ღმერთი

ღმერთი

вторник, 7 мая 2013 г.

ერთსქესიანთა ქორწინება.


ერთსქესიანთა ქორწინება – ოცდამეერთე საუკუნის გამოწვევა

ერთსქესიან ქორწინებასთან დაკავშირებით იმდენად განსხვავებული დამოკიდებულება არსებობს ადამიანებში, რომ სამართალმაც ვერ ჩამოაყალიბა საბოლოო მოსაზრება ამ საკითხთან დაკავშირებით. იმდენად, რამდენადაც კანონი გამომდინარეობს ხალხის ძირითადი ინტერესებიდან და მეტ–ნაკლებად საერთო მოსაზრებებიდან, მას არ შეუძლია საერთაშორისო მაშტაბით დაადგინოს ისეთი ფაქტი, რომელიც საზოგადოპებაში დისონანსს გამოიწვევს.

ბოლო სტატისტიკის მიხედვით, მსოფლიოში ერთსქესიანი ქორწინების მოთხოვნის ბუმი დაიწყო. სექსუალური უმცირესობები განსაკუთრებით ცდილობენ დაიცვან, უფრო სწორად კი მოიპოვონ უფლება. მართავენ დამონსტრაციებს და აქციებს, ცდილობენ საზოგადოებასთან ინტეგრაციას. ზოგი ამტკიცებს რომ ისიც ჩვეულებრივი ადამიანია, ზოგი კი პირიქით, თავის განსხვავებულობის დადასტურებას ცდილობს.

ამ რამდენიმე დღის წინ, დანიის (დენმარკის) პარლამენტმა დადგინა, რომ ერთსქესიან წყვილს ქორწინება შეუძლია ლუთერანული ეკლესიის ცერემონიით. დანია (დენმარკი) ასევე პირველი ქვეყანა გახდა მსოფლიოში, რომელმაც დაუშვა ერთსქესიან მეუღლეებზე იგივე უფლებები, რაც ჩვეულებრივი ქორწინებისას ენიჭებათ პირებს. ლუთერანულ ეკლესიაში ქორწინების კანონი კი ძალაში შევა 15 ივნისის შემდეგ.

საინტერესოა, მიბაძავს თუ არა მსოფლიო – დანიის (დენმარკის) მაგალითს. თუმცა საქმე რომ რთულადაა ამას ყველა ვაცნობიერებთ. შემაფერხებელი გარემოებები იმდენია რომ ცალ–ცალკე ჩამოთვლა შეუძლებელიც კია. ალბათ უპირველესი დამაფიქრებელი გარემოება მსოფლიო რელიგიათა უმრავლესობაა, რომლებიც მკაცრად კრძალავენ ერთსქესიანთა ქორწინებას. ხალხის ცნობიერებაც მნიშვნელოვნად რელიგიურია, აქედან გამომდინარე საკითხის დაკანონება ვერ ხერხდება. ფაქტი კი ის არის, რომ მსოფლიო ჩვენს თვალწინ იცვლება. უკეთესობისკენ თუ უარესობისკენ – ეს საკამათო საკითხია. მაგრამ ცვლილებები მაინც გარდაუვალია.
***

ბრიტანეთში ერთსქესიანთა ოფიციალური ქორწინების საკითხს განიხილავენ.

ბრიტანეთის ხელისუფლებამ დღეს ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონების საკითხის განხილვა დაიწყო. კონსულტაციები სამი თვე გაგრძელდება.

ამჟამად დიდ ბრიტანეთში ჰომოსექსუალებისა და ლესბოსელების სამოქალაქო ქორწინება ნებადართულია, თუმცა მათ არ შეუძლიათ ოფიციალურად დაარეგისტრირონ თავისი ურთიერთობა.

ერთსქესიანთა ქორწინების წინააღმდეგ გამოდიან ანგლიკანური და რომის კათოლიკური ეკლესიის წარმომადგენლები. კანონის მიღებას ეწინააღმდეგებიან კონსერვატორი დეპუტატებიც და ამტკიცებენ, რომ მსგავსი ნაბიჯი ქორწინებაზე ჩამოყალიბებულ ტრადიციულ შეხედულებებს უქმნის საფრთხეს.

http://news.ge/ge/news/story/7846-britanetshi-ertsqesianta-qorwinebis-sakitxs-ganixilaven
***

2013.04.10
საფრანგეთში ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონების პროცესი დაიწყო.

საფრანგეთის საკანონმდებლო ორგანოს ზედა პალატამ ერთსქესიანთა ქორწინების კანონპროექტის ყველაზე არსებითი და სადავო მუხლი დაამტკიცა.


“ლე ფიგაროს” ცნობით, სენატმა აღნიშნული კანონპროექტის მუხლი 1, რომელიც ერთსქესიანთა ადამიანებს ქორწინების უფლებას აძლევთ, 179 მომხრე დეპუტატით 157–ს წინააღმდეგ დაამტკიცა.



ფრანგული მედიის ინფორმაციით, აღნიშნული კანონპროექტის განხილვა შესაძლოა დროში გაიწელოს, რადგან იგი ერთსქესიანთა მიერ ბავშვის აყვანის და სხვა პროცედურებსაც შეიცავას. კანონპროექტის ყველა მუხლს ფრანგი კანონმდებლები კენჭს ცალ–ცალკე უყრიან. საბოლოო ჯამში, აღნიშნული კანონპროექტის კანონად ქცევის გადაწყვეტილებას პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა ხელი ზაფხულში უნდა მოაწერს, წინააღმდეგ შემთხვევაში, კონსერვატორი ოპოზიციონერები კანონპროექტს ჩააგდებენ, ან ამ საკითხს რეფერენდუმზე გაიტანენ. ოლანდმა საპრეზიდენტო კამპანიის დროს არაერთხელ განაცხადა, რომ იგი ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებას მხარს უჭერდა.


შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის მოსახლეობის ნაწილი ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებას მხარს არ უჭერს და ამ მიზნით საპროტესტო დემონსტრაციებსაც მართავს.
****

2013.04.11
ურუგვაის საკანონმდებლო ორგანომ ერთსქესიანთა ქორწინება დასაშვებად სცნო.

ურუგვაის საკანონმდებლო ორგანომ ერთსქესიანთა ქორწინების უფლების ამსახველი კანონპროექტი ხმათა უმრავლესობით მიიღო.


ბი–ბი–სის ცნობით, არგენტინის შემდეგ ურუგვაი მეორე სამხრეთამერიკული ქვეყანა ხდება, რომელიც ერთსქესიანთა ქორწინებას დასაშვებად სცნობს.



ბი–ბი–სის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მიუხედავად კათოლიკური ეკლესიის წინააღმდეგობისა, ამ კანონპროექტს ურუგვაის კონგრესის 92 დეპუტატიდან მხარი 72–მა დაუჭირა. სავარაუდოდ, კანონპროექტი ძალაში მომდევნო ორი კვირის მანძილზე შევა.



კანონპროექტის მხარდამჭერმა აქტივისტებმა კონგრესის გადაწყვეტილება დედაქალაქში გამართული აქციით აღნიშნეს.

***

2012.08.26
შოტლანდიის კათოლიკური ეკლესია ერთსქესიანი ქორწინების დაკანონებას აპროტესტებს.

BBC-ის ცნობით, შოტლანდიის ყველა კათოლიკურ ეკლესიაში დღეს, საკვირაო მესის დროს, ეკლესიის იერარქების წერილებს წაიკითხავენ, რომლებიც გამოხატავს პროტესტს შოტლანდიის მთავრობის გეგმის მიმართ - ერთსქესიანი ქორწინების დაკანონების თაობაზე.


გასულ კვირას შოტლანდიის კათოლიკური ეკლესიის მეთაურმა, კარდინალმა კიტ ო'ბრაიენმა ამ საკითხზე მოლაპარაკებები ჩაშალა შოტლანდიის მთავრობასთან.



26 აგვისტო შოტლანდიის ეკლესიამ ქორწინების დაცვის დღედ გამოაცხადა.



შოტლანდიის მთავრობა ერთსქესიანი ქორწინების დაკანონებას აპირებს და ამასთანავე აცხადებს, რომ სასულიერო პირებს უფლება აქვთ, უარი თქვან ერთსქესიანი წყვილების ჯვრისწერის ჩატარებაზე.


http://www.netgazeti.ge/GE/105/News/18462/

****

ერთი სქესის წყვილთა ქორწინება.
ერთი სქესის წყვილთა ქორწინება (ასევე ცნობილი როგორც ჰომოსექსუალთა ქორწინება) არის ქორწინება ორ ადამიანს შორის რომლებსაც ერთი და იგივე ბიოლოგიური სქესი ან გენდერული იდენტობა აქვთ.

2001 წელს ნიდერლანდი პირველი ქვეყანა გახდა სადაც ერთ-სქესიან წყვილებს დაქორწინების იურიდიული შესაძლებლობა შეექმენათ. მას მერე ასეთი ქორწინებები ათმა სხვა ქვეყანამ დააკანონა. ერთსექსიან წყვილთა ქორწინება ასევე ნებადართულია მეხიკოში და აშშ-ის ცხრა შტატში და დროებით ნებადართულოი იყო კალიფორნიაში, თუმცა ამ შტატში ეს უფლება ამჟამად შეჩერებულია და კანონმდებლობა განხილვის სტადიაშია.[1][2]

ერთი სქესის წყვილებს სამოქალაქო კავშირის, მაგრამ არა ქორწინების, უფლება აქვთ 20-ზე მეტ ქვეყანაში. ამასთან, ისრაელი ცნობს სხვა იურისდიქიცების მიერ ლეგალიზებულ ერთი სქესის ქორწინებებს, თუმცა თვითონ ის ასეთ ქორწინებებს არ ანხორციელებს. ამჟამად პოლიტიკური და იურიდიული დებატები მიმდინარეობს ოცამდე სხვა ქვეყანაში და რამდენიმე აშშ-ის შტატში ამ სახის ქორწინებების ლეგალიზებაზე.

ზოგიერთი რელიგიური ჯგუფი ასრულებს ერთი სქესის წყვილთა ქორწინების რიტუალებს, მათ შორის კვაკერები.

ერთი სქესის წყვილთა ქორწინების ოპონენტების მტკიცებით სექსუალური ორიენტაციის მიუხედავად ქორწინება ადამიანის უფლებაა. მათი მოწინააღმდეგეები საკუთარ არგუმენტებს ამგვარი ქორინებების სოციალურ შედეგებზე ამყარებენ (მათ შორის ბავშვების აღზრდა, ტრადიციები და რელიგიური მოსაზრებები).


ქვეყნები, სადაც კანონიერია ერთსქესიანი ქორწინება

ნიდერლანდი (2001)
ბელგია (2003)
ესპანეთი (2005)
კანადა (2005)
სამხრეთ აფრიკა (2006)
ნორვეგია (2009)
შვედეთი (2009)
პორტუგალია (2010)
ისლანდია (2010)
არგენტინა (2010)
დანია (2012)
ურუგვაი (2013)
ახალი ზელანდია (2013)
საფრანგეთი (2013)
http://ka.wikipedia.org/wiki/ერთი_სქესის_წყვილთა_ქორწინება


სექსუალურ უმცირესობათა უფლება – ქორწინება
http://elawjournal.wordpress.com/tag/ერთსქესიანთა-ქორწინება/



Однополый брак.
http://ru.wikipedia.org/wiki/Однополые_браки



ამერიკა ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონების შესახებ მიმდინარე დისკუსიების გამო ისჯება – ფრედი ლუთერი
01.04.2013 18:23

ამერიკის შეერთებული შტატების სამხრეთული ბაპტისტური კონვენციის ხელმძღვანელი ფრედი ლუთერი ფიქრობს, რომ ჩრდილოეთ კორეის ხელმძღვანელობის მხრიდან აშშ-ს მისამართით ბოლო დროს გაკეთებული მილიტარისტული განცხადებები, შემთხვევითი არ არის.

ლუთერი ფიქრობს, რომ ამ ყველაფერში ღმერთის ხელი ურევია და ამერიკა ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონების შესახებ რამდენიმე შტატში მიმდინარე დისკუსიების გამო ისჯება, – იუწყება ბრიტანული პინკნიუსი.

“ბოლო ერი, რომელმაც ეს გააკეთა და ერთსქესიანთა ქორწინება დაუშვა, განდგურდა. სოდომი და გომორი დაინგრნენ”, - განაცხადა მან და დასძინა, რომ ღმერთს ამერიკაც შორდება.

შეგახსენებთ, რომ ჩრდილოკორეა აშშ-ს და სამხრეთ კორეას ბირთვული დარტყმების განხორციელებით ემუქრება.

http://medianews.ge/ge/amerikaertsqesiantaqortsinebisdakanonebisshesakhebmimdinarediskusiebisgamoisdjebafrediluteri/36673



ერთსქესიანთა ქორწინება ვაშინგტონის კათედრალში

10.01.2013

ვაშინგტონის ეროვნულ კათედრალში უახლოეს მომავალში ერთსქესიან წყვილებს ჯვარს დაწერენ.

ოთხშაბათს ტაძრის ხელმძღვანელებმა გადაწყვეტილების შესახებ განცხადება გააკეთეს. ეკლესიის წინამძღვარმა გერი ჰალმა აღნიშნა, რომ მისთვის პატივია თანასწორობისკენ პირველი ნაბიჯი მისმა ეკლესიამ გადადგას.

ეროვნული ტაძარი ვაშჲნგტონის ცენტრში მდებარეობს და მის მრევლს მეზობელი შტატის მერილენდის მაცხოვრებლებიც შეადგენენ. ნოემბრის არჩევნებზე მერილენდის შტატის ამომრჩევლებმა მხარი დაუჭირეს ერთსქესიანი ქორწინების ლეგალიზებას. ვაშინგტონში ერთსქესიანი ქორწინება კანონიერად 2009 წლიდან ითვლება.

http://www.amerikiskhma.com/content/cathedral_gay_marriage/1580985.html


Комментариев нет:

Отправить комментарий