ღმერთი

ღმერთი

воскресенье, 3 марта 2013 г.

ცივა . დეკემბერია.

ცივა . დეკემბერია.

ნუთუ სიზმარია, ბედი თუ იღბალია, მე ხომ არ მინატრია,
რატომ მაფიქრებს და რატომ მენანება, ნუთუ სიყვარულია?
თოვლის ფიფქებია ასე რომ იბნევიან, ნუთუ არ ილევიან.
არ ჩამოიარა იქნებ შეეშინდა, ცივა . დეკემბერია.

არაფერს მეუბნება , თუ რამეს მანიშნებენ ეს მისი თვალებია.
იქნებ მე მეთქვა და იქნებ ისიც მეხსნა, მერე მინანია.
თოვლის ფიფქებია ასე რომ იბნევიან, ნუთუ არ ილევიან.
თქვი რამე ძვირფასო თორემ მეშინია, ცივა. დეკემბერია.

ეს ის კაცი არის, მე რომ მიფიქრია მაინც ხომ იმედია.
თუკი ბედია და თუკი იღბალია ჩემია, ჩემია.
თოვლის ფიფქებია ასე რომ იბნევიან ნუთუ არ ილევიან.
მე კი ის ქალი ვარ ლექსი რომ დაგიწერე  ცივა. დეკემბერია.

თოვლია ქუთაისში, გარეთ ზამთარია. თუმცა სხვა მინატრია
ვხვდები უიმისოდ და უსიყვარულოდ სულშიაც ზამთარია.
თოვლის ფიფქებია ასე რომ იბნევიან , ნუთუ არ ილევიან.
ერთმანეთს მოვეფეროთ, მარტო ვერ გავუძლებთ. ცივა . დეკემბერია.


ეს ლექსი დაიწერა დეკემბრის ერთ ცივსა და თოვლიან დღეს. მეორე დღეს თოვლი უკვე აღარ იყო..

Комментариев нет:

Отправить комментарий