ერთ–ერთი უპირველესი ღონისძიება, რომელიც თავისი მეფობის დროს ჩაატარა წმიდა მეფემ, დავით აღმაშენებელმა, იყო საეკლესიო რეფორმა – მან მოიწვია რუის–ურბნისის კრება, რომელმაც განკვეთა უღირსი ეპისკოპოსნი და წარმოაჩინა ზნეობრივნი: ამით ღვთის სახლი, რომელიც „ქვაბ ავაზაკთა ქმნულიყო“, ავაზაკებისგან განწმინდა.
საეკლესიო კრების მიერ მიღებული კანონები ეხებოდა ეკლესიის მსახურებს, მათ დანაშაულს, რომელიც შეიძლება ჩაიდინოს როგორც ეკლესიის მსახურმა, ისე ერისკაცმა.
კრებაზე მიღებულ იქნა უაღრესად მნიშვნელოვანი დადგენილებები:
ძეგლისწერა გადაყენებულად აცხადებდა უღირს მღვდელთმთავარს, მსახურს, რომელმაც სულისათვის ხორცი არ დათრგუნა;
ეპისკოპოსი უნდა ყოფილიყო არანაკლებ ოცდათხუთმეტი წლისა, მღვდელი ოცდაათისა, დიაკონი ოცდახუთისა, „წიგნის მკითხველი“ კი რვა წლისა.
ძეგლისწერა კრძალავდა ხელდასხმას ქრთამით, ძღვენით;
კათალიკოსთაგან და ეპისკოპოსთაგან უნდა შერჩეულიყვნენ ისეთები, რომლებიც გათვითცნობიერებულები იქნებოდნენ საქრისტიანო წესებში, უანგაროდ მოემსახურებოდნენ ეკლესიის საქმეს;
იკრძალებოდა ეკლესიაში ერისკაცთა მიერ სამოქალაქო და სასოფლო სამსახური;
იკრძალებოდა მართლმადიდებლისა და წარმართის შეუღლება;
ძეგლისწერაში დასახელებული იყო ცოდვები: მტრობა, შური, კაცისკვლა, მრუშობა, კერპთმსახურება, ცრუ-ფიცი; განსაკუთრებული იყო სასჯელი სოდომური ცოდვისათვის, რადგან იგი განსხვავებულია სხვა ცოდვებისაგან. ყოველგვარი ნივთის, საგანი ღმერთმა შექმნა და მათ გარკვეული დანიშნულება მისცა ადამიანის სასარგებლოდ. სოდომური ცოდვა ღვთისა და ბუნების საწინააღმდეგო მოვლენაა. ამ ცოდვამ დაღუპა მრავალი სახელმწიფო, მრავალ ხალხს დაუკარგა თავისუფლება. ამიტომ ძეგლისწერა მკაცრად ეხებოდა სოდომურ დანაშაულს, ე.ი. არაბუნებივ სქესობრივ კავშირს, მამათმავლობას, ლესბოსელობას.
გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ რუის–ურბნისის ძეგლისწერამ გადაარჩინა სულიერება და ზნეობრიობა ქართულ საეკლესიო ცხოვრებაში!
ასეთი დიდი რეფორმების შემომტანი გვირგვინოსანი დიდი თავმდაბლობითაც გამოირჩეოდა – „გალობანი სინანულისანის“ ავტორ ქართველთა მეფეს საკუთარი თავი „უსწავლელ“, „მხედრობათა შინა აღზრდილ“კაცად მიაჩნდა, თუმცა, მემატიანის ცნობით, დავითი ღრმად განსწავლული და უებრო მჭევრმეტყველი ყოფილა, რაც ცხადად გამოჩნდა მისი სეფე–სიტყვით ქართველთა და სომეხთა საღვთისმეტყველო კამათის დროს, როცა მოდავენი ჩიხში მოექცნენ და ხელმწიფემ ნათელი მოჰფინა სადავო საკითხს და მართლმადიდებელთა სასარგებლოდ გადაწყვიტა.
თვით ლაშქრობაშიც კი დავითი წმიდა წიგნებს დაატარებდა. ცნობილია ფაქტი, როდესაც „სამოციქულოს“ კითხვას ისე გაუტაცნია, რომ მხლებელთ ჩამოსცილებია და გადაჰყრია თურქთა რაზმს, რომელსაც მარტო გამკლავებია!
ღვთის მოყვარულ მეფეს ყოველი ბოროტისაგან იცავდა თვით უფალი – ერთხელ, კარვის პირას მდგომი, მისთვის ნასროლი ისრისაგან იხსნა მთავარანგელოზის ხატმა, რომელიც მას გულზე ეკიდა!

Комментариев нет:
Отправить комментарий