კითხვა: ათეისტები თვლიან, რომ რელიგია ადამიანის ბუნების ძალებისადმი შიშზე აღმოცენდა, მართალია?
პასუხი: მე ვფიქრობ, (მღვდელი ოლეგ სტენაევი), რელიგიური გრძნობის ბუნება იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანი ღმერთის ხატად და მსგავსად შეიქმნა. ადამიანი ღმერთთან შიშს კი არა, თვითშეგნებას მიჰყავს. დიდი რუსი პოეტი დერჟავინი წერდა:“მე ვარსებობ, მაშასადამე არსებობ შენც“. ქრისტე პირდაპირ მოგვიწოდებს, რომ სასუფეველი ჩვენში უნდა ვეძიოთ. ბიბლიაში ნათქვამია: "გაუფთხილდი შენს თავსა და მოძღვრებას, დამკიდრდი მათში, რადგანაც ამით თავსაც იხსნი და შენს მსმენელთაც.(1ტიმ 4,16) მავანი და მავანი ამტკიცებს, რომ რელიგიური გრძნობა გამოწვეულია შესაძლებელი ავადმყოფობისა და გარდაუვალი სიკვდილის შიშით.ზემოთ ჩამოთვლილი ფობიები უფრო მედიცინის ბრალია და არა რელიგიის. პირიქით რელიგია ადამიანს ასწავლის მოთმინებით შეხვდეს ავადმყოფობას და თვით სიკვდილსაც, არ შეეცადოს ყველა ხერხით მათ თავიდან აცილებას. მეტიც, რელიგიურ ადამიანებს რწმენის გამო შეუძლიათ ხალისით წავიდნენ სიკვდილზე და მშვიდიდ აიტანონ ყველაზე მძიმე დაავადება, მოწამეობრივად დაითმინონ ნებისმიერი ტკივილი. ზოგი იმასაც ამბობს, რომ რელიგია ექსპლუატატორებმა მოიგონეს იმისთვის, რომ მისი მეშვეობით საზოგადოებრივი მღელვარებები ჩაეხშოთ.ეს არ არის მართალი. დიახ! რელიგიას ხშირად ბოროტად იყენებდნენ, მაგრამ ის ყოველთვის ჩაგრულთა მხარეს იყო და არა მჩაგვრელთა. თითქმის ყველა რევოლუციის და მოძრაობის შთაგონებას რელიგიური იდეებიდან იღებდა.ყველაფერი ამის მიუხედავად, რელიგიურობის ჭეშმარიტი ბუნება ეფუძნება იმ სულს,რაც უფალმა თავის შექმნილ ადამიანს შთაბერა.ამიტომაც გააჩნია ეს გრძნობა ყველა ადამიანურ ქმნილებას. რელიგიის უარყოფა ხანდახან ფანატიური რწმენის სახეს იღებს,რთული რიტუალურობით და რაღაც რწმენების იდეოლოგიური სისტემით.(როგორც მაგ: პროგრესის რწმენა, ან კიდევ უფრო უაზრო „ნათელი მომავლის“). არქეოლოგია არ იცნობს არც ერთ ურელიგიო ხალხს ან თუნდაც ტომს. რელიგიური გრძნობა-როგორც პირველადი, კაცობრიობას მთელი თავისი ისტორიის მანძილზე მიჰყვება. ეკლესიის მასწავლებელი ტერტულიანი წერდა:“ყველა ადამიანის სული, თავისი ბუნებით ქრისტიანია“. აქედან გამომდინარე, ურწმუნოება ადამიანისთვის შეძენილი და არაბუნებრივი გრძნობაა,რომელიც წმინდა წერილის მიხედვით, განიხილება როგორც ფსიქიკური დაავადების ერთ-ერთი სახე.
ავტორი: მღვდელი ოლეგ სტინაევი

Комментариев нет:
Отправить комментарий