(ციკლიდან: უცნაური და განსაკუთრებული რესპოდენტები)
ის, ვინც ეს აფერა მოიფიქრა, ხობის რაიონის სოფელ ხორგაშია დაბადებული. უცნაური სოფელია, წვიმის დროს მიწა ტალახდება და წითლდება, ეს წითელი მასა კი ფეხსაცმელზე გეკვრის და ვერაფრით იშორებ. მანქანიდან ბატონი გვანჯის სახლამდე სულ თხუთმეტიოდე მეტრია, მაგრამ მაინც მესვრება ბოტასები. აი, ასე ცუდად დამამახსოვრდა სოფელი, მაგრამ მასპინძელმა ყველაფერი გადამავიწყა.
გავნაჯი აბლოთიას არსებობისა და მისი დიდი აფერის შესახებ შემთხვევით გავიგე. 2005 წელია, "მზეზე" ვმუშაობ და მიმდინარე ამბების გარდა, შიგადაშიგ საინტერესო სიუჟეტებიც უნდა მოვამზადო. რა თქმა უნდა, ასეთი სიუჟეტების კეთება მირჩევნია. ჰოდა, როცა გავიგე, რა ამბები დაუტრიალებია გვანჯის მოსკოვში, სასწრაფოდ მოვძებნე მისმართი და გაუფრთხილებლად დავადექი თავზე.
მაინცდამაინც არც გაოცებულა და არც აღფრთოვანებულა, სახელის შემდეგ ასაკი მკითხა და პირისპირ, სკამზე მჯდარი, პირდაპირ მოყოლაზე გადავიდა: "შენ კი გეხსომება, გაზეთი "თბილისი" რომ გამოდიოდა..."
მოკლედ, საქართველოს ულამაზესი კუთხიდან მოსკოვში აღმოჩნდა, ნათესავმა წაიყვანა, ფულიანმა, რაღაც სამუშაო მისცა. იმდენი კი იყო, რომ ცოტას სახლშიც აგზავნიდა. ერთ დღეს, როცა იმ ნათესავმა თავის მდიდრულ სახლში სადილად მიიწვია, ნახა, როგორ კითხულობდა ერთი ქალი გაზეთ "თბილისს". ჯერ ის ქალი თბილისიდან იმ დღეს მოსული ეგონა, მერე გაიგო, რომ გაზეთის გამოწერა შეიძლებოდა და გამოიწერა. საღამოობით, როცა სახლში დაბრუნდებოდა დაღლილი, აიღებდა გაზეთს და კითხულობდა. იმ დროს გაზეთ "თბილისის" ბოლო, მეოთხე გვერდზე ნეკროლოგები იბეჭდებოდა. თავიდან ბოლომდე - მთელი გვერდი ნეკროლოგები იყო.
თანაც, ყველა ასეთი ფორმით: "მეუღლე სარა, შვილები- ვასკა და კუსკა, სიძე- ტლანქა,შვილიშვილი - ბაჯა,და - კუსუნა, ბიძაშვილები, მამიდაშვილები, დეიდაშვილები იუწყებიან, რომ 87 წლის ასაკში მოულოდნელად(?) გარდაიცვალა ბელადა ზანტია. დაკრძალვა შაბათს, მისამართი- არაშენდა. "
ერთ დღესაც გვანჯი გაზეთს ჩაუჯდა და უცებ, გენიალურმა აზრმა გაურბინა. აზრს სრული ფორმა მისცა და საწერ მაგიდას მიუჯდა, თან ნეკროლოგებს ჩაკირკიტებდა. ბოლოს, ასეთი სქემა შედგა:
მოძებნა გარდაცვლილი მამაკაცის, ვთქვათ, რეზოს შესახებ განცხადება, შვილების და შვილიშვილების დასახელებიდან გამომდინარე, განსაზღვრა ასაკი, გაიგო, როდის დაკრძალავდნენ, მისამართიც განცხადებაში იყო და დაიწყო წერილის წერა გარდაცვლილი რეზოს სახელზე, ვითომ არ იცის, რომ ცოცხალი აღარ არის. წერილი დაახლოებით ასეთი შინაარსის იყო: "რეზო, სალამს გითვლი მოსკოვიდან. იმედია, კარგად ხარ პირადად და ოჯახშიც.
მომიკითხე შენი მეუღლე, ჟუჟუნა(მეუღლის და შვილების სახელები განცხადებიდან იცოდა,-ლ.ბ.), შენი ბიჭი, გოგა უკვე დიდი იქნება, ცოლი ხომ არ მოუყვანია? ბაბუა ხომ არ გახდი, ძველო? მე თუ მიკითხავ, არა მიშავს რა, მოვეწყვე. ჩვენი ბოლო შეხვედრისას როგორც გითხარი, აქ დამხვდნენ და რაღაც საქმეში ჩამაბეს. ხან გამოდის და ხან არა. რეზო, იცი, რა უნდა მეთხოვა? მაშინ რომ 200 მანეთი გასესხე, თუ გაქვს საშუალება, იქნებ ამ მისამართზე გამომიგზავნო. ამ ბოლო დროს რაღაც არ მიმდის კარგად საქმე და დამჭირდა, თორემ არ შეგაწუხებდი. საჩქარო არ არის, როცა მოახერხებ, გამოაგზავნე. თუ ვერ შეძლებ, ესეც არ არის პრობლემა, რამეს მოვიფიქრებ.
მოკლედ, მოგიკითხავ დიდი სიყვარულით და საპასუხო წერილში შენი და შენი ოჯახის ამბები მომიყევი. გვანჯი."
წერილი იკეცებოდა, იდებოდა კონვერტში და იგზავნებოდა განცხადებაში მითითებულ მისამართზე. ადრესატი ცოცხალი აღარ იყო, მაგრამ წერილი ხომ მიდიოდა? კითხულობდნენ ოჯახის წევრები, ამ შემთხვევაში, გარდაცვლილის ცოლი, ჟუჟუნა და ვაჟი, გოგა. ვერც ჟუჟუნა და ვერც გოგა ვერ იხსენებდნენ ცხონებული რეზოს ნაცნობ-მეგობრებში გვანჯის, მაგრამ წერილი მტკიცე საბუთი იყო იმისა, რომ რეზო და გვანჯი მეგობრები იყვნენ და რეზოს საფლავში ჩაჰყვა ვაჟას ვალი. აბა, რომელი მამის მოყვარული შვილი დაუშვებდა ამას? მაშინვე იგზავნებოდა ფული მითითებულ მისამართზე.
გვანჯი დგება, კარადას აღებს და დეპეშას მიჩვენებს. ეს პირველი წარმატებული ცდის შემდეგ მიღებული დეპეშაა. "პული გამოგზავნილია წერტილი რეზო გარდაიცვალა წერტილი დავასაფლავეთ 16 მაისს წერტილი".
"საპასუხო დეპეშაც გავაგზავნე", - იხსენებს გვანჯი: "გულწრფელად გითანაგრძნობთ.
ძალიან მეწყინა რეზოს გარდაცვალების ამბავი. მალე ჩამოვალ თბილისში და მოგაკითხავთ. საფლავზე მინდა მისვლა. მადლობა ფულის გამოგზავნისთვის".
პირველი წარმატების შემდეგ გათამამდა. უკვე დღეში რამდენიმე წერილის წერა დაიწყო. ეს მის საქმიანობად იქცა. გაუტკბა იოლი ფული.
"ათიდან რვა შემთხვევაში ფულს აგზავნიდნენ, მიცვალებულს ვინ ჩააყოლებდა საფლავში ვალს. თან, დიდ თანხას არ ვწერდი, ორას მანეთზე მეტი არასოდეს ჩამიწერია", - გვანჯი სახლიდან მხოლოდ ფოსტაში მიდიოდა ამანათის მისაღებად ან მოკლე, მადლობის შემცველი დეპეშის გასაგზავნად. ეს იდილია 2 წელიწადს გაგრძელდა. გვანჯიმ მოსკოვში მანქანა იყიდა და ბინა იგირავა. თუ ასე გაგრძელდებოდა, ერთ წელიწადში ბინასაც იყიდდა, მაგრამ ჩაავლეს.
მილიცია სწორედ მაშინ დაადგა თავზე, როცა ახალ წერილს წერდა. სახლიდანვე აიყვანეს. ციხეში როცა მოყვა, რის გამო დაიჭირეს, მაშინვე პოპულარული გახდა და ყველა წრისთვის მისაღები.
"ქურდები თავიანთ მაგიდასთან მეძახდნენ ჭამის დროს, მაყოლებდნენ და ხარხარებდნენ, თან მხრებზე ხელს მიტყაპუნებდნენ, ეს რა მოგიფიქრებიაო",-იცინის გვანჯი.
არ ახსოვს, რომელი მუხლით, მაგრამ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. მოსკოვში გაასამართლეს და სასჯელი საქართველოში, ქსანში მოიხადა. "ქსანი თავიდან წითელი იყო, მე რომ მივედი, მერე გააშავეს...უჰუჰუ, იქ ამბები იყო? ორი იყო ზუგდიდელი ქურდი, ერთს ჩიტა ბეზუხას ეძახდნენ, ყური არ ჰქონდა, ჩხუბში მოაჭამა ვიღაცამ, მეორე დაზი იყო, რაც მაგათ ორი დღე ტაბურეტები ამტვრიეს წითლებს..." - სიცილით ამბობს. არ ვეუბნები, რომ მეორე ქურდი, დაზი, მამაჩემია. არც იმას, რომ ის დეტალები, რასაც მიყვება, ზეპირად ვიცი და არც იმას, რომ მამაჩემისგან გავიგე მისი არსებობის შესახებ. ისიც ვიცი, რაც უნდა მომიყვეს: როგორ ეძახდნენ ჩიტა და დაზი და როგორ აყოლებდნენ ისტორიას. ამიტომ ვაჩერებ და საუბარი სხვა თემაზე გადამაქვს.
ერთადერთი შეკითხვა მრჩებოდა: როგორ გაიშიფრა? გვანჯიმ ეს დღემდე არ იცის.
მისი ამბები არც პრესაში დაბეჭდილა და არც ტელევიზიით გადაცემულა.
თანამზრახველი მას არ ჰყავდა, რომ გაეცა, თითქოს წაუგებელ თამაშს თამაშობდა. ერთადერთ შესაძლო ვერსიად მამაჩემის ვერსია მიმაჩნია: შესაბამისი ორგანოები დაინტერესდნენ იმით, რომ თბილისიდან მოსკოვში, ერთსა და იმავე მისამართზე დღეში რამდენჯერმე იგზავნებოდა ფული სხვადასხვა ადამიანების მიერ. ორი წლის მანძილზე. ან ამდენ ხანს როგორ აცალეს? მაშინ ფული ხომ სპეციალური ამანათით იგზავნებოდა. გვანჯიმ ვერ გათვალა, რომ ამდენი წერილი არ უნდა დაეწერა. გაუტკბა იოლი ფული და სიხარბემ სძლია.
ცოტა ჭკვიანად რომ ყოფილიყო და არ გათავხედებულიყო, ვერავინაც ვერ მიაგნებდა.
"ნაგლოსტ გუბიტ ფრაერა", - იტყოდა მამაჩემი ამ ისტორიის ბოლოს...
http://lib.ge/book.php?author=1482&book=9091
რას არ გაიგებს ადამიანი.))))))))))))))))

Комментариев нет:
Отправить комментарий