ღმერთი

ღმერთი

воскресенье, 3 марта 2013 г.

ჯულიეტას ველი.


ჯულიეტას ველი.

გაზაფხული გავიდა თვალები გაქვს შველის.
შენი გული ძვირფასო ლამაზ  ზაფხულს ელის.
შენი თბილი სხეული და ეგ ნაზი ხელი
სულის ამაღლებას და ჯულიეტას ელის.

მაგრამ რატომ ამღერდა ნაადრევად გედი.
სდღაც განზე გამდგარხარ აგრევია ბედი.
შენი თეთრი მერანი , მასზე ამხედრება,
მისი აჭიხვინება სულ არ გედარდება.

ჯერ ოცისაც არა ხარ აგიღია ხელი
წმინდა სიყვარულზე და შემოდგომას ელი.
დაგვიწყნია სახლი და დედა საყვარელი,
შენს სხეულში ბინადრობს ეხლა მწვანე გველი.

რატომ არ გებრალება შენი გაზაფხული,
სევდიანი თავლები, დაცემული სული.
ზაფხულს რად ჩაუხერგე გზა შემოსასვლელი,
იქეთ ქალი ატირდა, მის რომეოს ელის.

მაინც დგება ზაფხული. აფერადდა ველი.
შენი თეთრი მერანი შენ ერთადერთს გელის.
მოიხედე, მობრუნდი, შენ ბედი კვლავ გელის,
შენს დამღუპველს კი _ შეჩვენება ელის.

მაინც დგება ზაფხული. აფერადდა ველი.
შენი თეთრი მერანი შენ ერთადერთს გელის.
დაივიწყე ფიქრები საშინელი, მწველი
და იყვირე ხმამაღლა _ჯულიეტას ველი!

Комментариев нет:

Отправить комментарий