2006 წლის 23 ივლისს ქალაქ ტიუმენის ცენტრალური ადმინისტრაციული ოლქის პროკურატურამ რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე… მუხლით (არასრულწლოვანის აღზრდის მოვალეობის შეუსრულებლობა) სისხლის სამართლის საქმე აღძრა ქ. ტიუმენის წმ. ილია წინასწარმეტყველის სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვრის, იღუმენია ნინოს (მარინე ალექსანდრეს ასული სხულუხია) წინააღმდეგ.
როგორც ტიუმენის ცენტრალურ-ადმინისტრაციული ოლქის შინაგან საქმეთა სამმართველოს წარმომადგენელი ელენე შაპოშნიკოვა ამბობს, სისხლის სამართლის საქმე მოქალაქეების განცხადებებისა და პანსიონ ,,ოტრადას” შემოწმების საფუძველზე აღიძრა. ეს პანსიონი 2004 წელს დაარსდა წმ. ილია წინასწარმეტყველის მონასტერთან. ამჟამად პანსიონი ,,ოტრადა” დროებით დახურულია და მისი აღსაზრდელები ტიუმენის ოლქის ოჯახისა და ბავშვების სოციალური დახმარების ცენტრში იმყოფებიან. მარინე სხულუხიასა და მისი ,,პანსიონის” საქმეს იძიებს ქ. ტიუმენის ცენტრალური ოლქის შინაგან საქმეთა სამმართველოს საგამოძიებო განყოფილება.
რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის ტობოლსკისა და ტიუმენის ეპარქიის ხელმძღვანელობა, რომელიც არასოდეს გამოირჩეოდა საზოგადოების მიმართ გახსნილობით, ამჯერად დიდ ძალისხმევას იჩენს იმისათვის, რომ საქმე მიაჩუმათოს, რადგან მონასტერთან არსებული ,,პანსიონის” საქმის გამოძიებამ შეიძლება ტობოლსკისა და ტიუმენის მთავარეპისკოპოს დიმიტრის, და არა მხოლოდ მას, დიდი უსიამოვნება მოუტანოს.
მთავარეპისკოპოსი დიმიტრი (ერისკაცობაში ალექსეი კაპალინი) დასავლეთ ციმბირში ,,კაპალინების ოჯახის” არაფორმალური წარმომადგენელია. ამ ოჯახის გავლენა მოსკოვის საპატრიარქოში თანდათან იზრდება. მთავარეპისკოპოს დიმიტრის ღვიძლი ძმა კრემლთან დაახლოებული მოსკოვის საპატრიარქოს საქმეთა მმართველი, კალუგისა და ბოროვსკის მიტროპოლიტი კლიმენტია. რუსი ექსპერტები მიტროპოლიტ კლიმენტს მოიხსენიებენ, როგორც მოსკოვის საპატრიარქოს ერთ-ერთი უძლიერესი დაჯგუფების ლიდერს, რომელიც პატრიარქ ალექსი II-ზე გავლენის მოსაპოვებლად და პერსპექტივაში კი საპატრიარქო ტახტისთვის იბრძვის. ამ თვალსაზრისით მას ხშირად უწოდებენ სხვა, უფრო გავლენიანი დაჯგუფების ლიდერის, სმოლენსკისა და კალინინგრადის მიტროპოლიტის, მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელის, კირილეს (გუნდიაევი) კონკურენტს.
ტიუმენის სამთავარხუცესოდან ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ მარინე სხულუხია უშუალო კავშირში იმყოფება ,,კაპალინების ოჯახთან”. ის თავის დროზე უვლიდა ,,მაღალყოვლადუსამღვდელოესი” ძმები კაპალინების მოხუც დედას და ამ უკანასკნელის თხოვნით მთავარეპისკოპოს დიმიტრისაგან წმ. ილია წინასწარმეტყველის მონასტრის წინამძღვრის თანამდებობა მიიღო.
ზემოთქმული ინფორმაციის გათვალისწინებით გასაგები გახდება, თუ რატომ ცდილობს ასე ძალიან მთავარეპისკოპოსი დიმიტრი პანსიონ ,,ოტრადას” საქმის მიჩუმათებას.
დღეს მან ამ საქმის მოსაგვარებლად ,,კაპალინების ოჯახთან” ერთად სხვა სერიოზული ადმინისტრაციული რესურსებიც აამოქმედა. აღმასრულებელი ხელისუფლების საოლქო ორგანოების ინფორმაციით, მთავარეპისკოპოსმა დიმიტრიმ დახმარებისათვის მიმართა ქ. ტიუმენის მერსა და პარტია ,,ედინაია როსიას” საქალაქო განყოფილების პოლიტსაბჭოს მდივან ს. სმეტანიუკს; ტიუმენის ოლქის ყოფილ გუბერნატორს, ამჟამად რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ს. სობიანინს და რუსეთის ფედერაციის შინაგან საქმეთა მინისტრ რ. ნურგალიევს. იმავე წყაროს ინფორმაციით, ამის შედეგად საგამოძიებო ორგანოებმა უკვე იგრძნეს მათ საქმიანობაზე ზეწოლა.
ტობოლსკისა და ტიუმენის ეპარქიის ხელმძღვანელის მთავარი მიზანია, რომ პანსიონ ,,ოტრადის” საქმეს საზოგადოებრივი რეზონანსი არ მოჰყვეს და ეს ამბავი არ გასცდეს დედათა მონასტრის საზღვრებს. ქალაქის ხელისუფლების მთავარი მიზანიც ესაა. მათი მიზნები უკანასკნელ ხანს იმდენად დაუახლოვდა ტობოლსკისა და ტიუმენის ეპარქიის ხელმძღვანელის მიზნებს, რომ ამ უკანასკნელის წარუმატებლობა პირდაპირ აისახება პირველის რეპუტაციაზე. ადგილობრივი მედიისათვის პანსიონ ,,ოტრადას” საქმე ტაბუირებული თემაა. როგორც ტიუმენის ჟურნალისტებმა (გაზეთები, რადიო, ელექტრონული მედია) შეგვატყობინეს, ,,ამჟამად საუბარიც კი არ შეიძლება მონასტრის შესახებ ინფორმაციის გაშუქებაზე.”
თუმცა ერთადერთი გამონაკლისი გახდა ელიზავეტა კოვალჩუკის პუბლიკაცია გაზეთ ,,ტიუმენსკიე ვედომოსტიში”, რომელშიც მარტივი აზრია გატარებული - აღსაზრდელები მონასტერში უნდა დავაბრუნოთ, ისინი ამას თვითონ ითხოვენ, თორემ ოჯახისა და ბავშვების სოციალური დახმარების საოლქო ცენტრში მათთვის ტანსაცმელი არ არის, იქ გოგონებისათვის მხოლოდ მოკლე ქვედაკაბები აქვთ. ამავე პუბლიკაციაში მოტანილია მარინე სხულუხიას მონათხრობი იმის შესახებ, თუ საიდან დაიწყო ყველაფერი: ,,სამი კვირის წინ მონასტრიდან ოთხი გოგონა გაიქცა (მე-8 - მე-9 კლასელები), გასეირნება მოუნდათ. ცოტა ხნით ადრე, სანამ ეს მოხდებოდა, პანსიონში მივიღეთ ახალი გოგონა ტანია, რომელმაც მეათე კლასი დახურა. მისი მიღება დედამისმა გვთხოვა, რადგან თვითონ ვერაფერს უხერხებდა შვილს. და აი, რამდენიმე დღის შემდეგ გოგონები გაიქცნენ. სასწრაფოდ დავიწყეთ მათი ძებნა და მორის ტორეზისა და რესპუბლიკის ქუჩის კუთხეში მთვრალი ახალგაზრდების ჯგუფში შევნიშნეთ ერთ-ერთი მათგანი. შევედი ჯგუფის შუაგულში და დავუძახე გოგონებს: ,,გოგონებო, გამოდით და ჩასხედით ავტობუსში!” მაგრამ მთვრალმა ახალგაზრდებმა წინააღმდეგობა გაგვიწიეს. მიუხედავად ამისა, გაქცეულები მაინც ჩავსვით ავტობუსში, მაგრამ ერთ-ერთ მათგანს ახალგაზრდები არ უშვებდნენ. გამოიძახეს მილიცია და აქედან დაიწყო ყველაფერი. დილამდე ჩვენებებს ვაძლევდით. ვიფიქრეთ, რომ ეს ამბავი ამით დასრულდა, მაგრამ ერთი კვირის შემდეგ 15 კაცი მოვიდა მონასტერში ყველაფრის შესამოწმებლად: სახანძრო, მილიცია...ბავშვები სათითაოდ დაკითხა ფსიქიატრმა. (როგორც ინკოგნიტო ინფორმაციის წყარომ შეგვატყობინა, ამ შემოწმების დროს მონასტერში მრავალი დარღვევა აღმოაჩინეს - ავტ.)...”
ამავე პუბლიკაციაში ქ. ტიუმენისცენტრალური ადმინისტრაციული ოლქის შინაგან საქმეთა სამმართველოს წარმომადგენელი ე. შაპოშნიკოვა, ,,გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე”, თავს იკავებს მ. სხულუხიას საქმიანობის დეტალების გადმოცემისაგან.. თუმცა საოლქო აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების ზემოთ ნახსენები ინკოგნიტო ინფორმაციის წყაროს მეშვეობით ეს დეტალები ჩვენთვის ცნობილი გახდა. აი ისინიც:
- გოგონების ,,აღზრდის” პროცესში მათ ზამთრის ყინვაში გარეთ აგდებდნენ;
- სცემდნენ (ერთ გოგონას ცხვირის ძგიდე გაუტეხეს);
- თმებით ათრევდნენ;
- თხების ფარეხში ამწყვდევდნენ (გაზეთ ,,ტიუმენსკიე ვედომოსტისადმი” მიცემულ ინტერვიუში მ. სხულუხია გულისამაჩუყებლად გვატყობინებს: ,,ჩვენ ხომ თხა მონასტერში მათთვის (აღსაზრდელებისათვის) გვყავდა, გოგონებს თხის რძეს ვასმევდით”), თხის სადგომში ყოფნის შედეგად ერთ-ერთ გოგონას ინფექციური დაავადება შეეყარა და სხეული დაუწყლულდა. აღზრდის ერთ-ერთი მეთოდი იყო ასევე ის, რომ ბავშებს აიძულებდნენ წინ გაშვერილ ხელებში საათობით სჭეროდათ სკამი.
http://www.nplg.gov.ge/gsdl/cgi-bin/library.exe?e=d-01000-00---off-0period--00-1----0-10-0---0---0direct-10---4-------0-1l--11-ka-50---20-help---00-3-1-00-0-0-11-1-0utfZz-8-10&a=d&c=period&cl=CL1.8&d=HASH01b8fb7662076b57999b65ba.10

Комментариев нет:
Отправить комментарий