მამა ანთიმოზი: "ადამიანს თუ ბერობა სურს, 3–4 წელიწადი მაინც უნდა გამოიცადოს"
სულ რამდენიმე თვეა, რაც მღვდელ–მონაზონი ანთიმოზ ბიჩინაშვილი ყოვლადწმიდა სამების სახელობის ლავრის საძმოს დავით გარეჯის მამათა მონასტრიდან შეემატა. როგორც ის "გუმბათთან" საუბარში აღნიშნავს, უდაბნოს მდუმარებაში ცხოვრების შემდეგ, ხმაურიან ქალაქში ყოფნა არ უჭირს, რადგან აქ მას პატრიარქთან სიახლოვე და მისი მადლი აძლიერებს.
– მამა ანთიმოზ, ათეისტური ეპოქის მიუხედავად, ბავშვობაში თუ გქონდათ ეკლესიასთან რაიმე სახის ურთიერთობა?
– ტაძარში სანთლის ასანთებად ბავშვობაშიც შევდიოდი, მაგრამ სარწმუნოებრივი ცხოვრების მნიშვნელობა გათვითცნობირებული არ მქონდა. არ მიყვარდა ათეისტური სახელმწიფო და ათეიზმის, კომკავშირის მიმართ შინაგანი პროტესტი გამაჩნდა. იმის გამო, რომ არ ვემორჩილებდი სისტემას, სკოლაში კომკავშირში არ მიმიღეს. ბავშვობაში ძალიან ბევრს ვკითხულობდი და ვეძებდი ისეთ წიგნებს, სადაც სიტყვა ღმერთი ეწერებოდა. მე–10 კლასში ყოფნისას ჰეგელის ფილოსოფიას ვეცნობოდი, რაც აბსოლუტურად არ მესმოდა, მაგრამ მსიამოვნებდა ის, რომ იქ ღმერთი იყო ნახსენები. მოგვიანებით გავაცნობიერე, ჰეგელი რომ ძალიან შორს იყო სარწმუნოებისგან.
– თქვენს ოჯახში ღმერთს ვინმე ახსენებდა? რატომ ეძებდით წიგნებში მის სახელს?
– მშობლები არ იყვნენ მორწმუნეები. უბრალოდ, ძალიან ბევრს ვკითხულობდი, თან ცხოვრებაზე ჩანახატებს ვწერდი. შემდეგ მამის პროფესია ავირჩიე და პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, ხიდებისა და გვირაბების მშენებლობის განხრით, ჩავაბარე. აღმოჩნდა ისე, რომ ხიდების პროექტები და მშენებლობა აბსოლუტურად არ მაინტერესებდა და სულ ვნანობდი, რატომ ფილოლოგიურზე, ან სხვა ჰუმანიტარულ სპეციალობაზე არ ჩავაბარე–მეთქი. შემდეგ საოცრად დავინტერესდი რელიგიით და 1986–87 წლებში, მაშინ პოპულარული არ იყო, სასულიერო სემინარიაში ჩაბარების სურვილი გამიჩნდა.
– სასულიერო სასწავლებელში ჩაბარების სურვილი რატომ გაგიჩნდათ, უკვე სასულიერო მოღვაწეობაზე ფიქრობდით?
– მინდოდა მწერალი ვყოფილიყავი და რასაც ვწერდი, უფრო სერიოზულად რომ მეწერა, ინტელექტის გაღრმავების მიზნით, სასულიერო სემინარიაში ჩაბარება გადავწყვიტე. მაშინ არც ბერობას, არც მღვდლობას ვაპირებდი. სემინარიაში სწავლის დროს მომიხდა მონასტრული ცხოვრების გაცნობა. იმ დროს, 1987–88 წლებში, ერთადერთი მოქმედი ბეთანიის მამათა მონასტერი გახლდათ, სადაც ჯერ 1 კვირა დავრჩი, მერე – 2 კვირა, შემდეგ მთელი არდადეგები იქ გავატარე. ასე აღმოვჩნდი მორწმუნე ადამიანთა წრეში, რის შემდეგაც ბერმონაზვნური ცხოვრებით დავინტერესდი და ძალიან მომეწონა. ბეთანიის შემდეგ, მარტყოფის, შიომღვიმის მონასტრებიც გაიხსნა, სადაც სემინარიაში სწავლის პარალელურად, სტუმრად ჩავდიოდი ხოლმე. 1990 წელს, როდესაც სასულიერო სასწავლებელი დავამთავრე, მქონდა შემოთავაზება, ან მეუღლე მომეყვანა და მღვდელი გავმხდარიყავი, ან ბერად აღვკეცილიყავი. მაშინ რთული პერიოდი იყო, სასულიერო პირების სიმცირე გახლდათ და ეკლესიაში კადრები სჭირდებოდათ. მართალია, მონაზვნურ ცხოვრებას გაცნობილი ვიყავი, მაგრამ მაინც ვერ მივიღე გადაწყვეტილება და ისევ საერო ცხოვრებას დავუბრუნდი. ვმუშაობდი სხვადასხვა ადგილებში. მონასტერში წამოსვლა უფრო გვიან გადავწყვიტე.
– რატომ, რთული იყო ამ გადაწყვეტილების მიღება?
– ძალიან რთულია ამ გადაწყვეტილების მიღება, რომ საბოლოოდ ყველაფერზე უარი თქვა და მორჩილის კაბით შეიმოსო. სემინარია 1990 წელს დავამთავრე და სამუდამოდ მონასტერში წამოსვლის გადაწყვეტილება 7 წლის შემდეგ მივიღე. ჩემი ძმა აფხაზეთის ომში გარდაიცვალა. მას ძალიან პატარა შვილები დარჩა. ერთად ვცხოვრობდით და ისინი საკუთარი შვილებივით მყავდნენ. ალბათ, ღმრთისგან არ იყო ასეთი განგება, თორემ შეიძლებოდა ცოლიც მომეყვანა.
– სად გაატარეთ მორჩილების პერიოდი და როგორი იყო ის ეტაპი?
– მორჩილების სამოსელში 4 წელი გავატარე. 2 წელი შავნაბადას მონასტერში, 2 წელი ვანისა და ბაღდათის ეპარქიაში ვიყავი. ვფიქრობ, ადამიანი, რომელსაც ბერობა სურს, 3–4 წელიწადი მაინც უნდა გამოიცადოს. მანამდე მისი აღკვეცა ნაადრევია. შეიძლებოდა, მეც მეჩქარებოდა, მაგრამ მადლობა უფალს, 4 წელიწადი მორჩილებაში ვიყავი. აბსოლუტურად სხვა იყო მორჩილების პერიოდი. მანამდე, სემინარიაში სწავლის პერიოდში, როდესაც სტუმრად მიწევდა მონასტერში ცხოვრება, ჩემი ნებით, როცა მინდოდა, მაშინ წამოვიდოდი, ხან ერთი კვირით ვრჩებოდი, ხან – 2 თვით. როდესაც უკვე მონასტერში დარჩენა გაქვს გადაწყვეტილი და საძმოს წევრი ხარ, სულ სხვაა, ანუ მონასტრის სტუმარსა და მასპინძელს შორის დიდი განსხვავებაა. ჩემი აზრით, ბერმონაზვნური ცხოვრება, თუ შეიძლება ასე ითქვას, დედამიწის ზურგზე ერთ–ერთი ურთულესი პროფესიაა.
– მაინც, რისთვის მიდის ადამიანი მონასტერში?
– მონასტერში ადამიანი სულის გადარჩენისთვის მიდის, მაგრამ თავიდან შეიძლება ამას ვერ აცნობიერებდეს.
– ბერად რომელ მონასტერში აღიკვეცეთ?
– 2001 წელს, ჩემს დედულეთში, ბაღდათში, ოჩის მონასტერში, ვანისა და ბაღდათის მთავარეპისკოპოსმა, მეუფე ანტონმა (ბულუხია) აღმკვეცა. ბერად აღკვეცა ეს მართლაც სიკვდილი და დაბადებაა. ადამიანი ახლად იბადება, რადგან ძველი პიროვნება კვდება. მე ერისკაცობაში თამაზი მერქვა, რომელიც მოკვდა და დაიბადა მამა ანთიმოზი. ბერად აღკვეცის მომენტში, მანამდე ჩადენილი ცოდვებისგან პიროვნება იწმინდება და მხოლოდ აღკვეცის მერე ჩადენილი ცოდვები მოეკითხება.
– ე.ი. უკვე 9 წელია მონაზვნურ ღვაწლს ეწევით. რა გამოცდილება შეგძინათ ამ წლებმა?
– მთავარი, რაც ამ წლების მანძილზე შევიძინე, ისაა, რომ პირველ რიგში, ჩემი უძლურება დავინახე, რასაც ადრე საერთოდ ვერ ვხედავდი. ასევე, დავინახე, რომ ჩემი გული და სულის ფსკერი საოცრად დანაგვიანებულია ყველანაირი არაწმიდებით და რაც დრო გავიდა, მით უფრო მივხვდი ამ ჩემს უძლურებასა და ცოდვილობას. ერთ–ერთი დიდი მამა ამბობს, თუ ადამიანი თავის ცოდვას არ ხედავს და დროთა განმავლობაში სიმდაბლისკენ არ მიდის, ის სულიერად არ იზრდებაო.
– ამის მიღწევა, ალბათ, მონასტერში ყველაზე იოლია.
– რასაკვირველია. როცა ადამიანი სენაკში მარტო ცხოვრობ გამოკეტილი, შენ თავზე მუშაობ, წერ, კითხულობ, ლოცულობ, ფიქრობ და უფრო მეტი საშუალება გაქვს საკუთარი თავის შეცნობისა და სულში ჩაღრმავებისა, რაც ბერმონაზვნური ცხოვრების მთავარი მიზანია.
– საკუთარი თავის შეცნობა საერო ცხოვრებაში შეუძლებელია?
– საერო ცხოვრებაში რთულია შენი თავი აკონტროლო, რადგან აქ ადამიანის გონება ათასი წვრილმანი საზრუნავითაა დაკავებული. თუნდაც, ტელევიზორი გონებას ისე ტვირთავს, რომ ადამიანს საკუთარ თავზე ფიქრის დრო აღარ რჩება. მონასტერში კი ამის საშუალება არის, მაგრამ იქაც საოცრად რთულია ფიქრების კონტროლი. იესოს ლოცვა არის მთავარი მონაზვნისთვის. სულ უნდა მიდიოდეს გონებაში შემოსული აზრების გაშიფვრა–გადამუშავება და იქიდან კარგის მიღება, ხოლო ცუდის გადაგდება. ესაა საკუთარი თავის შეცნობისა და შესწავლის ურთულესი პროცესი, რაც სერიოზული ბრძოლების შემდეგ მიიღწევა. როდესაც ამის მიღწევას ცდილობ, ბოროტიც უკვე აღარ გასვენებს. მტერს არ უნდა შენი თავი შეისწავლო და რაც უფრო წინ მიდიხარ, მით უფრო მეტ წინააღმდეგობას გიწევს.
– მამაო, სანამ სამების ლავრაში გადმოხვიდოდით, ბოლო წლები დავით გარეჯის მონასტრის საძმოს წევრი იყავით. როგორ გაიხსენებთ ამ დიდი წმიდა მამის ნამოღვაწარზე ცხოვრების პერიოდს?
– დავით გარეჯის მონასტერი ბერმონაზვნური ცხოვრების აკადემიაა, სადაც საოცარი მადლი სუფევს დავით გარეჯელისა და იქ მოღვაწე ბერების, 6 ათასი მოწამის, დოდო გარეჯელის. მონასტერში უამრავი წმიდა ნაწილია დაცული. დავით გარეჯის უდაბნოში იმდენი ადამიანი ცხონდა, იმ ადგილიდან იმდენი სული ამაღლდა, რომ ბილიკი გაკვალულია, იქ ცა ახლოსაა. 5 წელი ვიცხოვრე და ვგრძნობდი საუკუნეების განმავლობაში მოღვაწე ბერების საოცარ მადლს. ეს სურნელება უხილავად იგრძნობა.
– მამაო, სულ მაინტერესებს, გარეჯის მონასტრის ბერებს ქვეწარმავლების შიში არა აქვთ, თუ იქ ყოველგვარი შიში, ღმრთის მადლით, დაძლეულია?
– ტელევიზორში გველის ნახვა მეც მზარავდა ხოლმე. იქ გველი ძალიან ბევრია, მაგრამ ადამიანი ყველაფერს ეჩვევი. ერთხელ შეგხვდა, ორჯერ, სამჯერ, 7–ჯერ, სტრესი გადაიტანე და რომ ხედავ, არაფერს გვნებს, აღარ გეშინია. შენ თუ რამე არ დაუშავე, ის შეტევაზე არ გადმოვა, თან დაცულებიც ვართ მამა დავითის კურთხევით. არსებობს გადმოცემა, რომ იქ გველი ბერ–მონაზვნებს არ კბენს. რაც მონასტერი გაიხსნა, 1989 წლიდან, არ გაგვიგია, რომ იქ მცხოვრები ადამიანისთვის ეკბინოს. ასეთი შემთხვევა, თითქმის, არც ისტორიულად არსებობს.
– რამდენი ხანია, რაც სამების ლავრაში ცხოვრობთ?
– თითქმის ნახევარი წელიწადია, რაც თბილისში, ყოვლადწმიდა სამების სახელობის ლავრაში ვცხოვრობ.
– გარეჯის უდაბნოს სიმშვიდესა და იდუმალებას მიჩვეულს, აქ ყოფნა არ გაგიჭირდათ?
– ქალაქში ყოფნა არ მიჭირს, პირველ რიგში, იმიტომ, რომ პატრიარქის სიახლოვეს, მის წირვა–ლოცვებზე ხშირად ვიმყოფები. უწმინდესს იმხელა მადლი აქვს, რომ მისი მადლისმიერი ძალმოსილება ყველაფერს მატანინებს.
– ბერებს სხვადასხვა მონასტრებში მოღვაწეობა, ანუ ერთი ადგილიდან სხვაგან გადასვლა გიწევთ. ძნელი არ არის იმ მონასტრის დატოვება, სადაც წლებია ცხოვრობთ და შეჩვეულნი ხართ იქაურ გარემოსა და საძმოს?
– ბერი თუ ხარ, ყველგან ბერი უნდა იყო. მთავარია, ჩვენს თავში ვიყოთ ძლიერები. ღმერთი ყველგან არის. ის ჩვენს თავში უნდა ვიპოვოთ. ერთ–ერთ ბრძენს აქვს ნათქვამი, შენში მთელ სამყაროს აღმოაჩენო. სხვაგან ნუ ვეძებთ, ადამიანის შიგნით არის მთელი სამყაროც და შემოქმედიც, რომელიც ჩვენს გულში უნდა ვიპოვოთ.
– მამაო, მაცხოვრის ამაღლების ბრწყინვალე დღესასწაული მოგვიახლოვდა. მატერიალური საზრუნავებით დაკავებულმა ადამიანმა, რომელსაც ნაკლები დრო აქვს სულიერ ცხოვრებაში ჩაღრმავებისათვის, როგორ უნდა მიაღწიოს სულიერ ამაღლებას?
– ჩვენი ამაღლება დამდაბლებაშია, ანუ ერთადერთი საშუალება ჩვენი სულიერი ამაღლებისა, არის სიმდაბლე. თუ ჩვენი გული არ დამდაბლდება, სასუფევლის კარს ვერ გავაღებთ. სასუფევლის კარს სიმდაბლით უნდა მივეახლოთ, მას სხვანაირი ხელით ვერ შევეხებით. რა პროფესიისაც არ უნდა ვიყოთ, არანაირი განსხვავება არაა, მთავარია, სიმდაბლით ვიცხოვროთ. ჩვენი მიზანი უფალი უნდა იყოს. ეს ქვეყანა ამაოა, ხორციელ ცხოვრებას არ უნდა მივეჯაჭვოთ. ეს კი ადამიანებს არა აქვთ გათვითცნობიერებული. ზოგი ფულის დაგროვებით ერთობა, ზოგი სხვა რამით, მაგრამ ეს ყოველივე წარმავალია. ერთ–ერთი მამა ამბობს, რაც იმ ქვეყანას არ წაგყვება, ყველაფერი აბსოლუტური ამაოებააო. იმქვეყანაზე სხვა სულიერი საზომებია. მთავარია, ცხოვრების მიზანი და არსი ვიცოდეთ. ხვალ, ზეგ ხომ ყველა უნდა გარდავიცვალოთ და ამქვეყნიური სიამეები გაგვყვება კი იმქვეყანად? ადამიანი გარდაცვალებაზე ნაკლებად ფიქრობს, სანამ უშუალოდ არ შევეხებით სიკვდილს, მანამდე ამ თემას სულ გავურბივართ.
– ბოლოს, მამა ანთიმოზ, დაგვლოცეთ და გვაკურთხეთ.
– ღმერთმა დაგლოცოთ! ჩვენი პატრიარქის ლოცვითა და მისი ძალმოსილებით უფალმა გაამთლიანოს და გააძლიეროს საქართველო, რომ შემდეგ წავსულიყავით გაბრწყინებისკენ.
ეფემია წიკლაური.

Комментариев нет:
Отправить комментарий