თეოლოგმა ბექა მინდიაშვილმა "ნეტგაზეთთან" ინტერვიუში შეაფასა ილია მეორის მიერ დღეს, 16 მაისს გავრცელებული განცხადება ჰომოფობიის წინააღმდეგ დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა ილია მეორემ განაცხადა, რომ ყველა რელიგია, ფსიქოლოგიური და მეცნიერული მიმართულება, მედიცინა ანომალიად მიიჩნევს ჰომოსექსუალობას. როგორ შეაფასებთ ამ მოსაზრებას?
ანომალური არის საპატრიარქოს განცხადება. ჰომოსექსუალობა ავადმყოფობის ჩამონათვალიდან აშშ–ში ჯერ კიდევ 1970–იან წლებში ამოიღეს, ხოლო მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ ეს ნაბიჯი 1990 წელს გადადგა. შესაბამისად, ამ თვალსაზრისით სიმართლეს არ შეესაბამება პატრიარქის განცხადება. განსხვავებული რეალობაა სხვა რელიგიებთან მიმართებაში. ტრადიციულად, განცხვავებული ორიენტაციის მატარებლობა კი არ მიიჩნეოდა ცოდვად, არამედ უშუალოდ პრაქტიკა, ქმედება. თუმცა ეს ისეთივე ცოდვაა, როგორც ოჯახს მიღმა არსებული მოუწესრიგებელი ჰეტეროსექსუალური ცხოვრება. ამ თვალსაზრისით ერთი ცოდვა მეორისაგან არ გამოირჩევა, მაგრამ დღეს ძირფესვიანად შეიცვალა ეკლესიებისა და სხვადასხვა რელიგიური ორგანიზაციების დამოკიდებულება ამ საკითხისადმი.
კონკრეტულად რა შეიცვალა და ვინ შეცვალა ეს მიდგომები?
ისეთ კონსერვატორულ ეკლესიაში, როგორიც არის ანგლიკანური ეკლესია, დღეს შესაძლებელია განსხვავებული სექსუალური ორინტაციის მატარებელი სასულიერო პირის კურთხევა. ძალიან ბევრი პროტესტანტი თეოლოგი გამოდის და ამბობს ცნობილ ფრაზას: თუ ღმერთი ჰომოფობია, მაშინ მე ასეთი ღმერთის არ მწამს. ისინი ადამიანის ამ მდგომარეობას მიიჩნევენ ბუნებრივად, ვინაიდან ამას აფუძნებენ სიცოცხლის ტრანსიდენტურობის იდეაზე. იგულისხმება, რომ ადამიანური სიცოცხლე, ადამიანის ბიოლოგია თავისთავად არის ისეთი რამ, რასაც საბოლოო ჯამში ადამიანის გონება და მორალური კატეგორიები ვერ აღწერს და ვერ შეიმეცნებს. ეს არის საიდუმლო და ამ საიდუმლოში ადამიანი არ უნდა შეიჭრას, არა აქვს ამ საიდუმლოში შეჭრის უფლება. შესაბამისად, ის, რომ ბუნებრივად იბადება ადამიანი განსხვავებული სექსუალური ორიენტაციით, ეს არის ღვთის განგებულება და, შესაბამისად, ღვთის განგებულების ადამიანური გონებით ახსნა არის შეუძლებელი. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი არის ის, რომ ძალიან ბევრი პროტესტანტული ეკლესია უკვე ერთსქესიან ქორწინებასაც უშვებს. მართმადიდებელ და კათოლიკურ ეკლესიას ამასთან დაკავშირებით ჩამოყალიბებული პოზიცია აქვთ, რომ ეს არის ცოდვა, მაგრამ ამ ცოდვას ეკლესია უპირისპირებს არა ძალადობას და ძალადობის წაქეზებას, რაც ჩვენ ვიხილეთ და მოვისმინეთ საპატრიარქოს განცხადებში, არამედ უპირისპირებს სიყვარულს. ფაქტობრივად, საპატრიარქო მოუწოდებს, რომ არ გამოვიდნენ ადამიანები ჰომოფობიის წინააღმდეგ, ეს სხვას არაფერს არ ნიშნავს, თუ არა ძალადობის წაქეზებას. პრობლემა არ არის, ადამიანი ცოდვილია თუ არა, ამ პრობლემას წყვეტს ის, რომ ღმერთი არის სიყვარული – ასეთია თეოლოგიური მიდგომა. საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში, ზოგადად, ადამიანებისადმი სიყვარულის დეფიციტია. ეს არის მთავარი პრობლემა ამ ეკლესიის.
თუმცა უფრო რადიკალური მიდგომები აქვს ზოგიერთ მუსლიმურ სახელმწიფოს...
ყურანის და შარიათის მიხედვიდაც, ეს საკითხი არის განსაზღვრული, მაგრამ არიან თანამედროვე მუსლიმი თეოლოგები, რომლებიც სხვაგვარად ფიქრობენ. ეს საკითხი მაინც არის დისკუსიის საგანი, დღეს ამაზე არ არის მკაფიოდ ჩამოყალიბებული პოზიციები.
ილია მეორის განცხადებაში საუბარი იყო იმაზე, რომ 17 მაისის ლგბტ–ს მსვლელობა არღვევს უმრავლესობის უფლებებს. თუ შეიძლება, რომ მსგავსი მსვლელობით დაირღვეს ვინმეს უფლება და როგორ უნდა გავიგოთ ეს?
როცა პატრიარქი საუბრობს, რომ ვიღაცის უფლება შეიძლება დაირღვეს ან შეიძლება მოხდეს ვინმეს მორალური და რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა, არ ითვალისწინებს ერთ რამეს: ამ შემთხვევაში შეუწყნარებლობის მსხვერპლი არის განსხვავებული სექსუალური ორინტაციის მატარებელი ადამიანი, ლგბტ თემი, რომელიც ხვალ გამოდის იმისთვის, რომ დაიცვას საკუთარი უფლებები. თუ ამ ადამიანებზე მოხდა თავდასხმა, მოხდება ძალადობა, სახელმწიფო არ ჩაერევა და განზე გადგება, აი, ეს იქნება ამ ადამიანების უფლებების შელახვა ამ შემთხვევაში.
პატრიარქმა თავისი განცხადებით ინფორმაცია მიაწოდა საზოგადოებას, რომ საერთაშორისო კონვენციები ცალსახად იძლევიან იმის უფლებას, რომ საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით, უწესრიგობისა და დანაშაულის თავიდან აცილების, სხვათა უფლებებისა და ღირსების დაცვის მიზნით, შეიძლება შეიზღუდოს გამოხატვის თავისუფლება. ეთანხმებით ამ არგუმენტს?
საქართველოში გამოხატვის თავისუფლების მაღალი სტანდარტია. არის შემთხვევები ამა თუ იმ ქვეყნის პრეცედენტული სამართლიდან, როცა რელიგიური გრძნობის შეურაცხყოფის გამო შეიძლება შეიზღუდოს გამოხატვის თავისუფლება. ეს პრაქტიკა არასწორია, არ იცავს გამოხატვის თავისუფლებას და მიმართულია ადამინის თავისუფლების წინააღმდეგ. რაც შეეხება უშუალოდ ჰომოფობიასთან დაკავშირებულ პრობლემატიკას და ხვალინდელ აქციას, პატრიარქის განცხადება არის აცდენილი ყოველგვარ სამართლებრივ ლოგიკას და რეალობას.
15 მაისს საქართველოში მოქმედმა რელიგიურმა კონფესიებმა ხელი მოაწერეს ერთობლივ განცხადებას 17 მაისის აქციასთან დაკავშირებით. ამის შემდეგ ილია მეორის პერსონალური განცხადების გავრცელება რას უნდა ნიშნავდეს?
ძალიან სამწუხაროა, რომ გუშინდელ განცხადებას საპატრიარქოსთან ერთად ხელი მოაწერა რამდენიმე სხვა რელიგიურმა ორგანზიაციამ. ვფიქრობ, რომ თავისი არსით გუშინდელი განცხადებაც იყო ჰომოფობიური. მიუხედავად იმისა, რომ ძალადობა იყო დაგმობილი და დაცული იყო სხვა ადამიანების, მათ შორის ლგბტ თემის უფლებები, გამოხატვის თავისუფლება. მიუხედავად ამისა, იქ საუბარი იყო იმაზე, რომ თითქოს ეს 17 მაისის აქცია იქნება პროპაგანდისტული. სიტყვა „პროპაგანდისტული“ პრობლემურია იმიტომ, რომ ჯერ ერთი, პროპაგანდა აკრძალული არ არის, არც ჰეტეროსექსუალებისთვის და არც ჰომოსექსუალებითვის. ამ ლოგიკით, მაგალითად, უნდა აიკრძალოს "ვეფხისტყაოსანი", როგორც ჰეტეროსექსუალური სიყვარულის ხოტბის შემსხმელი. ეს ნონსენსია, პროპაგანდაზე საუბარი არასწორია. თვისობრივად არასწორია და არასწორი იყო ასევე 17 მაისის აქციის, როგორც პროპაგანდისტული აქციის დაანონსება. სწორედ ამიტომ ეს იყო განცხადება ჰომოფობიური თავისი არსით. ძალიან სამწუხაროა, რომ იმ პროცესში, რასაც საპატრიარქო ახორციელებს, ვგულისხმობ სიბნელის, ექსტრემიზმის და ფუნდამენტალიზმის მობილიზაციას, ნებით თუ უნებლიეთ აღმოჩდა ჩათრეული რამდენიმე რელიგიური გაერთიანება. ამაზე მხოლოდ ჩემი გულისტკივილი შემიძლია გამოვხატო.
თქვენი აზრით, რაში დასჭირდა საპატრიარქოს დღეს ახალი, უფრო რადიკალური განცხადების გავრცელება?
მიჭირს იმის თქმა, თუ რატომ გააკეთა პატრიარქმა ასეთი განცხადება, რომელიც თავისი არსით არათუ ჰომოფობიური, არამედ ანტიქრისტიანულია. თეოლოგიურად ღმერთი აძლევს ადამიანს არჩევანის თავისუფლებას. საპატრიარქოს ამ მიდგომით, ფაქტობრივად, ფუნდამენტური, თეოლოგიური დოქტრინა ილახება ადამიანის თავისუფლების შესახებ. მიჭირს იმის თქმა, დღეს რატომ მოუწოდა ხელისუფლებას და მუნიციპალიტეტს, რომ არ დაუშვან ლგბტ თემის აქცია. თუმცა აქაც შეცდომა დაუშვა საპატრიარქომ, როცა თქვა, რომ ეს ნებართვა უნდა წაღებულიყო უკან. ქართული კანონმდებლობით აქციის გამართვას ნებართვა არ სჭირდება. საკმარისია მხოლოდ შეტყობინება.
http://www.netgazeti.ge/GE/105/opinion/19673/

Комментариев нет:
Отправить комментарий