- აგერ უკვე ორმოცდაათი წლისა შევსრულდი და ჩემი ქვეყნისთვის ჯერ არაფერი მირგია, მამაო.
- უფალი მოწყალეა, შვილო.
სურვილი კი ყოველთვის მქონდა, მაგრამ თვიდან თვემდე, ხელფასიდან ხელფასამდე იწელებოდა მისი შესრულების ვადები.
პირველად მთელი საზღვრის გასწვრივ დიდი კედლის შემოვლება გადვწყვიტე, მაგრამ მივხვდი, ამისთვის მთელი ცხოვრებაც არ მეყოფოდა. მერე ქვეყნისთვის თავის გაწირვა მინდოდა, მაგრამ არც ეს გამომივიდა, უფრო სწორად, სათანადო ნებართვა ვერ მივიღე (ნებართვებს იმ დროს პრეფექტურებში არიგებდნენ), დიდხანს დავდიოდი საჭირო დოკუმენტებით, თითქმის ყველა უწყება მოვიარე, მაგრამ აუცილებელი მოწმობას, რომელიც თავგანწირვის უფლებას მომცემდა, ვერ ვეღირსე. ასე აქეთ-იქით სიარულში სახლი ავიშენე, დავეფუძნე, ოჯახი მოვაწყვე, შვილებიც დავზარდე, მაგრამ ქვეყნის ვალი გადაუხდელი დამრჩა.
ახლა უკვე მარტო სურვილი აღარ კმაროდა, დღევანდელი რეალობის გათვალისწინებით ახალი იდეა იყო მოსაფიქრებელი, ბრძნული და კეთილშობილური იდეა, შემდეგ სრულყოფილი პროექტი, ინვესტიციების მოზიდვა და მისი განხორციელებისთვის დაუღალავი შრომა.
ამჯერად შემთხვევამ შემიწყო ხელი.
საიუბილეოდ ყველაზე მაღალ მწვერვალზე ავედი და იქიდან გადმოვხედე ჩემს ქვეყანას.
თითქოს ხელისგულზე გადამეშალა მთები, ხეობები, ქედები, ზეგნები, ველ-მინდვრები, ტბები და მდინარეები, ტყეები, ბუჩქნარი და სხვადასხვა ბალახეული.
მზე ამოდიოდა და მისი სხივები მთის წვერებს დასთამაშებდა.
მართლაც საოცრად ლამაზი და უნაკლო ყოფილა ჩვენი ქვეყანა. წარმოუდგენელია ამაზე მეტი სილამაზე ინატროს კაცმა, ნამდვილად არ მშურს სხვა ქვეყნებისა, მზერა ირგვლივ მიმოვატარე, სხვა ქვეყნებისკენაც გადავიხედე, მაგრამ სხვა ასეთი ლამაზი მხარე ვერსად აღმოვაჩინე.
კმაყოფილმა კიდევ ერთხელ მოვავლე თვალი ფირუზისფერ ცას და ზურმუხტოვან მთა-ველზე დავაპირე ჩამობიჯება, მაგრამ ერთბაშად შენობების მეტისმეტად აჭრელებულმა სახურავებმა მიიპყრო ჩემი ყურადღება.
ეს კი აღარ მომეწონა, რა თქმა უნდა, ყველაფერი რომ ერთ ფერში ყოფილიყო შეღებილი…აჯობებდა.
ვთქვათ, ჩემივე ქვეყნის ცისფრად...
მთის წვერზე ჩამოვჯექი დასაფიქრებლად..
არა, ახლა მათი ხელახალი გადაღებვა არ ივარგებს, ძალიან ძვირი დაჯდება, თანაც თუნუქის სახურავებიც არ მომწონს, იქნებ… (ამ დროს თავში ფანტასტიურმა აზრმა გამიელვა) რა მოხდება, თუ მთელ ქვეყანას ერთი სახურავის ქვეშ მოვაქცევ, როგორც ერთ დიდ სახლს? (ჩვენი ერთიანობის საუკეთესო გამოხატულება), რათა ნებისმიერ ამინდში, წვიმის (განსაკუთრებით სეტყვის) და სიცხის დროს ქვეყნის მოქალაქენი თავს დაცულად გრძნობდენ.
გარდა ამისა, სახურავი დაგვიცავს ულტრაიისფერი გამოსხივებისგან, შეიქმნება ისეთ მიკროკლიმატი, სადაც ჩრდილო -დასავლეთის ქარი (ჩვენში ხომ უმეტესად ამ მიმართულების ქარი უბერავს) ასე თავისუფლად ვეღარ ითარეშებს.
პროექტი ეკონომიურიც უნდა იყოს, ამისთვის კი მასალად მხოლოდ ადგილობრივი ნედლეული უნდა გამოვიყენო.
ვთქვათ თიხა, ამით ხომ მდიდარია ჩემი ქვეყანა, თიხისგან კრამიტი...… კრამიტი კარგია, განსაკუთრებით ძველებური ქართული, მაგრამ მისი წარმოება აღარ ხდება, თანაც კრამიტმა დაცურება იცის...
მეტალოპლასტმასი ძვირი დაჯდება, ასეთ პროექტს არცერთი ქართველი ან უცხოელი ინვესტორი არ დააფინანსებს.
იქნებ ჩალა გვეცადა?
ჩვეულებრივი ჩალა, მარცვლეულის ნაწვერალი, ზამთარში გლეხები საქონელს რომ აჭმევენ.
ჩალა, იგივე ლაქაში, ლელ-კალამი, ისლი, ჩვენს ზოგიერთ კუთხეში ხომ ძველთაგანვე იყენებენ მას სახლის გადასახურად..
ჩალა კარგია, თანაც იაფი, ჩალის ფასად იშოვის კაცი.
მოსამზადებელი სამუშაოები სახურავის ჩონჩხიდან უნდა დაიწყოს.
ამ საქმეში საამშენებლო კომპანიების იმედი ტყუილად მექნება, რადგან მათ მხოლოდ ბრტყელი გადახურვის გამოცდილება აქვთ.
ქვეყანას კი ორმხრივ დაფერდებული (სამკუთხა სახურავი) სჭირდება, რომ ავდარში წყალი არ დაგუბდეს, ხოლო ზამთარში გადათოვლა არ დაჭირდეს, უკეთესია,თუ თოვლი საკუთარი სიმძიმის ძალით მთებს იქით (როკისა და დარიალის) ვიწროებში გადაიყრება.
ასეთი სამკუთხა კონსტრუქციის შესაკრავად სამკუთხედის გვერდებად ანუ ფერდებად (სტრაფილად), რკინა არ გამომადგება, მძიმეა. ხე ჯობია, მურყანი. მურყანი მსუბუქია, თანაც, თუ მზეზე გამოშრა ძალიან დიდხანს ძლებს,. სამკუთხედის ჰიპოტენუზად გაქერქილი წიფლის კოჭებიც ივარგებს.
საყრდენ ბოძებზე ზრუნვა არ დამჭირდება, რადგან სახურავს პირდაპირ მწვერვალებზე დავაყრდნობ, ქვეყანის გეოგრაფიული მდებარეობა კარგ პირობას მიქმნის, რომ პროექტი ეკონომიურად უფრო მომგებიანი გამოვიდეს.
თუ მშენებლობას ადრე გაზაფხულზე დავიწყებ, ვვარაუდობ, რომ შემოდგომის დამდეგს, როდესაც ჩალის აღების დრო დადგება, კონსტრუქცია მზად მექნება.
ამის შემდეგ იწყება მთავარი, თუმცა ერთგვარად სახალისო შრომაც, მინდორში ჩალის მოგროვება და პატარ-პატარა კონებად შეკვრა, შემდეგ მისი ტრანსპორტირება და სახურავზე თანმიმდევრულად დალაგება ქვევიდან ზევით.
როცა ყველაფერი დასრულდება, კიდევ ერთხელ ავალ მწვერვალზე და ახლა უკვე სიამოვნებით გადმოვხედავ ჩემს ქვეყანას, სადაც პირველად ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, ამ ქვეყნის ყველა მოქალაქე ერთ ჭერქვეშ მოვიყრით თავს და ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა (მათ შორის ჩვენს საერთო ქვეყანასაც). და როდესაც დაიწყება ღია დისკუსია ერთიანი ქვეყნის საერთო სახელწოდების ასარჩევად, ბუნებრივია კონკურსში “ ჩალისგან” ნაწარმოები სახელიც მიიღებს მონაწილეობას.
მე საჩალეთს დავუჭერ მხარს..
საჩალეთი. ჩალით დახურული ქვეყანა, რეალურად გაცოცხლდება. წმინდა ეროვნული ხასიათის ეს მყარი სიტყვათშეთანხმება, რომლის წარმომავლობა ჩვენს მითოლოგიურ ძირებთანაა საძებნი (“ღველფ არ გვინახავს კერაზე, საჩალეს მოვიზარდენით...”), საიდანაც არც თუ შორეულ წარსულში ისეთივე შიშველ-ტიტველნი გამოვძვერით, როგორც ამირანი გველეშაპის მუცლიდან...
მაშინ მთელმა მსოფლიომ თვალებზე ხელი აიფარა.
ახლა კი, როცა შეიტყობენ, რომ ასეთი იაფი პროექტი პირველად ჩვენს ქვეყანაში ხორციელდება, შურით გასკდებიან, ჩვენი იდეას დაბლოკავენ და თვითონ შეეცდებიან მის აღსრულებას.
მალე მთელი მსოფლიო ჩალით გადაიხურება.
ჩვენ კი ისევ პირშიჩალაგამოვლებულნი ღია ცის ქვეშ დავრჩებით.
მე ალბათ ახალ პროექტზე მომიწევს მუშაობა....

Комментариев нет:
Отправить комментарий