ღმერთი

ღმერთი

среда, 27 марта 2013 г.

მართლმადიდებლური ოჯახი ღმერთსა და სამშობლოს შორის გადებული ხიდია

კონსტანტინე (კოკა) ვეკუა .


მართლმადიდებლური ოჯახი ღმერთსა და სამშობლოს შორის გადებული ხიდია - იგი არ ყვლიფავს სხვას და არ არის დაავადებული ეშმაკეული ეგოიზმით, არამედ ახარებს ღმერთსაც, მოყვასსაც და თვითონაა ამ ბედნიერების ზეგარდმო ნაკურთხი ბურჯი. სამართლიანად ექცევა ადამიანებს და არც ვინმესგან დაუშვებს უსამართლო მოპყრობას.

ყოველი, რომელიც ასე არ იქცევა, საქმითა და სულით ანტიქრისტეს სამეფოს მკვიდრია და ეშმაკის შვილი, რამეთუ ლიბერალიზმის ჯუნგლებში მოხვეჭილი სიმდიდრე და ოჯახური ბარაქა ჯერ კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ უფლისთვის სათნო ხარ და საღვთო საქმეს სჩადი.

თუკი გულს ცხოვრების აზრად სამართლიანობა, სიყვარული, სიბრძნე და კაცობა არ ამოძრავებს, ვერც ქრისტიანად ჩაითვლები.

უდიდესი და უმთავრესი საგანძური ყოველი წარმატებული საქმის ზნეობრივი და სულიერი მხარეა და არა მილიონები. პირველი უზომო და მარადიული სულიერი ფასეულობაა, მეორე კი წარმავალი ღირებულებების მატერიალურ განზომილებას ეკუთვნის.

ნებისმიერი სულიერად გამართული კოლექტიური ინტელექტის (ფრანგი ფილოსოფოსისა და სოციოლოგის, პიერ ლევის განსაზღვრება) მქონე ერთობის: ოჯახის, ერისა და კულტურის მრავალჟამიერი სიცოცხლისუნარიანობის საიდუმლო და საფუძველთა საფუძველი სწორედ, ამ პრინციპშია ჩადებული. ამიტომაა, რომ ამ დედააზრს ქვეყნად და თითოეულ ადამიანში ეშმაკეული ძალები ებრძვიან.


Комментариев нет:

Отправить комментарий