამიანი შეაბიჯებს სატანურ სისტემაში, რასაც შემდგომში სისტემის მიერ ამ პიროვნების სრული დამორჩილება მოჰყვება. სწორედ ეს პირველი ნაბიჯი ადამიანისათვის შესაძლოა საბოლოოც აღმოჩნდეს.

მოგვიანებით მოვლენები შემდეგი სცენარის მიხედვით განვითარდება: ელექტრონული საბუთი, რომელიც თავდაპირველად ელექტრონული საფულის როლს შეასრულებს, მოგვიანებით მიკროჩიპის სახით ადამიანის სხეულში ჩაინერგება, მისი მეშვეობით, მომავალში ადამიანის ქვეცნობიერების მართვა იქნება შესაძლებელი. ამ ყოველივეს ნაღდი ფულის გაუქმება მოჰყვება, ყიდვა-გაყიდვის წარმოება მხოლოდ ციფრული ანტისახელის მეშვეობით - "მხეცის სახელით, ან მისი სახელის რიცხვით" (გამოცხ. 13, 17) იქნება შესაძლებელი. პრაქტიკულად ეს ყოველივე ედარება იმ საზოგადოებრივ წყობას, რომელიც წმინდა მოციქულმა იოანე ღვთისმეტყველმა გამოცხადებაში ასახა.

განსაცვიფრებელი ისაა, რომ ზოგიერთი ღვთისმსახური არამხოლოდ ანტიქრისტეს "ახალი მსოფლიო წესრიგის" მშენებლობას ამართლებს, არამედ სხვასაც მოუწოდებს იმისკენ, რომ ამ ღვთისმებრძოლ საქმეში მონაწილეობა მიიღოს: "რა მოხდა? კონტროლი და ტოტალური თვალთვალი! მსოფლიოს რომელ სახელმწიფოში და რომელ დროში არ მოქმედებდა საიდუმლო კანცელარია? მორწმუნე ადამიანს გადარჩენაში ხელს ვერაფერი შეუშლის... დაე, გვითვალთვალონ. რისი უნდა ეშინოდეს პატიოსან მოქალაქეს? გაიხსენეთ, რომ ზოგიერთნი კონცენტრაციულ ბანაკებშიც გადარჩნენ..."

დავფიქრდეთ, ღირს თუ არა მორჩილად კომპრომისზე წასვლა მსოფლიო მაშტაბის ბოროტებასთან მიმართებაში? ნუთუ საკუთარი ხელით უნდა ავაშენოთ კონცენტრაციული ბანაკი ჩვენთვის და ჩვენი ბავშვებისათვის? ამ შემთხვევაში გადარჩენა ყველასათვის როდი იქნება შესაძლებელი. ეს ბანაკიც ხომ სულ სხვა ტიპის იქნება უკვე. თვალთვალი და კონტროლი იქ მთავარ როლს როდი შეასრულებს. იქ რელიგიაც სხვა იქნება, თან ყველასათვის აუცილებელი. ნარკოტიკებიც საჭირო გახდება ყველასთვის, ასევე დაიშვება "თავისუფალი სქესობრივი კავშირი" და ევთანაზია. ახლობლებისა და მეგობრების "ჩაშვება-დასმენა", რომელიც აუცილებლობის საბაბით უნდა განხორციელდეს, უმაღლესი კეთილშობილების გამოვლინებად ჩაითვლება. გარდა ამისა, გავრცელდება ფილმები სოდომიტებისა და ლესბოსელების თავგადასავლების შესახებ, რომელთა ყურებაც აუცილებელი გახდება. მოკლედ, აუცილებელი იქნება კომპიუტერული სისტემის მიერ მოცემული წესების შესრულება, რომელთაც ჯოჯოხეთის მოციქულები დაადგენენ. ყოვლისმომცველი უპასუხისმგებლობის ფონზე ყველგან "ადამიანის დანაშაულის პრეზუმპცია" დაინერგება.

ეს ადამიანების ცნობიერების მანიპულირების ერთ-ერთი საშუალებაა, რომელსაც ანტიქრისტეს წინამორბედნი იყენებენ. ისინი კაცობრიობის წინააღმდეგ ინფორმაციულ-ფსიქოლოგიური ხასიათის ომს ახორციელებენ. ხვალ შესაძლოა კაცობრიობას განუცხადონ: "რატომ არ გინდათ, რომ ყველაფერი ვიცოდეთ თქვენი პირადი ცხოვრების შესახებ? რატომ არ გინდათ ვიცოდეთ რაზე ფიქრობთ? ესე იგი რაღაცას მალავთ!? შეხედეთ ამ მართლმადიდებელ ფუნდამენტალისტს! იგი უარს ამბობს მიკროჩიპის ჩადგმაზე! მას ალბათ ტერორისტული აქტის განხორციელება აქვს ჩაფიქრებული! მას უნდა ჩვენი კონტროლიდან გამოვიდეს, რათა შემდეგ თვითმფრინავები გაიტაცოს და ცათამბჯენები ააფეთქოს! ის რომ პატიოსანი ადამიანი იყოს, სხვებივით მოიქცეოდა. მას არ სურს "გლობალური ეთიკის" კანონების მიხედვით ცხოვრება, არ სურს მსოფლიო მთავრობის განკარგულებების შესრულება! ესე იგი ის ბოროტმოქმედია..."

ჩვენს მიერ აღწერილი სცენა არც თუ ისე შორეულ მომავალს ასახავს. ჯერ-ჯერობით კი ანტიქრისტეს წინამორბედნი პიროვნების ციფრული იდენტიფიკაციის ტექნოლოგიის შემდეგ - ბიომეტრიის დანერგვას აპირებენ.

ესაა ადამიანისათვის, რომელიც უფლის შემოქმედების გვირგვინის წარმოადგენს, ღვთის მსგავსების წართმევის კიდევ ერთი მცდელობა. სწორედ ამას ითხოვს დღეს მსოფლიო ელექტრონული კონცენტრაციული ბანაკის სისტემა ადამიანებისგან. ცდილობს რა თავის დაქვემდებარებაში პიროვნების მონაცემების მოქცევას, მათ შორის ადამიანის ინდივიდუალურ ფიზიკურ, ფიზიოლოგიურ, ფსიქოლოგიურ და ქცევითი თავისებურებების ამსახველი დეტალური ინფორმაციის ფლობას, ეს ყოველივე ადამიანის სხეულის უნიკალურ დახასიათებას წარმოადგენს. ასეთ დახასიათებათა შორისაა - პროგრესული კომპიუტერული სისტემის ბიომეტრიული მონაცემები: ხელის თითების ანაბეჭდები, თვალის გარსისა და ბადურის სტრუქტურა, სახის ფორმა, ხელის მტევნის, ხელისგულის, თითის, ყურის აგებულება, სახის სითბური პორტრეტი, ხელებზე ვენების ნახაზი, ხელებსა და ფეხებზე თითების მოცულობა, ფრჩხილებქვეშ მოთავსებული კანის სისქე, ხმა, სიარულის მანერა, სხეულის სუნი, ხელმოწერის დინამიკა, კლავიატურული აკრეფის დინამიკა, კარის საკეტში გასაღების გადატრიალების სიჩქარე, ტუჩების მოძრაობა, გენეტიკური კოდი (დნმ) და სასქესო ორგანოების ფორმაც კი (!).

ყოველ ადამიანს სთავაზობენ თავისი თავის "სრულად" წარმოჩენას საბუთებში, რომლებიც პიროვნების მოწმობის ფუნქციას ასრულებენ. ესაა პლასტიკური ბარათები, რომლებიც ერთიანი საერთაშორისო სტანდარტების მიხედვითაა შემუშავებული, სადაც ადამიანის ბიომეტრიული მონაცემები მისი პირადი კოდის მქონე მიკროჩიპზეა ჩაწერილი.

პროცესს, რომლის დროსაც ადამიანის რეალური ბიომეტრიული პარამეტრების, წინასწარ დასკენერებულ მონაცემებთან შედარებისას ხორციელდება, აუტენტიფიკაცია ეწოდება. ეს ბიომეტრიული მონაცემები წინდაწინ ჩიპზეა ჩაწერილი.

შეითრია რა ადამიანის სული თავის ქსელში, სატანისტური ელექტრონული სისტემა ამჯერად მისი სხეულის დამონებას ცდილობს. ადამიანის სხეული, ისევე, როგორც მისი უკვდავი სული - ადამიანის განუყრელი საკუთრებაა. ოპერაციის შემთხვევაში ადამიანს წინასწარ ეკითხებიან თანახმაა თუ არა იგი ქირურგიულ ჩარევაზე, თუ თვით ეს პიროვნება ვერ იძლევა კითხვაზე პასუხს, ამ საკითხს მისი ნათესავები წყვეტენ. სხეულის ან, ადამიანის ფიზიკური დაზიანება ისევე ისჯება კანონით, როგორც ძალადობრივი გზით სამედიცინო და სხვა სახის ცდების ჩატარება. არავის არ აქვს უფლება განკარგოს ადამიანის სხეული, მისი სიკვდილის შემდეგაც კი.

ბიომეტრიული მონაცემები თავის თავში აერთიანებს ადამიანის შესახებ განუმეორებელ, აბსოლუტურად ინტიმურ, ფარულ დეტალებს. გარდა ამისა, ისეთ მონაცემებს, რომელთა შესახებაც თვითონ ადამიანმაც არ იცის არაფერი. ადამიანის თვალის გარსის მიხედვით ირიდოდიაგნოსტიკის მეშვეობით შეიძლება დადგინდეს არამხოლოდ ადამიანის დაავადებათა მთელი სპექტრი, არამედ, ის დარღვევებიც, რაც შეიძლება მას მომავალში განუვითარდეს, შეიძლება შემოწმდეს მისი ძვლოვანი და კუნთოვანი ქსოვილის, სისხლისა და ლიმფატიკური სისტემის, შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების მდგომარეობა, ასევე მისი ფსიქო-ემოციონალური მდგომარეობა იმ მომენტისათვის, მისი შინაგანი რეაქცია გარემოზე. გენეტიკურ კოდში, კი რომელიც დნმ-ის მოლეკულებშია მოთავსებული, ჩაშიფრულია მთელი ინფორმაცია ადამიანის მემკვიდრეობის შესახებ, დნმ-ში ჩაწერილია ადამიანის მთელი სიცოცხლის ციკლის პროგრამა, - ჩვენ მთლად გაგვაშიშვლებენ უსულო, ულმობელი კომპიუტერული სისტემის წინაშე. და არამხოლოდ ჩვენ, არამედ ჩვენს წინაპრებსა და შთამომავლებს. რომელი ჩვენთაგანი არ იცნობს თავის ფესვებს, თავის გენეოლოგიურ ხეს? იმ ძალებს, კი რომლებიც ზემაღალ ტექნოლოგიებს თავისი აგრესიული, არაადამიანური მიზნების განსახორციელებლად იყენებენ, იქნებიან რა მსგავსი ინფორმაციის მფლობელნი, ამ ხის შესახებ ყველაფერი ეცოდინებათ და თუ დასჭირდათ ძირში მოჭრიან კიდეც!

გენეტიკურ მონაცემებთან ღია კონტაქტი, საშიშ შედეგებამდე მიგვიყვანს. დღევანდელ მსოფლიოში, სადაც ბრძოლა განადგურებაზე მიდის, მოსახლეობის მონაცემთა ბაზა, რომელიც ერების გენეტიკურ ფონდს აერთიანებს, შეიძლება გამოყენებულ იქნას უნიკალური, გენეტიკური იარაღის შესაქმნელად. იგი კონკრეტული ერის მიმართ იქნება გამოყენებული. იმაზე, რომ გენეტიკური უსაფრთხოების დარღვევა ფანტაზიის ნაყოფი კი არა, ჩვენი დროის რეალობაა რუსეთის მოლეკულური მედიცინის კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე, პროფესორი ალექსეი ივანოვი საუბრობს: "ბიოტერორისტული შეტევის პოტენციალურ საფრთხედ, მოცემულ მომენტში ტექნოლოგიურად განვითარებულ სისტემას განიხილავენ, რომელიც მოდიფიცირებული გენების შექმნასა და ამოქმედებაზე იქნება დაფუძვნებული. მუშავდება მათი ადამიანის ორგანიზმში შეყვანის გზები. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ უკვე მომდევნო ათწლეულში შეიქმნება ახალი ტიპის ბიოლოგიური იარაღი."

როდესაც დადგა სახელმწიფო გენეტიკურ მონაცემემთა ბაზის შექმნის საკითხი, გენეტიკის პროფესორმა ალიკ ჯეფრისმა, რომელიც გახლავთ დნმ-ის იდენტიფიკაციის სისტემის გამომგონებელი, განაცხადა: საქმე ძალიან შორს წავიდა! პროფესორი თვლის, რომ მის აღმოჩენას პოლიტიკურად არასწორად იყენებენ. იგი ამ ყოველივეს დისკრიმინაციას უწოდებს და აცხადებს, რომ დნმ-ის ინფორმაცია არ უნდა იქნას გამოყენებული უდანაშაულო ადამიანთა წინააღმდეგ.

მოცემულ მომენტში დნმ-ის მონაცემთა სახელმწიფო ბაზები იქმნება აშშ-ში, ბრიტანეთში, რუსეთსა და სხვა რიგ ქვეყნებში. თავდაპირველად აუცილებელ დნმ რეგისტრაციას სამხედროები, მფრინავები, საგანგებო სამსახურის თანამშრომლები და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები გაივლიან. ამ კატეგორიის მოქალაქეებისგან ანალიზისათვის სისხლის წვეთს აიღებენ, რომელიც შემდგომ სპეციალურ პირობებში შეინახება...

ბიომეტრიულ მონაცემთა შეგროვება, მათი ელექტრონულ საბუთებსა და მონაცემთა ბაზაში მოთავსების მიზნით, არღვევს ადამიანის ღირსებას და ფიქციად აქცევს კონსტიტუციურ ნორმებს, მათ შორის: თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის უფლებას, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას, პირადი და საოჯახო საიდუმლოების უფლებას, საკუთარი ღირსებისა და პატიოსანი ადამიანის სახელის ტარების უფლებას. უხეშად ირღვევა საერთაშორისო სამართლის ძირითადი პრინციპი - უდანაშაულობის პრეზუმპცია. ყველა თავისუფალი მოქალაქე პოტენციურ დამნაშავედ აღიქმება.

გარდა ამისა, ირღვევა ადამიანური მორალის ელემენტარული ნორმები. ადამიანური ურთიერთობის ეთიკა ყოველთვის ითვალისწინებდა იმას თუ რა უნდა სცოდნოდა ერთ ადამიანს მეორის შესახებ და რა არა. თვით ღმერთმა მისცა უფლება ჩვენს უძველეს წინაპრებს, დაცემის შემდეგ ხის ფოთლებით დაფარულიყვნენ. დღეს გამჭვირვალობა, მიღწევადობა, გახსნილობა, თვალთვალი, სხვის თეთრეულში ქექვა, რაც ყოველთვის შეურაცმყოფელ სიბინძურედ ითვლებოდა, კეთილშობილების გამოვლინებადაა შერაცხული.

საკმარისია გავიხსენოთ, რომ ბიომეტრიული პარამეტრების ასახვის დამამცირებელ პროცედურებს ჰიტლერის კონცენტრაციული ბანაკების ტყვეები გადიოდნენ. თუმცა იქ უფრო სრულყოფილი მეთოდები გამოიყენებოდა იმათთან შედარებით, რასაც დღეს ანტიქრისტეს წინამორბედნი მთელ კაცობრიობას სთავაზობენ.

მაგრამ მხოლოდ ადამიანური ღირსების შელახვის საფრთხე როდი იფარება ბიომეტრიის გამოყენებაში. სპეციალისტების აზრით, ნებისმიერი ბიოკოდი, უფრო მეტ ინფორმაციას იტევს თავის თავში, ვიდრე ეს პიროვნების უბრალო შემოწმებისთვისაა საჭირო. თვალწინ გვაქვს მონაცემთა ბოროტად გამოყენების შესაძლებლობანიც - სამსახურში მიუღებლობის დისკრიმინააციული მომენტით დაწყებული, პირდაპირი შანტაჟით დამთავრებული. არსებობს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარემოება. იქედან გამომდინარე, რომ ბიომეტრიული მონაცემები ინახება კომპიუტერულ არქივებსა და მონაცემთა ბაზებში, არ არსებობს მათი გატეხვის, შეცვლის, მოპარვისა და განადგურებისგან დაცვის გარანტია. ასეთი შემთხვევები უკვე დაფიქსირდა აშშ-ში 2002 წლის ბოლოს, როდესაც თავდაცვის სამინისტროს სამედიცინო დოსიეებიდან დეტალური ინფორმაციები იქნა მოპარული. მათში ნახევარი მილიონი სამხედროს შესახებ დეტალურ მონაცემები იყო ასახული.

გარდა იმისა, რომ ადამიანი სრულიად შიშველი და დაუცველი წარმოუდგება ცივ და სასტიკ ავტომატურ სისტემას, რომელიც ადამიანის გამოყენებას თავისი მიზნების განსახორციელებლად ისახავს, იგი ამ სისტემის წინაშე გონიერი ადამიანის სახით კი არა, უსულო საგნის სახით წარმოდგება.

თუ იდენტიფიკაცია - ეს ადამიანისათვის ახალი სახელის მიკუთვნების ფორმაა, რომელიც მას ჯოჯოხეთის ძალებს მიაკუთვნებს, მისი შემდგომი დანიშვნა, ადამიანისათვის სახელის დარქმევა ნომრის მიხედვით, შემდეგ ამ ნომრის მეშვეობით მისი მოძიება სხვა ნომერთა შორის, მონაცემთა ძიება, რომლებიც ელექტრონულ ბაზაში ამ ნომრით ინახება, მაშინ აუტენტიფიკაცია - ესაა საბუთის მფლობელის ვინაობის დადგენა და მისი ამოცნობა. ნომრის დაზუსტება, იმის დადგენა, რომ ეს საბუთი ნამდვილად კონკრეტულ ადამიანს ეკუთვნის.

ბიომეტრიულ სისტემათა უმეტესობა შემდეგი სახით ფუნქციონირებს: სისტემის მონაცემთა ბაზაში ადამიანის პირადი კოდით ინახება მისი ციფრული გამოსახულება, თითის ანაბეჭდები, თვალის გარსის სტრუქტურის გამოსახულება, ხმა, ან სხვა პარამეტრები. ადამიანი, რომელიც ინფორმაციულ სისტემაში შეღწევას მიკროფონის, სქანერის, ან სხვა ელექტრონულ საშუალებათა მეშვეობით ახორციელებს, სისტემაში თავისი ბიომეტრიული "ნიმუში" შეაქვს. სისტემა მის მონაცემებს იღებს (განსაკუთრებული წერტილები და მათი პარამეტრები), ადარებს იმ მონაცემებს, რომლებიც ბაზაში აქვს შენახული, ადგენს დამთხვევის დონეს და ასკვნის მოხდა თუ არა ადამიანის იდენტიფიცირება მოწოდებული მონაცემების მიხედვით, ანუ ეს ადამიანი ნამდვილად ის არის თუ არა, ვითაც თავს ასაღებს. შედეგიდან გამომდინარე კომპიუტერული სისტემა წყვეტს დართოს თუ არა ნება ამ პირს ამა თუ იმ ქმედების განხორციელებაზე, ან გასცეს თუ არა მისთვის საჭირო ინფორმაცია.

ამრიგად, ადამიანს არამხოლოდ ნივთივით მოეპყრობიან, არამედ მასთან შეხვედრა და მისი ამოცნობაც უსულო ნივთის მსგავსად მოხდება, ანუ ადამიანი იქნება ნივთი, ნივთთა შორის. ადამიანი უკვე აღარ შეხედავს სახეში მოსაუბრეს იმისათვის რათა დარწმუნდეს, რომ ეს სწორედ ის პიროვნებაა, ვინც სჭირდება, არ გაესაუბრება მას რაიმე დეტალის დაზუსტების მიზნით. ადამიანური ურთიერთობა საჭირო აღარ იქნება, პიროვნებას ამოიცნობს უსულო, არაადამიანური მანქანა, ავტომატურ მეთოდზე დაყრდნობით.

ადამიანი თითქოს გაორდება: მისი ვირტუალური ასლი, ციფრული სახით შეინახება მონაცემთა ბაზაში, მისი ფიზიკური გარსი კი, როგორც ხელოვნური ინტელექტის შემსწავლელი ინსტიტუტის სამეცნიერო ნაშრომის დირექტორმა ალექსანდრე ნარინიანიმ განაცხადა, გარეგნული ადამიანური იერსახე - უბრალოდ პიარის ერთ-ერთი საშუალება იქნება.

ამაზე უფლის ხატების შეურაცხყოფა როდი სრულდება. ადამიანები არ არიან დაზღვეულები იმისგანაც, რომ ბიომეტრიული მახასიათებლების აღების დროს, მას არ დაატანენ თან თვალისათვის უხილავ ნიშნებს. გარდა ამისა, ამა თუ იმ ბიომეტრიული პარამეტრების აღებისას ადამიანის სხეული და მისი გრძნობითი ორგანოები გაურკვეველი სიმძლავრის, ინტენსივობის, სიხშირის, კონცენტრაციისა და სხვა სახის სივრცით-დროებითი მახასიათებლების ფიზიკური ველის ზემოქმედებას განიცდიან. რაც შესაძლოა მომავალში ადამიანის ჯამრთელობისათვის გაუთვალისწინებელი შედეგებით დასრილდეს, ან გავლენა იქონიოს მის შთამომავლობაზე...

ავტომატური იდენტიფიკაციის პრინციპების თანახმად, ადამიანის საიდენტიფიკაციო კოდი, საბოლოოდ ადამიანს ფიზიკურ სხეულზე დაეტანება. ამ ბოლო დროს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში უფრო მეტ გამოყენებას პოულობენ საიდენტიფიკაციო რადიო ნიშნულები და RFID-ი ჩიპები, რომლებიც ეკრობა საქონელს, სატრანსპორტო საშუალებებსა და ადამიანის კანს, ასევე იდგმება ბრელოკებში, ბეიჯებსა და ფულის კუპიურებშიც კი. სულ უფრო ფართო გამოყენებას ჰპოვებს მთელი მსოფლიოს მაშტაბით ადამიანის ორგანიზმში იმპლანტერებადი რადიოგადამცემი, მიკროპროცესორული ხელსაწყოები "ციფრული ანგელოზები". ეს საშუალებები შესაძლებლობას იძლევიან განხორციელდეს კონკრეტული ობიექტების გადაადგილების კონტროლი და განისაზღვროს მისი ადგილსამყოფელი. სპეციალისტები "ხუმრობენ", რომ ახლა ადამიანების მწყემსვა მაძოვარი პირუტყვის მსგავსადაა შესაძლებელი. თუკი ნუმერაციისა და ბიომეტრიულ მონაცემთა აღების დროს, ადამიანი ნივთს ედარება, სხეულზე ნომრის დასმისა და მისი კანში იმპლანტირებით, იგი რეალურ საგნად იქცევა, რომლის მსგავსიც სუპერმარკეტში ყველი, ძეხვი, ან მარგარინი შეიძლება იყოს. ადამიანი თვითონ მიიდებს სხეულზე ხელსაწყოს, რომელიც ჯოჯოხეთის ცეცხლით ალით იქნება მოგიზგიზე, ხელსაწყო ადამიანის საიდენტიფიკაციო კოდს ამოკითხვის მიზნით იქნება შექმნილი.

განსხვავება მხოლოდ იმაში იქნება, რომ ეს ნივთი ბიოლოგიურად ცოცხალი, მოძრავი საგანი იქნება, რომელიც უამრავი ფუნქციებითა და განადგურების პროგრამით იქნება უზრუნველყოფილი, ეს უკანასკნელი იმ შემთხვევაში ამუშავდება, თუკი ამ საგანში, ანუ მოსიარულე ნომერში, ისეთი ცვლილება დაფიქსირდება, რომელიც მმართველი სისტემის მფლობელებთან აზრით, სისტემისათვის მიუღებელი იქნება.


რა თქმა უნდა, როდესაც საქმე კანქვეშა საფულეებამდე მივა, საიდენტიფიკაციო ჩიპებამდე ანუ "პატარა კანქვეშა ძმებამდე" და მფარველი ანგელოზის ნაცვლად, ადამიანს ყველგან "ციფრული-ანგელოზი" წამოჰყვება - ზედამხედველი გაუჩნდება, რომელიც მის შუბლზე, ხელის მტევანსა თუ წინამხრის კუნთოვან ქსოვილში დაიდებს ბინას, ადამიანისათვის უკვე ყველაფერი სულ ერთი იქნება. რადგანაც ის უკვე დაბრმავებული, უპიროვნებო არსება იქნება, რომელიც დაკარგავს სინამდვილის შეფასების, შექინააღმდეგებისა და აღქმის უნარს, - ადამიანი ჯოჯოხეთის ძალების მსგავსად "ყრუ და უტყვი" იქნება.

აი რას ყვება ალექსანდრ ნარინიანი: "პრინციპში ყველაფერი იქეთ მიდის, რომ 10-20 წელიწადში, ჯერ კიდევ ახლანდელი თაობის უმეტესი ნაწილის სიცოცხლეშივე, დღევანდელი Ноmо sapiens -ი (გონიერი ადამიანი) გადაიქცევა ე-НОМО-თ (ელექტრონულ ადამიანად). ესაა ახალი სახეობა, რომელიც ბოლოგიურად გონიერი ადამიანის სახეობას ეკუთვნის, მაგრამ მახასიათებლების მიხედვით მისგან განსხვავებულ, ელექტრონიკასთან, მაღალტექნოლოგიურ პროდუქტებთან და ინტერნეტთან შერწყმულ სიმბიოზს წარმოადგენს. ნელ-ნელა მოხდება ადამიანის ორგანიზმში სხვადასხვა სახის გადამცემებისა და ხელსაწყოების ჩანერგვა, რომელთაც უკვე მიანიჭეს მოლეკულური რობოტების სტატუსი... ადამიანის სხელი სულ უფრო და უფრო მეტად გამჭვირვალე და მართვადი გახდება. ახალ ტექნოლოგიებს ე-НОМО-ს ფსიქოლოგიის კორექციისათვის გამოიყენებენ - აგრესიის შეზღუდვისათვის, ტკივილის ბლოკირებისათვის, ძალების მობილიზაციისათვის და ა.შ. XXI საუკუნის შუა წლებისათვის ე-НОМО თავისი დაბადების მომენტიდან, თავისებურ ტექნოლოგიურ გარსში მოექცევა, რომელიც მისი აღმზრდელის, მასწავლებლის, შემდგომში კი თანაშემწისა და დამხმარის როლს შეასრულებს..."

ადამიანს "ელექტრონულ უკვდავებას", ასევე ყოვლისმომცველი მეხსიერებისა და ცოდნის ფლობას, მშვენიერ სხელს, გიგანტური ძალაუფლების ფლობას შესთავაზებენ. ადამიანს ჩიპიზირებულ, ელექტრონულ "ვირტუალურ სამოთხეში" ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ალექსანდრ ბოლონკინიც ეპატიჟება.

აშშ-ს საჰაერო სამხედრო ძალებისა და ნასას (აშშ-ს კოსმოსური კვლევების ნაციონალური სააგენტოს) უფროსი მეცნიერ თანამშრომლის განცხადებით, ხელოვნური ადამიანი - Е-არსება - ბიოლოგიური ადამიანის პროტოტიპია, იგი ჩიპებისა და ზეგამძლე მასალებით იქნება აღჭურვილი. მისი ტვინი რადიოაქტიური დამტენების მეშვეობით იფუნქციონირებს (რომელიც ათეული წლების მანძილზე იმუშავებს), კუნთები კი მცირეგაბარიტიან ბირთვულ ძრავებზე დაყრდნობით იმუშავებენ. ამავდროულად Е-არსების კლონირება პროფესორ ბოლონკინის მოსაზრებით შესაძლებელი იქნება სისხლის იმ წვეთების მეშვეობით, რომლებიც გენეტიკურ მონაცემთა ბაზაში იქნება შენახული: დრო აღარ დაიხარჯება ადამიანის ბავშვობასა და მომწიფებაზე, მისი განათლების პროცესზე, ადამიანი თვალის დახამხამებაში გაივლის ვირტუალური სამყაროს ყველა შესაძლო სიამოვნების დონეებს, ყოფილ ადამიანს - Е-არსებას - არ ექნება მოთხოვნილება საკვების, ჰაერის, საცხოვრებლის, ძილის, დასვენებისა და სუფთა ეკოლოგიური გარემოს მიმართ. იგი სურვილისამებრ შეძლებს თავისი იერსახის შეცვლას, იქნება წარმოუდგენელი ძალით აღჭურვილი, შეეძლება კედლებს მიღმა ჭვრეტა, ექნება დიდ მანძილზე თავის მსგავს არსებებთან ურთიერთობის უნარი, წამებში შეძლებს საკუთარ ტვინში ნებისმიერი ცოდნის მოთავსებას, ექნება გიგანტურ მანძილებზე გადაადგილების უნარი, დამოუკიდებლად გამრავლება უსაზღვრო რაოდენობით (თავისი თავის კოპირების გზით), თავის ასლებს კი ცალკე შეინახავს, ასევე ექნება სხვა სხეულის დაქირავების შესაძლებლობა...

რა სამწუხაროა, რომ პროფესორი "სამყაროს მფლობელს" კი არა, ეშმაკს ასახავს! წმინდა მამები ტყუილად როდი გვაფრთხილებენ, რომ მთელი ბნელი ძალები, ბოროტების სულები ჯოჯოხეთის სიბნელიდან გამოვლენ, ბოლო ჟამის დროს მზისქვეშეთში შეიკრიბებიან და მატერიალიზაციას განიცდიან. ისინი იმ ადამიანთა სხეულებში დამკვიდრდებიან, რომელთაც დაკარგული ექნებათ საკუთარი სახელი, რწმენა, უფლის მსგავსება და ხატება.

ამგვარად გადარჩენის მტერი და ღვთის მოწინააღმდეგე ცდილობს უფლის შემოქმედების გვირგვინი - ადამიანი - რობოტიზირებულ, დამჯერე, უნებისყოფო და შეშლილ არსებად გადააქციოს. ტყუილის, შიშისა და ძალადობის დათესვით იგი შემოქმედისგან ადამიანის მოწყვეტას შეეცდება, გადააქცევს რა მას უპიროვნებო, საცოდავ, მახინჯ საგნად, რომელიც საშინელი, დამღუპველი ნომრით - "მხეცის სახელით" იქნება დატვიფრული...

ადამიანი, რომელიც თანხმდება მიკროჩიპის სხეულში ჩადგმას, უკვე არამხოლოდ სულიერად, არამედ ფიზიკურად და მატერიალურად სატანისტური სისტემის განუყრელი ნაწილი ხდება. ამავდროულად, იგი ჩაიდენს კიდევ ერთ უმძიმეს ცოდვას - თვითმკვლელობას, რომელიც, მას სინანულის საშუალებასა და გადარჩენის ყოველგვარ იმედს წაართმევს. ეს არ იქნება მხოლოდ სულიერი თვითმკვლელობა, რომლისკენაც ადამიანი ეტაპობრივად მიდიოდა ციფრული იდენტიფიკატორებისა და ელექტრონული საბუთების მიღების გზით. ეს შეიძლება გახდეს ფიზიკური თვითმკვლელობის საწინდარიც.

მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ადამიანის სხეულში "ბიოთავსებადი" მასალების ჩადგმას, რომლის ამოღების შესაძლებლობაც აღარ იარსებებს, შეიძლება გამოიწვიოს ორგანიზმის დასნებოვნება, დაჩირქება და მისი კვდომა. ამის შესახებ წმინდა მოციქული იოანე ღვთისმეტყველი გამოცხადებაში საუბრობს: "წავიდა პირველი და დასთხია თავისი თასი ქვეყნად; და მოიწყლა სასტიკი და საზარელი წყლულებით ხალხი, რომელსაც ჰქონდა მხეცის ნიშანი და თაყვანს სცემდა მის ხატს" (გამოცხ. 16,2).

გამოცხადება ასეთი თვითმკვლელი ადამიანების იმქვეყნიური ცხოვრების შესახებაც საუბრობს: "მათ მოჰყვა მესამე ანგელოზი, რომელიც ხმამაღლა ამბობდა: ვინც თაყვანს სცემს მხეცს ან მის ხატებას და შუბლსა თუ ხელს აღიბეჭდავს მისი ნიშნით, ისიც შესვამს ღვთის რისხვის ღვინოს, შეუზავებლად ჩასხმულს მისი მრისხანების სასმისში, და ეწამება გოგირდითა და ცეცხლით წმიდა ანგელოზთა და კრავის წინაშე. კვამლი მათი წამებისა ავა უკუნითი უკუნისამდე და არც დღისით და არც ღამით აღარ ექნებათ მოსვენება მხეცისა თუ მისი ხატების თაყვანისმცემელთ და მისი სახელის ნიშნით აღბეჭდილთ" (გამოცხ. 14, 9-11).

ამგვარად, ჩვენი გადასაწყვეტია - უნდა დავნებდეთ თუ არა ამა ქვეყნის შიშს? მივუდგეთ თუ არა გულგრილად და დაუფიქრებლად ჩვენი გადარჩენის საკითხს, ვანუგეშებთ რა თავს ჩვენი დაკარგული სახელის "ხილული" არსებობით და ჩვენი "ხილული" ყოფნით ქრისტეს ეკლესიაში? თუ მყარად დავიცავთ ჩვენს ერთადერთ, უხრწნად საკუთრებას, რომელიც თვით უფალმა დედამიწაზე მოგვანიჭა - ესაა ჩვენი წმინდა სახელი, რომელიც ნათლობისას მოგვეცა, რათა არ დავკარგოთ გადარჩენის შესაძლებლობა და არ შეგვეხოს საშინელი და შემზარავი სიტყვები: "სახელი ისეთი გაქვს, თითქოს ცოცხალი იყო, და მკვდარი კი ხარ" (გამოცხ. 3:1).

Комментариев нет:

Отправить комментарий