* ტერაფიმი - ძველ ისრაელში საგვარეულო ანტროპომორფული კერპი (ფიგურა-ფეტიში), რომელიც შინაურ ღვთაებად მიიჩნეოდა.
წითელ მოედანზე რემონტის შემდეგ კვლავ გაიხსნა მოსკოვის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი "ღირსშესანიშნაობა" - ლენინის მავზოლეუმი, რომელიც ბოლო რვა თვე რემონტის გამო მიუწვდომელი იყო. "მავზოლეუმი მნახველთათვის გაიხსნება ჩვეულებრივ რეჟიმში", - განაცხადა დაცვის ფედერალური სამსახურის ოფიციალურმა წარმომადგენელმა სერგეი დევიატოვმა. მნახველთათვის მემორიალური კომპლექსი დაიხურა ჯერ კიდევ 2012 წლის სექტემბერში, როდესაც მუშაობას შეუდგნენ ექსპერტები, რომლებმაც სარემონტო სამუშაოების ნებართვა გასცეს მხოლოდ შენობის შემოწმების შემდეგ, რომელიც ორი თვე მიმდინარეობდა. ჩატარებული კაპიტალური რემონტი პირველია კომპლექსის 80 წლიანი ისტორიის განმავლობაში.
რესტავრაციის აუცილებლობა წარმოიშვა იმასთან დაკავშირებით, რომ მავზოლეუმის შენობა გადაიხარა და დადგა ერთ კუთხეზე, რამაც დაარღვია მოპირკეთებული გარსი". გარდა ამისა, ბოლო დროს შენობაში დაირღვა კედლების ჰიდროიზოლაცია, რის გამოც მავზოლეუმში სხვადასხვა ადგილიდან წყალი ჩავიდა. ამგვარად, სპეციალისტების წინაშე დადგა ორი ამოცანა - აღმოეფხვრათ გადახრა და გაესწორებინათ დარღვეული ჰიდროიზოლაცია.
დევიატოვის თქმით, რემონტის დროს მონოლითური პლიტის პერიმეტრზე, რომელზეც არის დამყარებული აკლდამა, გაიბურღა 350 ჭაბურღილი, რომლებშიც შემდგომ ბეტონი ჩაისხა - შენობის ქვემოთ გაკეთდა ბეტონის საყრდენთა სისტემა. გარდა ამისა, მავზოლეუმის ზედა მხარეს მოწესრიგდა ფილებს შორის არსებული გადაბმების ჰერმეტიზაცია, და ასევე აღსდგა ნაგებობის განათების სისტემა. როგორც "ინტერფაქსი" გადმოსცემს, რემონტის დროს ლენინის გვამი აკლდამიდან არ გაუტანიათ.
ზოგიერთი მონაცემის მიხედვიტ, პერსპექტივაში იგეგმება კიდევ ერთი სარემონტო ეტაპი, რომლის დროსაც უნდა მოხდეს მინაშენის დემონტაჟი, რომელიც "აკლდამის" უკან მდებარეობს. ოდესღაც იქ მდებარეობდა ესკალატორი, რომლის დახმარებითაც საბჭოთა მთავრობის პარტიული "ამხანაგები" და ლიდერები ტრიბუნაზე ადიოდნენ. სამუშაოთა ახალი სერიის დაწყების თარიღებს ჯერ-ჯერობით არ იუწყებიან.
წყარო: http://www.vesti.ru/doc.html?id=1084551

Комментариев нет:
Отправить комментарий