ღმერთი

ღმერთი

воскресенье, 12 мая 2013 г.

უფლის მოციქულთა მოწამებრივი აღსასრული.


ანდრია პირველწოდებული.

უკანასკნელი ქალაქი, სადაც მოციქულმა იქადაგა, ქალაქი პატრა (საბერძნეთი) იყო, წმიდანის ლოცვით ამ ქალაქში უამრავი ადამიანი განიკურნა და მოექცა ქრისტეს სჯულზე, მაგრამ ქალაქის თავი ეგაეტი კვლავ ერთგული რჩებოდა ცრუ ღვთაებისა. უღმრთო ხელისუფალმა ბრძანა, ჯვარს ეცვათ უფლის რჩეული. წმიდანი სიხარულით შეხვდა განაჩენს და თავისით ავიდა ჯვარზე. ტანჯვა რომ გაეხანგრძლივებინა, ეგაეტმა ბრძანა, ძელზე კი არ მიელურსმნათ, არამედ დაეკიდათ ნეტარი. წმიდა მოციქული ორი დღე ქადაგებდა ირგვლივ შეკრებილთა წინაშე. ბოლოს, წმიდანის მადლმოსილი სიტყვებით შეძრულმა ხალხმა მოითხოვა, ჯვრიდან ჩამოეხსნათ იგი. უღმრთო ეგაეტმა განკარგულება გასცა, გაეთავისუფლებინათ წმიდანი, მაგრამ ანდრიამ მხურვალედ შესთხოვა უფალს, ჯვარზე აღსრულების ღირსი გაეხადა. თუმცაღა მეომრები დიდხანს ცდილობდნენ მის ჩამოხსნას მაგრამ ამაოდ. სიკვდილის წინ წმინდა ანდრიამ დალოცა მის წინ შეკრებილი მორწმუნეები და მიაბარა თავისი ნეტარი სული ღმერთს. ეს მოხდა გ.62 წელს.


პეტრე მოციქული.

ანდრია პირველწოდებულის ძმა.
იმ დროს ნერონი დიდების ზენიტში იმყოფებოდა, მას ჰყავდა მრავალი ხარჭა, რომელთა შორის გამოირჩეოდა ორი, თავისი მშვენიერებით და გონიერებით. მათ მიიღეს პეტრე მოციქულის სიტყვები და მოინათლნენ, ჩაიკეტნენ და დაიწყეს ღირსეული ცხოვრება. ნერონმა გაიგო რა ამის შესახებ დაიწყო დევნა ქრისტიენების, მათ შორის პეტრე მოციქულს სდევნიდა განსაკუთრებით. წმინდა პეტრე მოციქულს მისმა გარემოცვამ ურჩია რომ გასცლოდა რომს რათა არიდებოდა ნერონის მრისხანება რაზეც იგი მტკიცედ უარობდა თუმცა ბოლოს სრულიად ეკლესიის თხოვნით მოუწია რომის დატოვება. ღამით მაშინ როცა ქალაქის გალავანს მიუახლოვდა და უნდა გასულიყო კარიბჭეში შეეგება მაცხოვარი. მოციქული ფეხებში ჩაუვარდა და უთხრა:       „- ვიდრე ხვალ, უფალო?
- რომს მივალ, რათა კვლავ ჯვარს ვეცვა!
- მიუგო უფალმა და უხილავი შეიქმნა.“
ამ შეხვედრამ კარდინალურად შეცვალა პეტრე მოციქულის აზრები და ქრისტესთვის საწამებლად კვლავ შებრუნდა ქალაქში, სადაც ის შეიპყრეს. მის გვერდით ასევე აღმოჩნდენ კლიმენტი, იროდიონი, ოლიმპი და სხვა მარავალნი. რომაელმა მსაჯულმა კლიმენტი - გაათავისუფლა როგორც ხელმწიფის ნათესავი, წმინდა პეტრეს, როგორც არარომაელს, ჯვარზე სიკვდილი მიესაჯა, ხოლო ყველა დანარჩენს კი მახვილით თავისმოკვეთა. პეტრე მოციქულმა ღირსად არ მიიჩნია თავი, რომ უფლის მსგავსად ჯვარცმულიყო და ითხოვა თავდაყირა გაეკრათ. მოწამეობრივად აღსრულებული პეტრე მოციქულის ცხედარი ეპისკოპოსმა კლიმენტიმ გამოსთხოვა რომაელ მეომრებს, ჯვრიდან გარდამოხსნა და სხვა წამებულ ქრისტიანებთან ერთად დიდი პატივით მიაბარა მიწას.


იაკობ ზებედესი.

წმინდა მოციქული იაკობ ზებედესი იყო იოანე ღვთისმეტყველის უმცროსი ძმა
ასე აღესრულა ქრისტეს მოციქულთა თავი წმინდა პეტრე, †67 წლის 29 ივნისს.
იერუსალიმში იუდეველებმა ჰეროდე აგრიპას ურჩიეს, შეეპყრო იაკობ მოციქული და სიკვდილით დაესაჯა.„            მას ჟამსა შინა ჴელი მიყო ჰეროდე მეფემან ძჳრის ყოფად რომელთამე ეკლესიისაგანთა და მოკლა იაკობ, ძმაჲ იოვანესი, მახჳლითა.   
წმიდა იაკობთან მოწამეობრივად აღესრულა იერუსალიმში †44 წელს.


იაკობ ალფესი.

წმიდა მათე მოციქულის ძმა.
სულიწმიდის გარდამოსვლის შემდეგ ნეტარი მოციქული ჯერ იერუსალიმში ქადაგებდა, შემდეგ კი წმიდა ანდრია პირველწოდებულთან ერთად ქადაგებდა ედესაში, ღაზაში, ელეფთეროპოლში. აქედან იგი ეგვიპტეში გაემგზავრა და პალესტინის მოსაზღვრე ზღვისპირა ქალაქ ოსტარცინში ჯვარცმით დაასრულა თავისი ნეტარი ცხოვრება.


ფილიპე მოციქული.


როცა მოციქული ფრიგიაში, ქალაქ იერაპოლში ჩავიდა, იქ წარმართებმა აწამეს. ფილიპე მოციქული ჯვარზე აღესრულა. წმიდანის დამ, მარიამნამ მიწას მიაბარა ძმის ცხედარი, შემდეგ კი ბართლომე მოციქულთან რომელიც მოციქულ ფილიპესთან ერთად აწამეს მაგრამ სიკვდილს გადაურჩა,ერთად სომხეთში გაემგზავრა სახარების საქადაგებლად. აქ წმინდა ბართლომე ჯვარს აცვეს (ხს. 11 ივნისს), მარიამნა კი გააგრძელა ღვთის სიტყვის ქადაგება და ლიკაონიაში აღსასრულა (ხს. 17 თებერვალს). შობის მარხვას ფილიპე მოციქულის სახელს უკავშირებენ


ბართლომე მოციქული.

იეროპოლში წარმართი ქურუმების დასმენით მოციქულები დაიჭირეს და დილეგში დაამწყვდიეს. შემდგომ უფლის რჩეულებს ჯვარცმა მიუსაჯეს. ფილიპე მოციქული თავდაღმა მიამსჭვალეს ძელს ხოლო ბართლომე გვერდულად. წამების დროს უეცრად საშინლი მიწისძვრა მოხდა. შეშინებულმა მოსახლეობამ სცადა მოციქულების განთავისუფლება. ბართლომე დაიხსნეს, ფილიპე კი წამებით აღესრულა. მალე ბართლომე მოციქულმა და ნეტარმა მარიამმა დატოვეს ქალაქი. მარიამმა ღვთის სიტყვა იქადაგა ლიკაონიაში, სადაც მშვიდობით აღესრულა (ხს. 17 თებერვალს) ხოლო ბართლომე მოციქული ინდოეთში შემდეგ კი სომხეთში გაარგძელა ქადაგება. სომხეთში მეფე პოლიმიოსის ეშმაკეული ასულიც განკურნა. მადლიერმა მეფემ რა იხილა უფლის სასწაული მოინათლა დედოფალთან, ასულთან და მრავალ დიდებულთან ერთად. იხილეს რა ეს წარმართმა ქურუმებმა მეფის ძმას შტააგონეს რომ მოციქული მოეკლა. და მართლაც, ასტიაგმა შეიპყრო მოციქული და ქალაქ ალბანში (დღევანდელი ბაქო) ჯერ თავდაღმა აცვა ჯვარს შემდეგ კი ტყავი გააძრეს და ბოლოს თავი მოკვეთეს. ეს მოხდა †71 წელს.


თომა მოციქული.

თომა მოციქული ინდოეთში აღესრულა მოწამეობრივად. ცეცხლთაყვანისმცმლებმა იგი ხუთი შუბით განგმირეს.


სვიმონ კანანელი.


გადმოცემის თანახმად ის იყო ერთერთი ძე იოსებ დამწინდველისა.
ადერკის მეფობის დროს რომაელებმა შეიპყრეს სვიმონ მოციქული და მოკვეთეს თავი (ახლაც ამჩნევია იმ ადგილს სისხლის წვეთების კვალი[2]). გადმოცემის მიხედვით, †55 წელს სვიმონ კანანელი წარმართებმა ქრისტეს დარად ჯვარზე გააკრეს და დაასაფლავეს ნიკოფსიაში, ისტორიული საქართველოს ჩრდილოეთ საზღვარზე.


მათე მახარებელი.

†60 წელს ქრისტეს შობიდან წმინდა მოციქულმა თავისი მოღვაწეობა ეთიოპიაში დაასრულა. ეთიოპიის ქალაქ მირმენში ააშენა ტაძარი და ეპისკოპოსსად მისი მეგზური პლატონი დაადგინა. ერთხელაც ლოცვაში მყოფი მოციქული იხილავს უფალს ჭაბუკის სახით გადასცემს კვერთხს და ეტყვის: ”დაასე ეს კვერთხი ტაძრის კარიბჭესთან, გაიზრდება ხე, რომელიც მრავალ კეთილ ნაყოფს გამოიღებს, ხოლო მისი ფესვებიდან გამოედინება წყარო. ამ წყაროს დამლევი და ნაყოფის მიმღები ეთიოპიელები კი გახდებიან თვინიერნი და მორჩილნიო”. მოციქულმა აიღო კვერთხი და გაემართა ტაძრისაკენ, რომელსაც გზად ეშმაკისაგან შეპყრობილი მმართველ ფულბიანეს ცოლშვილი შეხვდა. მოციქულმა გაანთავისუფლა იგი ეშმაკის ტყვეობისაგან. ამის შემხედვარე ხალხი გაოცდა და ადიდებდა ჭეშმარიტ ღმერთს. ფილვიანეს კი არ სურდა რომ მისი ხალხი ქრისტიანი ყოფილიყო არამედ უნდოდა რომ ყოფილიყვნენ კერპთმსახურები. ამიტომ მოციქული ჯადოქრობაში დაადანაშაულა და ბრძანა მისი მოკვდინება. წარმართებმა მოციქული პირაღმა დააწვინეს, დააყარეს თივა და სცადეს მისი დაწვა მაგარმ იგი კი არ დაიწვა არამედ უვნებლად გადარჩა. გაცოფებულმა ფუბლიანემ ბრძანა თივის დამატება, ზედ ზეთი გადაასხეს და ირგვლივ კი 12 კერპი დაუყენეს. აგიზგიზებულმა კოცონმა თორმეტივე კერპი დაადნო. შეშინებულმა აფუბლიანემ მოციქულს შენდობა სთხოვა. მიუხედავად ამისა მოციქულმა მაინც მიაბარა ღმერთს სული. ამის მომსწრე ბევრი ურჯულო მოიქცა და ადიდებდა ღმერთს. მართალია ფულბინემ შეინანა მაგრამ თავისი ეჭვები მაინც ღრღნიდა მას. მან ბრძანა რომ თუ მათე მართლაც ღმერთის მოციქული იყო მას არამარტო ცეცხლის არამედ წყლისაც არ უნდა შეშინებოდა. ამიტომ მოციქულის წმინდა სხეული ჩაასვენეს რკინის კიდობანში და ჩაუშვეს ზღვაში. იმ ღამესვე წმინდა მოციქული მათე ეცხადება მის მოწაფე პლატონს და ეუბნება რომ მისულიყო ზღვის ნაპირას და აეღო მისი ნაწილები. ზღვის ნაპირზე პლატონთან ერთად ფულბიანეც გამოცხადდა მათ ერთად აიღეს მოციქულის ნეშტი და გადააბრძანეს მოციქულის აშენებულ ტაძარში სადაც ფულბიანე მოინათლა მათეს სახელით. შემდგომში ფულბიანემ აწ უკვე მათემ გააგრძელა მოციქულ მათეს დაწყებული საქმე ეთიოპიაში.


იოანე ღვთისმეტყველი.

. იოანე ღვთისმეტყველმა 100 წელზე მეტხანს იცოცხლა. როდესაც მოციქულმა იგრძნო, რომ ახლოვდებოდა მისი ამქვეყნიური ცხოვრების დასასრული, შვიდ მოწაფესთან ერთად გავიდა ეფესოდან და მიწაში ჯვრის ფორმის საფლავი გაათხრევინა, შიგ ჩაწვა და მოწაფეეს უბრძანა მისთვის მიწა დაეყარათ. მოწაფეები ქვითინით ეალერსებოდნენ მასწავლებელს, მაგრამ იძულებულნი იყვნენ აღესრულებინათ წმ. მოციქულის თხოვნა. როდესაც დანარჩენმა მოწაფეებმა შეიტყვეს წმ. იოანე ღვთისმეტყველის გარდაცვალების ამბავი, ეფესოში ჩავიდნენ და საფლავი გათხარეს, მაგრამ სხეული ვერ აღმოაჩინეს. გადმოცემის მიხედვით, ყოველ წელს 8 (21) მაისს წმ. იოანე ღვთისმეტყველის საფლავიდან ამოდიოდა მიწის მტვერი, რომელსაც მორწმუნეები იყენებდნენ სხვადასხვა ხორციელი, თუ სულიერი დაავადების განსაკურნებლად. ქრისტეს მოციქულებიდან იოანემ ყველაზე მეტ ხანს იცოცხლა და მათ შორის იყო ერთადერთი, რომელიც მოწამეობრივი სიკვდილით არ აღესრულა, არამედ მშვიდად მიიცვალა ეფესოში 26 სექტემბერს, დაახლოებით ახ.წ. 110. დასაფლავებულია ეფესოში.


მატათა მოციქული.

იუდა ისკარიოტელის მაგივრად არჩეული.
წმინდა მოციქულის სიკვდილთან დაკავშირებით რამდენიმე წყარო არსებობს: ერთი წყაროს მიხედვით ის იუდეველებმა ქვებით ჩაქოლეს და შემდგომ თავი მოკვეთეს. ზოგიერთი ბერძნული წყაროს ცნობით კი წმიდა მატათა ჯვარცმით აღესრულა ისევე როგორც სხვა მოციქულები. ხოლო წმიდა ეპიფანე კვიპრელის (IV) ცნობით კი მატათა მოციქულმა სახარება იქადაგა მეორე ეთიოპიაში (კოლხეთში), რომელიც იქვე გარდაიცვალა და დაასაფლავეს გონიოს ციხე-სიმაგრეში. სწორედ ამიტომაა გამოსახული წმ. მოციქული მატათა მიხეილ საბინინის მიერ დახატულ საქართველოს ეკლესიის დიდების ხატზე წმ. ანდრია პირველწოდებულთან ერთად.


იუდა იაკობისი.

წმიდა მოციქული მოწამეობრივად აღესრულა სომხეთის ქალაქ არათში დაახლოებით †80 წელს. კერპთაყვანისმცემლებმა ქურუმების ჩაგონებით მოციქული დაიჭირეს, ჯვარზე გააკრეს და ისრებით განგმირეს.


პავლე მოციქული.

პავლე მოციქული, წმინდა პეტრე მოციქულთან და სხვა ქრისტიანებთან ერთად მოწამეობრივად აღესრულა (იმპერატორის ბრძანებით მას თავი მოჰკვეთეს, წმ. პეტრე კი თავდაყირა აცვეს ჯვარს) რომში, იმპერიის დედაქალაქში, ნერონის მიერ ქრისტიანთა დევნის პერიოდში, †67 წლის 29 ივნისს.



Комментариев нет:

Отправить комментарий